აჭარელი „ლომისა“ და „ბოტასიანი“ ზვიად ძიძიგურის ამბავი

ა კიდო

აჭარელი „ლომისა“ და „ბოტასიანი“ ზვიად ძიძიგურის ამბავი

2017 ივლ 30 09:51:13

ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი ჩამომივიდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. „გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო“, - მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ მართალიც ბრძანდება. გადახედეთ თვალი დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას - სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები.

დღევანდელ წერილში მორიგ „პოლიტიკურ გამოშვებას“ შემოგთავაზებთ. ჩვენი პირველი სტუმარი ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იქნება, რომელიც ერთ „პოლიტიკურ ინციდენტს“ მოგვიყვება.

„გიგი წერეთელზე მოგიყვებით. მეხიკოში ვიყავით მივლინებით მე, გიგი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. მანქანაში გველოდება მასპინძელი, რომელსაც უნდა ავეყვანეთ აცტეკების პირამიდაზე. მანამდე კი დავდივართ მაღაზიებში მე და გიგი და ხათუნა გოგორიშვილისთვის ვარჩევთ საჩუქარს. მე ვუთხარი გიგის: აბა, დაფიქრდი, ხათუნა გასათხოვარი ქალია და ისეთი რამ უყიდე, რომ, თან ესიამოვნოს და თან გამოადგესო. დავდივართ და ვარჩევთ ვულკანური ქანებისგან წარმონაქმნ ნივთებს. მიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.

ბევრი ვიხალისეთ. მერე გიგის მოეხათრა და დიდი, გაშლილი საინი უყიდა ხათუნას. წამოვედით დაღლილები. ავედით აცტეკების პირამიდაზე, სადაც გიგის მადა აღეძრა, ანუ, მოშივდა. დავინახეთ დიდი კაქტუსის ხეები, რომელსაც, თურმე, გემრიელი ნაყოფი აქვს, მინდოდა მისი მოწყვეტა, მაგრამ ამიკრძალეს, ხელებს დაგისუსხავს, ისეთი წიწვოვანიაო. მე გავითვალისწინე რჩევა, მაგრამ გიგის არ გაუგონია. მოგვიახლოვდა ცოტა ხანში გიგი, და, კაქტუსები, რომ დაინახა გაუფართოვდა თვალები – რა კარგი რამეაო. დავუშალე, ხელი არ ახლო, მაგრად დაგსუსხავს-მეთქი. გიგიმ იფიქრა, რომ არ მემეტებოდა კაქტუსის ნაყოფი. უცებ ახტა და მოგლიჯა ის ხიდან. ერთი კი დაიღრიალა – ვაიმე დედაო – და ერთი კვირა სულ ასე კვნესოდა. შეერჭო მისი „წიწვები“, როგორც ნემსები. ხელი საშინლად დაუსივდა. პანიკაში ჩავარდა გიგი, ეგონა, სიმსივნე გამომივიდა და ვკვდებიო. ისეთ დღეში იყო საწყალი, ჭამა კი არა, თავიც აღარ გვახსოვდა. ცხადია, ახლა ვხუმრობ, თორემ, მაშინ აუტანელ დღეში ვიყავით.

სულ იარაღით დავდიოდი. მიყვარდა ტარება და რა მექნა! იმ პერიოდში სომხეთში ცუდი ინციდენტი მოხდა: პარლამენტის შენობაში იარაღიანი ხალხი შეცვივდა, პარლამენტის თავმჯდომარე, დემირჭიანი მოკლეს. მას მერე აქაც შეეშინდათ და აკრძალეს პარლამენტში იარაღის შეტანა. ერთ დღესაც, პარლამენტის დაცვა შეეცადა, ჩემთვის იარაღის ჩამორთმევას. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე. ატყდა ერთი ამბავი, ამირხანაშვილი არ გვაბარებს იარაღსო. მეც ავუხსენი, რომ ჩამორთმევამდე საჭირო იყო შემდეგი პირობების დაცვა, კერძოდ, სპეციალური სეიფის ყიდვა, სადაც შეინახავდნენ ჩემს იარაღს. წავიდნენ, იყიდეს სეიფი, მერე მოვითხოვე, ისეთი სეიფი უნდა ნახოთ, რომ ორი გასაღებით დაიკეტოს-მეთქი. წავიდნენ და ძლივს იშოვეს ორგასაღებიანი სეიფი. მე გზადაგზა მოთხოვნებს ვამკაცრებდი. მათ ვუბრძანე, რომ ეს სეიფი სპეციალურ ოთახში უნდა იყოს განთავსებული-მეთქი. მართლაც, იარაღის შესანახად გამოყვეს ცალკე ოთახი. ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ჯვარს არ ვაცვი სამთავრობო დაცვა. ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით მოაგვარეს ეს ამბავი.

მე, როგორც პარლამენტის წევრს, ყველა შესასვლელიდან შემეძლო შესვლა. გვერდითა შესასვლელიდან იარაღის ჩაბარებას არ მთხოვდნენ. მეც, მეტი რა მინდოდა, ცენტრალური შესასვლელიდან არ შევდიოდი, რომ იარაღის ჩაბარება არ დამჭირვებოდა. მერე მთხოვეს, შენი ჭირიმე, აქედან იარეო. ერთ დღეს ჩავაბარე იარაღი და ამოისუნთქეს ამის გამო. გავიდა გარკვეული პერიოდი, ისე მოხდა, რომ ერთხელ კონფლიქტი მომივიდა და 20 კაცი მომცვივდა იქვე საჩხუბრად, მე კი ერთი ვიყავი. რომ მომიახლოვდნენ, დავაძრე ჩემი იარაღი – აბა ვინმე მომეკაროს-მეთქი, დავაშინე ის ხალხი. ატყდა ერთი ამბავი, როგორ შევიდა კობა პარლამენტში იარაღითო. არადა, ნახეს, რომ იარაღი ჩაბარებული მაქვს. მერე დავცინე მათ თქვე მართლა გოიმებო, როგორ ვერ მიხვდით, რომ ერთს ვაბარებდი და მეორე იარაღით შემოვდიოდი-მეთქი. ასეთი ოინები მოვაწყვე პარლამენტში“.

ბატონი კობას შემდეგ სიტყვა ზვიად ძიძიგურს გადავცეთ.

„1991 წელს ჩეხური ბოტასები და ჯინსი იყო მოდაში. ყველა დეპუტატი სხდომებზე ასე ჩაცმული დადიოდა. მხოლოდ ზვიად გამსახურდია, როგორც ნამდვილი ინტელიგენტი, პარლამენტში კოსტიუმით მოდიოდა. ერთ დღესაც სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. უცებ გვესმის გამსახურდიას აღშფოთებული ხმა: - რა ხდება, აქ პარლამენტია, საკანონმდებლო ორგანო და თქვენ "ბოქსიორებივით" რატომ სხედხართო?! ბუნებრივია, შენიშვნა მეორე დღესვე გავითვალისწინეთ“.

დღევანდელ მოგონებებს ქალბატონი ელენე თევდორაძე დაასრულებს.

„თბილისში ასლან აბაშიძეს აჭარელ ლომს ეძახდნენ. ერთხელაც ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით გავემგზავრე. აეროპორტში გიდი დაგვხვდა, რომელმაც გამანდო, რომ უსურიული ვეფხვის საზოგადოების წევრი იყო - ეს სახეობა თანდათან ქრება და მის გადარჩენაზე ვზრუნავთო. იცით რა, დედამიწაზე რამდენიმე უსურიული ვეფხვი მაინც დადის, ჩვენ კი მთელ გალაქტიკაში ერთადერთი აჭარის ლომი გვყავს-მეთქი. გაგიჟდა, მსგავსი სახეობა არასოდეს გვსმენიაო. მეორე დღეს ისევ შევხვდი და ბედნიერი სახით მახარა, - გუშინ ჩვენს ორგანიზაციაში აჭარელი ლომის საკითხს დიდხანს ვიხილავდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მის უფლებებს ყველანი ერთად დავიცავთო“.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. ... ...
  • “საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც” – გამყრელიძე“საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა “ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. გამოვიყენე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისაც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება”, – ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეს პირველი იარაღია: “შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად ასე ვთქვათ, გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და ვნახოთ. მნისვნელოვანია დავიცვათ საგანგებო მდგოგომარეობა და თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ამირან ... ...
  • აპირებს თუ არა ჩოხატაურის მერია პრემიების გაცემასკორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო მოხელეების წახალისებას არ გეგმავს, _ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა. „საჯარო მოხელეების წახალისებას არ ვგეგმავთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჯერჯერობით, არავის წახალისება არ იგეგმება. ჩვენი რესურსები ახლა მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“,_ გვიპასუხა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი საქმიანობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიები გაიცა იმ ადამიანებზე, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში 24 საათის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტა, პრემიების გაცემა აღნიშნული თანამშრომლების წახალისებას ისახავდა ... ...
  • "რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს სახლიდან ვადევნებ" _ გიორგი გახარიამე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. „მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა ... ...
  • COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზესაქართველოში სტარტაპ "mydoc"-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით შეამოწმოს საკუთარი ეჭვი, კორონავირუსით შესაძლო დაავადების შესახებ. ეს არის COVID 19-ის ტრიაჟის ინსტრუმენტი, შემუშავებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების მიხედვით. საიტზე მოცემულია ზოგადი სიმპტომები და მათზე დაყრდნობით შექმნილია კორონავირუსის რისკების დადგენის ტესტი, რომელიც ადგენს შესაძლო რისკებს და ამის საფუძველზე მომხმარებელს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. პლატფორმაზე უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.პლატფორმა ეყრდნობა მხოლოდ სანდო და კომპეტენტურ სამედიცინო - სამეცნიერო საერთაშორისო წყაროებს. მასში მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, ათიათასობით პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ჩანაწერებიდან. პლატფორმის მოდერირება და მართვა ხდება კომპეტენტური სამედიცინო საბჭოს მიერ, რომელშიც შედიან ევროპისა და აშშ-ს სპეციალისტები, როგორც სამედიცინო ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროდან. წყარო: ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...