ქუთაისური „კრიმინალური“ ამბავი

ა კიდო

ქუთაისური „კრიმინალური“ ამბავი

2018 მაი 5 09:55:14

დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ და ჩვენი სტუმრები ტრადიციულად თანამემამულე სამართალდამცველები იქნებიან.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ვახტანგ მანიას გადავცემ, რომელიც ერთ უჩვეულო ამბავს მოგვიყვება.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამსახურში გული აღარ მიჩერდებოდა. უკვე საპენსიო ასაკიც მქონდა, თან ისე გაიხრწნა ყველაფერი, მაფიას ვერაფერს ვაკლებდით. იმ პერიოდში ჩინეთიდან ჩამოსულმა არალეგალებმა იმატეს. ჯგუფ-ჯგუფად ჩამოდიოდნენ რუსეთში და იაფი სამუშაო ძალა იყო. ამჟამად ეს ხალხი უკონტროლოა რუსეთში, მაშინ კი ჯერ კიდევ ვახერხებდით მათ გაკონტროლებას და უკან გაძევებას. ჩინელები ძირითადად პორტში მუშაობდნენ შავ მუშებად და იქვე, სიბინძურეში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ეძინათ. იყო შემთხვევები, კვდებოდნენ კიდეც. მაშინ მათ სპეციალურ კრემატორიუმში წვავდნენ. იქ მიწის მწვავე დეფიციტი იყო და არალეგალი, უპატრონო ჩინელებისთვის არავინ გახსნიდა სასაფლაოს.

ერთხელ, მორიგი რეიდის დროს, ჩინელების კვარტალს დავუარეთ, ვინც მოვიხელთეთ, „მოვხიკეთ“ და საექსტრადაციოდ გავამზადეთ. ასეთ დროს „ბადეში“ მოხვედრილი არალეგალები მშვიდად იყვნენ და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამდნენ. მიუხედავად ამისა, ერთი ახალგაზრდა ჩინელი ძალიან აღელვებული ჩანდა და, რაღაცეებს გვეუბნებოდა ჩინურად. ბოლოს ატირდა კიდეც. თარჯიმანი მოვუყვანეთ, ატირებული ჩინელი დავამშვიდეთ და ვთხოვეთ, ყველაფერი მოეყოლა. ჩინელმა ცრემლი შეიმშრალა და მუდარით განაცხადა – ნება მიბოძეთ, ჩემი მეზობელი თან წავიყვანოო... შემდეგ ჩინელმა უფრო უმატა ტირილს და ხელები თავში წაიშინა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩინელმა პორტში წაგვიყვანა და ერთ-ერთი მაცივარი გვიჩვენა, რომელშიც მისი გარდაცვლილი მეზობელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ის გულის შეტევით გარდაცვლილიყო. ეს ფაქტი კი, მისმა მეგობარმა კრემაციის შიშით დამალა და მეზობელი მაცივარში მოათავსა, რომ არ გახრწნილიყო“.

ბატონი ვახტანგის შემდეგ „კრიმინალურ ესტაფეტას“ მის კოლეგას, პოლკოვნიკ გივი მახარაძეს გადავცემ.

„იურიდიული ფაკულტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ მოსკოვშივე, კიროვის რაიონის პროკურატურაში დამნიშნეს პროკურორის თანაშემწედ. ჩემს კომპეტენციაში განსაკუთრებით საშიში დანაშაულის, კერძოდ კი მკვლელობების გამოძიება შედიოდა. ჩემი უფროსი, პროკურორი ანტონ ივანიჩ პროხოროვი, დიდი ბუზღუნა ვინმე კი იყო, მაგრამ, მისნაირი პროფესიონალი არც მანამდე და არც მას მერე არ შემხვედრია. ჩემს გარდა, პროხოროვს კიდევ ერთი თანაშემწე ჰყავდა – სიკო მინასიანი. სიკო ერევნელი იყო, ძალიან უხაროდა, მეც რომ კავკასიელი ვიყავი და მომავალში დიდი საგამომძიებლო კარიერის იმედი ჰქონდა. თუმცა, მის კარიერას თავად პროხოროვმა დაუსვა წერტილი და ეს ასე მოხდა:

სულ რაღაც ორი თვის დაწყებული გვქონდა მუშაობა, როდესაც ნევის გამზირზე ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში ერთი ცნობილი ბოროტმოქმედი მოკლეს. ამ საქმეზე პროხოროვი გამოიძახეს და მას მე და სიკოც წავყევით. პროხოროვის მითითებით, მე სურათებს ვიღებდი შემთხვევის ადგილზე, სიკო, ყველა სამხილს აგროვებდა, უფრო სწორად კი, პროხოროვის მიერ შეგროვილ სამხილებს ცელოფნის პარკებში ინახავდა და ლუქავდა. შემთხვევის ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, მდიდრული სუფრა იყო გაშლილი, რომელიც თითქმის ხელუხლებელი იყო. პროხოროვმა ჯერ სურათები გადამაღებინა სუფრისთვის, ბოლოს კი ეს ყველაფერი გადასაფარებელში სათუთად შეახვია, უზარმაზარ ცელოფანში ჩადო, დალუქა და სიკო მინასიანს უთხრა, წადი, ჯერ ჟურნალში გაატარე, შემდეგ კი ლაბორატორიაში მიიტანე ექსპერტიზაზეო...

სიკო წავიდა, მე კი პროხოროვთან ერთად დავრჩი და მოკვლევა, გადაღება და დაკითხვა განვაგრძე. პროკურატურაში შუაღამისას დავბრუნდით და პროხოროვმა სიკო მინასიანის მიყვანა მთხოვა კაბინეტში, რათა მას ექსპერტიზის საბუთები მიეტანა. მე, სიკო და კიდევ ორი გამომძიებელი ერთ საერთო, უზარმაზარ ოთახში ვისხედით, რომელშიც ოთხი მაგიდა და სამჯერ მეტი სკამი იდგა. ოთახში შევედი და გავშეშდი. სიკო და ჩვენი სამი კოლეგა შეერთებულ მაგიდებზე გაშლილ სუფრას უსხედან და „უბერავენ“. მე რომ დამინახა, სიკომ ტაში შემოჰკრა, ხელში კი კონიაკით სავსე ჭიქა აიღო, ცეკვით წამოვიდა ჩემკენ და მითხრა:

– მოდი, გივი-ჯან, დალიე, შენებური ჯიგრული სადღეგრძელო თქვი და ეს გემრიელი საჭმელიც შეირგე...

სიკო მინასიანის სიტყვებზე წელში გამცრა, რადგან შეერთებულ მაგიდებზე გაშლილი სუფრა მკვლელობის ადგილიდან წამოღებული სამხილი იყო, რომელიც თითქმის აღარ არსებობდა. მართალია, სამხილი საჭმელი იყო, მაგრამ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სამხილის განზრახ განადგურებისთვის ამის გამკეთებელს პატიმრობა ემუქრებოდა.

სიკომ თვითონვე აცნობა პროხოროვს სამხილების განადგურების ამბავი, რადგან, თავად სამხილი სამი გამომძიებლის კუჭებში იყო გადანაწილებული და ექსპერტიზისთვის აღარ ვარგოდა...

ანტონ ივანიჩმა სამივე გამომძიებელი სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს და ციხეში არ გაუშვია, სიკო მინასიანი კი ერთი წლის შემდეგ ერევანში, ჩემი მივლინების დროს შემხვდა – ის ერთ-ერთ რესტორანში მებუფეტედ მუშაობდა...“

დღვანდელი მოგონებების დასასრულს ერთ უჩვეულო ისტორიას გაგაცნობთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქალაქ ქუთაისში „დაფიქსირდა“.

თბილისის მინიატურების თეატრში მუშაობდა და მოღვაწეობდა ერთი მეგრელი ახალგაზრდა მსახიობი. ნება მომეცით რომ მისი გვარი არ დავასახელო და სახელი გურამით მოვიხსენიო.

ერთ დღეს, პირდაპირ თეატრში დაურეკეს მშობლიური ზუგდიდიდან ნათესავებმა – ჩვენი გვანჯი ზარქუა სრულიად უდანაშაულოდ, შეცდომით დაუჭერიათ ქუთაისში, იქ ზის ციხეში და, თუ ძმა ხარ, სასწრაფოდ ჩამოდი, გვიშველე რამე, ცნობილი კაცი ხარ, პატივს გცემენო. გურამიც სასწრაფოდ გაემგზავრა საღამოს მატარებლით ზუგდიდში.

ზუგდიდის სადგურში დაჭერილი პატიმრის საახლობლოთი გაძეძგილი სამი მანქანა დახვდა, – ორი „ჟიგული“ და ერთი „კოლხოზნიკი“.

– არიქა, დროზე, მივხედოთ ახლა გვანჯის, თვარა, მილიციის ამბავი ხომ იცი შენ, რაც მეტი დრო გავა, უფრო დაგვიმძიმდება მაგი საქმე და, ქრონიკულში თუ გადავიდა – მოგჭამა ჭირი, მერე აღარაფერი ეშველება! – წააყარეს სხაპასხუპით.

გურამი ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა და „დაგაზეს“ ქუთაისისკენ.

მიადგნენ ციხის შენობას და მორიგე მილიციელს დაადგნენ თავზე.

– აქ ჩვენი ახლობელი დაუჭერიათ, სულ არაფრიზა, დაახლოებით და, თუ შეიძლება, იქნება, მოგვიძებნოთ ეგ ბიჭი. არაა ცუდი ბიჭი, ერთი კაცი რაა, ისიც კი არ ჰყავს მოკლული არასდროს, რომ იცოდეთ, დახასიათებისთვის, მიახლოებით!

– რა ჰქვია თქვენს „ანგელოზს“? – მძიმედ იკითხა მორიგემ.

– გვანჯი ქვია და ზარქუა კიდო!

– ზ... ზ... ზ... ზ... – ჩააყოლა სიას თითი მორიგემ.

– არ არის, ხომ? – გაუხარდათ მეგრელებს.

– ხელს ნუ მიშლით... ზ... ზ... ზ... ზ...

– ხოხ, მაინც არის, არის ხომ?! – „გაუტყდათ“ მოსულებს.

– არის, მაგრამ, არ არის.

– ხოხ! რასაა, რომ ამბობს პატივცემული უმფროსი, რასაა, რო ამბობთ? კაკ ეტა... სეიჩას იესტ, ა, სეიჩას ნიეტ?!  რავა, გოდერძი ხო არაა, მახარაშვილი, კაცო?!

– გადაუყვანიათ... აი, წერია აგერ.

– ხოხ, სად, კაცო?

– ახალ ციხეში.

– დედა, რა გვითხარით ახლა თქვენ ჩვენ ეს?!

– კი, ასეა, ბატონო!

– არიქა, ჩქარა! – აქოთქოთდნენ მეგრელები, გადაავსეს მანქანის ავზები ბენზინით და დაიძრა კოლონა ახალციხისკენ.

კარგა მოსაღამოებულზე მიადგნენ ახალციხის მილიციის განყოფილებას და ახლა იქაურ მილიციის მორიგეს დაადგნენ გაზეპირებული ტექსტით:

– თქვენთან ზის ჩვენი გვანჯი... ზარქუა... ასო „ზ“ -ზე.

– ზ.. ზ... ზ... ზ...

– არ არის, ხომ?

– არა, ბატონო, აქ მასეთი არავინაა, არც შემოუყვანიათ, არც გაუშვიათ.

– დანამდვილებული ამბავია ხომ, ახლა მაგი?! – თავიდან გაუხარდათ მეგრელებს.

– ნამდვილად არ არის...

– ხოხ, ქუთაისში არ არის, ახალციხეში არ არის! აბა სად არის? როგორ, კაცო, „მაროჟნი“ ხომ არაა, რომ გამდნარიყო?

– იქ უფრო დაგაკვალიანებენ, მე რას მერჩით, ერთი დაბალხელფასიანი მორიგე ვარ ჩემთვის.

გაავსეს ისევ მანქანების ავზები და დაბრუნდნენ ქუთაისში.

დილის 7 საათი იქნებოდა, ქუთაისის ციხის იმავე განყოფილებას რომ მიადგნენ. ისევ ის მორიგე ყვინთავდა მაგიდასთან.

– რა დროს ძილია, კაცო?! გამოიღვიძე ერთი წუთით და კარგად ნახე სპისოკი... ნამდვილი გვითხარი, თუ არა, გამწარებულები ვართ ახლა ჩვენ და, ვინ იცის, რას არ მოვიმოქმედებთ აქ და ახლავე!

მორიგემ ისევ ამოიღო დავთარი და ხელახლა ჩაათვალიერა.

– ა, ბატონო, ხომ გითხარით, სადაც გადაიყვანეს.

– ვიყავით, ბატონო, ახალციხეში, არაა იქ და, ცამ ჩაყლაპა აპა?!

– სად იყავით?

– ახალციხეში.

– მოიცა... ახალციხეში რა ჯანდაბა გინდოდათ?

– კაცო, შენ რა გვითხარი?

– კარგით რა... ახალციხეში კი არა ახალი ციხე ააშენეს ქუთაისში, აქედან სამ კილომეტრში და იქაა გადაყვანილი...

– ბიჭოს! – იყვირეს მეგრელებმა და ისევ მანქანაში შეცვივდნენ. 




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?