პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

ა კიდო

პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

23 დეკ. 2017, 13:31:40

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

ალბათ, მიხვდით, რომ დღევანდელი საკვირაო სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით და სიტყვას რამდენიმე თანაქალაქელს დავუთმობთ.

თავდაპირველად მსახიობი გივი სიხარულიძის ერთ „საინტერესო“ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„პროფესორ დავითაიას ულამაზესმა და უსათნოესმა მეუღლემ, ქალბატონმა ანამ, სამარშრუტო ტაქსიში ფეხი შედგა თუ არა, ვიღაცის ხელის ფათური იგრძნო ჩანთაში. უცნობ მამაკაცს ეცა, ჩაეჭიდა და დაუწყო ყვირილი, ფულს მპარავდი, შე უნამუსოო! დაჯდა, გახსნა ჩანთა და 400 ლარი აღარ დახვდა ჩანთაში. დაუწყო გამწარებულმა ახალგაზრდას კივილი, ნაძირალავ, ახლავე დამიბრუნე ჩემი 400 ლარიო.

ის ბიჭი კი თავს იმართლებდა, არ მომიპარავს, ქალბატონო და რა დაგიბრუნოთო. ქალი პოლიციით დაემუქრა. იქვე მყოფებს შეეცოდათ ის ბიჭი და უთხრეს, შვილო, ნუ დაიღუპავ თავს, დაუბრუნე ქალბატონს ფული და მშვიდობიანად მიდი ოჯახში, დაჭერა გირჩევნიაო? ბიჭი მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, ამოიტრიალა ჯიბეები და 380 ლარი ჩაუთვალა ანას. გადაირია, ოცი ლარი აკლიაო. ხალხმა უსაყვედურა, კარგი რა ქალბატონო, ოც ლარს ჩივით, ამხელა თანხა რომ სულ არ დაკარგეთო?!

მოკლედ, დაბრუნდა ანა სახლში და მოყვა თავისი გმირობის ამბავი. უსაყვედურეს, 400 ლარის გამო, რომ რამე დაეშავებინა იმ ბიჭს რას აპირებდი მერეო. ანამ მედიდურად იმართლა თავი _ მე, გენაცვალე, შეურაცხყოფას სიკვდილი მერჩივნაო.

ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ანას კივილმა აიკლო სახლი. გამოცვივდა ქმარ-შვილი, ვერ მიხვდნენ რა დაემართა. თურმე, ის ოთხასი ლარი კარადიდან არც კი აუღია, უბრალოდ, ასე ახსოვდა. იმ ბიჭს ცილიც ტყუილად დასწამა და 380 ლარიც „ააწაპნა“. ხალხს მეტი რა უნდოდა და იმ დღის შემდეგ, ანას „კლიჩკა“ „რეკეტი“ შეარქვეს“.

ბატონი გივის შემდეგ სიტყვას ნიკო ლეკიშვილს გადავცემ.

„პლეხანოვზე რამდენიმე წამყვანი ბირჟა იყო. იქ ხდებოდა ახალი ამბების, სიმართლის თუ ჭორის გავრცელება, მოსმენა და განხილვა.

მახსოვს, კენედის მკვლელობისა და ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი პირველად იქ გავიგე და, სახლში რომ ვთქვი, გამაჩუმეს – ბიჭო, ჩუმად იყავი, ტყუილი არ აღმოჩნდეს და შარში არ გავეხვიოთო.

მოკლედ, იმ დროს ზაურ შევარდნაძე ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანი იყო და მას ხუმრობით „პლეხანოვის დირექტორს„ ეძახდნენ. სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სახლთან პლეხანოვი გადაკეტილი დახვდა – ჩხუბი ამტყდარა, ათი კაცი ათ კაცს დატაკებია და მიდის დაკა-დაკა. მისულა ისიც და გაშველება დაუწყია. ამ დროს მილიციაც მოვიდა და დაიწყეს ბუნტისთავების დაჭერა. ვინ გაარჩევდა იქ მტყუან-მართალს?!

ამ დავიდარაბაში, მოჰკიდეს ამ ჩვენს ზაურასაც ხელი და ამხელა კაცი ძლივს შეტენეს მანქანაში. ერთ მის უბნელს დაუნახავს ეს ამბავი და ზაურს გამოსარჩლებია. მისულა მილიციელებთან და გადაჰკიდებია – სად მიგყავთ, კაცო, ეს პროფესორი კაცი, გამაგებინეთ, ვიცოდე მაინც, სად მიგყავთო. მილიციელები ამ კაცს არც ყურადღებას აქცევდნენ და არც პასუხს სცემდნენ, ის კი მაინც არ ეშვებოდა – გინდა თუ არა მითხარით, სად მიგყავთ და სად მიგყავთო. უცებ, მილიციის მანქანიდან ზაურს თავი გამოუყვია და მიუძახებია: ვერ ხედავ, სადაც მივყავარ? რას შეჭამე გული კითხვებით? სად და მილიციაში, აბა კულტურის სამინისტროში ხომ არ წამიყვანენ, შე დებილოო.

ბატონი ნიკო კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს გაიხსენებს:

„სერგო ლობჟანიძე პლეხანოვზე ცნობილი ბიჭი იყო. ერთ დღესაც, უფიქრია, ნეტავ, რომ მოვკვდები, ჩემზე რას იტყვიან, რას იზამენ, ან გული თუ დაწყდებათო. მოუფიქრებია, მოდი, ვითომ მოვკვდი, გავითამაშებ და გასვენებას მოვუწყობ ჩემს თავსო.

რამდენიმე ძმაკაცს გაუნდო ჩანაფიქრი და ისინიც დაეხმარნენ მის გახორციელებაში: დააწვინეს საკაცეზე, გადააფარეს თეთრი ზეწარი, ასწიეს და მარჯანიშვილის მოედნიდან ახლანდელი თამარ მეფის გამზირისკენ აიღეს გეზი.

გადაკეტილა გამზირი. ქუჩაში გამვლელები კითხულობდნენ თურმე, ვინ მოკვდაო, რომ ეუბნებოდნენ, ესა და ესო, თურმე იყო ერთი ვიშვიში და თავში ხელის წაშენა. რამ მოკლა საწყალიო ყველა კითხულობდა. პროცესიას 10-15 კაცი მოჰყვებოდა. მილიციის შენობას რომ მიუახლოვდნენ, მილიციელები გამოცვივდნენ თურმე გარეთ, მილიციის უფროსს კი ქუდი მოუხდია და უკითხავს, რა მოხდა, ვინ მოგყავთო. რომ უთხრეს, ჩვენი სერგო აღარ არისო, შემოურტყამს ხელი შუბლში, ჩემი შვილის ტოლი იყო საწყალი, რამ მოკლა ეგ უბედურიო.

უცბად გადაუძვრია სერგოს ზეწარი, წამომჯდარა აწეულ საკაცეზე, „ჩესტი“ აუღია მილიციის უფროსისთვის და დაუძახია ხმამაღლა: „ჩესტ იმეიუ, ტავარიშჩ პადპალკოვნიკ!“. გადარეულა მთელი მილიცია, გამოჰკიდებიან, ურბენიათ ბევრი, „დინამოსთან“ დაუჭერიათ და ერთი მაგრად უცემიათ გამაიმუნებისთვის“.

ბატონი ვალერიან სულაკაური ერთ „საინტერესო შემთხვევას“ მოგვიყვება, რომელიც კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს - კიმი ალიაშვილს შეემთხვა.

„ერთ დღეს კიმი ალიაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტში დამხვდა. არ მინახავს მსგავსი ძალის ადამიანი. ისე სცემდა რამდენიმე კაცს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით. მოკლედ, ერთხელ ვუთხარი, რა არის ბიჭო, კიმი რა სახელია – „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი“-მეთქი? და იმ დღიდან ასე ვეძახდი: „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი არჩილოვიჩ“-მეთქი, გიჟდებოდა. ადგა და, თავის საბუთებში სადაც „კიმი“ ეწერა, წაშალა და „კიმოთედ“ გადააკეთა.

ერთი პერიოდი მოსკოვში იყო წასული. სასტუმრო „როსიაში“ დაბინავებულა. აქედან სასმელი ჰქონია წაღებული, სუფრა გაუშლია თავის ნომერში და რუსები დაუპატიჟია. რომ შეზარხოშებულან ის რუსები, ქართველების გინება არ დაუწყიათ?! გაბრაზებულა ჩვენი კიმოთე და ერთი მაგრად დაუჟეჟია ის რუსები. დაუწყიათ იმათ ყვირილი „გრუზინი“ გვცემსო. მოვარდნილა მილიცია. კიმოთეს წაყვანა უნდოდათ თურმე განყოფილებაში, ჩაავლო კიმოთემ მოაჯირს ხელი და ოთხმა კაცმა ვერ ააგლიჯა. გადარეულები ეუბნებოდნენ თურმე ერთმანეთს – ეს რა ძალის პატრონი ყოფილა, ოთხმა კაცმა ვერ ავადღლიზეთ მოაჯირსო. ასე იყო თუ ისე, მაინც მოახერხეს მისი განყოფილებაში მიყვანა.

იქ თურმე მილიციის კაპიტანმა დაუწყო „საქმის გარჩევა“, შეურაცხყოფა და... ეგრე არ უნდაო – გაიქაჩა კიმოთე, დაარტყა კაპიტანს და სამი დღე იყო ის საწყალი კომაში. მის გარდა, განყოფილებაში სამი მილიციელი უცემია. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და კალიმაში გადაასახლეს ჩვენი კიმოთე. გავიდა ეს ორი წელი და ჩამოვიდა თბილისში. რეზო ინანიშვილმა უთხრა: შე კაი კაცო, როგორ გავიგოთ, მოსკოვში მიდიხარ და კალიმიდან ბრუნდებიო. კიმოთემ უპასუხა, არ გაგიგია შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო?!“

დღევანდელ „თბილისურ“ მოგონებებს ბატონი თემურ ჭკუასელი დაასრულებს.

„საპატიო სტუმრებს ველოდი. ქართველების ხასიათი ხომ მოგეხსენებათ, ამ დროს კარგი სუფრით და საუკეთესო ღვინით უნდა მოიწონო მათ წინაშე კაცმა თავი. არადა, არ მაქვს ღვინო და დავიწყე ძებნა. ჯემალ ჭკუასელს გამოვუტყდი, ბიჭო, საპატიო სტუმრებს ველოდები და კარგი ღვინო მინდა-მეთქი. მითხრა, ამას წინათ მეც მჭირდებოდა კარგი ღვინო, ელბაქიძის აღმართზე მივედი ღვინის ქარხანაში, დირექტორმა კარგი ღვინო მომყიდა და თუ ჩემს სახელს ეტყვი, ჩემი ნაცნობია და თან ფასსაც დაგიკლებსო.

მართლაც მივედი. მდივანს ვკითხე, დირექტორი ადგილზეა-მეთქი. მიპასუხა, კი არის ადგილზე, მაგრამ ძმაკაცები ჰყავს ოთახში, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და იქნებ სთხოვოთ მიგიღოთო. შევაღე კარი და რას ვხედავ, სუფრაა გაშლილი და ქეიფობენ. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ, რომ დამინახა დირექტორმა, შემოდიო, მითხრა. დამსვა მაგიდასთან და მკითხა, აბა, რამ მოგიყვანა ჩემამდეო. ვუამბე ჩემი ამბავი, მაგრამ ჯემალი არ მიხსენებია. ვიფიქრე, ჯერ ჩემით დაველაპარაკები და თუ მითხრა, არ მაქვს, მერე ვუხსენებ მის სახელს-მეთქი.

დირექტორმა, ორი სახის ღვინო შემომთავაზა, გაგასინჯებ, დააჭაშნიკე და რომელიც მოგეწონება იმას მოგყიდიო. შემივსო ორი ჭიქა – ერთი თეთრი, მეორე შავი ღვინით. ერთი სიტყვით, გამოცდა მომიწყო. მისი ძმაკაცები იღიმებოდნენ. დავლიე ერთი, მეორე, მივუბრუნდი და ვუთხარი, აი, ეს თეთრი ღვინო მომეწონა და თუ გაქვთ, იქნებ მომყიდოთ-მეთქი. გაეღიმა დირექტორს, ღვინის ცნობა გცოდნია, მაგრამ ეს ღვინო არ მაქვს და მეორეს გაგატანო. კი გავიფიქრე, შე მამაცხონებულო, თუ არ გაქვს რაღას მასინჯებდი-მეთქი, მაგრამ რაღას ვეტყოდი. მივხვდი, რაც ჩაიფიქრა, ანუ გამომცადა, ვიყავი თუ არა ღირსი ღვინო გამოეტანებინა.

მოკლედ, ჩამისხეს ჭურჭელში და ფულიც არ გამომართვა. წამოვედი. რამდენიმე დღეში ჯემალი შემხვდა შემთხვევით ქუჩაში. მკითხა, ღვინოზე რა ჰქენი, ხომ მოგცა იაფადო. ვუთხარი, რა იაფად, საერთოდ არ გამომართვა ფული და არც შენი სახელის ხსენება დამჭირდა-მეთქი. გადაირია, როგორ ჩემი სახელი არ გიხსენებიაო? ვუთხარი, შენი სახელი რომ მეხსენებინა, მაშინ გადამახდევინებდნენ-მეთქი. ძლივს დავარწმუნე, რომ მართლა უფასოდ მომცა ღვინო ქარხნის დირექტორმა.

ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო, ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და რადგან მის გამოცდაში არ ჩავიჭერი, ასე დამასაჩუქრა. იმ კაცის სიკეთე დღემდე არ მავიწყდება და ყოველთვის დაგვიანებულ მადლობას ვუთვლი ხოლმე“.




 ახალი ამბები
  • „მთავარი არხი" ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნეს, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლესკომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი" ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს" სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს" და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „მთავარი არხის" საკითხი საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს განიხილა, მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს" 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს. კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილა ყურადღება. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება". „მთავარი არხის" სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი - გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე - ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. კომუნიკაციების კომისიამ განხილვის შედეგად შეაფასა, რომ უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის უფლებები დაირღვა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხის" მიერ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი გადაცემა ზღუდავს მისი ადრესატების - ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირად ცხოვრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ, ამიტომ კომისიამ არ დაადასტურა უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების - ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების უფლების დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი, კომუნიკაციების კომისიის ვალდებულებაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია, მაუწყებლებისა და მისი აუდიტორიის უფლებების დაცვა. კომისიამ განსაკუთრებულად უნდა დაიცვას აუდიტორიის, მსმენელებისა და მაყურებლების ძირითადი უფლებები და კანონიერი ინტერესები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 21:57 საათზე, საუკეთესო დროს განთავსდა, შესაძლებელია, რომ მას მაყურებლის დიდმა რაოდენობამ უყურა. მაუწყებლის აუდიტორიის წევრები კი დროის ამ მონაკვეთში, ასევე შესაძლოა ყოფილიყვნენ არასრულწლოვნებიც. არასრულწლოვნების ნორმალურ ფიზიკურ, მორალურ და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ, თუმცა მათ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ 21:57 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი სიუჟეტი განთავსდებოდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა გადადის მაუწყებელზე გარდა იმისა, რომ სიუჟეტი არღვევს არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება ასევე პრობლემურია სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებთან მიმართებითაც. შესაბამისად, კომისიამ ასევე გაითვალისწინა იმ სრულწლოვანი მაყურებლების ინტერესები, რომლებიც არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობენ, უყურებენ ან უსმენენ სამაუწყებლო პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში იქნება უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სიუჟეტები, მშობელი კარგავს გონივრულ შესაძლებლობას, ტელევიზიის საშუალებით მიიღოს სათანადო ინფორმაცია ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბუნებრივია, სრულწლოვან პირებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, სხვა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს უყურონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ეფექტურად არ მოახდენს რეაგირებას უხამსობის შემცველ გადაცემებზე, შესაძლოა, ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა გახდეს არაეთიკური სიუჟეტებით, უხამსი განცხადებებით და ქმედებებით გაჯერებული და მაყურებელს არჩევანი არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები. 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება. მედიის მიერ უხამსობის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართოა საერთაშორისო მაგალითები და პრაქტიკა. ამ მიმართულებით საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს - კომუნიკაციების ოფისისა (Ofcom)  და აშშ-ს ფედერალურ კომუნიკაციების კომისიის (FCC)  მიერ მიღებული არა ერთი ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, მერიაში რეორგანიზაციის საკითხის ირგვლივ, შენიშვნები გამოთქვესდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი წარმოადგინეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, რომ აღნიშნული რიგი საკითხებისა,  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ეს არის ძირითადად,  ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წლიური  სამუშაო გეგმების დამტკიცება. სხდომაზე, ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა  საკითხი რეორგანიზაციის შესახებ. მან განაცხადა, რომ  ძირითადად  ეს ეხება შტატების გადაადგილებას. _ამდენ  ხანს როგორ ვერ მორჩით ამ რეორგანიზაციას?- გაისმა კითხვები დარბაზიდან. ლაშა თავაძემ აღნიშნა, რომ შრომითი ბაზრის კვლვის განყოფილებაში არსებული შტატები გადადის ეკონიმიკის და სოფლის მეურნეობის განყოფილებაში და განყოფილების უფროსის შტატი გარდაიქმნება მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. საკრებულოს წევრმა,  ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  შრომითი ბაზრის კვლევის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის პირობებში რეალობას მოკლებული იყო. _ ამის  პოტენციალი სად აქვს მუნიციპალიტეტს?  სამეცნიერო დაწესებულებებს არ აქვს ამის სრულყოფილება, _თქვა მან. ნაციონალმა დეპუტატმა,  ბესო ქათამაძემ დასვა საკითხი, რატომ აქვთ მნიშვნელოვნად განსხვავებული და დაბალი ხელფასი სოფლებში მერის წარმომადგენელთა თანაშემწეებს. _თუ წარმომადგენელს ათასი ლარი აქვს, არანაკლები საქმის  კეთება უწევს თანაშემწეს და რატომ აქვს ხელფასი 650 ლარი? - იკითხა მან. _ეს  ბიუჯეტის საკითხია. როგორც არის შესაძლებელი, - უპასუხა თავაძემ. საკრებულოს სხდომა ხვალ, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, 12 საათზე ... ...
  • დავით ქურიძე- დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ლანჩხუთელი ასტროფიზიკოსი Speech • სფიჩი - ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ახალგაზრდა ასტროფიზიკოსის დავით ქურიძის შესახებ ინფორმაციას. დავით ქურიძე ლანჩხუთიდან, სოფელ ნიგვზიანიდან არის. დავით ქურიძე: გაერთიანებულ სამეფოში, ბელფასტის უნივერსიტეტში 2010 წელს ჩამოვედი, ასტროფიზიკის სადოქტორო პროგრამის გასავლელად. ამჟამად ვმუშაობ აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) ასტროფიზიკის კვლევის ჯგუფში და ასევე, ვკითხულობ ლექციებს. ვარ 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ჩემი კვლევების მთავარი საგანია მზის და ვარსკვლავების ზედაპირებზე მიმდინარე ფიზიკური პროცესები. ვარსკვლავების სპეციფიკური სტრუქტურის გამო, მათი ზედაპირები (ატმოსფეროები) ერთადერთი ნაწილებია, რომლთა დანახვაც შეგვიძლია. ჩვენამდე მხოლოდ მათი ატმოსფეროების გამოსხივება აღწევს. ეს გამოსხივება არის ვარსკვლავებზე, სამყაროს ამ ფუნდამენტურ ობიექტებზე ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო. თითქმის ყველაფერი, რაც ვარსკვლავებზე ვიცით, ამ გამოსხივების ანალიზიდანაა მიღებული. ჩემი კვლევები ძირითადად ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, მზის ატმოსფეროს გამოსხივების ანალიზს მოიცავს. ბოლო წლებია, ვსწავლობ მზის ანთებებს. ანთებები არის ვარსკვლავების ზედაპირზე პატარა არეებში, ძალიან მოკლე დროში (რამდენიმე წამში), უზარმაზარი ენერგიის უცაბედი გამოყოფა. ეს მოვლენები შეიძლება შევადაროთ ელვას, რომელიც ხშირად ხდება დედამიწის ატმოსფეროში. ვარსკვლავების ანთებები ბევრად კომპლექსური, ასტროფიზიკური პროცესებია და მათი ბევრი ასპექტი დღემდე აუხსნელია. გარდა სუფთა სამეცნიერო ინტერესისა, ამ მოვლენების კვლევებს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რამდენადაც ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კოსმოსური ამინდის ფორმირებაში. კოსმოსურ ამინდზე კი, ასტრონავტების და ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. დღეს შესაძლებელია, იყო ასტროფიზიკოსი და სამუშაოდ მხოლოდ ოფისი და კომპიუტერი გჭირდებოდეს. აკეთებდე ასტროფიზიკური პროცესების რიცხვით მოდელირებას, ან ამუშავებდე კოსმოსური ტელესკოპების დაკვირვებებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მზა სახით მოიპოვება. თანამედროვე ასტროფიზიკაში, მეცნიერების მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომლებსაც ძველი ეპოქების ასტორნომებივით ველზე მუშაობა უწევთ. ვგულისხმობ სადამკვირებლო ექსპერიმენტის მოფიქრებას, ობსერვატორიაში წასვლას და დაკვირვებების ჩატარებას. მე ასტროფიზიკოსების ამ ჯგუფს ვეკუთვნი, რადგან ხშირად ვმონაწილეობ და ვხელმძღვანელობ დაკვირვებებს სახმელეთო ტელესკოპებიდან. სახმელეთო ტელესკოპების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ხმელეთზე შეგვიძლია დიდი ზომის ტელესკოპების აგება ინსტრუმენტების რთულ ოპტიკურ ლაბორატორიებთან ერთად. კოსმოსში ასეთი სისტემების გაშვება ან ტექნიკურად არ შეგვიძლია, ან ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ კოსმოსურ ობსერვატორიებს შედარებით მცირე ზომის ტელესკოპები და ინსტრუმენტები აქვთ. შეაბამისად, ასტროფიზიკის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისევ სახმელეთო მზის ტელესკოპებიდან ჩატარებული დაკვირვებებით ხდება. 2017 წელს მიღებულმა ერთ-ერთმა ასეთმა უნიკალურმა დაკვირვებამ საშუალება მოგვცა, პირველად, მაღალი სიზუსტით გაგვეზომა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველი, პარამეტრი, რომელიც მზეზე და ვარსკვლავების ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების მთავარი განმსაზღვრელია. მიღებულ გაზომვებს, რომლებიც 2019 წელს გამოვაქვეყნეთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლო წლების მზის ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად არის შეფასებული. ქართველ კოლეგებს, ვინც ახლა იწყებს სამეცნიერო საქმიანობას, ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ მუშაობის გამოცდილება დასავლურ კვლევით ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში. ქართული სამეცნიერო სივრცე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ სტრუქტურირებული და ინტეგრირებული თანამედროვე სამეცნიერო სისტემებთან. შესაბამისად, დასავლურ უნივერსიტეტებში სამუშაო და სასწავლო გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის. ეს არ გულისხმობს, რომ ყველა ქართველი მეცნიერი აუცილებლად უცხოეთში უნდა წავიდეს სამუშაოდ და იქ დამკვიდრდეს, მაგრამ კარიერის გარკვეული ეტაპების (განსაკუთრებით ადრეული ეტაპების) უცხოურ სამეცნიერო სისტემებში გატარება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მე ეს ძალიან გამომადგა. ზოგადად, ამ ტიპის მოძრაობა მეცნიერებისთვის ყოველთვის სასარგებლოა. მაგალითად ბრიტანეთში, სადოქტოროს დაცვის შემდეგ, როგორც წესი, სხვა ინსტიტუტებში აგრძელებენ მუშაობას. ზოგი მათგანი რაღაც დროის შემდეგ უკან ბრუნდება, მაგრამ მინიმუმ ერთ ,,გასვლას" თითქმის ყველა აკეთებს. გამოცდილებასთან ერთად, ეს ერთგვარი დემონსტრირებაცაა იმისა, რომ როგორც მეცნიერს, უცხო გარემოში შესვლა, მუშაობა და თავის დამკვირდება ... ...
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებსოფიციალური ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ლევან ხარაბაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 26 იანვრამდე იკავებდა. დირექტორი ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ... ...
  • გომელაურმა წმენდა დაიწყო _ გახარიას გუნდი შსს-დან მიდის, თუმცა, დაუსაქმებელი არ რჩებაშსს-ში კადრების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი გომელაური არ მალავს თავის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ.  ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას კადრები ნაცვლდება და პრემიერის გუნდს უშვებენ სამინისტროდან - საბანაძე, ბორცვაძე და სხვები მიდიან, მაგრამ გიორგი გახარია მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს - ზოგი დამსახურებულ პენსიაზე გავა, ზოგს კი პოლიტიკურ თანამდებობაზე გადაანაწილებს.  მაგალითად, აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა, თავად ამას არ ადასტურებს: "არ ვიცი ჯერ არაფერი, არ ვაპირებ გადასვლას, ვმუშაობ აჭარაში", _ ამბობს კოტე ანანიაშვილი.  ამ დროს კი პროცესები შსს-ში ისევ ძველი სცენარით გრძელდება. ამ დღეებში კიდევ რამდენიმე სამხარეო პოლიციის უფროსის გათავისუფლებას ელოდებიან. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....