ლადო კახაძის რთული პროფესია

ა კიდო

ლადო კახაძის რთული პროფესია

2019 მარ 23 14:27:04

ჩვენი დღევანდელი სტუმრები ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც „არაპოლიტიკურ“ სახალისო ისტორიებს გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ ლადო კახაძეს გადავცემ. ბატონი ლადო საკუთარი პროფესიის გამო არაორდინალურ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. ერთ დღეს კახაძეს „სამედიცინო დახმარებისთვის“ ხნიერი გლეხკაცი ეწვია. ალბათ გაგიკვირდათ, რა ისეთი „გინეკოლოგიური“ პრობლემა ჰქონდა ბერიკაცს. უმჯობესია ეს შემთხვევა თავად ბატონმა ლადომ გვიამბოს.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არა მარტო ქალაქების, არამედ რაიონიდან და სოფლიდან ჩამოსული პაციენტების გასინჯვაც მიწევს ხოლმე. ერთხელაც სამოცდათხუთმეტი წლის ქართველი გლეხკაცი მოვიდა და მთხოვა გამსინჯეო. მეც გავსინჯე გულდასმით. ასაკობრივი ცვლილებების გარდა რაც შეიძლება დასაშვები ყოფილიყო ფიზიოლოგიურად, არაფერი აღენიშნებოდა. ვეუბმები კარგ დიაგნოზს: - ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და არაფერი გჭირთ-მეთქი.

- როგორ არ მჭირსო! - აღშფოთდა ის და თვალები დაქაჩა. ვფიქრობ ჩემთვის, ყველა ორგანო გულდასმით გავსინჯე, ცვლილებები არაფერი შემინიშნავს, გამორიცხულია რამე გამომრჩენოდა. - ბატონო ჩემო, ნამდვილად არანაირი ცვლილება არ გაქვთ არც ერთ ორგანოში, მაგრამ რადგან თვლით, რომ რაღაც გამომრჩა, იქნებ მითხრათ კონკრეტულად რა გაწუხებთ-მეთქი. მიყურებს გლეხკაცი აღშფოთებული და ხელებით მიხსნის:

- რას ჰქვია რა მაწუხებს, რვა ლიტრ ღვინოს ვსვამდი, ახლა ხუთს ძლივს ვსვამ და შენ კი მეუბნები არაფერი გჭირსო. რამე რომ არ მჭირდეს, ხომ ისევ იმდენს დავლევდიო?

ეს იმდენად ალალად და გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ თავი ვერ შევიკავე და გულიანად გავიცინე.

- რვა ბოთლს ბიძია ბაბუა, მე და ჩემი მეგობრები ვერ ვსვამთ ახლა და სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში ალბათ ხუთ ბოთლსაც ვერ შევბედავთ, ახლა მოდით ხუთ ბოთლზე გაჩერდით, თავს გაუფრთხილდით და ეცადეთ, რაც შეიძლება ნატურალური ღვინო დალიოთ იმ ხუთი ბოთლიდან-მეთქი.“

ხნიერი მამაკაცის სტუმრობა მაინც გამონაკლისი შემთხვევა გახლდათ. კახაძეს პროფესიის თავისებურობის გამო ურთიერთობა ძირითადად ქალებთან გააჩნია. ერთხელ ერთ-ერთმა „სუსტი სქესის“ წარმომადგენელმა, ბევრის მნახველ ექიმს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

„ყველა გინეკოლოგი და მათ შორის მეც სამუშაო პრაქტიკაში ვიყენებ გინეკოლოგიურ სავარძელს და ექოსკოპიის აპარატურას. სავარძელზე გასინჯვისას პაციენტმა საცვალი საერთოდ უნდა გაიხადოს, ექოსკოპიის და ხელით გასინჯვის დროს კი ოდნავ უნდა ჩაიწიოს. ხშირად ხდება ხოლმე კურიოზი, როცა პაციენტი პირველად სტუმრობს გინეკოლოგს. როცა მითხოვია საცვალი ჩაიწიეთ-მეთქი, სანამ ხელი დამიბანია და მოვბრუნებულვარ, პაციენტს საცვალი კოჭებამდე ჰქონია ჩამოწეული. ამ კურიოზს უკვე შეჩვეული ვარ.

ერთხელაც მოვიდა რუსი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ ტკივილს განიცდიდა სქესობრივი აქტის დროს. ასეთი ტკივილები აქვთ ქალებს, როცა საშვილოსნოს დაწევა ან გადახრა აღენიშნებათ. გავსინჯე აპარატით, არაფერი ცვლილება არ შემინიშნია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ექიმები, ხშირად მღვდლებივით აღსარებას ვიბარებთ ხოლმე პაციენტებისგან, იმ თვალსაზრისით, რომ იგი გულახდილი საუბრის დროს გვეუბნება თავის მავნე ჩვევებზე, თავისებურებაზე, რაც შეიძლება დაავადების საფუძველი იყოს. ამდენად პაციენტსა და ექიმს შორის გულღია საუბარი ჩვეულებრივი ამბავია.

მოკლედ ამ ქალბატონს სხვა კითხვებთან ერთად ვკითხე, როგორ პოზაში განიცდით მეთქი ტკივილს სქესობრივი აქტის დროს (ეს დასაშვები კითხვაა გინეკოლოგის მხრიდან). მალე ხელი დავიბანე, პაციენტისკენ მოვბრუნდი და რას ვხედავ, ამ ქალს ფეხები წამოუღია, თავთან მოუტანია, მთელი ტანით აზიდულა  და მიჩვენებს იმ პოზას, რომლის დროსაც განიცდის ტკივილს. ისე, იმ პოზაში საშვილოსნო კი არა, თავი როგორ არ ტკიოდა, მიკვირს.

არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა და არ გადავიხარხარე. მაგრამ ეს იყო სასწაული, კითხვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ქალმა პოზის დემონსტრირება გააკეთა“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ქალბატონი გუგული მაღრაძეა, რომელიც ერთ სევდიან ისტორიას გაიხსენებს.

„80-იანი წლების ბოლოს სამართლის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო კვლევებს ვატარებდით ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ჩვენი მიზანი იყო, მოზარდთა ფსიქოლოგიური შემოწმება და იმ ბავშვების გამოვლენა, რომელთა გათავისუფლებაც ვადაზე ადრე შეიძლებოდა. ზოგს მსუბუქი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, კარგად იქცეოდა და მათი ყოფნა კოლონიაში საცოდაობა იყო. შევედით წინადადებით შს მინისტრთან, თანხმობა მოგვცა და დავიწყეთ გასაშვებთა სიის შედგენა.

ერთხელაც, კოლონიაში ვარ და ერთი ბიჭი მომიახლოვდა, რომელსაც გაშვებას ვუპირებდით და მეუბნება:

- თუ შეიძლება, რომ მე დავრჩე და ჩემს მაგივრად, ჩემი მეგობარი გაუშვათ. მე გარეთ მშობლები მელოდებიან, არსად არ გარბიან, იმას კი შეყვარებული ელოდება და რომ გაიქცეს, ძმაკაცს თვალებში როგორღა შევხედო?

ამ მიზეზმა ჩემზე ისე იმოქმედა, ყველაფერი გავაკეთეთ და ორივეს გაშვებას მივაღწიეთ.“

ბატონი რომან გოცირიძე იუმორთან მწყრალად არ ბრძანდება. პარლამენტის დეპუტატი თავის კოლეგებს განსაკუთრებულ ოინებს არაერთხელ უწყობს. ერთ ასეთ „შემთხვევას“ თავად მოგვიყვება.

„ერთხელ მოსკოვში ვიყავით კონფერენციაზე. სასტუმროს შესასვლელთან ვდგავარ კოლეგებთან ერთად და ვხედავ, მანქანა გაჩერდა. ქალბატონი გადმოვიდა ხვნეშით, ათი ჩემოდანი მაინც ჰქონდა. ყველაზე ახლოს მე შემიგულა და მკითხა, მტვირთავის ნახვა სად შეეძლო.

იქვე ახლოს ერთი ჩვენი მეგობარი, ცნობილი მეცნიერი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ხუმრობის ხასიათზე დავდექი და ქალი იმ კაცთან გავაგზავნე. ქალბატონი „მტვირთავს“ გაცხარებული ეტაკა:

- ახლა სიგარეტის წევის დროა? რომ დამინახე, მაშინვე უნდა გამოქანებულიყავი!  ჩემი მეგობარი გაშრა, სიგარეტი გადააგდო და გაოცებული უყურებს.  - ჰო, რას მომჩერებიხარ, - კვლავ შეუტია ქალმა, - მოკიდე იმ ჩემოდნებს ხელი და ამა და ამ ნომრამდე მიიტანე! აბა, ცოცხლად!

კაცმა დაბნეულობისგან ხმა ვერ გასცა, მიადგა ამ ჩემოდნებს და კრუსუნ-კრუსუნით ნომრამდე მიუზიდა. მორჩა საქმეს, ოფლი მოიწმინდა და „კლიენტი“ ეკითხება, „მომსახურებაში“ რამდენი უნდა გადაეხადა.

- როგორ გეკადრებათ! - შეიცხადა მეცნიერმა, - ჯენტლმენი ვარ, „გრუზჩიკი“ კი არა.

ისე შეწუხდა ქალი, რომ რესტორანში დაპატიჟა“.

პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ცნობილი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. ერთხელ ბატონი ბესო დიდ ხათაბალაში გაეხვია. იმედია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართულ მას-მედიას არ ეცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბერულაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ინციდენტის „ინიციატორი“ აღმოჩნდებოდა.

„ერთ მშვენიერ დილას, ის-ის იყო ვაპირებდი გამოფხიზლებას და „პახმელიაზე“ გამოსვლას, რომ ცოლი დამადგა თავზე პისტოლეტით და მობილურ ტელეფონადწოდებული „ჩამშვები“ აპარატით და მომთხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ წერია ჩემს ტელეფონში ან ვინ არის ლარისა პუტ?

იარაღით ზეწოლამ არ დამაბნია და „გამოვტყდი“, რომ სულ ორი კვირის წინათ გავიცანი მოსკოვში მცხოვრები არისტოკრატი ქალბატონი ლარისა პუტინი, ღვიძლი ბიძაშვილი ჩრდილოეთიდან ამომავალი მზისა, რომელმაც შემომთავაზა საქმიანი წინადადებები მომგებიანი ბიზნესისთვის და ყოველ შემთხვევაში, დავიწერე ნომერი. სხვათა შორის, ძალიან განათლებული ქალია-მეთქი, დავიწყე ლარისას ქება...

- პუტინის გვარით ზუსტად ოცი ნომერია დაფიქსირებული შენს ტელეფონშიო, _ მითხრა მეუღლემ. რა უნდა მექნა, თავი ჩავხარე და ძვირფას მეორე ნახევარს „სასჯელის მოსახდელად“ დავნებდი“.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...