„დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

ა კიდო

„დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

2017 ივნ 11 19:34:35

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ხალხში მოარულ „სახალისო ამბებსა“ და ანეკდოტებს შემოგთავაზებთ. ალბათ გახსოვთ ის დრო. ადამიანი თავისუფლად ხმას ვერ ამოიღებდა, „ინფორმაციის გადაცემა“ კი ჩურჩულით ხდებოდა.

თავდაპირველად დიდ ბელადს - სტალინს „შეგახვედრებთ“ და მის შესახებ საბჭოთა საზოგადოებაში მოარულ რამდენიმე „ამბავს“ გაგახსენებთ. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია იმის თქმა, ეს ისტორიები ნამდვილად მოხდა თუ ანეკდოტთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ.

„მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:

– მაინც, რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?

– უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.

– მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, – ჩაილაპარაკა სტალინმა“.

„სტალინი მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. დამთავრდა მეორე მოქმედება. სტანისლავსკი და თეატრის სხვა ხელმძღვანელები კრთომით შეჰყურებდნენ, ხმის ამოღებას ვერავინ ახერხებს. დუმს სტალინიც. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც შებედა:

– ამხანაგო სტალინ, როგორ მოგწონთ ჩვენი სპექტაკლი?

– მოსაწყენია...

ყველა შეშფოთდა. ამით ყმაყოფილი სტალინი კი უმატებს:

– შესვენებებზე.“

„ოცდაათიან წლებში სტალინმა მოიწვია ოთხი დიდი კინემატოგრაფისტი და ჰკითხა. თუ რა სჭირდებათ მათ ნორმალური მუშაობისთვის: „ითხოვეთ, ნუ მოგერიდებათ. ვეცდები დაგეხმაროთ“.

რომმა დაიჩივლა, რომ მისი მთელი ოჯახი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. ცოლი ავადმყოფობს სჭირდება ბინა.

– კარგი, გექნებათ ბინა, – თქვა სტალინმა.

პუდოვკინმა  კი განუმარტა, რომ მას მხოლოდ ქალაქგარეთ შეუძლია ნორმალური მუშაობა, ამიტომ ესაჭიროება აგარაკი.

გექნებათ აგარაკი, – დაჰპირდა სტალინი.

პირიევმა თქვა, რომ მას აქვს აგარაკი, მაგრამ იქამდე ძნელი მისასვლელია, გზაში ძლიერ იღლება, რაც ხელს უშლის მუშაობაში, ამიტომ უნდა მანქანა...

ალექსანდროვმა დასძინა:

– მე ისეთი დიდი თხოვნა მაქვს, ვერც კი გამიბედავს მისი გამხელა – ამხანაგო სტალინ, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, რომ მიმეღო თქვენი წიგნი „ლენინიზმის საკითხები“, თქვენივე ავტოგრაფით.

– კეთილი, – უპასუხა სტალინმა. ალექსანდროვმა მართლაც მიიღო ავტოგრაფიანი წიგნი... ბინის, მანქანისა და აგარაკის დამატებით“.

სტალინის შემდეგ „კეთილი მოხუცი“ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გავიხსენოთ. ილიჩი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ერთ-ერთი მისი აქაური ვიზიტის შემდეგ ხალხში შემდეგი ანეკდოტი გავრცელდა.

 „ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.

ბრეჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.

- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.

- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?

- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...

მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?

ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...

შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:

- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...“

ბრეჟნევის სახელთან ერთი ძალიან ცნობილი ანეკდოტიც იყო გავრცელებული.

„ბრეჟნევი ჩადის სადღაც აზიაში და შემხვედრი ეუბნება - არხიპელაგ გულაგ! ისიც პასუხობს - გულაგ არხიპელაგ“.

წერილის მეორე ნაწილში თავის დროზე საბჭოთა ხალხში მოარულ რამდენიმე პოპულარულ ანეკდოტს მოგაწვდით.

„განცხადება გამოკრული გაზეთის კიოსკზე: "პრავდი ნეტ, როძინუ პროდალი, ასტალსია ტრუდ ზა ტრი კაპეიკი.“

„ამერიკელი მზვერავი ლენინის მავზოლეუმში გაგზავნეს – საბჭოთა ბელადს სურათი გადაუღეო. შევიდა თუ არა, მაშინვე წაართვეს ფოტოაპარატი და რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გადაღება. მეორედ გაგზავნეს და ახლა ქუდში დაუმალეს აპარატი, მაგრამ, კვლავ უშედეგოდ. ბოლოს ღილში ჩაუმაგრეს, მაგრამ, „კაგებეს“ რამეს გამოაპარებ?! რა ქნას? შენიშნა მავზოლეუმთან „ბრადიაგა“ და შესთავაზა: ერთ ყუთ „ვოდკას“ მოგცემ და ლენინის ფოტო მჭირდებაო. ისიც დაეთანხმა. სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ტომრით ხელში და ეკითხება:

– აბა, სად გადავუღოთ, აქ თუ ბუნებაში?...“

„სამხედრო ნაწილში პრაპორშჩიკი ურიკით რაღაცას მიაგორებს გასასვლელი ჭიშკრისაკენ. ოფიცერი გამოეკიდა, შეაჩერა, ეკითხება: „რა მოიპარე, ახლავე მაჩვენე ურიკაში რა გაქვსო“. „არაფერი, ამხანაგო ოფიცერო - მხოლოდ ძველმანებია“. მაინც გაჩხრიკა, ყველაფერი ამოაყრევინა, დარწმუნდა, ფასეული არაფერი მიჰქონდა და თავი ანება. როცა პრაპორშჩიკი უკვე სამშვიდობოს (ანუ სამხედრო ნაწილის გარეთ) იყო, ჯარისკაცი დაეწია და ჰკითხა: ხომ ვიცი, რაღაცას მაინც მოიპარავდი, მითხარი რა გამოიტანეო. „რა მოვიპარე და ურიკა“, - პასუხობს პრაპორშჩიკი“.

„რა არის საბჭოთა რეორგანიზაცია? - ეს არის ახალი "ჩლენის" შეყვანა პოლიტბიუროში“.

„რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი და კალიფორნიის გუბერნატორი იყო. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან ანეკდოტი მოჰყვა, რამაც დამსწრე საზოგადოება ძალიან გაახალისა:

"აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში მყოფ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. ეს ანეკდოტი მე გორბაჩოვისთვის არ მომიყოლია... ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირში ავტომობილის მიღებას 10 წელი უნდა ელოდო და მხოლოდ ყოველ მეშვიდე ოჯახს ჰყავს მანქანა. ანუ 10 წელი უნდა ელოდო და ეს ყველაფერი მთელ პროცედურებს მოიცავს: ემზადები საყიდლად და ასევე, ავანსად უნდა შეიტანო ფული.

ჰოდა, მოკლედ, ორი მეგობარი ერთმანეთს ხვდება. ერთ-ერთმა მანქანის საყიდლად ფული მიუტანა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. "კარგი, მოაკითხე მანქანას 10 წლის შემდეგ", - უპასუხა მან. კლიენტმა იკითხა: დილით თუ საღამოსო? მამაკაცს გაუკვირდა: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც 10 წლის მერე უნდა მოხვიდეო. ხოლო კლიენტმა უთხრა: უბრალოდ, დილით წყლის გაყვანილობის შესაკეთებლად უნდა მოვიდნენო.“




 ახალი ამბები
  • ე.წ. პიჯაკების საქმე - ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა გადაიდოე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი. ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. „პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას:  ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე -  საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში", _ აცხადებს ... ...
  • 19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართებასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge. ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე ... ...
  • „არ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც “ოცნებამ“ არ გადაკვეთა“_ სოსო ცინცაძე „ქართულ პარლამენტარიზმში ისეთი დრო დადგა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამტკიცებს, რომ ქვეყნის მართვის სადავეების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ქურდული სამყაროს ჩართვაზეც, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უამრავი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ივანიშვილის არაპრაგმატულ პოლიტიკაზე მეტყველებს ის ფატი, რომ ყოფილი თანამებრძოლები გადაიმტერა. „ფაქტობრივად, არ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გადაკვეთა. პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი უამრავ შეცდომას უშვებს, მათ შორის, თანამებრძოლები, რომლებიც თანამოაზრეებად უნდა გადაექცია, გადაიმტერა. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გამარჯვებას ვერ მოიპოვებს“, _ აღნიშნა ... ...
  • "საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს"საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, კერძოდ, საუბარია საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციებზე. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური ხასიათის არის, მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავენ. „უმრავლესობის მეორე სამუშაო შეხვედრა დასრულდა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირდებოდა. როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და კანონპროექტში ავსახავთ. უკვე დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. ხოლო ის რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი. ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს შეხვდა საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს შეხვდა და საპენსიო რეფორმის დეტალებისა და ამ დროისათვის არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც "საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები საკმაოდ მნიშვნელოვანია , რათა დასაქმებულები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი დაგროვებითი საპენსიო სისტემის დადებითი მხარეების შესახებ. "დაახლოებით 8 წელი ვიყავი რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამიტომ საკმაოდ ემოციური იყო რკინიგზის თანამშრომლებთან შეხვედრა. ვუპასუხე მათ კითხვებს რეფორმის შინაარსის, მისი სიკეთეებისა და ტექნიკური საკითხების შესახებ. კითხვები ასევე შეეხო უსაფრთხოებას და რისკებს და მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და საპენსიო სააგენტო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სქემაში ჩართული ადამიანების ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას. ამასთან საპენსიო რეფორმა მოწინავე დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს მონაწილეთათვის.საპენსიო სააგენტო ყოველთვის მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის," _ განაცხადა ლევან სურგულაძემ. როგორც "საქართველოს რკინიგზის" ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ნინო ჩხაიძემ განმარტა, კომპანიამ " საპენსიო სააგენტოს" დირექტორის მოწვევა დასაქმებულების მხრიდან კითხვების სიმრავლის გამო გადაწყვიტა. "საქართველოს რკინიგზაში 12 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათ საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ სქემაში ნებაყიფლობით გაწევრიანებაზე, რეფორმის დადებით მხარეებსა და ტექნიკურ დეტალებზე ამიტომ დავუკავშირდით "საპენსიო სააგენტოს" და დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენმა თანამშრომლებმა არსებულ კითხვებზე უშუალოდ სააგენტოს დირექტორისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხები," _ განაცხადა ნინო ჩხაიძემ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 49 000 კომპანიაა უკვე ჩართული და 740 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 165 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 680 000 ლარს შეადგენს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...