"ლუბა წევიდა, ნაზიჯან, ექადიაზე" _ ამბავი ოზურგეთში წინასაარჩევნოდ

ა კიდო

"ლუბა წევიდა, ნაზიჯან, ექადიაზე" _ ამბავი ოზურგეთში წინასაარჩევნოდ

28 აგვ. 2017, 13:11:12

მე ასეთი ამბავი შემემთხვა..., _ წერს ოზურგეთელი ნაზი ჩავლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

"ჩემს მეზობლად კორპუსში სომეხი ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა... კარდაკარ გამოკითხვის დროს ვესტუმრე და რა თქმა უნდა, თანხმობა მომცეს. წამოვედი მშვიდად, გავაფორმე ჩემს სიაში... როცა ნომრებს ვარიგებდი, კვლავ ვეახელი და... შვილი მეუბნება არა ქართული აქცენტით _ ლუბა წევიდა, ნაზიჯან! ვიფიქრე სადმე წავიდა და სად-მეთქი, _ ვკითხე. ექადიაზეო. რა უჭირს მერე, არჩევნებამდე ქი ჩამუა-მეთქი და დავტოვე... მერე მეზობელმა მითხრა სა ჩამოვა, მოკვდა მაგიო", _ წერს ჩავლეიშვილი სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • "გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას"- "ახალგაზრდა ადვოკატები"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მრავალი თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე). ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც პოლიცია იძიებს, საფუძვლად დაედო, ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბავშვის დედამ - ოლივია ანტონმა სასამართლოს წარუდგინა დასაქმების კონტრაქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ სასამართლომ არ მოახდინა დოკუმენტების კვლევა - არც ერთ წარმოდგენილ დოკუმენტს არ აქვს მხარის იდენტიფიცირება, არც ერთი დოკუმენტი არ არის ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული, რაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოქმედებას, არ შეიცავს ხელმომწერი მეორე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას, დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთ მათგანზე არ არის დასმული ოფიციალური ბეჭედი. მხარემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა გაყალბებული დოკუმენტების დამადასტურებელი მასალები - სასტუმრომ, სადაც დასაქმების ფაქტზე მიუთითებდა ოლივია ანტონი, 2020 წლის 18 მარტს გასცა ცნობა, რომ იგი არასოდეს ყოფილა დაქირავებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სახლი და ქუჩა, რომელიც მითითებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულებაში, კვიპროსის ოფიციალური სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, არ არსებობს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული, უდავოდ მიუთითებს ორ გარემოებაზე: ა. მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდმაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი. ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა ობიექტური შესაძლებლობა მისულიყო დასკვნამდე, შეეფასებინა წარდგენილი საბუთის სიყალბე და მტკიცებულებიდან ამოერიცხა. ამჟამად, მართლმსაჯულების ინტერესების, მისდამი საზოგადოებრივი ნდობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, ვინაიდან გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მოთხოვნაზე ყველა მიმართვა გამოხმაურების გარეშე რჩება. მეტიც, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამოკითხული არ არის, არც ოლივია ანტონი და არც მისი წარმომადგენელი, ვინაიდან გამოირიცხოს ან დადასტურდეს ადვოკატის მტკიცებულებების წინასწარი შეფასების პროცესში კეთილსინდისიერების საკითხი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი - არ ჩანს. ეს შეშფოთება მით უფრო მზარდია, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, არ ემსახურება განმცხადებლის სრული ინფორმირების სტანდარტს. პრჟემისლ ანტონის ოჯახი ელოდება საქმეზე სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და რაც მთავარია - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რაც წარდგენილი მტკციებულებების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა მომზადდეს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“ - განაცხადა არჩილ კაიაკციშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოლივია ანტონს შინაგან საქმეთა სამინისტროში მფარვლები ... ...
  • მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ... ...
  • საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს  როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი  COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის  კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.   „მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის  მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)          ... ...
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...