„იმფერი იყო და ახლა ამფერია“: საქართველოში ყველაზე საცოდავი ნაძვისხის ფერისცვალება

ა კიდო

„იმფერი იყო და ახლა ამფერია“: საქართველოში ყველაზე საცოდავი ნაძვისხის ფერისცვალება

31 დეკ. 2019, 14:39:11

იყო და არა იყო რა,  იყო ერთი  ააიპ “ოზურგეთის  კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“, რომელსაც , ზოგიერთი  თავისი  „მკტარი სულივით“  წამოჩვენებული  ეს ნაძვისხე ათიოდე დღის წინ გამოეცხადა.  რაცხა ჯანდაბად, „გურია ნიუსიც“ იქვე შეეფეთა  საბრალოს...  ეგერ-აგერ გაქნეული ცარიელი გირჩებით და ერთ  წვრილნაწლავა მავთულზე აცოდვილებული    ფუსუსია-ნათურებით  „მორთულს“,  ფოტოთვალი  ჩავუიმასვქენით... მერე მავან-ჩავანს შევახსენეთ:   იმ  ააიპ-ში   იმფერი  „იოლკა“ (რუსული არ გეგონოთ - ძირძველი გურული სახელია!),  “მკტარი სულების“ მოსახსენიებელი  „ლამპარია“ თუ რაფერაა თქვენი საქმე, საქართველოში ყველაზე საცოდავი რომაა  ამ საახალწლოდ, სულ გამჭვირვალედ აწერია-თქო.

_ კაცოო, თავი დაგვანებე,  რას გადაგვეკიდე?! წაი და ბატი ტასიკოსავით  რო დაფლატუნობს  ზოგიერთი  იმ კულტ.ცენტრის ირგვლივ, იმათ მოკითხეო.

კიდეც მოვკითხე და საწყალი ნაძვის ხეც მოვიკითხე სამიოდე  დღის შემდეგ  და...  იი „იოლკა“, იმფერი რომ იყო, ჩვენ რომ სურათი გადავუღეთ,  ახლა ამფერი დაგვხვდა!

თქვენ გეიხარეთ და გამრავლდით ამ საახალწლოდ - ასე  ყურმოპყრობით  რო  ხშირად მოგვისმენდეთ,  მარტო  ის გაპუტული ნაძვისხე  კი არ შეიმოსება სასწრაფოდ!  ყოლისფერ კარგს გისურვებთ და  ჩემი ერთი გულწრფელი სურვილია,  ჩიჩიკოვებიც დაგბედებოდეთ მაგ  ააიპ-ებში, მომავალი წლიდან,   ხვავსა და ბარაქასათან ერთად!




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...