გაკვირვებული დანიელი ოფიცერი


ა კიდო

გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

25 აგვ. 2018, 11:15:41

უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. უკვე რამდენიმე ათეული წელია მამუკა სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს.

ცოტახნის წინ მამუკა ქუჩაში შემხვდა. რასაკვირველია ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ჩვენი  მკითხველებისთვის რამდენიმე მოგონების გახსენება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთი წინადადებით კი მომმართა: - ყველამ იცის, რომ ძირითადად, ქართულ ფეხბურთში ვტრიალებ. კი, შემიძლია არაერთი საინტერესო ისტორია მოგიყვე, მაგრამ მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ და არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე, აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას მამუკა სოხუმში არაერთხელ იმყოფებოდა და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. „აფხაზეთის ტკივილი დღემდე გულიდან ვერ მომიშორებია. ნება მომეცი წარსულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და იმდროინდელი ჩემი განცდები და მოგონებები შემოგთავაზო. რაც შეეხება ფეხბურთს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“ - მითხრა მამუკამ და რასაკვირველია დავეთანხმე.

ქვემოთ ბატონი მამუკა კვარაცხელიას რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ

გაკვირვებული მაიორი

ბავშვობიდან დანიისა და მისი ფეხბურთის მოყვარული გახლავართ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტი შანსი გამიჩნდა ეს საოცნებო ქვეყანა მენახა. ჩემით დავიწყე დანიური ენის სწავლა, შევაგროვე ფაქტიურად  ყველაფერი რაც ამ ქვეყანასა და მის ფეხბურთს ეხებოდა, მაგრამ აფხაზეთის ომი დაიწყო.

1993 წელს სექტემბერში, მაშინ გაზეთ „სარბიელისა“ და „ახალგაზრდა ივერიელის“ თანამშრომელი,  სოხუმში ჩავედი და გუნდებისა და ფეხბურთელების მოძიებასა და მათზე სტატიების წერას შევუდექი.

სოხუმის „ცხუმის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი, გვარად კოხია, საკუთარ ბიძაშვილს ეძებდა, რომელიც აფხაზებს ტყვედ ყავდათ. გულმა არ მომითმინა და გუმისთის ხიდთან გავყევი. სამი ქართველი მებრძოლი იცავდა გუმისთის ხიდს, მათ შორის ერთ ერთი, ვახო სვანიძე, აფხაზებს დაუკავშირდა და კოხიას ბიძაშვილზე ამბის მოძიებას შეუდგა. გულმა არ მომითმინა და ვახოს ვთხოვე - სთხოვე აფხაზებს, ჟურნალისტია, გადმოვა თქვენს მხარეს და დაგელაპარაკებათ-თქო. კარგიო - აფხაზებმა, გადმოვიდეს, ოღონდაც იარაღი მანდ დატოვეთო.

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვედი სანგრიდან. ვახო უკან გამომყვა - შეურაცხყოფა არ მოგაყენონო. გადავედი ხიდზე და 7 კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზ მეომართან პირისპირ აღმოვჩნდით! ორი საათი ვესაუბრე, ერთადერთხელ შეიგინეს - შევადნაძის ასე და ისეო... შევარდნაძეზე მეც ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მაშინ ეს გინება ჩემს თავზე ავიღე და არძინბას არ დავუტოვე შეუგინებელი არავინ!

მეგონა, იარაღს იშიშვლებდნენ, მაგრამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და ერთად ვაგინეთ ომის წამომწყებლებს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე,  ერთი 17 წლის ბიჭთან, აფხაზების მხარეზე მეომარ გაგრელ სომეხ არტურთან გადავიღე. დავემშვიდობე და წამოვედით მე და ვახო. ხიდი ასე 30 მეტრამდე იქნება, მაგრამ როცა ნელა მოდიხარ და ავტომატების ლულები შენსკენ არიან მოშვერილი - რატომ კილომეტრამდე არ იწელება... შუა ხიდამდე მივედი, ყველაზე კრიტიკული ადგილია, კარგად ჩანხარ და შენს ჩამოღებას არაფერი უნდა. უცებ:

- კი მაგრამ სურათს როგორ გამომიგზავნი? - დამეწია არტურის დაძახილი მეორე ნაპირიდან..

შიში ვიგრძენი, ერთი არასწორი პასუხი და შესაძლოა ვიღაცას სასხლეტისთვის გამოეკრა ხელი. ნაბიჯს ავუჩქარე, ათიოდე მეტრიც და სამშვიდობოს ვარ.... არადა, პასუხის გაცემა მინდა, კბილებით ვიკავებ სიტყვებს. სიჩუმე მარცხვენს... რაც ძალი და ღონე მქონდა დავიღრიალე, ოღონდაც არ გავჩერებულვარ და  თავი მივაბრუნე ოდნავ:

- გაგრაში ალალი ბიძა მყავს და იმას გამოვატან! და სანგარში ჩავხტით.

იქიდან კარგა ხანი პაუზაა. ეტყობა პასუხის გაცემას ფიქრობენ. ცოტა ხნის მერე დამეწია არტურის შეძახილი:

- ა გაგრე დაჟე ი ნე დუმაი!

ხიფათმა გადაიარა, სოხუმისკენ გამოვწიეთ. ჩვენგან მარჯვნივ, კარგა მოშორებით, რაღაცა აფეთქდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევენ, მეც ვცდილობ შიში ვძლიო და ღიმილით ვუყურებ შავ კვამლს. უცებ დიდი თეთრი ჯიპი გამოჩნდა - გაეროს მანქანაა. ამოვისუნთქე. ვეღარავინ გვესვრის. ჯიპიდან ორი ტანმაღალი ოფიცერი გადმოვიდა. ერთს მარჯვენა მკლავზე შვედეთის დროშა აქვს ამოქარგული, მეორეს - დანიისა. მივუახლოვდი და დანიურად ვეკითხები:

- უკაცრავად ბატონო, თქვენ დანიელი მაიორი სოლბიუ ხომ არ ხართ?

მაიორს ყბა ჩამოუვარდა. წარმოგიდგენიათ, აფრიკაში რომ ჩახვიდეთ, ჰოტენტოტებისა და ბანტუს ტომების ომში და ვიღაცა ბანტუელმა (ან ჰოტენტოტმა) ქართულად რომ გკითხოთ:

- კაცო, შენ გიორგი არ ხარ გაჩეჩილაძე?

საქმე კი იმაში იყო, რომ გაგონილი მქონდა, დანიელები გაეროს მისიაში აქტიურად მონაწილეობენ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მაიორო სოლბიუაო...

მას მერე მაიორ სოლბიუ აღარ მინახავს, ის კი გავიგე მის შესახებ, რომ, ისე შეჰყვარებია საქართველო და ქართველები, ცოლად ქართველი გოგონა მოუყვანია და თბილისში დაფუძნებულა.

ვახო სვანიძე კი მოგვიანებით აფხაზებმა, როცა მოღალატურად დაარღვიეს ხელშეკრულება, ტყვედ ჩაიგდეს. სასიკვდილოდ გამზადებული, პაატა ზაქარეიშვილის დიდი მეცადინეობით დაიხსნეს ტყვეობიდან. უბინაო და სხვისი ნათხოვარი ტანსაცმლით, შემთხვევით თბილისში აღმოვაჩინე, ჩემს სახლში წავიყვანე და დარჩენა შევთავაზე. იუარა, მე საქართველოში აღარავის ვჭირდები და რუსეთში უნდა წავიდეო. მისი კვალიც დავკარგე.

პაჭკორიებთან თუ კვარაცხელიებთან?

აფხაზეთის ომამდე და ომის დროსაც ხშირად ჩავდიოდი სოხუმში და თუ საშუალება მომეცემოდა, სხვა ქალაქებშიც შევივლიდი-ხოლმე. ერთხელაც სოხუმში მოვხვდი და თენგიზ პაჭკორია გავიცანი. თენგიზმა, როგორც ნაღდ ქართველს სჩვევია, სახლში მომიპატიჟა. არადა, გულრიფშში მელოდა ჩემი მოგვარე, პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია, რომელსაც დავპირდი რომ ჩავაკითხავდი. თენგოს ვუთხარი, რომ გულრიფშში ჩავალ, მოვინახულებ მეომრებს და ხვალ გესტუმრები-მეთქი. თენგიზი ადრე გაიქცა სახლში, ოჯახს უთხრა - სტუმარი მეყოლებაო და სამზადისს შეუდგა. დაკლეს ქათმები და გოჭი. მამამისი, ცხონებული ბოჩია პაჭკორია დიდებული ადამიანი იყო, ფეხბურთის ფანატიკოსი და 1964 წელს ტაშკენტში თბილისელებს ჩააკითხა ოქროს მატჩისას და ტრიბუნებიდან ქომაგობდა „დინამოს“. იმდენად კეთილი კაცი იყო, ვიღაც უზბეკი გაუცვნია და როცა ტაშკენტი მიწისძვრამ დაანგრი - იმ უზბეკს ფულს უგზავნიდა ოჯახის სარჩენად!!! აი, ასეთი დიდებული ადამიანი შლიდა სუფრას ჩემს საპატივცემულოდ და გულრიფშში ერთი სული მქონდა, შოთა კვარაცხელიას როდის ვნახავდი და სოხუმისკენ გამოვწევდი პაჭკორიებისას.

პოლკოვნიკის მოსაცდელში ბევრი ხალხი ირეოდა, მოდიოდა და მოდიოდა შეიარაღებული ქართველობა, ჩურჩულით ამბობდნენ - დღეს დესანტი უნდა გადმოსხანო. ბოლოს, ბატონმა შოთამ მოიცალა და ჩამეხუტა, მომიკითხა როგორ ხარო და მითხრა - ჩვენს რაზმში 4 კვარაცხელია მყავს, წამოდი გაგაცნობო!

კვარაცხელიების კვარტეტი მომავალი ბრძოლებისთვის იარაღს ამზადებდა. დავადექით თავზე. გაიხარეს ძალიან და მითხრეს, ერთი ზედმეტი ავტომატი გვაქვს და შენზე უკეთესს ვის ვაჩუქებთო! საღამომ მოაწია და წასვლა დავაპირე სოხუმში. პოლკოვნიკმა სთხოვა კვარაცხელიებს - ეს კაცი მშვიდობიანად გაუშვით აქედანო და ვიღაცას დაურეკა - პირადად ჩაიყვან სოხუმშიო. მივდივართ პლაჟზე და ფეხები უკან მრჩება - როგორია, შენი სისხლი და ხორცი ამაღამ დესანტის გადმოსხმას ელოდება, ავტომატს გჩუქნიან, შენ კი სოხუმში საქეიფოდ მიდიხარ...

ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა და ბიჭებს მეგრულად ჩასჩურჩულა, დესანტი შევნიშნეთ და ამაღამ საბრძოლველად მოემზადეთო.

- აღარ მივდივარ!! ვთქვი გადაჭრით - სადაც თქვენ, იქაც მე - მიმიყვანეთ შოთასთან!

- შევატყვე, გაუხარდათ ბიჭებს და უკან მოვტრიალდით. ის ღამე მე და ბატონმა შოთამ ფაქტიურად ძილღვიძილში გავათიეთ. დიდი არაფერი, პატარა შეტევაც მოიგერია ჩვენმა რაზმმა და მეორე დილას ამაყად თავაწეული დავდიოდი კვარაცხელიებში.

პაჭკორიების ოჯახი კი დიდხანს მელოდა, ბატონი ბოჩია იმაზე ნერვიულობდა - სტუმარს ხომ არაფერი შეემთხვაო. ვეღარ მივედი პაჭკორიებთან, მერე კი რუსეთის არმიის მაიორმა კოვალენკომ თვითმფრინავიდან უზარმაზარი მუხტის იარაღით დაბომბა თენგიზის სახლი, რომელიც ნანგრევებად იქცა. ჭურვს ბატონი ბოჩია შეეწირა, თენგიზი და მისი დედა კი ნანგრევებიდან მეზობლებმა ამოიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს...

შოთა კვარაცხელიამ კი ბოლომდე იომა, ძლივს გადაურჩა ტყვეობას და სიკვდილს, მერე კი როგორც ბევრი პატრიოტი ქართველი, ჯარს მოაცილეს, საქმეები შეუთითხნეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ახლა რუსეთში ცხოვრობს ეს ვაჟკაცი მეომარი, დანარჩენი კვარაცხელიებისა კი ვეღარაფერი გავიგე...

სილასის ბიბლია

რუსებმა და აფხაზებმა ომით რომ ვერას გახდნენ და 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს აფხაზეთში, ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე მოატყუეს - შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ჭურვს ჭურვში აჯენდნენ და ისეთი ზიანი მიაყენეს მტერს, გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ.

დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა. ჩვენ ქართული გულარხეინობით სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა.

სოხუმის „ცხუმი“ ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის „მზიურს“ ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. „ცხუმის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად  მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურად დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დაიდებდა. როცა ვკითხე, მიპასუხა - 1985 წელს ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.

„დინამოს“ განმეორებითი მატჩი ლინფილდთან ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა თითო ჭიქა შევსვით და მე ეზოში გამოვედი.

არ დამიჯერებთ და მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე და ელდა მეცა - ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე - აფხაზებიც უყურებდნენ „დინამოს“ განმეორებით მატჩს!

განსაკუთრებით დავუმეგობრდი გუნდის ექიმს იურა ხაბურზანიას,  მეორე მწვრთნელ ირაკლი ქოიავასა და გუნდის უფროსს კაკული პაპავას. ხშირად დავდიოდი სოხუმის სტადიონზე, რომელზეც ცნობილი მსახიობი დიმა  ჯაიანი მიტინგებს ატარებდა და შევარდნაძის ხელისუფლებას მიტოვებული სოხუმის უკეთ დაცვას სთხოვდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი - ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს - ფქვილი და ბრინჯი ააქვთო! კი მაგრამ ფქვილს და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? ვერავინ მიპასუხა. ეს კი მითხრეს, რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება გაუშვითო!!!! მახსოვს ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან ბრძანებაა, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს. მურად ანჯაფარიძე იყო...

მეორე დღეს ჩემს ნათესავებთან წავედი აჩადარაში, ბებიაჩემის მხრიდან სამი ძმა - ჟორა, გურამი და გონერი ბერიები არ ტოვებდნენ სახლს, მეტიც ბიცოლაჩემს ძროხაც კი დაჰყავდა საძოვრად გუმისთის ჭალებში ხოხვით, რომელსაც ერთმა ტყვიამ კუდიც კი მოსწყვიტა. გავაფრთხილე ჩემები, აფხაზები შეტევას აპირებენ და ფრთხილად იყავით, იქნება თბილისში ჩემთან წამოხვიდეთ-მეთქი. მახსოვს იგივე ვუთხარი მამუკა რუსიას, რომელმაც მერე მითხრა - სულ შენი სიტყვები მედგა თვალწინ და შესაბამის პოზიციას ვირჩევდი, მტრის ტყვიებს რომ გადავრჩენოდიო...

ხშირად ვხვდებოდი სოხუმის მერსა და „ცხუმის“ პრეზიდენტს გურამ გაბისკირიას, რომელიც სტადიონს აკეთებდა - ბასა ღოღობერიძის სახელი უნდა დავარქვაო. სულ ფეხით დაიარებოდა სოხუმში და მეუბნებოდა - შეხედე, ეს კაცი აფხაზია და რუსები რომ წერენ, განა ვინმე რამეს უშავებსო? იგი თბილისის მერიას სთხოვდა - სწავლა დაიწყო სკოლებსა და სოხუმის უნივერსიტეტში და იქნება დედაქალაქიდან რამდენიმე ძველი ტროლეიბუსი მოგვაშველოთო...

16 სექტემბერს თბილისში წამოვედი და გაბისკირიას დავპირდი - მერიას აუცილებლად მივაწვდი ხმას - ტროლეიბუსების საკითხზე - მეთქი. ბატონმა გურამმა თავის მძღოლს სთხოვა - აეროპორტში გაიყვანეო. სურათი გადავუღე კაბინეტში, ბოლო კადრი აღმოჩნდა და ლენტიც გათავდა(მაშინ ციფრული აპარატები არ იყო).

17 სექტემბერს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს - ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა, ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო გუნდთან და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა და სასიკვდილო დარტყმა მან აიღო თავის თავზე. იურა ხაბურზანია პირველივე ბრძოლაში დაიღუპა - დედის გამოსახსნელად უნდა ჩასულიყო აჩადარაში და სანგრიდან გამოვიდა თუ არა, მტრის ტყვია მოხვდა. მამუკა რუსია ბოლომდე იბრძოდა, სულ რამდენიმე კაცი გადარჩა მისი ბატალიონიდან. ახლა თბილისშია და „გაგრის“ დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს. მურად ანჯაფარიძე ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩემმა ნათესავებმა დიდი წვალებით სვანეთის გავლით ჩამოაღწიეს თბილისში, ჟორა ბიძიამ კი არ მიატოვა სახლი და სომეხმა მეზობლებმა დახვრიტეს და დაწვეს ეზოში... ირაკლი ქოიავა ქუჩაში დაცხრილეს, კაკული პაპავას კი სახლში შეუვარდნენ, ავტომატი გადაატარეს და მეორე დღეს, როცა ჭრილობებს ვეღარ იხვევდა და სისხლისგან იცლებოდა, მისი გაზრდილი, აფხაზი ფეხბურთელი რაფიელ ამპარი დაადგა თავზე:

- ეს რა მოგსვლია კაკული მასწ, ჩვენი ცოდვა მიეცეს, ვინც ეს ომი დაიწყოო... ჭრილობები შეუხვევია, ზურგზე აუკიდებია ამხელა კაცი, და სამშვიდობოს გაუყვანია...

გურამ გაბისკირია ბოლომდე იბრძოდა ჟიული შარტავასთან ერთად, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაქირავებულმა არაკაცმა სოხუმის ცენტრში კონდახი ჩაარტყა სახეში - დაიჩოქეო...

- ნიკაგდა ვ ჟიზნი!! - ბოღმით მიანათა თვალები გაბისკირიამ... ორიოდ საათში დახვრიტეს...

ძალიან განვიცადე სოხუმის დაცემა, როდის-როდის გამახსენდა ჩემი ფოტოაპარატი, გავამჟღავნე ფირი და ელდა მეცა - გურამ გაბისკირია სულ ბოლო, 36-ე კადრზე მოხვდა, ნახევარი სახე თეთრი ჰქონდა, ნახევარი - შავი...




 ახალი ამბები
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველას. ამ ურთიერთობას ვერავინ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....