„ლიზა-ირაკლის“ ოინები

ა კიდო

„ლიზა-ირაკლის“ ოინები

26 აგვ. 2017, 11:34:05

დღეს, ტრადიციულად მორიგ „მოგონებებს“ შემოგთავაზებთ. ჩვენი პირველი სტუმარი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი იქნება, რომელიც ბავშვობაში დიდი „ახტაჯანა“ ვინმე ყოფილა და მისი ასაკის ბიჭებს ჩხუბში ტოლს არ უდებდა.

„ბავშვობაში მოკლედ შეკრეჭილი თმა მქონდა, შარვლითა და მაისურით დავდიოდი და ძირითადად, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ერთხელაც ზაფხული იყო და სადღაც ვისვენებდით.

დედა საქმით გახლდათ დაკავებული და უცებ ესმის ქალის კივილი: „ვისია ეს ბიჭი, პატრონი არ ჰყავს“. დედაჩემი ამ შემთხვევას მოგვიანებით შემდეგნაირად იგონებდა: „ხომ არ მყავდა ბიჭი, მაგრამ მექანიკურად წამოვედი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენზე იყო ლაპარაკი. მოვედი ფანჯარასთან, გადავიხედე და რას ვხედავ, ორი ბიჭი თმით გიჭირავს და თავებს ერთმანეთზე არტყმევინებ. უცებ მივხვდი, რომ ლიზას ვერ დაგიძახებ. მთლად შეიშლებიან იმ ბავშვების მშობლები და დავიძახე: „ირაკლი, ახლავე ამოდი სახლში.

მამაჩემი ერთი პერიოდი ხუმრობით სულ ირაკლის მეძახდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბიჭი გაუჩნდებოდა და სახელიც შერჩეული ჰქონდა. მეც ირაკლის გაგონებაზე მივატოვე უზნეო საქციელი და სახლში წამოვედი ბოდიშის მოსახდელად“.

ქალბატონი ლიზას შემდეგ კიდევ ერთი ხელოვანის პატარაობა გავიხსენოთ. რეჟისორმა მაკა ბურდულმა ერთხელ საკუთარი მშობლები მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„ფილმიდან „ჩვენი ეზო“ ალბათ გახსოვთ წვიმაში გალუმპული გიორგი შენგელაიას ცეკვა. სინამდვილეში კი გუჯა ბურდული ცეკვავს, რაც ფილმში, ცხადია, არ ჩანს. ალბათ გული მწყდებოდა ეს ფაქტი ინკოგნიტოდ რომ რჩებოდა და ბავშვობაში ჩვენი ეზო მართლა შევყარე: გიორგი შენგელაია რომ ცეკვავს ფილმში „ჩვენი ეზო“, ის მამაჩემია-მეთქი. ბავშვებმა კი ერთხმად და შეცდომით მიიტანეს სახლში ამბები - ბიძია გუჯამ თუ გაიგო, მოჰკლავს მაკას, ასეთი ცნობილი მსახიობის შვილია და მაინც გიორგი შენგელაიას მამობას იბრალებსო“.

ალბათ დროა პაროდისტ მამუკა ლომაშვილსაც მივცეთ სიტყვა. მიხეილ სააკაშვილთან მსგავსების გამო ლომაშვილი კონფლიქტურ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.

„სცენაზე პაროდიით გამოსვლამ გამიჩინა მტერი და მაგინებელი. ერთხელ ქუჩაში ჩემს გამოჩენას მიშა-მიშას ძახილით შეეგებნენ. ერთმა მოხუცმა გამაჩერა და - რაღაცას გეტყვი, თუ არ დააჭერინებ ჩემს თავსო. გისმენთ-მეთქი, თავაზიანად გავუღიმე მოხუცს.

- შენც იმის გაზრდილი ლეკვი ხარ, ვისაც ბოლო მოუღე და ეხლა აბა, შენ იცი, ისეთი გოდორი დაწანი, რომ შენმა შვილიშვილებმა წიხლებით არ დაამტვრიონო.

ერთხელაც მე და მსახიობი ლადო მექვაბიშვილი ერთად მოვდიოდით ქუჩაში, დამინახეს და გამამხნევებელი ტონით კვლავ მიშა-მიშას ძახილი დამიწყეს. ბატონი ლადო მეორე მხარეს გადავიდა, სად მიდიხარ-მეთქი შევეკითხე, შენი დაცვა არავის ვეგონო, რამე შარში არ გავეხვიოო.

კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ბორჯომის პარკში მინერალური წყლის დასალევად ჩავდექი რიგში. ერთი უცნაურად ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა, ჩემს გასაგონად იძახის, ამისი ბრალია ყველაფერიო. რას ერჩით ამ ბავშვს, დგას პატიოსნად წყლის რიგშიო, გამომესარჩლა ერთი ხნიერი სათნო ქალი. პარკში შემოსვლა ჯერ ოცდაათი თეთრი გახადა, მერე ორმოცი, მალე ხუთ ლარზე ავაო. თუ ჰგონია, რომ შენობების აჭრელებითა და ვანკა-სტანკების ქუჩაში დადგმით დაპურდება დაუთვლელი მათხოვარი, ძალიან ცდებაო. თუ ქალი ხარ მას მიაწვდინე ხმა, ვინც გაგაბოროტა, რას ერჩი ამ მორიდებულ ბავშვსო. ასეთი მოსარჩლეებიც მყვანან მრავლად და პირფერ-მაამებლებიც, თუმცა, მეამბოხეებზე მეტად ისინი მამხიარულებენ, ვინც მარწმუნებენ, რომ მხოლოდ „ვშრომობ და არ ვგულაობ“. ბევრი მართლა მაიგივებს ბატონ პრეზიდენტთან და დახმარებისთვის მომმართავს, უკვირთ, როცა ვეუბნები, რომ ერთი მოკრძალებული პაროდისტი ვარ და მე არაფერი შემიძლია...“

„სახალისო ისტორიების“ დასასრულს სიტყვას კიდევ ერთ პაროდისტს გადავცემ. ბატონი ბესო ბერულაშვილი, მართლაც რომ, უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევას გაიხსენებს.

„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა, ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.

ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.

ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე.  მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლება-მეთქი, _ ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა“.




 ახალი ამბები
  • დაკარგავენ თუ არა სოც. დაუცველის სტატუსს გერმანიაში დასასაქმებლად წასული მოქალაქეებისაქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის  სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ:  ასაკი -  18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება,   არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია  გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა  თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა  ევალება“,_ ნათქვამია ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, კერძოდ, ავტომობილებით აქცია-მსვლელობის სახე ... ...
  • სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენები - GDI-ის ანგარიშიGDI-იმ  2020 წელს საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შეჯამება და სასამართლოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში განხილულია გასულ წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის შერჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ წესში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. ანგარიშში ასევე, მიმოხილულია კოვიდპანდემიის პირობებში სასამართლოების ფუნქციონირების საკითხი და მათ მიერ განხილული გახმაურებული საქმეები. „2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ე.წ. „კლანმა" საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო. „კლანმა" ასევე მოახერხა თავისი გავლენების გამყარება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სადაც ამჟამად თავმჯდომარეთა თანამდებობები სწორედ „კლანთან" ან მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოვებულ პირებს უკავიათ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას გამორიცხავს და მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას. გარდა ამისა, 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული 2 წევრის დანიშვნის შედეგად „კლანმა" თავისი ძალაუფლების გავრცელება შეძლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზეც. აღნიშნული ნათლად გამოჩნდა ამ უკანასკნელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომლითაც მან არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი კონსტიტუციურად ცნო. შედეგად ამ სასამართლოს მიმართ ნდობას, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების შედარებით მაღალი „რეპუტაციით" სარგებლობდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. 2020 წელს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთ გამოწვევას კოვიდპანდემიის პირობებში სასამართლო სხდომების დისტანციური რეჟიმით ჩატარება წარმოადგენდა. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით სხდომებზე დამკვირვებლების დაშვების არათანმიმედვრულმა პრაქტიკამ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით კითხვის ნიშნები გააჩინა.  პრაქტიკული მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა სასამართლო პროცესების წარმართვის ნაწილში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისას, როდესაც პენიტენციური დაწესებულებებისა და სასამართლოს სხდომის დარბაზების არასაკმარისად აღჭურვის გამო, პროცესში დისტანციურად მონაწილე პირები მოკლებულნი იყვნენ კონფიდენციალური კომუნიკაციისა და პროცესის ფარგლებში გამოსაკვლევი/შესასწავლი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების სრულფასოვნად აღქმის შესაძლებლობას. ანგარიშში განხილული სასამართლო დავები  ამახვილებს ყურადღებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზე, რომელიც თავისუფალი იქნება ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისაგან და გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად მიიღებს, ყოველგვარი წინასწარი განწყობებისაგან ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავესპოლიციამ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელასაერთაშორისო გამოცემამ _ Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე. „მსოფლიო მასშტაბით, მსხვილ სექტორებში კონსოლიდაციის მოლოდინი დიდია. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ბანკები წამყვან როლს შეასრულებენ პოსტპანდემიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში. კომპანიებს, ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ საინვესტიციო ბანკების სპეცილისტები და მათი უნარები, რაც არსებული ვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნის. Global Finance-ის ჯილდო ღირებული გზამკვლევია ახალ რეალობაში“, _ ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. „თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე.  შედეგად, გასული წლის განმავლობაში, 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის ობლიგაციები გამოვუშვით. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი კაპიტალი კრიზისულ პერიოდში აქტიურად აქვეყნებდა კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებდა“, _ გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 2020 წელს, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე - 58,4 მილიონი ლარის ობლიგაციები, საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანიამ - Georgia Global Utilities კი (რომელიც წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს მართავს), ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ასევე, თიბისი კაპიტალმა წარმატებით დახურა ორი კერძო განთავსება - ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობით.   აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პანდემიის პირველივე დღეებში უპასუხა. პირველი ვებინარი ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად, აპრილში ჩატარდა. წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალმა ონლიან კონფერენციას სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მოლოდინებისა და სავარაუდო სცენარების შესახებ, 6-ჯერ უმასპინძლა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი ახლაც განაგრძობს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას, რომლებიც კომპანიებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...