„მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება“

ა კიდო

„მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება“

16 მაი. 2018, 19:06:53

მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის თაობაზე, ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო პოსტი მოჰყვა.
ვისი მიცვალებული შეაწუხა ნაწოლებმა, რომ მკვდრების წამოჯდომა მოინდომეს?..
წარწერა კუკიის სასაფლაოზე: აქ ზის ტფილისი.
ვიღაცამ მე მგონი, სამეგრელოში სავარძლები ჩამოიტანა ევროპიდან და არ ეყიდებოდა, მონახა საკრებულოში საჭირო კაცი (იქ ყველა ყველას იცნობს) და მივიღეთ კანონ-პროექტი.
მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება, იაფი დაჯდება.
წოლით რეჟიმს რას ერჩოდნენ?..
ქუთაისელებმა ჩვენ არ გვინდა ჩაცუცქული დასაფლავებაო, რადგან ისედაც მთელი ცხოვრება ჩაცუცქულები ვართო.
შენ დაჯექი, ასი წლის მერე.
სკამზე დაწებებულად დაკრძალვის კანონს გიგი წერეთელი ლობირებდა!..
ტყუილა წოლას ტყუილა ჯდომა ჯობიაო – ზუგდიდური ანდაზა.
წარწერა საფლავზე:
მე აქ უნდა ვიჯდე და შენ მანდ უნდა იდგე?
მოდი, აქ დაჯექ, ქალო! – ზუგდიდელი ნეკროფილი.
ესენიც მჯდომარე იყვნენ ამ კანონის მიღებისას და ბარემ მიგვეკრძალა ამათზევე გამოვცდიდით.
კითხვა, რამდენი ხანია რაც გარდაიცვალა შეიცვლება კითხვით _ რამდენი ხანია რაც ზის?..
ეს ალბათ საფლავზე მიტანილი პურ–მარილი და ღვინო რომ ადვილად მიირთვან მაგიტომაა ხოო?..
სადაა? – ზის.
მოკვდა? – არა დაიჭირეს.
დამჯდარი დამარხვის წესიო, კაცოოუ…
ღმერთო, იქამდე წამიყვანე, სანამ ესენი შპაგატზე დამარხვის წესს მიიღებენ, დამჯდარს კიდო გაუძლებ.

მოვკვდები და არ დავჯდები.

წყარო: "კვირა+"




 ახალი ამბები
  • სენაკში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - მამაკაცი გარდაიცვალასენაკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსი 50 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გარდაცვლილი ძველი სენაკის ... ...
  • კლინიკა "მედალფას" პედიატრი: "დღეს დახმარებისთვის ერთი ბავშვია შემოსული"კლინიკა „მედალფას“ პედიატრიული სამსახურის კოორდინატორი, მარკა ზარნაძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ოზურგეთის ბაღებში მოწამვლის ნიშნებით მყოფ პაციენტთაგან, გუშინ ორი დაბრუნდა ბინაზე. _ისინი დაბრუნდნენ ბინაზე მას შემდეგ, რაც ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. დღეს კი მხოლოდ ერთი პაციენტი შემოვიდა, ბაღის აღსაზრდელი, ასეთივე მომსახურების საჭიროებით.  გაეწევა დახმარება და დაბრუნდება ბინაზე, _ გვითხრა მან. მარიკა ზარნაძემ ასევე გვითხრა, რომ  ოთხ პაციენტს, რომლებიც ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებული, ახლაც რჩებიან კლინიკაში და განაგრძობენ ... ...
  • უპასუხისმგებლო მოქალაქეებს, ამჯერად, ქეიფი მცხეთაშიც შეეზღუდათთბილისის და ქუთაისის შემდეგ, 22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება _ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ იმის გამო მიიღო, რომ თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რესტორნებსა და ბარებში გართობის მსურველთა ნაკადმა მცხეთაში და თბილისის გარეუბნებში გადაინაცვლა.   ასე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ათი საათიდან რესტორნები დაიკეტება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი ვერ აცნობიერებს, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს სოციალური დისტანცირების დაუცველობას, პირბადის ტარების და ჰიგიენური ნორმების დაუცველობას. შეგახსენებთ, რომ 22 საათიდან რესტორნებსა და ბარებში სტუმრობის შეზღუდვა თბილისსა და ქუთაისში, 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა. დღეიდან კი შეზღუდვა მცხეთაშიც ამოქმედდა. შესაბამისად, გასართობი დაწესებულებები მუშაობას საღამოს 22 საათიდან ... ...
  • აქვს თუ არა ფანჯარა და კარი სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობას „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში მანუჩარ კვირკველია საარჩევნო შეხვედრებს მართავდა ჩოხატაურის სოფლებში _ სამებასა და ფარცხმაში. ტელეკომპანიის თქმით, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობას არც ფანჯარა და არც კარი აქვს“. მანუჩარ კვირკველიას შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს, რომ დროულად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "გურია ნიუსს"ამ შენობის ფოტოც მიაწოდეს. ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის თქმით, სამების საარჩევნო უბანს კარიც აქვს და ფანჯარაც: “იმ ოთახს, სადაც სხედან საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და წევრები, კარიც არის და ფანჯარაც _ როგორ შეიძლება საარჩევნო უბნის შენობა კარის და ფანჯრის გარეშე?! “გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დაახლოებით 20 წელია, მაგ შენობაში ტარდება არჩევნები და ახლა არ აქვს ფანჯარა და კარი?! “გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ უკვე მოგვეწერა ამის შესახებ წერილი და წერილობით გავცემ პასუხს. მე პირადად ყველა პრობლემის შესახებ ვიცი, რომელიც არის საარჩევნო უბნებზე და ეს პრობლემები გვარდება, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მშვიდ და წყნარ გარემოში გააკეთოს“, _ გვითხრა თემურ ... ...
  • ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მშენებლობა დაიწყო„რამდენიმე თვეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, _ ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოზურგეთის მოსახლეობა მაღალხარისხიანი ინტერნეტით მაქსიმუმ 2021 წლის თებერვლიდან ისარგებლებს. „ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას - დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონად გამოვყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე. წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, _ აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით _ ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...