"ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" "ათიათსად" შეფასებული "ზრდლობა"

ა კიდო

"ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" "ათიათსად" შეფასებული "ზრდლობა"

2019 თებ 18 12:30:10

გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კორპორატიული საღამო გამართა, რომელსაც საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.

ამ საღამოს მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში დამსწრეების მიერ მრავლად გავრცელდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული საკრებულოს დეპუტატის, ლელა საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სურათები იყო _ სწორედ ამ ფოტოებით "გაირკვა", რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი "მუნიცეპალიტეტი" გახდა; რომ იქ 201 წელია და რომ საკრებულოში კომისიებს სახელიც კი შეცვლია.

მაგალითად, ერთ-ერთ სიგელზე,წერია, რომ "საგანგებო საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია"  დაჯილდოვდა ნომინაციაში _ "ათასად კაცი დაფასდა ათიათსად ზრდლობა"... დიახ, "ათიათსად", "ზრდლობა" და ისიც საგანგებო. არადა, სინამდვილეში ამ კომისიას "სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია" ჰქვია.

კიდევ ერთი კომისია, რომელსაც სახელი შეუცვალეს, "სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია" აღმოჩნდა _ "დაგეგმარება" "დაგეგმვით" შეიცვალა და 201 წლით დათარიღებული სიგელი კომისიამ მიიღო ნომინაციაში _ "შარა-შარა, შუკა შუკა ანუ ვაასფალტოთ ყველგან გზები".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი დაინტერესება გამოიწვია და მომხმარებლებმა კომენტარებიც არ დაიშურეს:

"ოხ, ეს სტამბა და საკონდიტრო";

"მეტს რას უნდა ველოდოთ ამდენი უწიგნურიდან";

"რატომ გიკვირს, მაგათთვის 201 წელია";

"აჰაჰაჰა, გლახათ ვარ :))) მოეტლიკათ იმ ე-ს ხაზი და გადაეკეთებინათ ი-დ";  

"წერა ისწავლება კითხვით, კითხვა არ იციან და სწორად როგორ დაწერენ და კიდე ჩემი ბრალია ხომ?"

"ქსკლუზიური და სენსაციური აღმოჩენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ ჯერ კიდევ ქრისტეს აქეთ 201 წლიდან, ნიკეას საეკლესიო კრებამდე მთელი საუკუნით ადრე, ოზურგეთის ტერიტორიაზე, თურმე, არსებობდა ნომინაციები და გამარჯვებულებიც ჰყავდათ. მე სულელს კი ეს შეცდომა მეგონა. არა, რა, არა ვარ კარგად და მითხარით ახლა, ნუ ხარ შენ რაღაცნაირი,-თქო";

"ხუმრობენ ალბათ, თორემ ამდენმა აბდალმა ასე ერთად რაფერ შეიძლება მოიყაროს თავი? თან რანაირ ფურცლებზე აქვთ დაბეჭდილი. ნეტავ, ვისი აზრი იყო, ჰა? არა... ნამდვილად ხუმრობაა..."; 

"საერთოდ, რა საჭიროა ასო-ბგერა? ყველაფერი უნდა გაუქმდეს მერიაში: კომპიუტერი _ რადგან ღილაკები ეშლებათ; წიგნები... ახლა ხომ ხედავ, ასოებს მიადგნენ";

"ეს კომისიები მართლა არსებობს თუ ხუმრობენ?"

"ზოგჯერ სასაცილოა, მაგრამ ამავე დროს სატირალიც. ეხ, ჩემო საყვარელო ოზურგეთო, როგორ ჩაიძირე?!" _ წერენ "ფეისბუქის" მომხმარებლები.

ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებს ამ კომენტარებისთვის სოციალურ ქსელში არ უპასუხიათ, თუმცა, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემ  "აიპრესთან" განაცხადა, რომ "კულტურის სამსახურმა, იქვე, გასახალისებლად მოიფიქრა სახალისო სერთიფიკატები, რომლებსაც ასევე იქვე ხალისით ბეჭდავდნენ".

როგორც ეკატერინე მგელაძემ თქვა, ნომინაციებს სწრაფად ბეჭდავდნენ და შეცდომები სიჩქარის გამო დაუშვეს.

როგორც ჩანს, "ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის" წარმომადგენლებმა ტორტიც იქვე, სასწრაფოდ დაკრემეს და ამაში კი ეკუთვნით "ათიათსი" მადლობა. მით უმეტეს, რომ შაბათ-კვირას სოციალურ ქსელს კარგი გასართობი და "საღლიცინო" შესთავაზეს.




 ახალი ამბები
  • ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავესმკვლელობა მოხდა ქობულეთში.   საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა პირმა შენობიდან სანადირო თოფი გამოიტანა და მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც გამოძიება დაადგინა, 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...
  • თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლები პირადობის მოწმობით ვეღარ შემოვლენთურქეთის გენერალური საკონსულო სოციალურ ქსელში განცხადებას  ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება. გავრცელებული ინფორაციით,  აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი. თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეასა და იტალიის ტერიტორიაზე, ის საქართველოში ვერ შემოვა. “ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია'',_ ნათქვამია საკონსულოს ... ...
  • კორონავირუსი_ რა რეკომენდაციებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით; სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ; მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით; დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები); ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით; სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა; ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია; სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები; სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ... ...
  • მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, ქედას, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიის თანამშრომლები, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ქონების რეგისტრაციისა და გეოდეზია-გეოინფორმაციის სამსახურების თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებენ. ცვლილებების თანახმად , 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. რეგისტრაცია კვლავინდებურად წარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:  -   გაფართოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ იყო, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი; -   კიდევ უფრო გამარტივდა ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;  -   გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით; -   შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.   ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ იყო შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: -   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;  -   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;  -   მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;  -  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: -  თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; -   შეიცვალა აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; -   გაფართოვდა მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი ასეთ დოკუმენტად მიიჩნეოდა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ. აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ... ...
  • განგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - ზურაბიშვილიგანგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს. არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...