"ზიდანა ნათელა", „ცვრიანი კაკო“, „ქრისტე ჯემალა“ - კახური მეტსახელების სახალისო ისტორია
სოციალურ ქსელში კახური მეტსახელები და მათი წარმოშობის სახალისო ისტორიები გავრცელდა. ეს პოსტი სოციალური ქსელის მომხმარებელმა ზაზა პატარავამ გაავრცელა.
კახელებს იუმორი რომ არ დაეწუნებათ, ამ ისტორიების წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით:
„მეტსახელების მესამე სერია, ოღონდ ყველა კახურია:
"ქრისტე ჯემალა" - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.
"ზიდანა ნათელა" - თმა გასცვივდა ნახევრად.
"გამაიღე ანზორა" - ცხრა შვილი ჰყავს.
"ცვრიანი კაკო" - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.
"აგენტი მიშა" - არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია.
"მიქელა დალი" - სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა.
"ძროხა გია" - ხორცს არ ჭამს.
"ჩაწეული ვანო" - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.
"თოფილულა გურამა" - დიდი ცხვირის ნესტოები აქვს.
"ქართველი რეზო" - ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი.
და ჩემი ფავორიტი "უკრაინა ზვიადა" - ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან.
ეს კი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მეტსახელები და მათი წარმოშობის ისტორიაა.
“ცოტა გივია” – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს.
„მლაშე ვანო” – ხუთჯერ იღრჩობოდა ზღვაში და გადარჩა.
„გოჩა თამაზა“ – შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში).
„ტყუილად დალი“ – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა.
„ორხელა გოგია“ – იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა.
„ჩაპლინა „– ყრუ მუნჯია დაბადებიდან.
„ჩარიდუ“ – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი.
„ტურისტი მახოია“ – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული.
„უკარება თენგო“ – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.
„მთელი ლიზიკო“ – 80 წლისაა და გაუთხოვარი.
„არკა გია“ – წინა ორი კბილი არ აქვს.