მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

ა კიდო

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

5 ნოე. 2017, 15:44:49

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვირაობით „დროებით დავიწყებულ“ თანამემამულე სამართალდამცველებს მივცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

სისხლის სამართლის სამძებროს ლეგენდარული ქართველი მაძებარი, კოკა რუსაძე იხსენებს:

„მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს ერთ ჩემს მდიდარ ბავშვობის მეგობარს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბოროტმოქმედებმა 80 წლის ბებია მოსტაცეს და გამოსასყიდად 100 ათას მანეთს ითხოვდნენ. მე ამ დროს სამკვირიანი შვებულებით ვიმყოფებოდი თბილისში და ატირებულმა ძმაკაცმა ტელეფონში მითხრა: მართა ბებია გაიტაცესო. გამტაცებელს დაურეკავს და უთქვამს – 100 ათასი გაამზადე, დაგირეკავ და გეტყვი, ფული სად დადოო. თუ არ მოიტან, მოხუცს მოვკლავთო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუცის უკან დასაბრუნებლად და ბოროტმოქმედთა დასაჭერად ასეთი რამ მოვიფიქრე: როდესაც გამტაცებელმა კვლავ დარეკა, ჩემგან დარიგებულმა მეგობარმა მას უთხრა:

– ფული სამ დღეში მექნება, მოგვიანებით დამირეკე და მითხარი, სად დავდო. შენ კი დაუყოვნებლივ „ეხამ სიბელელუს“ იყიდე აფთიაქში ტაბლეტებით და ბებიაჩემს დაალევინე, თორემ ხელში ჩაგაკვდება, ფულსაც ვერ მიიღებ და ხახამშრალი დარჩებიო...

ჩემ მიერ მოფიქრებული კომბინაციის აზრი ის იყო, რომ ბოროტმოქმედს არარსებული წამლის სახელწოდება ჩავაწერინეთ. თბილისში კი იმ პერიოდში სულ თხუთმეტიოდე აფთიაქი ფუნქციონირებდა. ყველა მათგანში ჩვენი თანამშრომელი ჩავასაფრეთ და „ეხამ სიბელელუსის“ საყიდლად მისული ადამიანის მეშვეობით უნდა მიგვეგნო მართა ბებიისთვის.

– რატომ მაინცდამაინც „ეხამ სიბელელუს“ და არა სხვა სახელწოდება? – დაინტერესდა ჩემი მეგობარი, მე კი მივუგე:

– „ეხამ სიბელელუს“ კარგად ჟღერს ლათინურად, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ცოტაც მოითმინე და სულ მალე ყველაფერს გაიგებ-მეთქი.

და მართლაც, სულ რაღაც ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ პლეხანოვზე მდებარე აფთიაქში „ეხამ სიბელელუსი“ იკითხეს. მილიციამ ის მაშინვე დააკავა, შემდეგ მისი თანამზრახველები მოიხელთეს და მართა ბებიაც მშვიდობიანად დავაბრუნეთ შინ.

– აღარ იტყვი, რატომ მაინც და მაინც „ეხამ სიბილელუს“? – მკითხა ჩემმა მეგობარმა, როდესაც საყვარელი ბებიის ფერებით გული იჯერა.

„ეხამ სიბილელუს“ – დავწერე დიდი ასოებით ფურცელზე და ჩემს მეგობარს ვუთხარი:

– ახლა ეს მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხე-მეთქი...

„სულელების მახე“ – წაიკითხა ჩემმა მეგობარმა მარჯვნიდან მარცხნივ არარსებული წამლის სახელწოდება, რომელმაც ბოროტმოქმედები მახეში გააბა.

მილიციის პოლკოვნიკი სოსო მირიანაშვილი ასეთ ისტორიას იგონებს:

„ძველი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება მილიციის სამმართველოს ცნობილი ოპერი ქალი, მილიციის მაიორი ეთერ გოგუაძე, რომელსაც შავგვრემანობის გამო „შავეთერას“ ვეძახდით. ერთხელ შავეთერა დადარდიანებული გამოცხადდა სამსახურში და მიზეზი რომ ვკითხე, რადგან ახლომეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, პირდაპირ მითხრა:

– ჩემს ქმარს კუჭ-ნაწლავი აწუხებს, გაუვალობა სჭირს და იმის მაგივრად, რომ ექიმთან წასულიყო, არ დაიშალა და ფოთში, მივლინებაში წავიდა ქუჩებიდან წყლის ამოსაკაჩავებლადო.

ერთი სიტყვით, შავეთერა ძალიან შეწუხებული იყო ქმრის მდგომარეობით და ნახევარი დღე იდარდა, თან ამბობდა, ნეტავ, როგორაა ახლა ჩემი ნუგზარი, წყლის კაჩაობის დროს ნაწლავები არ გადაეხლართოსო... უცებ, ჩვენმა ოპერჯგუფმა, სადაც შავეთერა უფროსი იყო, სამმართველოს უფროსისგან დავალება მიიღო, რომ გლდანის მასივში, ერთ-ერთ ბინაში მეძავების „პრიტონი” იყო და ყველანი უნდა დაგვეპატიმრებინა და სამმართველოში მიგვეყვანა. ადგილზე უხმაუროდ მივედით.  კარი სპეციალური მოყწობილობით შევამტვრიეთ და ბორდელში შევვარდით... კარგი გარეგნობისა და სინაზის მიუხედავად, საქმის დროს ეთერ გოგუაძე ძალიან მკაცრი, უხეში იყო და დაკავებულების ცემა-ტყეპაც კი იცოდა... პირველმა მან შედგა ფეხი პრიტონში, თან იგინებოდა და მეძავებს სახეში სილას უტყლაშუნებდა. უკან მე მივყვებოდი და ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა:

– ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო...

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ“.

დღევანდელ „კრიმინალურ“ მოგონებებს ბატონი ომარ ნოზაძე დაასრულებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე ყოველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირს მართავდა, რომელსაც მილიციისა და განყოფილების უფროსები ვესწრებოდით. ერემიჩს (კეთილაძეს) სიზუსტე უყვარდა. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ის პირადად შედიოდა საკონფერენციო დარბაზში და ყველაფერს ამოწმებდა. ჭაღზე ერთი ნათურაც რომ  ყოფილიყო გადამწვარი, კეთილაძე ძალიან გაბრაზდებოდა. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა კი ვალოდია კოკოევს ევალებოდა. ვალოდია ადრე გამომძიებელი იყო, მაგრამ, შეცდომით დასახვრეტი პატიმარი გაათავისუფლა. ამიტომ, მინისტრმა ის სამეურნეო ნაწილში გადაიყვანა და ვალოდია კეთილაძის ყოველ დავალებას უსიტყვოდ და ზუსტად ასრულებდა.

საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში ლენინის ძეგლის ათკილოგრამიანი ბრინჯაოს ასლი იდგა, სწორედ ისეთი, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე რომ იდგა ადრე. ერთ დილას, როდესაც კეთილაძე საკონფერენციო დარბაზის შესამოწმებლად შევიდა, შემთხვევით ამ პატარა ძეგლს დაეჯახა, გადმოაგდო და ფეხზე დაეცა. ერემიჩი ისე გამწარდა, რომ აყვირდა:

– ვალოდია, ვალოდია, მომაშორე ეს საზიზღარი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს. ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!

კოკოევმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და წავიდა. კეთილაძემ სული მოითქვა და თათბირი დაიწყო. ერთი საათის შემდეგ „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მინისტრმა ყურმილი აიღო და ეტყობოდა, რომ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ დაურეკა, რადგან ასე დაასრულა საუბარი: „კარგი. გასაგებია, ამბროსოვიჩ...“ შემდეგ გაფითრებული წამოხტა სკამიდან და მეც თან გამიყოლა.

მინისტრის მანქანით ლენინის მოედნისკენ გავქანდით. მივედით და რას ვხედავთ, მანქანების მოძრაობა გაჩერებულია. ლენინის ძეგლს ორი უზარმაზარი ამწე მიდგომია და ვალოდია მას ტროსებს აბამს, თან ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს ეჩხუბება, რომლებიც მას ამის გაკეთებას უშლიან. ერთი სიტყვით, ვალოდია კოკოევმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო კეთილაძის სიტყვები და გაგანია სოციალიზმის დროს, ლენინის ძეგლის დემონტაჟს აპირებდა“.





 ახალი ამბები
  • "გირჩმა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შალრ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შესაბამისი ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. ,,ვუსურვოთ წარმატება ამ პროექტს, მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი, გვინდოდა შეთანხმება. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“ - განაცხადა მეგრელიშვილმა. იაგო ხვიჩიამ,   აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება ცალხმრივი იქნება და "ქართული ოცნება" მას ხელს არ მოაწერს, იმ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებენ, რაც დაანონსეს. „მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები. დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ... ...
  • ვაშაძე: "ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“ „სტრატეგია აღმაშენებელი, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული  შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად  ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად. ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს  ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა: 1. ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში; 2. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ  პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები  ზიანით ჩამოშორებისთვის. მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან. მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ქართულ ოცნებასთან, როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები. ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი; ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად; ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა; ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა; დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა. უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე,  შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება , მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები. დიახ, დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და  ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“,_ აცხადებს "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ... ...
  • „საარჩევნოდ ჩაგვისხეს, ახლა ჩაგვიხსნეს“: ოზურგეთში გარემოვაჭრეები წყალს ითხოვენოზურგეთში, ცხრა აპრილის ქუჩის მონაკვეთზე, ერთი წლის წინ, მუნიციპალიტეტის მერიამ გარე სავაჭროდ ჯიხურები დადგა .  მანამდე ღია ცის ქვეშ მდგმომ  მოვაჭრეებს, ადგილების გამოყოფის გარდა, იქვე  წყლის ონკანიც გაუკეთეს. -ონკანი ღიად არასდროს  დაგვიტოვებია. ამ გახურებული პანდემიის  პირობებში ხელს ვიბანდით. გვიხაროდა. სასმელი წყალიც არ გვქონდა საძებარი. მთელი დღე ჯიხურებში ვზივართ, რომ საღამოს სახლში ორიოდე პური წავიღოთ. მოვიდნენ ახლა და დაგვიკეტეს. არჩევნების წინ წყალი ჩაგვისხეს აქ, ასე ჰქვია.  ახლა მილი ჩაგვიხსნეს მთლიანად და მიაწებეს ზედ რაღაც და ლუქი დაადეს, რომ ვინმემ თავიდან არ ჩართოს, _ გვითხრეს ჯიხურების  მოვაჭრეებმა. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ, „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა: _მრიცხველი არ დგას.  ეს იყო აღურიცხავი წყალი,   ამიტომ ჩავკეტეთ. _ერთი წლის მანძილზე როგორ აწვდიდით აღურიცხავ წყალს? ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ გაუკეთა. აქამდე რატომ არ დაუკეტეთ   ან მრიცხველი რატომ არ დაუდგით? _არ ვიცი. აღურიცხავი იყო და ამიტომ გავაუქმეთ, _ მოკლედ გვიპასუხა  ცერცვაძემ. შემდეგ ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. _ვიცით ამ პრობლემის შესახებ. მრიცხველი მალე დაიდგმება და მოვაჭრეებს წყალი დაუბრკოლებლად მიეწოდებათ, ამ დღეებში მოგვარდება ეს საკითხი - გვითხრეს პრრესსამსახურში.  ... ...
  • რიყეზე ოპოზიციის პარტიების შეხვედრა გაიმართებადღეს, 19 აპრილს 15:00 სთ-ზე  რიყის ამფითეატრთან, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. მათი თქმით, დღეს არ გაიმართება დიდი აქცია. შეხვდრაზე შტაბს წარადგენენ და ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწრება. როგორც ოპოცზიციის წარმოადგნლები აცხადებენ, მსჯელობა იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებათა პაკეტზე, რომელზეც ოპოზიციური პარტიები თავიანთ პოზიციებს ... ...
  • „ორი ნაბიჯი“ და ორი თეთრი“ - ფასდაკლების აქციის „საიდუმლო“ოზურგეთში, პროდუქტზე ფასების ზრდის პარალელურად, არაერთ სავაჭრო ქსელში არსებული ფასდაკლების  აქცია, ერთგვარი შვება უნდა იყოს  რიგითი მომხმარებლებისთვის. ზოგჯერ ეს ასეცაა. თუმცა  მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ამ ყველაფერს სასაცილოდ მიიჩნევს. მაგალითად, კომიკურია  ერთ-ერთ  სავაჭრო ობიექტზე („ორი ნაბიჯი“) , თაროებზე ლამაზად განლაგებული პროდუქციის  სააქციო ფასების რაოდენობა და მისგან მიღებული ე.წ. შეღავათი. აქ მითითებულია, რომ   ერთი  ლიტრი  ლიმონათი 1.49 ლარია.  ხოლო ერთი კილოგრამი  შაქარი 2.29 ლარი ღირს. მოლარე-ოპერატორი გვეუბნება, რომ ლიმონათში 1.50 თეთრი უნდა გადავიხადოთ და ქვითარიც ასე ამოგვიწერა. ასე დაამრგვალა შაქრის ფასიც _ 2.29 ლარის ნაცვლად, 2.30 ლარი. გამოდის, რომ მყიდველმა, სოლ ცოტა,  ხუთი ლიტრი ლიმონათი და ხუთი კილოგრამი შაქარი თუ არ იყიდა,  თავად ხუთი თეთრი  კი არ უნდა „იჩუქოს“, არამედ იქეთ უნდა აჩუქოს. _ ისე მაინც მოიტყუონ, ნუ დაგვცინებენ. 1 თეთრი, რა ხანია, ბრუნვაში აღარც  გვინახავს. ვის ატყუებენ? რა უბედურებაა ეს , სად სწავლობენ ასეთ ბიზნესს? ეტყობა, იფიქრეს, ორი ნაბიჯის გადადგმა უნდა გვიღირდეს ორ თეთრად...სჯობს, გავიცინოთ, _ გვეუბნება ერთ-ერთი მომხმარებელი. ვრცლად ფასების მატების შესახებ,  მალე შემოგთავაზებთ  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...