გურული კურიოზები 08.04.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 08.04.2011

1 იან. 1970, 04:00:00

საშა და ნიკიფორე

საშა საავადმყოფოში იწვა. მეზობელმა გიორგიმ კეცის ხაჭაპური გამოაცხობინა ცოლს და საშას სანახავად წავიდა საავადმყოფოში, თან დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა. საშამ ტრაბახი დაიწყო, რათ გინდოდა, ძამია, აი ხაჭაპური. აქანე კისრამდე ვარ ხორცეულითო.

გიორგის გაუხარდა: _ კისრამდე თუ ხარ, ამას ქე წევიღებ სახლში და სადილად გეახლებიო.

გამოეკიდა საშა: _ დააბრუნე, დააბრუნე, ძველი ხალხი იბრძნიდა საავადმყოფოდან სახლში რამეს წაღებასო!

 

საშა ხშირად გადადიოდა მეზობელ გიორგისთან _ ღვინოს დამალევინებსო. ერთხელ გიორგი საშას ეკითხება, წყალს თუ სვამო. საშამ უპასუხა, შენსას რომ ღვინოს ვსვამ, იგი წყალი არაა ნახევარიო? გაბრაზებულმა გიორგიმ საშას "ლიმიტი" შეუწყვიტა.

 

საშას ეკითხებიან:

_ ხიდისთავში საღამოს რომელ მეზობელთან ატარებ?

_ გიორგისთან დავლევ 10 ჭიქა ღვინოს, მერე წამუალ სახლში, გიორგის ღვინოს შესამაგრებლად დავლევ კიდო 3 ჭიქა ღვინოს და ვწობი ლოგინში, _ უპასუხა საშამ.

 

ჯაპანაში ჩასიძებულ ჩოხატაურელ ნიკიფორეს ერთ საღამოს სიდედრმა უთხრა, რაცხა ქათამმა არ მეიკრუხა, ხვალ დილას რომ ავდგები, მევიხურავ წითელ საბანს და ეზოდან გადავალ. 50 მეტროს რომ გევივლი, დამიძახე, მობრუნდი,-თქვა. მოვბრუნდები და ქათამი მეიკრუხებსო.

ადგა დილას წითელსაბანმოხურული სიდედრი, გადავიდა ეზოდან, გაიარა 50 მეტრი, 100 მეტრი, იხედება უკან _ არავინ არ ეძახის.

_ წაი ახლა, კაი გზაზე ხარ დამდგარი ლანჩხუთისკენ, _ მიაძახა ნიკიფორემ.

 

ნიკიფორე ღარიბ ოჯახში იყო ჩასიძებული. ძველი ოდა სახლი დახვდა, რკინის "კრაოტები" ღამით საშინლად ხმაურობდა. ერთ დილას სიდედრმა უთხრა: _ ნუ მოკლავ ციცას, რა ამბავია ამდენი ....!

სიძემ მიუგო: _ მე ამიზა ჩამევედი აქანე, თვარა ჭადს ნენეც კი მიცხობდა სახლში.

შეაგროვა გიორგი გუდავაძემ, ჩოხატაური, სოფელი ხიდისთავი

 

ჯემალ ჭკუასელი

თქვენ არაფერს აკეთებთ აქანა?!

გურიაში, სოფელ შემოქმედის სკოლაში ვსაწავლობდი. VII კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და საკლასო ჟურნალში ჩემი ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო. პირველი მეოთხედის ბოლოს უკვე ყველა საგანში ორიანი მყავდა, ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მეწერა. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო. სკოლაში ეს იცოდნენ და ბევრი ყოყმანის შემდეგ მისი მიწვევა გადაწყვიტეს. სამასწავლებლოში მეც მიმიყვანეს. სკოლის დირექტორმა ქეთევან ჭანუყვაძემ მამას საკლასო ჟურნალი მორიდებით გადაუშალა, თან შუაში ჩადგა, ბავშვი არ შემოაკვდესო. სიმართლე რომ გითხრათ, ამის მეც შემეშინდა. მამამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი "წარმატების" ამსახველი ორიანების გრაფა და იკითხა:

_ ბოლოში ხუთიანი რაში უწერია?

_ სიმღერაში, _ უპასუხეს ხალისიანად.

_ აი სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ არაფერს აკეთებთ, აქანა?! _ მკაცრად იკითხა მამაჩემმა.

 

მეტი ვერაფრით მოკალით?

ერთხელ მე და ჩემი ძმა სოფელში, მამაჩემის მეგობართან ერთად, სუფრასთან ვისხედით. უბადლო მომღერლები არასდროს აძლევდნენ თავს უფლებას, ზომაზე მეტი ღვინო დაელიათ _ ისინი სასმელს პატარა ჭიქებით შეექცეოდნენ. ჩვენ, როგორც "დიდი შერმანდის" (მამას ასე მოიხსენიებდნენ) შვილები, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, გურული სიმღერა გვემღერა. ვიმღერეთ კიდეც. რომ დავამთავრეთ, სუფრა საეჭვოდ გაირინდა. ჩვენ, როგორც უხუცესს და უპირველეს შემფასებელს, ვარლამ ვარშალომიძეს გადავხედეთ. ვარლამი ეშმაკურად იღიმებოდა და თან ტარაკნის კუდივით დაგრეხილ ულვაშებს ეფერებოდა:

_ ბიჭო, მეტით ვერაფრით მოკალით მამათქვენი? _ დაგვასამარა!

 

შევარდნაძის "ცუდი გუნდი"

1996 წლის 26 მაისს, ჩემს გუნდთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ ვიდექი. მოულოდნელად მოედანზე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით გამოვიდა. შეგვამჩნია და ჩვენსკენ წამოვიდა. მოგვესალმა, მოგვილოცა დღესასწაული. შემდეგ თითქოს შემოგვჩივლა, ძალიან მიყვარს სიმღერა. მეც დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო, და ცერა თითით ზურგს უკან მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა.

მინდოდა მეთქვა, _ ბატონო ედუარდ, ჩემი გუნდი მე თვითონ შევარჩიე,-მეთქი, მაგრამ ვერ შევბედე.

ქუთაისელებს რა უხარიათ!

1982 წლის 10 მარტს, თბილისში, ქუთაისის ახლად შექმნილი სახალხო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოვიყვანე. პრემიერა დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ედუარდ შევარდნაძეც დაგვესწრო. თან მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრები იახლა უკლებლივ. კონცერტის შემდეგ კულისებში შემობრძანდა, მოგვილოცა, გვითხრა _ როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრემიერამ მაღალ დონეზე ჩაიარა. ქუთაისის საზოგადოებაც ძალიან კმაყოფილი და გახარებულია, რასაც მთელი გულით გილოცავთო. შემდეგ მოულოდნელად ჩამეკითხა:

_ ჯემალ, სადაური ხარ შენ?

_ გურული, _ ვუპასუხე ამაყად.

_ მთავარი ქორეოგრაფი?

_ ისიც გურულია.

_ მხატვარი, მერაბ ბერძენიშვილიც გურულია, ხომ?

_ დიახ.

_ ქუთაისის ქალაქკომის მდივანი?

_ გურული ვარ, _ გაკვირვებით უპასუხა ნუგზარ რუხაძემ.

_ მეც გურული ვარ და ამ ქუთაისელებს ნეტა რაღა უხარიათ?! _ გულიანად გაიცინა ბატონმა ედუარდმა.

 

გია ქურიძე, ლანჩხუთის თეატრის რეჟისორი

ლენინის ჩიხი

იმ ტაქსის მძღოლის ვინაობა აღარ მახსოვს, ვისზეც უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ამბავი ღირს მოსაყოლად.

გაგანია კომუნისტების დროა. რკინიგზის სადგურში უთენია ჩამოვიდა თბილისის მატარებელი, რომელსაც ფართოსაყელოებიან "პლაშს" და ცილინდრში გამოჯგიმული ტყავის პორტფელიანი უცხო კაცი ჩამოჰყვა. მედიდურად მივიდა გაჩერებულ ტაქსთან, გამოაღო კარები, უკან პორტფელი ჩადო, თვითონ წინ გაიჭიმა და ამაყად დააგდო მისამართი: _ ლენინის ჩიხი, #...

ტაქსის მძღოლმა გახედა: _ შენ იგი მითხარი, ვისას მიხვალ, ძამა, თვარა ჩვენ აქანე კაი ხანია, ლენინის ჩიხში ვართ!





 ახალი ამბები
  • სიახლეები და გამოწვევები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონპროექტშიევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ავალდებულებს. აღნიშნული პირდაპირ არის დაკავშირებულია სამეწარმეო სამართალში კონკრეტული ცვლილებების გატარებასთან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდანაც ვლინდება. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“  მთავარი იურისტი, ნიკა მენოგნიშვილი საუბრობს კანონპროექტის სიახლეებსა და გამოწვევებზე. ნიკა მენოგნიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი თვისობრივად ცვლის „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ რედაქციას, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად აწესრიგებს პრობლემატურ გარემოებებს, გვთავაზობს სადავო საკითხების გადაჭრის საკანონმდებლო გზებს, რაც დღესდღეობით, მხოლოდ სასამართლო პრაქტიკით იყო დარეგულირებული. ამ მხრივ, წარმოდგენილი კანონპროექტი აკმაყოფილებს არსებულ საჭიროებებს, იგი მრავალი პროგრესული სიახლით გამოირჩევა, რაც აუმჯობესებს თანამედროვე სამეწარმეო საზოგადოებისა და ზოგადად, კორპორაციული მართვის სისტემას. „კანონპროექტში კვლავ რჩება არაერთი ბუნდოვანი ნორმა. კერძოდ, ცვლილება შეეხო, როგორც არსებითად კორპორატიულ-სამართლებრივ, ისე ვალდებულებით-სამართლებრივ საკითხებს, რაც წინამდებარე კანონპროექტს შინაარსობრივად მნიშვნელოვან დოკუმენტად აქცევს. მაგალითისათვის, ამჟამინდელი რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციამდე, დამფუძნებლებმა მეწარმე სუბიექტის სახელით იკისრეს ვალდებულების შესრულება, მაშინ საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც. ამჟამინდელი რედაქციით მოწესრიგება შეიცვალა. კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემდეგ, ზ/აღნიშნული პირები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული. მკაცრდება მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხები. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არსებული კანონპროექტი ითვალისწინებს მათთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, რისი დარღვევაც ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა. აღნიშნული საკითხი წარმოდგენილ კანონპროექტში უფრო მასშტაბურად არის მოწესრიგებული, თუმცა, ამავდროულად, პრობლემატურ საკითხებსაც შეიცავს. კერძოდ, დადგენილია, რომ რეესტრის გამოქვეყნებული რეგისტრირებული მონაცემის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში. თუმცა, ბუნდოვანია ის მოწესრიგება, რომელიც ადგენს, რომ იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა რეგისტრაციისა და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, დაუშვებელია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა მესამე პირის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი დაამტკიცებს, რომ მან აღნიშნული ფაქტების და დოკუმენტების შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა, რომ სცოდნოდა. სტაბილურობის განცდა, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები მუდმივად განახლებადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუსაბუთებელია 15 დღიანი ვადის დაწესება. აღნიშნული, სასამართლო პრაქტიკაში მრავალ სირთულეს გამოიწვევს, რამაც, შესაძლებელია, მეწარმე სუბიექტიც დააზიანოს. აგრეთვე, პრობლემატურია ის მოწესრიგებაც, რომელიც გვხვდება მეწარმე სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დროს. კერძოდ, კანონპროექტის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაწყებულია ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ცვლილების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია პირდაპირ დაეყრდნოს მიღებულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტული წინაპირობების გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დაეყრდნოს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის საჯარო რეესტრის მხრიდან რეგისტრირებული, შესაბამისად, შემოწმებული არ არის მისი ფაქტობრივი/იურიდიული საფუძვლები, გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებთან დაიწყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა. პრაქტიკაში, იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო რეესტრის უარს ეტყვის მეწარმე სუბიექტს ცვლილების რეგისტრაციაზე, შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა არაუფლებამოსილ პირთან, რაც, თეორიულად, მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველიც უნდა იყოს. აღნიშნულმა, თეორიულად, დააზიანებს სამეწარმეო საზოგადოებას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს თვითნებობის შესაძლებლობას. ნოვაციას წარმოადგენს საქმიანი წერილისა და ვებგვერდის საკითხის მოწესრიგება. აღნიშნული საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც ადგენს იმ სავალდებულო რეკვიზიტების სიას, რაც სამეწარმე საზოგადოების საქმიან წერილს უნდა ახლდეს თან. ამავდროულად, წარმოდგენილია ვებგვერდის სამართლებრივი მოწესრიგებაც, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ელექტრონული კომერციის საკითხის დარეგულირებისკენ - ეს კი, საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კანონპროექტის 41-ე მუხლით დადგენილია პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი. აღნიშნული საფუძველი შესაძლებელია იყოს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური. კანონმდებელი დეტალურად ადგენს იმ წინაპირობებს, რომლებიც პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს, აგრეთვე, ასახავს გზას, თუ როგორ მიიღწევა ეს შედეგი და ვადას, რომელიც საკითხის ხანდაზმულობას იწვევს. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება სასამსახურო ხელშეკრულების დეფინიცია, რაც აქამდე სასამართლო პრაქტიკით იყო მოწესრიგებული. პირდაპირ დადგენილია, რომ სასამსახურო ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები, რაც პრობლემატურ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია, მიმდინარე კანონმდებლობითაც, დირექტორთან დადებული ხელშეკრულება ითვლება დავალების ხელშეკრულებად, თუმცა, არსებული პრაქტიკა იძლეოდა შესაძლებლობას, აღნიშნული ხელშეკრულების შრომით ხელშეკრულებად მიჩნევისთვის, თუკი იყოს არსებობდა შესაბამისი წინაპირობები. აღნიშნული კანონპროექტით კი პირდაპირ გამოირიცხება დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შრომით ხელშეკრულებად მიჩნევის შესაძლებლობა, რაც, დირექტორს ართმევს შესაძლებლობას, რომ ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რომელიც დადგენილია შრომის კოდექსით. აღნიშნული საკითხი უფრო მეტად საყურადღებოა იმ ნორმის გათვალისწინებით, რომელიც პარტნიორთა კრების აძლევს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხელმძღვანელი პირი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. ამიტომაც, აუცილებელია, რომ დირექტორმა, სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმების დროს სამეწარმეო საზოგადოებასთან შეათანხმოს ისეთი ნორმები, რაც მის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს. საინტერესოა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. არსებული კანონმდებლობით, ზრუნვის მოვალეობის დარღვევის დროს, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს. შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს მიმართ არსებობს ვადამოსული მოთხოვნა, სამეწარმეო საზოგადოება ვერ ასრულებს ვალდებულებას, ხოლო აღნიშნული ქმედება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს საზოგადოებას დააყენოს დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. წარმოდგენილ კანონპროექტში კი გათვალისწინებულია პარტნიორთა კრების მიერ საზოგადოების ხელმღვანელის მიერ გაწეული მუშაობის მოწონების საკითხი. კერძოდ, დადგენილია, რომ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის მუშაობის იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მხრიდან ამ ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას. შესაბამისად, თუკი პარტნიორთა კრება არამართლზომიერად იმოქმედებს, მოიწონებს დირექტორის მიერ გაწეულ მუშაობას (რამაც ზიანი გამოიწვია), კრედიტორი უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგანაც მას პარტნიორების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მტკიცებაც მოუწევს. წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს დირექტორის დაცვა „ბიზნესის გადაწყვეტილების მართებულობის“ პრინციპის რეალიზაციის კუთხით. კერძოდ, თუკი არსებული კანონმდებლობით, საზოგადოების ხელმძღვანელის ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ის მოქმედებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად, კანონპროექტის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ  კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მისი ქმედებით ის ასრულებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერი დირექტორის ქმედების გასამართლებლად აღნიშნული ნორმა ფუნდამენტურია, რაც აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთ მიღწევადაც გვევლინება. გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე კანონპროექტი მრავალ სიახლეს გვთავაზობს, თვისობრივად განსხვავებულად არეგულიბეს ზოგად ნაწილს, შემოაქვს არაერთი დამატებითი ნორმა, როგორც ზოგად, აგრეთვე კერძო ნაწილში. მიზანი კი ნათელია - შეიქმნას ისეთი საკანონმდებლობა ბაზა, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტური, თანამედროვე საჭიროებების ამსახველი, მხარეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დამცველი და ბიზნეს-საქმიანობის გამამარტივებელი. კანონმდებლობით საკითხების მკაფიოდ მოწესრიგება დაეხმარება მხარეებს შეთანხმებით გადაწყვიტონ მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება, აღნიშნული საკითხი კი, თავის მხრივ, აღმოფხვრის სასამართლო სისტემაში დავათა სიმრავლის პრობლემას.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას და მისი მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს აღსრულების პროცესზე დაკვირვებას“,_ ნათქვამია სამართლებრივ ... ...
  • გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს. “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო. მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს”,_ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • გერმანიაში დასასაქმებლად პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრებაგერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ბუნტურის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით დაახლოებით 98 000 ადამიანია დარეგისტრირებული. „საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება სამუშაოდ. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა. ბუნტურის თქმით, რაც შეეხება საფრანგეთს, ხელშეკრულება გაფორმებულია, რომელიც უკვე ძალაშია შესული. „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია. საფრანგეთის შემთხვევაში, საუბარია კვალიფიციურ სპეციალისტებზე. 50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, სხვადასხვა როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია!"„ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია! რადგან მოლაპარაკების შირმას ამოფარებული „ქართული ოცნება“ თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს. და თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ „ოცნება“ კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს. სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი... სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე; ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს; არჩეულია  გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება. ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება. ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს, ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი,  ქართველი ხალხი!“_ წერს  დავით ჭიჭინაძე ფეისბუქ ... ...
  • საქართველოს მთავრობამ 15 მილიონის შიდა ვალი აიღო,,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15000000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა”, _ ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%-ით განისაზღვრა", _ აღნიშნულია ეროვნული ბანკის  განცხადებაში. 12 აპრილს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტიდან მილიარდ 700 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა დაეფარა. სპეციალისტების განმარტებით, ამით 10 წლის წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ძირი დაიფარება, რასაც დაემატება მიმდინარე წლის პროცენტი 34,5 მილიონი დოლარის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...