"ოიჰ, ვინ ანძ..ევს?! _ ელენე თევდორაძის საპარლამენტო თავგადასავლები

ა კიდო

"ოიჰ, ვინ ანძ..ევს?! _ ელენე თევდორაძის საპარლამენტო თავგადასავლები

2019 თებ 23 16:25:45

გავრცელებულია აზრი, რომ წარმატებულ კარიერად იღბლიანი მეწარმეობა, შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლობა ან წარმატებული პოლიტიკოსობა ითვლება. ამათგან საქართველოში განსაკუთრებულად მაინც პარლამენტარობა ფასობს. უბრალო ობივატელის აზრით პოლიტიკოსები ბედს არ უჩივიან და ამა სოფლის ყველა სიკეთითაც მაქსიმალურად სარგებლობენ.

ჩვენი მოქალაქეების აზრი სიმართლეს მოკლებული არ გახლავთ. „ხალხის რჩეულები“ დეპუტატობის „უპირატესობას“ მაქსიმალურად იყენებენ და სხვადასხვა კანონების მიღების პარალელურად დროს შესანიშნავად ატარებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მოზრდილი დეიდა-ბიძიები ცელქი მოზარდების შთაბეჭდილებას ტოვებენ. კითხულობ ამ ადამიანების „საპარლამენტო თავგადასავლებს“ და გიკვირს, მათ ხელში ქვეყანამ დღევანდელ დღემდე როგორ მოაღწია.

დღევანდელ წერილში მკითხველს ხალხის „რჩეულების“ ცუღლუტობებისა და ონავრობის „საპარლამენტო“ ფაქტებს მივაწვდი.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სამივე პარლამენტში ის თავისი ორიგინალური გამონათქვამებით ახალისებდა კოლეგებს, მისი ლექსები კი ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა, თუმცა, არა ყველასთვის.

„იმელის" პარლამენტის წევრი იყო ქართლოს ღარიბაშვილიც. ადვოკატი  პარლამენტში თავისი განუყრელი ჩიბუხით დადიოდა. ესენგეში შესვლის შემდეგ მას ზვიადისტებმა ესენგოსა ღარიბაშვილი შეარქვეს.

ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისთვის მშვიდად დადიოდა „იმელის" პარლამენტის ფოიეში. მასთან უცნობი მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა, ქართლოს ღარიბაშვილის ოთახს ხომ ვერ მიმასწავლითო. ჯანსუღ ჩარკვიანმა მანდილოსანს უთხრა, ხომ იცით, რა უცნაური კაცია ეგ ღარიბაშვილი, ხელში სულ ჩიბუხი უკავია და თავისი სამუშაო კაბინეტის კარზეც ჩიბუხის სურათი უკიდიაო. მანდილოსანმა ჩარკვიანს მადლობა გადაუხადა და ჩიბუხიანი კარის მოსაძებნად წავიდა. მალევე იპოვა, შიგნითაც შეიხედა და ატყდა კივილი... ჯანსუღ ჩარკვიანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. „იმელის" პარლამენტში მამაკაცების ტუალეტებზე ჩიბუხის სურათები იყო გაკრული.

ერთხელ პარლამენტში დეპუტატობის დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა გადაწყვიტა, ნესტან კირთაძეს გახუმრებოდა და ასეთი ლექსი გაუგზავნა: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“, ქვემოთ კი მოაწერა ხელი - გივი შუღაროვი.

მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე ედოთ კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, თავად ძლივს ჩანდნენ. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი, ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში დაუშინა საწყალ გივი შუღაროვს.

გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობდა, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო.

გაგიჟდა კაცი, _ ნესტანჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, - თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ყველამ გულიანად იცინა და ნესტანიც შემოირიგეს.

სიტყვას უფროსი თაობის ერთ ყოფილ პოლიტიკოსს გადავცემ. ყოფილი დეპუტატი გერმანე ფაცაცია იმ პერიოდის საპარლამენტო „სხდომებს“ გაიხსენებს.

„მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არ არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ.

პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთო. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი.

როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი.

როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე: – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა,

სხვათაშორის, გერმანე ფაცაციას „ყველაზე მსმელისა“ და „ყველაზე სიმპათიური“ პარლამენტარის „ნომინაციაშიც“ უმარჯვია.

„სხვათა შორის, ადრე ჟურნალისტებმა დააწესეს ნომინაციები, პარლამენტარებისთვის: თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან „ყველაზე მსმელი“, „ყველაზე მწეველი“, „ყველაზე მექალთანე“ და „ყველაზე სიმპათიური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ ლამის მე გავიმარჯვე ყველა ნომინაციაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაზე სიმპათიურად რომ დამასახელეს, მაინც გამიკვირდა, რადგან გიორგი კობახიძის დასახელებას ვვარაუდობდი, მაგრამ მოწევასა და სმაში რომ ვერავინ „გადამიჯოკრავდა“, ზუსტად ვიცოდი. თუმცა, მექალთანეც ვიყავი - ამას ვაღიარებ. მე, ეტყობა, დანარჩენ ნომინაციებში რომ ვლიდერობდი, მერე კობახიძეს ეს ნომინაციაც „დავაწერე“. სულ მუდამ ჟურნალისტების გვერდით ვტრიალებდი, სულ ბუფეტში ვიყავი გამოჯგიმული და ამიტომაც ვუყვარდი ბუფეტის თანამშრომლებს. მქონდა ფული თუ არა, იქიდან ვერ მაგდებდნენ და მერე ისე შემეჩვივნენ, რომ აღარ ვენახე იქაურ პერსონალს, მომისაკლისებდნენ ხოლმე. მეხვეწებოდნენ, ოღონდ მოდი და „პოსლეზეც“ თანახმა ვართო. იმ დროს გამოჩნდნენ ფულიანი პარლამენტარებიც და შევიძინე ისეთი მეგობარი, როგორიც ზურაბ ახმეტელია. მან თავისი სამუშაო ოთახის გასაღები მომცა და იმის ოთახში გამოტენილი მქონდა მაცივარი სასმელებით.

ამის მერე ვიღაცას ეგონება, რომ ჩვენ არ ვმუშაობდით, მაგრამ ეს მომენტებიც იყო თანმდევი, რადგან ყველა ქართველში ვაზისა და ღვინის ღვთაება თანაბრად ზის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადრე ჟურნალისტებმა მე თბილისელ დარდიმანდადაც მაღიარეს“.

დღევანდელი „მოგონებების“ ბოლო სტუმარი ქალბატონი ელენე თევდორაძე იქნება. ეს ადამიანი ქართულ ენასთან „ახლო ურთიერთობით“ ვერ დაიკვეხნის და ამ მიზეზის გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.

პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: - მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს, - განაცხადა აღშფოთებულმა თევდორაძემ. დეპუტატებს ხომ მეტი არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს.

- პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით! - ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა „ხმარების“ ნაცვლად უნდოდა, სიტყვა „ეპყრობიან“ ეთქვა.

ისევე, როგორც პარლამენტის სხდომებზე, დეპუტატები ბიუროზეც ძირითადად ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ეს წინადადება თევდორაძემ ბიუროზე წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის წინადადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა. მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. - დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას, - განაცხადა თევდორაძემ. დეპუტატების მოსაბრუნებლად კინაღამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ჭორაობით ერთობოდნენ და, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს. მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. - ოიჰ, ვინ ანძრევს?! -იკითხა აღშფოთებულმა თევდორაძემ.




 ახალი ამბები
  • "მაინც ამოგთხრით" - გიორგი ვაშაძე პრემიერს "ჩემი პასუხია გახარიასთან, მაინც ამოგთხრით"- ასე უპასუხა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.   შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს​." გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად ... ...
  • ჭაღში დახარჯული 133 410 აშშ დოლარი _ პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები"ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ კვლევა ჩაატარა. შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რეზიდენციის მოწყობისთვის სულ 2 174 783 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1 199 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა, 255 000 ლარი კი, მათ რესტავრაციას. საქართველოს პრეზიდენტის  რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის ძვირადღირებული  ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა ინტერიერის აქსესუარების შესყიდვა განხორციელდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, შესაბამისი ბაზრის დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის  და კონკურენციის არ არსებობის პირობებში.  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.   კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან.   წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გამოერკვია  როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის  შესყიდვა.  შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მ მიმართა პროცესის სავარაუდო მონაწილეებს:  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:  - საქართველოს  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;  - სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;  - ოქმების მიხედვით,  ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში,  ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და  მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;  - ეროვნული  მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა სულ  შეისწავლა 62 ანტიკვარული ნივთი, საიდანაც 51-ზე შესაძლებლად მიიჩნია  ნივთის შეძენა შემოთავაზებულ ფასად, ხოლო 11 შემთხვევაში დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას  - კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის:  10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;  - ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია  რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი;  - ოთხ  ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;   - შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი;  - შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის,  ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ  ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი,  3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი  3000 დან 8000 აშშ დოლარამდე,  3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი  ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;  - შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული -  ფრანგული, 6 ერთეული - რუსული,  3 ერთეული ირანული, ხოლო  2 ერთეული - შუა აზიური;  - პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);  - თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები;  - პრეზიდენტის რეზიდენციისთვის  შესყიდულია  120 ერთეული თანამედროვე  სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა,  7 ნათურა);  - შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს,  38 ტორშერიდან თითოეულის ფასი -  300-დან 4 000 ლარამდე,  49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან  2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე,  7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.  IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.    პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების  უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს  საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით.   ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და  სამუზეუმო ექსპონატების  გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების  შესყიდვა.  IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა, _ ნათქვამია IDIF-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გუშინ აქციის დაშლისას დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყოთბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. როგორც შსს აცხადებს, აქციის დაშლისას რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ ოპოზიციის აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა. საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ... ...
  • პროკურატურამ ოქრუაშვილს და ადეიშვილს ახალი ბრალი წაუყენაირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა, _ აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს. ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე – ყოფილ თანამდებობის პირებს გამოძიება თანამდებობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს:  პროკურატის მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ ცნობით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: “2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს  „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის თობაზე,  იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო  საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც  შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის  მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ  მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე”, -აცხადებს პროკურატურა.  ზურაბ ადეიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს  პროკურატურამ ბრალი წაუყენა სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. “ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულისჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს”, – აცხადებს ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.  ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს, ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. Fuckup Nights-ის სპიკერები იქნებიან: ზურა „დილა“ ჯიშკარიანი -Anima Chatbotics-ის თანადამფუძნებელი; მარტა ბარამიძე - street-food ანტრეპრენერი; ზიად ალიევი - მუსიკოსი და ზურა ვარდიაშვილი - პუბლიკა • Publika-ს გენერალური დირექტორი.  ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი Startup Generation, რომელიც მეწარმეობას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს ეხება. მასში 14 ქართველი მეწარმე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს, რას ნიშნავს, იყო ანტრეპრენერი. დოკუმენტურ ფილმში ყურადღება გამახვილებულია 12 წარმატებულ პროექტზე და სტარტაპების ეკოსისტემის  ანალიზზე, წარმატებულ მაგალითებზე, რომელიც ახალისებს მეწარმეობას, როგორც წარმატებულ კარიერულ შესაძლებლობას.  „შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება სივრციდან და სპიკერების თემატიკიდან გამომდინარე. შეხვედრის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაგრძელებთ საკუთარ და სხვის შეცდომებზე სწავლას, რაც გვეხმარება იმაში, რომ ავიმაღლოთ მოტივაცია და თავს უფლება მივცეთ, მეტად ინოვაციურები ვიყოთ საქმიანობაში და მარცხის არასდროს შეგვეშინდეს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 17 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს. Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?

პოლიტიკა

 

"მაინც ამოგთხრით" - გიორგი ვაშაძე პრემიერს

"ჩემი პასუხია გახარიასთან, მაინც ამოგთხრით"- ასე უპასუხა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიას...

სრულად