"ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში" _ ჯაპანას სახალისო „თავგადასავლები“

gurianews.com

ა კიდო

"ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში" _ ჯაპანას სახალისო „თავგადასავლები“

2017 აგვ 19 15:47:28

დღევანდელი წერილის სტუმრები თანამემამულე აქტიორების ახალი თაობის წარმომადგენლები იქნებიან.

თავდაპირველად სიტყვას დათო ხურცილავას, იგივე „ჯაპანას“ გადავცემ. ბატონი დავითი სულითა და ხორცით ქართველი მამაკაცია და როგორ იქნებოდა ერთხელ „საკურორტო რომანიც“ არ ჰქონოდა. კი ჰქონდა, მაგრამ ეს გატაცება დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა.

„საკურორტო რომანი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელსაც, არ ვიცოდი, რომ ქმარი ჰყავდა.

ერთხელაც, ღამის სამ საათზე ზარია კარზე. _ არიქა, ჩემი ქმარი მოვიდა, უნდა აივნიდან გადახტე, თორემ, თავს მოვიკლავო, - მითხრა ჩემმა „გულის მურაზმა“. ვუთხარი, მოვიდეს, რა მოხდა, ყველაფერს ავუხსნი და გამიგებს, როგორც კაცი კაცს-მეთქი. ახლაც არ ვიცი, რა უნდა ამეხსნა. სანამ ჩვენ ვთათბირობთ. ზარი იცვლება მუშტების ბრახუნით.

მოკლედ, ვისკუპე მესამე სართულიდან - მეორე სართულის აივანზე დავხტი, კიდევ ერთხელ ვისკუპე და - კირით სავსე ავზში აღმოვჩნდი. ისე უხერხულად დავეცი, რომ მკურნალობა დამჭირდა. მივედი სახლში კირით შეთეთრებული და თმაშევერცხლილი. ჩემმა დამ კარი ბოლომდე არ გამიღო, ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და ნახევრად ღია კარიდან მიწყობს გამოცდას: თუ შენა ხარ, მითხარი, როდის აქვს დაბადების დღე ბიცოლაჩვენსო. მე ვუთხარი, უფრო ადვილი კითხვები დამისვი-მეთქი. სამი-ოთხი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ძლივს შევაღწიე სახლში“.

დათო ხურცილავა კიდევ ერთ სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

„თავის დროზე ჩემს მეუღლესთან, უფრო სწორად, მის მშობლებთან, ხელის სათხოვნელად რომ მივედი, ერთ ხელში შამპანური მეჭირა, მეორეში - ტორტი, პირში მქონდა ჩაბღუჯული იის კონები და თავით დავრეკე ზარი. გამოვიდა ჩემი ახოვანი სიმამრი და მკითხა - რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. მე ვუთხარი, თქვენი ქალიშვილი და მე შეყვარებულები ვართ და ცოლად უნდა გამატანოთ-მეთქი.

დამხედა, თავი სინანულით გადააქნია და მითხრა: - ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში, სადილი რომ გაიმწაროს, მაგრამ, რა გიყოთ, სიყვარულმა თქვენ კი არა, კინგ-კონგიც კი გადარიაო. დაგვლოცა და მოგვცა დაქორწინების უფლება“.

ბატონი კახი კავსაძის შვილი ირაკლი დიდი ხანია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქაურ თეატრებში არაერთ სპექტაკლებში მიუღია მოაწილეობა. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა მისთვის მარცხით დასრულდა და მუხლის ტრავმა მიიღო. ამ ამბებიდან რამდენიმე წელია გასული და იმ ისტორიებს ირაკლი კავსაძე ჩვეული იუმორით იგონებს.

„კლავდიუსს ვთამაშობდი. იქ არის ერთი ასეთი სცენა, როცა მუხლებზე ეცემი. დავეცი და თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე. თავი იატაკს დავარტყი და ამან გამომაფხიზლა. მუსიკას ცოტა ავცდი, მაგრამ, თამაში განვაგრძე.

მერე, კენედის ცენტრში დრაკულას როლს ვთამაშობდი. ჯიბეში ბოთლი მედო, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ვიღებდი. მეორე მსახიობს ხელი უნდა დაევლო, გადავეგდე და ჰაერში უნდა ავმხტარიყავი. ამ ახტომისას, პალტო მხარზე გადამეკიდა, ბოთლი მეორე მხარზე მომექცა და იატაკს დავასკდი. მაშინაც გონება დავკარგე. მოცვივდნენ და წამიყვანეს საავადმყოფოში.

ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მუხლი გარეთ გამომივარდა და ვეღარ ვშლიდი, საშინლად მტკიოდა. არადა, მთავარი როლი მქონდა და ის სპექტაკლიც კენედის ცენტრში უნდა გვეთამაშა. შემცვლელის პოვნა საკმაოდ რთული იყო. ექიმებმა მითხრეს, ვერ ითამაშებო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვითამაშო-მეთქი. გიჟი ხარო. კი, ასეა, საერთოდ, არტისტები შექანებული ხალხი ვართ-მეთქი. გადამიხვიეს, ტკივილგამაყუჩებლები მომცეს და ასე ვითამაშე. მერე ფეხზე სამი ოპერაცია გავიკეთე. ექვსი წელია, ნორმალურად არ გამივლია, ტკივილგამაყუჩებლებს ვიკეთებდი. მერე გავიგე, რომ თბილისში ვიღაც ხალხური მედიცინის მეთოდით მკურნალობდა. ვიფიქრე, თანამედროვე მედიცინამ ვერ მომარჩინა და, იქნებ, ხალხურმა მიშველოს-მეთქი.

მალამო გამომიგზავნეს და, მართლაც, ტკივილები მომეხსნა. უნდა ნახოთ, როგორი სპორტული და ჯანიანი დასის წევრები გვყავს. სცენაზე დაფრინავენ და ტრავმებსაც ამიტომ იღებენ. თქვენ გგონიათ, მხოლოდ მე მაქვს ტრავმები?!“                                                                        

ოპერატორ თენგიზ ელაშვილს მთელი თბილისი იცნობს. ეს ადამიანი, ძირითადად, ქორწილებს იღებს და მოსაგონარიც ბევრი გააჩნია.

„15-წლიან მუშაობაში კურიოზს რა გამოლევს?! ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ნეფე-პატარძალს გურჯაანის რაიონიდან, ჯვრისწერა და ხელის მოწერა თბილისში ჰქონდა, მერე კახეთში, ველისციხეში მიგვყავდა „ლიმუზინით“. უკვე გვაგვიანდებოდა და მძღოლმა სიჩქარეს საკმაოდ მოუმატა. წინა სალონში, მძღოლის გვერდით ვიჯექი და კახეთის პეიზაჟებს დიდი ინტერესით ვაფიქსირებდი.

სოფელ კაჭრეთთან, სადაც ცენტრალურ ტრასაზე ზემო-რკინიგზის ხიდი გადადის და ქვეშ უნდა გაძვრე, უცებ რაღაც დიდი ფრინველი შევნიშნე, რომელმაც წამებში ისეთი გრუხუნი გაადინა, მეგონა, ჩვენი ცხრამეტრიანი „ლიმუზინი“ აფეთქდა. ავტომობილი მთლიანად შეირყა. როგორც იქნა, გავაჩერეთ. დანარჩენი მექორწილეებიც, დაახლოებით ,40-50 ავტომობილი, ნელ-ნელა გაჩერდნენ.

გადმოვედით „ლიმუზინიდან“ და რას ვხედავთ: მანქანების სახურავები ქათმის სკინტლით ყვითლად არის დასვრილი, ყველაზე მეტად კი - ჩვენი „ლიმუზინი“. უკან რომ მანქანებით მოგვყვებოდნენ, იმათ დაუნახავთ ექვსი პატარა ბავშვი, სკოლის მოსწავლე, რომლებმაც პოლიეთილენის დიდი ტომარა ძლივს გადმოაგდეს ხიდიდან, თან დაიძახეს - „აბა, ბარაქაო“ და სოფლისკენ გაიქცნენ.

ყველა სიცილით იგუდებოდა – ეგ ოინები მამამთილის, „გურჯაანის ნაყინის” დირექტორის, ბატონი ვანოს მოწყობილი იქნება, ეგეთი რამეები ეხერხებაო...მაღლიდან დაცემულმა სკინტლმა ბარაქა იცის, იმ ბავშვებს ერთი 200 დოლარს მისცემდა და, აი, შედეგიცო.

მანამდე კიდევ, რომ გავჩერდით, პატარძალი უკანა სალონიდან გადმოვიდა – რა მოხდაო და, უცებ მის 2 000-ევროიან კაბას სკინტლები ჩამოესხა. სასწრაფოდ განვაგრძეთ გზა. ბაკურციხეში წყალთან გავჩერდით, მანქანები ვედროებით ვრეცხეთ და ველისციხეში ერთი საათის დაგვიანებით ჩავედით. 1 000 კაცი „ლიმუზინს“ სინჯავდა – აბა, სად დეეცა ბარაქიანი სკინტლის ტომარაო!“



 ახალი ამბები
  • შემოქმედში სოფლის დღესასწაული გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული ,,შემოქმედობა -2017'' და რეგიონური ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' გაიმართა. მთავარი კონცენრტის დაწყებამდე გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, გურული ტრადიციული კერძების მომზადება-დაგემოვნება.  ღონისძიებაში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვებიან.  “შემოქმედობას“ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს ჯგუფ “მგზავრების“ კონცერტი გაიმართა.  “შემოქმედობა-2017“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო “ფუძეობა“ კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ... ...
  • რის შესახებ ისაუბრებს პრემიერი გაეროშიოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა-ეს იქნება ერთ-ერთი მთვარი საკითხი, რაზე სასაუბროდაც პრემიერმინისტრი გაეროს მაღალ ტრიბუნას სიტყვით გამოსვლისას გამოიყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განახადა.  დავით ზალკანიანის თქმით, იმის გათვალსწინებით, რომ 72-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემაა ადამიანის განვითარება მდგრადი განვითარების პირობებში, გიორგი კვირკაშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ჭრილში თუ რას აკეთებს ხელისუფლება მოქალაქეების კეთილღეობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ქართული დელეგაცია დევნილების შესახებ იმ რეზოლუციის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელსაც გენერალურ ასამაბლეაზე ყოველწლიურად აგრძლებენ. '' ეს რეზოლუცია მოუწოდებს იმ ძალას, რომელიც ახორცილეებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე, უზრუნველყოს ამ ადამიანების მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში და ასევე უზუნველყოს უფლება  საკუთრებაზე, რომელიც მათ აქვთ წართმეული. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელიც ამ რეზოლუციას უჭერს მხარს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ მუდმივად ვართ გაეროს დღის წესრიგში"- განაცხადა ... ...
  • ვლადიმერ იმნაძე საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ნაკრებს უნგრეთში ნაკრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციართა, ვეტერანების ოჯახის წევრთა, ომის ვეტერან შშმ პირთა და თავად უწყების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის საქმეში, ვლადიმერ იმნაძემ უწყების მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს. მკლავჭდელთა ნაკრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანი ზვიად ხაჩიძეც გამოდიოდა, რომლის დებიუტიც მეოთხე ადგილის მოპოვებით აღინიშნა, ხოლო მის მიერ მოტანილი ქულები საერთო სანაკრებო ქულათა რაოდენობაში აისხა. მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა მსოფლიო პირველობას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა 30 მედალი მოიგეს: 9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო, მათ შორის 18-წლამდელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პარამკლავჭიდელთა აქტივში 24 მედალია: 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.    ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლაამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობდა და მას ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, რა დროსაც გზაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.  სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • რატომ დგას ლანჩხუთის ცენტრში კანალიზაციის სუნი, ანუ ვინ გადაჭრის პრობლემასქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ,  რამდენიმე დღეა გამვლელებს კანალიზაციის მძაფრი სუნი დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც პირველ სკოლაში მრავლად სწავლობენ. კანალიზაციის სუნი კი სკოლის წინ გამავალი სანიაღვრე არხიდან ამოდის, სადაც დაბინძურებული წყალია დაგუბებული.   ცნობისთვის, გარდა საჯარო სკოლისა,  ამ არხის გასწვრივ რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი, სწრაფი კვების ობიექტი და კერძო  საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. _ ჩემმა მტერმა ვერ იგრძონო ეს საშინელი სუნი, ყარს აქაურობა. ისე ეს ახალი პრობლემა ნამდვილად არაა,  ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირადაა ასეთი მდგომარეობა.   სხვა თუ არაფერი,  სირცხვილი მაინცაა ქალაქის ცენტრში ასეთი ანტისანიტარიის ბუდე გვქონდეს.  საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია და მგონი, ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.  რა ვიცით, რა ჯანდაბაა, კი ავქოთდით შარდის სუნით ნახევარი ქალაქი, _  ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ა(ა)იპ „ლანჩხუთი-სერვისის“ ხელმძღვანელს თენგიზ ჭიჭილეიშვილს დაუკავშირდა, რომლისთვისაც აღნიშული პრობლემა კარგად ნაცნობია თუმცა, როგორ შეიძლება მისი საბოლოოდ გადაჭრა _ უცნობი. _ ჩვენი სამსახურის მიერ სისტემატურად ხდება ამ სანიაღვრე არხის გაწმენდა, ორ დღის წინაც თავიდან ბოლომდე გავასუფთავეთ, თუმცა, როგორც თავად ამბობთ, შედეგი არაა. რამდენადაც ვიცი, აქ გამავალ სანიაღვრე არხში კერძო საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება მოხმარებული და დაბინძურებული წყალი, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით მოვაჭრეები პირდაპირ აქ ასხამენ ნარეცხ წყალს. როგორც ჩანს, არხს არ აქვს სათანადო დახრა, რომ წყალი გაატაროს და ამიტომ გუბდება, შემდეგ კი დგება არასასიამოვნო სუნი.  ჩვენი სამსახურის  მიერ მუდმივ რეჟიმში ხდება არხის გასუფთავება, მაგრამ  ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა  ჩვენ არ შეგვიძლია,  _ გვითხრა ჭიჭილეიშვილმა. ჟორდანიას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც, თუმცა, ამ დრომდე ფიქრობენ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. _ ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას, არაერთხელ ვიყავით კიდეც მისული ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად. თავად ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ არხში მათი სახლებიდან ჩაედინება დაბინძურებული წყალი. მოკლედ, ჯერ კიდევ ძიებაში ვართ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, _ გვითხრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

ორიგინალური სასტუმრო

ახლახან იაპონიაში გაიხსნა "ბუს კაფე"...

ჰამბურგერის მუზეუმი

ფლორიდის ქალაქ დეიტონ-ბიჩის მცხოვრები 57...

“მომვლელი” ჯესი

დევონშირელი ლუიზა მურჰაუსის საყვარელი კოკერ-სპანიელი...

მფრინავი ფოსტალიონი

საფრანგეთში მფრინავი ფოსტალიონები გამოჩნდება -...

„რობოტის ბარი“

გერმანიაში ახლახან გახსნილი "რობოტის ბარი"...

დაპყრობილი კეიპტაუნი

კარგა ხანია, სამხრეთ აფრიკაში მშიერმა...
კარმიდამო ჩემი

მკურნალი ბუნება

ბროწეული არის "ზარმაცი" ნაწლავების მასტიმულირებელი...

"პენსიონერი მებაღე" კავშირი თვითწოდებასა და თვითრეალიზაციას შორის

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ სურგულაძეების...

ტუნგის ხე და ერთწლიანი ნერგების გადარგვის ვადები

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის...

რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შემოდგომის დასაწყისში

აგვისტოს ბოლოს, ბოსტნებში ზოგი ნათესი...

სანაკელის მოწყობა და ნაკელის შენახვის საუკეთესო წესები

ნაკელი მცენარისთვის საჭირო ყველა საკვებ...

როგორ მოხდება ღორების რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ღორის...

აზიური ფაროსანა სიმინდის ყანებს შეესია

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში გურიის...

წყალმცენარეები აკვარიუმისთვის

ჩვენს ირგვლივ ბევრს მოსწონს და...

სოკოს რაგუ წიწილის ხორცით

მომზადების წესი: ორი მოზრდილი თავი...

ბადრიჯანი ნიგვზიანი სატენით

ავიღოთ საშუალო ზომის  7-8 ცალი...


მიდიხართ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?