„ლურჯი მელია“

ა კიდო

„ლურჯი მელია“

2018 სექ 29 17:52:25

ჩვენს პარლამენტში რას არ მოისმენს კაცი. აქ უამრავი საინტერესო განცხადება გაკეთებულა. ერთხელ დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კოლეგებს მულტფილმის შინაარსი მოუყვა.

დეპუტატის ყურადღება ქართულმა მულტფილმმა „ლურჯი მელია“ მიიპყრო. დეპუტატმა პარლამენტი სწორედ ლურჯ მელიას შეადარა.

ოპოზიციის მულტფილმურმა გაბაასებამ პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე აღაფრთოვანა. დავით ბაქრაძემ ნაციონალებს ალალად სთხოვა, რაიმე მულტფილმი თქვენც გაიხსენეთ, თორემ მოგვეჭრა უმრავლესობას თავიო.

ამით მან პოზიციაც გააღიზიანა და ოპოზიციაც. ლევან ვეფხვაძემ ბაღათურიას ქმედებას ჯამბაზობა უწოდა. და კოლეგა მულტფილმ „ყურშა გაყოყოჩდაs“ მთავარ პერსონაჟს შეადარა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა StopCov ფონდში თანხას გადარიცხავსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა უერთდება პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულ ინიციატივას, 1/3 - ის გადარიცხვის თაობაზე, ასევე, უერთდებიან მერის მოადგილეები თამაზ ჯინჭარაძე და მინდია ჟღერია. ... ...
  • „მდიდრებს ამდიდრებენ, ღარიბებს აღარიბებენ“ _ უკმაყოფილო მოვაჭრეებიდღეის მდგომარეობით,  ოზურგეთის ქუჩებში, შედარებით,  ხალვათობაა. როგორც ცნობილია, აქ აგრარული ბაზარი დაიხურა და სავარაუდოდ,  დაკეტილი იქნება 21 აპრილამდე. თუმცა, დაზუსტებულ პასუხს  არავინ ამბობს,  კონკრეტულად როდის მოწესრიგდება და  გაიხსნება  მუდამ  მოუწესრიგებელი, თუმცა,  ხალხისთვის ასე საჭირო  ობიექტი. ყველაზე  ძალიან კი ის გარემოვაჭრეები სწუხან, რომლებიც ბაზრის სიახლოვეს, გურიის ქუჩაზე, იდგნენ და აქ ჰქონდათ განთავსებული თავიანთი სვაჭრო წერტილები. _ რა ამბავია, სამი კაცი ვდგავართ და სამი პოლიციელი დაგვძახის, დისტანცია დაიცავითო. სად გავიქცე, ახლოს არ მივკარებივარ არავის, გვერდი ავუარე შემხვედრს, როგორც წესია... საქმე ნახეს, რა, _ გვითხრა რიგითმა გამვლელმა და როცა ვინაობა ვკითხეთ, უფრო გაბრაზდა,  თქვენ მაინც  რაღა გინდათ, ეს გამაგებინეთო  და გაგვეცალა. _ვინც მდიდრები იყვნენ,  იმათ კიდე უფრო ამდიდრებენ, ღარიბებს  კი უფრო გვაღარიბებენ. აი,  ესაა ამ ღონისძიების შედეგი. ვისხედით აქ წესიერად და ვყიდდით  ბოსტნეულს და სხვადასხვა საოჯახო წვრილმანებს. რას ვაშავებდით? ვიღაცამ დაიცვას ეს დისტანციაა თუ ჯანდაბა. მე კარტოფილი გავყიდო თუ ამათ   ვუძახო, „ნაბიჯი  წინ და ორი ნაბიჯი უკან“? „მაგნიტის“ სავაჭრო ქსელს ყველა კუთხეში მაღაზია აქვს. ხალხი ახლა იქ შედის. ეს იყო მიზანი? მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს? იქ ხომ იცავს ვიღაც წესრიგს და სულ „დისტანციას“ გაიძახის. ამ ქუჩაშიც  ექნათ ასე და დავეყენებინეთ ჩვენს ადგილზე. მე ამ მთავრობის მომხრე ვარ, მაგათთვის ვირბინე და რას დავრბოდი , ნეტა, კი დამსვეს ახლა სახლში, _ გვეუბნება  გარემოვაჭრე მანანა ფერცულიანი. მცირე მეწარმე, ვლადიმერ გოგიტიძე, რომელსაც თაყაიშვილის ქუჩაზე სასურსათო ჯიხური აქვს, ამბობს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს. _თითქმის,  ადამიანების 60 % -მა  მოიმარაგა  საკვები პროდუქტები. ერთბაშად  იყიდეს ყველაფერი და ახლა სხედან შინ. ორი-სამი ადამიანი თუ შემოვა მაღაზიაში, ორი საათის შემდეგ კი ვკეტავ, _ გვითხრა მან. მოქალაქეები მშვიდად, დისტანცირებულად  დგანან „საქართველოს ბანკის“ წინ. _წესებს  ვიცავთ.  ჩვენი საქმე გვაქვს ბანკში, შევდივართ  ჩვეულებრივად, ხელი არაფერზე გვეშლება, - გვითხრეს ნინო ლომჯარიამ და თეონა შავიშვილმა. _ახლა გავრბივარ „კრედო-ბანკში“. ვიცოდი, რომ სესხი ამ ბანკმაც გადაგვივადა. თუმცა , შეტყობინება მივიღეთ, რომ გადაიხადეთო. მეზობელმა კი მითხრა, ესემესი ავტომატურად მოგივიდოდაო, მაგრამ უნდა გავიგო. შეწუხებული ვარ. შვილები მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ორივე დროებით  დაითხოვეს. ძალიან გამიჭირდება გადახდა, - გვითხრა სოფელ  ჭანიეთის მკვიდრმა ლია შავიშვიმა, რომელიც ბანკისკენ მიიჩქაროდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები,  აქტიურად მოძრაობენ ქუჩებში და მოუწოდებენ მოქალაქეებს,  დაიცვან  დისტანცია. _დილიდან  დავდივართ ყველა ქუჩაზე. შედარებით ხალხმრავლობა მაინც გურიის ქუჩაზეა და ხშირად შეხსენება განსაკუთრებით აქ სჭირდებათ მოქალაქეებს, რომ დაიცვან დისტანცია, შეიძინონ რაც სურთ და დროულად დაბრუნდნენ შინ.   ბევრი გვეკითხება, როდის გაიხსნება ოზურგეთის აგრარული ბაზარი, თუმცა  ოფიციალურად ეს არავის გადაუწყვეტია. არის ნათქვამი, რომ 21 აპრილამდე დაიკეტა. ხდება დაკვირვება, სიტუაციის კონტროლი. ყველას სურს, რომ დროულად დასრულდეს ეს კარანტინი თუ ყველანაირი შეზღუდვა და ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულ  სამუშაო რეჟიმს, _ გვითხრა მან. ოზურგეთის აფთიაქების უმეტესობაში არ არის და არც იციან, როდის ექნებათ პირბადეები და ხელთათმანები. ვიდრე ბაზარი დაიკეტებოდა, შიდა ტერიტორიაზე, ერთჯერადი ხელთათმანები 70 თეთრად ყოველდღე იყიდებოდა და მოქალაქეები ძირითადად იქ მიდიოდნენ ... ...
  • ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიღვრე არხების პრობლემა მოგვარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხატია სარჯველაძე ავრცელებს. „ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ითხოვენს დახმარებას. წვიმის დროს ეტბორებათ პირველი სართულები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, სახლიდან ვერ გამოდიან წვიმის შემდეგ“, _ წერს ხატია სარჯველაძე. აქაურმა მაცხოვრებლებმა მერის, ალექსანდრე სარიშვილის სახელზე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ერთობლივი განცხადებაც დაწერეს. „ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციონირების გამო. მოსახლეობს თხოვნაა, მოხდეს ამ სანიღვრე არხის რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას“, _ წერია ურუშაძის ქუჩის მაცხოვრებელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერს და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირია.რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მაცხოვრებლები პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აქ წლებია გაუსაძლისი მდგომარეობაა.„პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო, ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედვას აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. წლებია ასეთი მდგომარეობაა, კარგი იქნება ახლა მაინც რომ მოაგვარონ. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება, ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა“- ამბობს პრობლემით შეწუხებული მოსახლეობა. მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ხორციელდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც მერიის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალაქის მასშტაბით, სულ ასეთი ცხრა ქუჩა შეირჩა _ ებრალიძის, გოგებაშვილის, წერეთლის, ნინოშვილის (I შესახვევი), ჭანტურიას, თავდიშვილის, ხომერიკის, კუპრეიშვილის, ნათლისმცემლის ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 1 169 999 ლარითაა განსაზღვრული.„გურია ნიუსი“ ურუშაძის ქუჩის მობინადრეთა მხრიდან გაჟღერებული პრობლემის თაობაზე ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიზემ გვითხრა, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია შეისწვლის და მოსახლეობას ეცნობება ... ...
  • ხშირად დასმული კითხვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებეთან დაკავშირებითსაქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები: 1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული? ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით. 2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა? მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.  3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება? 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. 4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა? 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ. ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს. 5. თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა? იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე _ 144. 6. რას ნიშნავს სრული კარანტინი - ე.წ „კომენდანტის საათი“? მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. 7. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება? ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა? ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა. 9. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. 10. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება? კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება. 11. საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები? 9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე). 12. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო? თანამშრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. 13. ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი _ თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება. 14. ითვლება თუ არა ბავშვი 3-კაციან შეზღუდვაში? დიახ. 15. მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება? იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა: 1. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; 2. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა; 3. წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა; 4. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; 5. კომერციული ბანკების საქმიანობისა; 6. იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; 7. საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა; 8. ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; 10. საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა; 11. სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა; 12. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; 13. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა; 14. საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“); 15. კერძო დაცვითი საქმიანობისა; 16. საადვოკატო საქმიანობისა; 17. ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა; 18. პრესის ჯიხურებისა. ზემოთ აღნიშნულის გარდა, მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განისაზღვრება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა ცვლილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/search… ყველა ასეთი საგამონაკლისო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. 16. ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ, ვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას? რა თქმა უნდა, არა. 17. ვრცელდება თუ არა 3-კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე? მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან. 18. საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს? დიახ, ... ...
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე განცხადებას ავრცელებს, _ განცხადება საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ▶️ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკრებულოს უმრავლესობის წევრები გამოთქვამენ მზაობას, ხელფასის გარკვეული ნაწილი გადარიცხონ covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ▶️მადლობას ვუხდით, ქართველ მედპერსონალს (ექიმებს, მედდებს, სანიტრებს), ქართულ ჯარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ახალი covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ▶️კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დავრჩეთ სახლში, შევასრულოთ ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ, როგორც ჩვენს, ისე სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!გისურვებთ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...