ყვავილები და პოლიტიკა

ა კიდო

ყვავილები და პოლიტიკა

5 აგვ. 2018, 00:22:18

ერთხელ ბატონ დავით უსუფაშვილს ერთი სახალისო ისტორია შეემთხვა. ამ ისტორიას თავად არაერთხელ იგონებს.

„1990 წლის შემოდგომაა. წინასაარჩევნო პერიოდია. ცსკ-ას წევრი ვარ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იურიდიულ საკითხებს ვკურირებ და ყველა სამართლებრივი დავა ჩემს ხელში გადის. ერთ დღესაც სამსახურში მივდივარ და დაცვაში მაფრთხილებენ:

- ბატონო დავით, სჯობს, არ შეხვიდეთ, ქალბატონი მანანა არჩვაძეა მოსული სერიოზული პრეტენზიებით და ხალხიც მოიყვანა.

მაინც შევედი. დერეფანშივე მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემი ოთახიდან გამოდიოდა:

- სასწრაფოდ მომიყვანეთ აქ ის იურისტი უსუფაშვილი!

- გამარჯობათ, - მივესალმე, - მე გახლავართ იურისტი უსუფაშვილი. დაწყნარდით და ისე ვისაუბროთ, - შევეცადე, დამემშვიდებინა.

- მაგას ვერ ეღირსებით! – მიყვირა.

ჩხუბით დაწყებული კამათი საშიშ ფაზაში შევიდა. ვგრძნობ, ხეირს არ დამაყრიან. “მრგვალ მაგიდას” ეჭვი გასჩენოდა, რომ არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები მარტო კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს დაურიგდებოდათ და ამაზე ცხარობდნენ.

მე ჩემსას ვამტკიცებ, ქალბატონი მანანა არჩვაძე – თავისას, და სიბრაზის ბოლო საფეხურზეა. უცებ, მზერა ჩემს უკან გადაიტანა და სახე დაუმშვიდდა. გამიხარდა, მეთანხმება-მეთქი და ლაპარაკის ტეპს მოვუმატე. ცოტაც და სრულიად დაწყნარებულმა ნაზად შესძახა:

- უიმე, ეს ყვავილი მეც მაქვს, მაგრამ კოკრები ვერ გამოვაღებინე!

დაბნეულმა მივიხედე, რაფაზე რაღაც ქოთნები ეწყო მცენარეებით. ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ იმ წუთში სიყვარული “მომეძალა”.

- ამ ყვავილს, ქალბატონო მანანა, საკუთარი შვილივით ვუვლი! ბავშვობიდან ვგიჟდები ქოთნის მცენარეებზე და კვირაობითაც მოვდივარ სამსახურში, რომ მოვრწყა.

დადნა ქალი! რა არჩევნები, რის არჩევნები!

- მზე უფრო უყვარს თუ ჩრდილი? – გამიღიმა.

სიმწრის ოფლმა დამასხა!

- თანაბრად, - ძლივს ამოვღერღე, - ისე, დღისით ყოველ ერთ საათში ვატრიალებ, რომ მზის სხივი ფოთლებს თანაბრად მოხვდეს.

- რამდენჯერ რწყავ?

- ოთახის ტემპერატურას გააჩნია. – მოვნახე გამოსავალი.

- კარგი ბიჭია, - გახედა თავისიანებს. – ყვავილები ჰყვარებია და ცუდს არაფერს ჩაიდენს.




 ახალი ამბები
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...