გურულის წერილი სანტას: შეიარე ნემეციაში და "მარტინიე ბაუერი" ჩამომიყვანე

ა კიდო

გურულის წერილი სანტას: შეიარე ნემეციაში და "მარტინიე ბაუერი" ჩამომიყვანე

21 დეკ. 2017, 20:32:17
სანტაია, მერამდენეთ გწერ ამ წერილს კაცმა არ იცის.
მაჯა მეტკინა ამდენი წერილის ნაწერი, თვარა ავტორუჩკას და მელანს არ ვჩივი.
ხოდა, რა მინდა ახლა სანტაია რომ გთხუო თუ იცი? დიდ ბევრს კაფერს კარ გთხოვ; რომ წამოხვალ ლაპლანდიიდან, შენს გაზდას და გახარებას, შეიარე ნემეციაში და "მარტინიე ბაუერი" ჩამომიყვანე ჩემი სანტაიე თუ ხარ.
რაც მაი კაცი გააქციეს აქიდან, მას მერე კაცმა წესიერი ჩაი ხომ ვერ დავლიე; ამ ლიპტონის ჩაის ნასვამი მუცელი მიყურყულობს და ქი დავდივარ ასე გატრიკინებული,მარა მარტო ჩას ვინ ჩივა, ჩაის ბუჩქთან ახლოსაც ვერ ვიარები შიშით; მეშინია მგელი არ მომაზუკუტურდეს ზრუგზე.
ხოდა მაგიზა მინდა მაი კაძახი აქანე რომ ჩამომიცუნცულო, ეგება ქი ააღორძინოს აი გაპარტახებული ჩაის ბუჩქი.
ხო კიდო, სანტაია, რა მაქ მიორე სურვილი თუ იცი _  ჩერეზ პოსტსაბჭოთა სივრცით თუ წამოხვალ და თუ გექნა მაგ მარხილში ადგილი, ბელგოროდის შიფერი წამომიძღვანიე და მეტი მადლი არ გინდა.
არ გთხოვდი ამას, მარა ამასწინდელმა ქარმა სახს სახურავი გადახადა და რა ვქნა არ ვიცი; არა, მთავრობამ, აუგს ვერ ვიტყვი, კი მომცა ჯეშტი გადასახურად, მარა იმფერი სიფრიფანაა, პაწა მაგარი ხოშკეკალი რომ მევიდეს, სკვაზნოის გეიტანს, და წვიმაში რომ ეცემა ჯეშტზე წვიმის წვეთები, ისე რახუნობს მაი ჯეშტი, ბალიშზე კაცს თავი არ დამადობია...
კაი აბა სანტაია, ვამთავრებ ამ წერილს ახლა მე და, თუ მოგისთა ჩემთან ფეხი და შეძელი მაგ ყველაფრის მოტანა, მერე მე ვიცი შენი პატივისცემა _ გაგტკლიცავ კი მუცელზე ამ ოჟონთხო ადესას ნასვამი..




 ახალი ამბები
  • ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრადთუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად, _ ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვი საზოგადოებას მოუწოდებს, სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს. „ისევე როგორც ამერიკის, იტალიის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს, განუზომელი შესაძლებლობები არც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად და ნურც დიდი რაოდენობით სტუმარს მივიღებთ. ნიღაბი ვატაროთ სადარბაზოებსა და ლიფტებში, რადგან შესაძლოა, ჩვენამდე 5 წუთით ადრე აქ ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. თუკი, ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, ვირუსი მართვადი პანდემიის სახეს მიიღებს. სადავეები თითოეული ადამიანის ხელშია. თუკი წონასწორობას დავკარგავთ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ჩაკეტვასა და ყველაფრის გაჩერებაზე აისახება, რამაც შესაძლოა მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე კორონავირუსმა. არ მივცეთ უფლება მას, რომ გაიმარჯვოს ჩვენზე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ კორონავირუსზე“, - ამბობს ბიძინა ... ...
  • გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე - მარინა ეზუგბაიას განმარტებაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მოსაზრებით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე. „ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, _ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსით დაინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები გაიხსნებადღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 19 მარტს მიიღო. „ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, მცირე და მასშტაბური ბაზრები და ბაზრობები მუშაობის გასაახლებლად მზად არიან. მომხმარებლებს მოლებში შესასვლელად ვიდეოსკრინინგის გავლა მოუწევთ. რეკომენდაციებს შორის ტრადიციულად რჩება პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის ... ...
  • ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას ანახლებენღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ. კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას. გარდა ამისა, რესტორანში მისულ კლიენტს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. მენიუ უნდა იყოს ერთჯერადი. რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?