"ნება მოგვეცით ჩავაყოლოთ" _ მამა სერაფიმეს ნაამბობი სახალისო ისტორიები

ა კიდო

"ნება მოგვეცით ჩავაყოლოთ" _ მამა სერაფიმეს ნაამბობი სახალისო ისტორიები

2018 იან 24 21:24:37

"ალბათ, ბუნებრივია, რომ როგორც სხვაგან, სამღვდელო მსახურებაშიც ხდება ხოლმე კურიოზები, რაც ხანდახან გვიხალისებს და გვიმსუბუქებს მძიმე ყოფას. მინდა რამოდენიმე ასეთი შემთხვევაზე მოგიყვეთ" _ ამ მინაწერით დეკანოზი სერაფიმე დანელია რამდენიმე სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომლებსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

***

ერთმა მორწმუნემ, რაც ტაძარში დაიწყო სიარული, წვერიც მოუშვა. ამან მის ოჯახში აურზაური გამოიწვია. განსაკუთრებით დედა ბრაზობდა და ემუქრებოდა შვილს, აი მივალ მამაოსთან და მოვთხოვ გაიპარსო წვერი, ნახავ თუ არ დამიჯერებსო... 

და აი, ერთ დღესაც, ეს ქალბატონი მოდის და მეუბნება თუ როგორ ვერ იტანს წვერს: 

"არ შემიძლია ამის ატანა, არ მიყვარს, არ მინდა,“ _ იმეორებს დაჟინებით...

_ დალოცვილო, _  ვუთხარი ბოლოს _  რომ ვერ იტან და არ გიყვარს, არც ამოგდის ეგ წვერი და ვისაც გვიყვარს და ვიტანთ, ამოგვდის და გვაცალე ვატაროთ-მეთქი“...

"ეს რა მითხრა მამაომ" _ ამბობდა თურმე სახლში მისული, _ "ვერაფრით მოვიფიქრე რა მეპასუხაო"

*** 

ეს შემთხვევა კი სტიქაროსანმა გამახსენა: ერთხელ გასვენებაში მიცვალებულის წესის აგების დროს, შემომიჩნდა ოჯახის ახლობელი, ეტყობა გასვენების საქმეების განმკარგავი და ხმამაღლა მიმეორებს: ,,დაუჩქარე, დაუჩქარეო“. 

ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მივუბრუნდი: ,,ახლა დამაცადე და გპირდები შენი წესის აგებაზე დავუჩქარებ-მეთქი“..
კაცი უცებ გაქრა...

***

ერთხელ წესის აგებისას შევამჩნიე, რომ მიცვალებულს გვერდზე, არც მეტი, არც ნაკლები, შიშველი ქალებით დასურათებული კარტების შეკვრა უდევს. ალბათ გახსოვთ ის დრო, მსგავსი სურათები რომ დაჰქონდათ გადამყიდველებს და ჩუმად ყიდნენ ასეთ საკითხებში ჯერაც ,,გაუნათლებელ” ქართველებზე...

_ რა არის ეს ქალბატონო? _ გაკვირვებულმა ვკითხე იქვე მდგომ ქვრივს, _ ამის ტარება ცოცხალი ადამიანისთვის არის ცოდვა და თქვენ მიცვალებულს ატანთ?

_ გთხოვთ მამაო, ნება მოგვეცით ჩავაყოლოთ, _ გაინაზა ქვრივი, _ სულ თან დაჰქონდა... უყვარდა საწყალს.

_ და თქვენ არ უყვარდით? _  მივუტრიალდი: _ და რა ვქნათ, ჩაგაყოლოთ?"

ქალს ფერმა გადაკრა და მერე კარტიც ამოიღო, სიგარეტიც, პირსაპარსიც და ანთებული ფანარიც...

***

თევდორესთან შეხვედრისას ყოველთვის მახსენდება ერთი სახალისო ეპიზოდი ჩვენი ეკლესიური ცხოვრებიდან. წლების წინ, როცა სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვმსახურობდი, ასეთი ტრადიცია გვქონდა: დიდი მარხვის დადგომასთან ერთად მრევლის მამაკაცები, ვისაც სურვილი ჰქონდა, პირველი და ბოლო კვირის მანძილზე ვრჩებოდით ეკლესიაში და ტიპიკონით გათვალისწინებულ ყველა მსახურებას ერთად აღვასრულებდით. მსახურება ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდებოდა, დაახლოებით 10 - 11 საათი, შესვენება კი მხოლოდ 2 საათი. 

იმ დროს თევდორე ეკლესიაში ახალი მოსული იყო და ყველაფერს ცოტა არ იყოს შიშნეულად უყურებდა. 

პირველსავე დღეს, როცა თევდორესთვის ეს ლოცვა არა და არ მორჩა და მისი ბრძოლაც ფიქრებთან და კუჭთან უფრო და უფრო გაუსაძლისი გახდა, გაისმა თუ არა ,,ლოცვა დამთავრდაო", მრევლის სხვა წევრებთან ერთად ტრაპეზის გაშლას ფაციფუცით შეუდგა... 

როცა მაგიდა გაიშალა, გამოვედი, ლოცვა ვთქვით და დავსხედით. ავანთე პატარა სანთელი და ვთქვი: ,,სანამ ეს სანთელი ჩაქრება შეგვიძლია მივირთვათ," თან ერთერთ მრევლთაგანს იმ დღის წმიდანის ცხოვრების კითხვა დავავალე... 

მალე სანთელი ჩაქრა და რადგან წიგნის კითხვა ჯერ არ დასრულებულიყო, ახალი სანთლის მოტანა დავავალე... უცებ მესმის ფხუკუნი...

რა ხდება? _ გადავხედე ბიჭებს.

_  რა და, ახლა თევდორე მეუბნება_ - სიცილს ძლივს იკავებს ერთი სტიქაროსანი _ მეორე სანთელს თუ აანთებდით თქვე დალოცვილებო, გეთქვათ, ლობიოში ამოვლებული პურის მუჭისხელა ლუკმებს დაუღეჭავად რომ ვყლაპავდი და კინაღამ რომ დავიხრჩვიო...

***

ერთ ხუთშაბათს წაჩხურუს მთებში მთავარანგელოზთა ეკლესიაში ვიყავი ასული. დღე უკვე მიილია და ჩემი წამოსვლის დროც მოვიდა. ის იყო დავაპირე ტაძრის კარების დაკეტვა, რომ ეკლესიაში ერთი შინაურულად ჩაცმული ქალი შემოვიდა.

ხელში სანთელში ამოვლებული თავისი სიგრძე სქელი ძაფი ეჭირა, რაც იმას ნიშნავდა რომ თუ რამე ღონეს არ მივმართავდი, ერთი საათი ლოდინი გამოწერილი მქონდა. თავიდან მოვუბოდიშე, მალე ეკლესია უნდა დავკეტო და გთხოვთ ეს სანთელი ტაძრის გარეთ დაანთეთ-მეთქი. მან კი ,თითქოს არაფერიო, მშვიდად მიამაგრა თავისი ორმეტრიანი სანთელი სასანთლეზე, აანთო და კმაყოფილი სახით დადგა მის წინ.

,,უკაცრავად, მაგრამ ვჩქარობ და მოდი, მაშინ ეს სანთელი ნაწილებად დავჭრათ და ისე დავანთოთ-მეთქი“ _ ვითომ მოვძებნე გამოსავალი.

ქალმა როგორც იქნა სიტყვა მაღირსა, მაგრამ უნუგეშო: "ასე მაქვს ჩათქმული, მთლიანი უნდა დავწვაო.“

"მთლიანად არ დაიწვება მაინც? რა მნიშვნელობა აქვს, დაჭრილი იქნება თუ მთლიანი?“ _ ვეკითხები.

"აქვს,“ _ მომიჭრა მოკლედ და ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს მთელი ცხოვრება აქ აპირებდა დარჩენას...

"მაშინ ახლა დავტოვოთ ეს სანთელი და მეორედ რომ ამოვალ, მე თვითონ დავანთებ და დავწვავ ბოლომდე-მეთქი“ _ კიდევ ერთხელ ვცადე ბედი, მაგრამ ვინ გისმენს,

"ასე მაქვს დაპირებული და მორჩაო.“

გულში მეცინება, მაგრამ უკვე მწარედ...

"სანთლის ეს ამხელა სიგრძეც თქვენ დაპირდით?“ _ ვეკითხები.

" დიახ,“ _ მიპასუხა ამაყად.

" და სიგანეს რატომ არ შეპირდით? სიგრძეს თუ აქვს მნიშვნელობა, სიგანემ რა დააშავა? გაგეკეთებინათ თქვენი სიგრძისა და სიგანის სანთელი, დაგიტოვებდით ტაძრის გასაღებს და მდგარიყავით აქ თვეობით,“_  გავიბრძოლე უკანასკნელად, მაგრამ უშედეგოდ. დალოცვილმა მხოლოდ ცალყბად გაიღიმა და კვლავ უსასრულობისკენ მომზირალი პოზა მიიღო...

***

ჩვენი საკურთხევლის მსახურებს შორის იყვნენ მიქაელი და გაბრიელი. ერთხელ საჭიროების გამო ოჯახში ექიმი ქალბატონი მოვიყვანე. აქვე იყვნენ ჩვენი ხსენებული სტიქაროსნებიც. როცა ექიმი თავის საქმეს მორჩა, უკვე ბნელოდა... 

_ გაგაცილებთ მანანა ექიმოო _ ეუბნება ფოფოდია.

_ არა, არ არის საჭირო, _ პასუხობს ექიმი.

_ არავითარ შემთხვევაში, _  თავი გამოიდო ჩემმა მეუღლემ _ აგერ არიან მიქაელ-გაბრიელი და ისინი გაგაცილებენო...

გენახათ, როგორ შეეცვალა სახე მანანა ექიმს...

_ არა! _  ეს უკვე კატეგორიული ტონით იყო ნათქვამი და სანამ ჩვენ გავაცნობიერებდით რაც მოხდა, ექიმი სიბნელეში გაუჩინარდა...

***

ეს ამბავი საქვეყნოდ სალაპარაკო გახდა. 

წირვის მსახურების მიმდინარეობის დროს, საკურთხეველში ამბავი მომიტანეს, ბეგლარი გარდაიცვალაო. ამ ბეგლართან წინა დღეს სათევზაოდ ვიყავი წასული და ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა.

ირვა ახალი დაწყებული მქონდა და სანამ დავამთავრებდი ეს ამბავი დიდად განვიცადე. მიცვალებულის კვერექსს ხომ მთლად გული ამოვაყოლე. ძლივს დავამთავრე წირვა და ახლა პანაშვიდი მივაბი...

,ბეგლარი“ და ,,ბეგლარი“ მეკერა პირზე... ამ დროს მოდის ამ ამბის მომტანი გაფითრებული: ,,მამაო, ბეგლარი ცოცხალი ყოფილა... მე ვერ გამიგია სწორადო“...

რა ამბავიც მე მას დავატეხე... ,, - შენზე იყოს, რაც მე პანაშვიდები მაგ კაცს ვუხადე, ილოცე არაფერი მოუვიდეს, თორემ ვერ გადამირჩები-მეთქი“...

მერე აგვიტყდა სიცილი და როცა იმავე დღეს საღ-სალამათ ბეგლარს შევხვდი, ვუთხარი: ,,რაც მე შენ პანაშვიდები გიხადე, თუ ცოცხალი გადარჩი - ასი წელი იცხოვრებ-მეთქი.“

,,ვიცი მამაო, ვიცი, შენგან პანაშვიდიც მადლიაო“ - გულიანად იცინოდა ბეგლარი..."

წიგნიდან ,,მომეფერე უფალო"




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...
  • StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებულიStopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...