"რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა" _ სადილი პრაღაში

ა კიდო

"რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა" _ სადილი პრაღაში

2018 აგვ 10 16:08:17

ბატონი ივლიანე ხაინდრავა ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებდა:

„პრაღაში ვართ მე და ლევან ბერძენიშვილი. იმ პერიოდში ფერ-ხორცი არ აკლდა. ლევანმა ეს ქალაქი ჩემზე კარგად იცოდა და წამოდი, კარგი ლუდი უნდა დაგალევინოო. მივედით, ადგილები დავიკავეთ, ლუდი შეკვეთის გარეშე მოგვიტანეს და მენიუს ვათვალიერებთ. ყველა კერძს გვერდზე ეწერა, რამდენ პერსონაზე იყო გათვლილი. მოვიდა ოფიციანტი და ერთ კერძს დავადე თითი, ეს მინდა-მეთქი. გვერდზე ეწერა, რომ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი. ლევანმაც თითი ატაკა მენიუს:

- ეს მინდა!

ჩავხედე, წერია “იხვი”, ხოლო გვერდზე მითითებულია, რომ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ვიფიქრე, ვერ ხვდება-მეთქი. ახლა, ჩემი მხრიდან შენიშვნა ეწყინებოდა და ოფიციანტს ხმამაღლა ვეკითხები:

- ეს კერძი რამდენ პერსონაზეა გათვლილი?

- ოფიციანტმა ორივე შეგვათვალიერა:

- რომელმა შეუკვეთეთ?

- ამან, - დავანახვე კარგად მოსუქებული ლევანი.

- მაშინ, ერთ პერსონაზე.

მთელი იხვი შეჭამა! რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა!“




 ახალი ამბები
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...
  • დეპუტატი მიწის ნორმატიული ფასების წინააღმდეგდღეს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ების და შპს -ების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს მოსმენა დაიწყო. მანამდე კი  განიხილა რამდენიმე საკითხი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ,   საკრებულოს მიერ დადგენილების  მიღება.  დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ქალაქში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი  წლების წინანდელი ოდენობით ისაზღვრება და ცვლილება არ ხდება. _ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი  შემოდის,  წლიდან წლამდე ერთნაირი არ უნდა იყოს, არ უნდა  შემოდიოდეს სულ ერთი და იგივე დოკუმენტი. ამქვეყნად ყველაფერი იცვლება, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურა თუ საბაზრო ფასი. აქ უნდა შემოდიოდეს დოკუმენტი, რომელშიც იქნება მითითებული, ეს უნდა იყოს ამდენი და განმარტებაც - რატომ უნდა იყოს ამდენი. ბევრ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად არეგულირებენ ფასს და ოზურგეთს კი აქვს საიმისო პოტენციალი, შემოიღოს ისეთი დოკუმენტი,   რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში რეგულირდება, _ თქვა მან და აღნიშნა ისიც, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ამას ყოველ წელს არეგულირებენ. ბიგვავამ თქვა, ისიც, რომ დებულებას მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერს, რომ მისი არსებობა აუცილებელია და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ცვლილება ... ...
  • ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად, სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ლანჩხუთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა ფირცხალაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ნარდში - აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვლადიმერ კვიტაშვილი, ხოლო შაშში - ენვერ ორმოცაძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, პაატა ურუშაძე და ადგილობრივი ვეტერანები. (R) ... ...
  • დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა_ უკრაინის მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე  ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. 2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში  ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი  კუპიურა. სამართალდამცველებმა  ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი)), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და ორივეს სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს 17 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“. მეორე ინოვაცია კი რის დანერგვაზეც ბანკი აცხადებს, ეს  სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის  გატერმინალებაა.  გატერმინალება ნიშნავს, რომ  ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით  მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ  ხურდის მოძიებაზე. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. გადახდის განხორციელება შესაძლებელია  ნებისმიერი ბანკის  (Visa და MasterCard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით.  ამისთვის საჭიროა საბანკო  ბარათის ან  ტელეფონის  მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, ამისათვის საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება.  ბიზნესის წარმომადგენლებს,  ვისაც არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი, თუმცა სურს ინოვაციით სარგებლობა, ბანკი  ანდროიდის ტელეფონს მათ  დროებით სარგებლობაში გადასცემს. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ  Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც რეგიონის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც ეს სიახლე დანერგა. „საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს განვაცხადეთ ჩვენი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიის შეთავაზებაზე და ჩვენ ამ დანაპირებს ვასრულებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ  რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...