"ამოი შენ არ მოი"_ გურიაში სოფლის მარშუტკებში გაგონილი სახალისო ფრაზების ათეული


ა კიდო

"ამოი შენ არ მოი"_ გურიაში სოფლის მარშუტკებში გაგონილი სახალისო ფრაზების ათეული

20 აგვ. 2020, 17:37:22

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი ხათუნა მანჯგალიძე  გურიაში სოფლის მარშუტკებში გაგონილი სახალისო ფრაზების ათეულს აქვეყნებს.

„(პირველი ნაწილი - არ მეიწყინოთ კიდო იქნება ამფერი)

1. აი იქინე მივა?

2. რაფერი სიცხეა ცა, მეისპო აი მთავრობა, რაია აი ა?

3. ნუ მაწობი გლახათ ქალო, სა მაქ შენი რჩენის თავი!

4. სა გედევიწიოთ მეტი ძამა, ბალკონი გაქ უკან მოდგმული თუ?

5. ე, ბიჯო, შეივსო აი მაშინა და კალთაშიც თვარ ჩევიჯინეთ კიდო ვინცხა არ მიხვალ მანამდი?

6. ამოი შენ არ მოი

7. ძროხა რომ ბღავა მაქანე გამიჩერე საცხა.

8. პაწე ნელა წაი ბიძია, აი კასტუმი კვტრიზა კი არ მიმაქ.

9. ენაზე სოჩიკი რომ დაგიყენონ ქალო, მაი ვორი მეშოკი თხილიც ვერ გედეიხთის იმდენს ლაპარიკობ.

10. ადგილი რომ არაა იმიზა ვდგავართ ფეხზე, თვარა წასულების ხსოვნის სადღეგრძელოს კი არ ვსვამთ აქანე“,_ წერს მანჯგალიძე.




 ახალი ამბები
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებსოფიციალური ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ლევან ხარაბაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 26 იანვრამდე იკავებდა. დირექტორი ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ... ...
  • გომელაურმა წმენდა დაიწყო _ გახარიას გუნდი შსს-დან მიდის, თუმცა, დაუსაქმებელი არ რჩებაშსს-ში კადრების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი გომელაური არ მალავს თავის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ.  ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას კადრები ნაცვლდება და პრემიერის გუნდს უშვებენ სამინისტროდან - საბანაძე, ბორცვაძე და სხვები მიდიან, მაგრამ გიორგი გახარია მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს - ზოგი დამსახურებულ პენსიაზე გავა, ზოგს კი პოლიტიკურ თანამდებობაზე გადაანაწილებს.  მაგალითად, აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა, თავად ამას არ ადასტურებს: "არ ვიცი ჯერ არაფერი, არ ვაპირებ გადასვლას, ვმუშაობ აჭარაში", _ ამბობს კოტე ანანიაშვილი.  ამ დროს კი პროცესები შსს-ში ისევ ძველი სცენარით გრძელდება. ამ დღეებში კიდევ რამდენიმე სამხარეო პოლიციის უფროსის გათავისუფლებას ელოდებიან. წყარო: ... ...
  • პაატა მანჯგალაძე: "გავაგრძელებთ ბრძოლას, უფრო უკომპრომისოდ და მონდომებით. მხოლოდ ერთი გზა გვრჩება _ ქუჩა"„ქართული ოცნება“ თუ შეწყვეტს მანდატებს, შესვლა არ შესვლის საკითხი დაიხურება და ამ მიმართულებით მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ბრძოლას, მაგრამ ახლა უფრო უკომპრომისოდ და უფრო მონდომებით, რადგან თუ ხელისუფლებამ გააუქმა არჩევნები, თუ მიიტაცა ძალაუფლება, სასამართლო, მხოლოდ ერთი გზა გვრჩება, ქუჩა", _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „ბუნებრივია, სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანი აქციებით ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისზე. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს უფრო ზნეობის და ჰუმანური აქტია და თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამს „ქართული ოცნება“, რომ ამ ადამიანებს მოუხსნის იმ პოლიტიკურ ბრალს, რაც აქვთ წაყენებული, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, პირადად ამ ადამიანებისთვის და ზოგადად პროცესისთვის. პოლიტპატიმრების განთავისუფლება ქართული ოცნების მხრიდან კარგი საქციელი იქნება, მაგრამ ვადამდელი არჩევნების თემატიკას ვერ ჩაანაცვლებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიცია კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. „ახლა ნაბიჯები უნდა გადმოდგას „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ ქმედებებს. რეგლამენტში ცვლილებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ის დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც დაწესებულია ევროპაში და დაწესებული იყო საქართველოში, დღეს ვერ კმაყოფილდება. ერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ არსებობს საქართველოს პარლამენტში, ეს არის მოცემულობა, ამიტომ მოუწიათ ამ თარგის გადაწერა გადაჭრა ახალ რეალობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კრიზისზე. თუ ვინმე ამას იმისთვის აკეთებს, რომ რაღაც თანამდებობების დაპირებით პოზიციას შევიცვლით, ეს არის არასერიოზული“, – განაცხადა მანჯგალაძემ. ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციას აქციების გამართვის გარდა, სხვა გზა არ აქვს. „თუ ვინმე ხელისუფლების დამხობას აპირებს, ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ყველა უფლება, რომელიც დღემდე არის მოპოვებული, მოპოვებულია ქუჩაში, კონსტიტუციით დადგენილი ფორმებით და საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც იმართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა გამოხატვის თავისუფლება, პროტესტი, მანიფესტაცია, მიტინგი და თუ ხელისუფლება არ წამოვა კომპრომისზე, მხოლოდ ეს ერთი გზა დაგვრჩება, რადგან პარლამენტი იქნება უზურპირებული, სასამართლო უზურპირებულია, შესაბამისად ხელისუფლება უზურპირებულია, რა დაგვრჩენია ქუჩის გარდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ. წყარო: ... ...
  • თბილისი ირანის საგარეო საქმეთა მისისტრს მასპინძლობსაზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, ეწვია.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ორდღიანი ვიზიტი დღეს დასრულდება. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.განსახილველ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით, არ ასახელებს.მოჰამად ზარიფი ვერ შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს _ 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შემკობს გმირთა მემორიალს.საქართველოში ვიზიტამდე მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. გუშინწინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს.რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ზარიფმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.26 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ირანი, თურქეთი და საქართველო დაინტერესებულნი არიან მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენით და უფრო მეტიც _ უკვე ისმის ინიციატივები, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო რუსეთის, ირანის და თურქეთის მონაწილეობით რეგიონში მიისწრაფოდნენ ურთიერთობებისკენ ახალი რეალობის გათვალისწინებით: „რეალობისა, როცა არ არის ომი და არის შეთანხმება მოიხსნას ყველა ბლოკადა და სხვა შეზღუდვები“.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში ჩართვა სურთ ევროპის ქვეყნებსაც. წყარო: ... ...
  • საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება იწყება„მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს  ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში. „ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და  ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოვოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან," -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....