რას „ემსხვერპლა“ გურული მოხელეების ხელები _ „მარცხი ელანძეა“


ა კიდო

რას „ემსხვერპლა“ გურული მოხელეების ხელები _ „მარცხი ელანძეა“

23 თებ. 2020, 10:57:14

გურიაში, დიდი ხნის ნანატრ თოვლს, მალე ყინვები მოჰყვა და მკვირცხლ, საქმესა თუ საუბარში მარად მოჩქარე,  „მარცხი ელანძეას“ რიტორიკის მოყვარულ  გურულებიდან,  ზოგიერთს თავი პატარა მოწაფის ცრემლებზე  მეტად დაამახსოვრა.

ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელს,  ვასო ჩიგოგიძეს, ჩოხატაურის კულტურის სახლის  კიბეზე ჩამოსვლისას, ფეხი  ლიპყინულზე დაუცდა და მარცხენა ხელი მოიტეხა...

ოზურგეთის საპროექტო სამსახურის ინჟინერს,  ნოდარ გოგუას კი  სრიალის ღმერთი   ული მაინც და მაინც აბაზანაში აუხირდა, წაიქცა  და მარჯვენა ხელი მოიტეხა.

ახლა ეს ორი ცნობილი ოზურგეთელი  გულზე ხელჩამოკიდებული დადის და იარას იშუშებენ.

თანაქალაქელები  გურულ ენაკვიმატობას მაინც არ იშლიან და ხუმრობენ:   მთავარია, გულზე არასდროს დაიკრიფონ  ხელები, დიდხანს იცოცხლონ,  თორემ გულზე ჩამოკიდებულ ხელებს, მაგენი იმფერი  ყაძახებია, ერხანს კი გოუძლებენო.

მართლაც, ბატონი ვასო და ბატონი ნოდარი სამსახურშიც დადიან  და ღონისძიებებსაც არ აცდენენ -   ასე გამოიყურებოდნენ ისინი  22 თებერვალს,  ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში,  ლეგენდარული   „შვიდკაცას“  წევრის, ილია ინწკირველის  საიუბილეო საღამოზე.




 ახალი ამბები
  • ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩOVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი ... ...
  • გურიაში თოვლს „მასპინძლობს“ მანდარინი: „ეს საცოდაობა არაა? დააბრალეთ ახლა ხალხს!“„გურია ნიუსი“ დილიდანვე  უკავშირდება გურიის (ოზურგეთის) სოფლების  მცხოვრებლებს, ვისაც  მანდარინი მოუკრეფავი დარჩა. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ,  მაინც დაულპებოდათ. ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. _ასე გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვანები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს, _ გვეხმიანებიან მეურნეები  კონჭკათიდან, ნატანებიდან, მერიიდან. _ კონკრეტული მფლობელის ბრალი ისაა, რომ ხეზე მაინც არ უნდა დატოვოს ნაყოფი, რომ ტოტები არ ჩამოხლიჩოს თოვლმა. _ ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით  ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდი-თქო. მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა, _ გვპასუხობენ გაბრაზებული მოქალაქეები. დღეს, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, პარლამენტში ანგარიშის მოსმენაა. გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხალხი დიდი ხანია,  ითხოვს,  აშენდეს ერთი ქარხანა მაინც;  რომ ქარხანა, რომელიც არსებობს ნატანებში,  დიდი ხანია,  დაკეტილია,  _  ამ და კიდევ სხვა მწვავე პრობლემებზე, „გურია ნიუსი“  მალე ... ...
  • ფოტორეპორტაჟი დათოვლილი ჭაჭიეთიდანგურიაში უკვე რამდენიმე დღეა თოვს.  „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დათოვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ...
  • სამართალმა დაიგვიანა!" _ კობა დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა. გთავაზობთ ინტერვიუს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლესთან, ინგა ბი­წა­ძესთან: - 2 წლის წინ უთხრეს ეს კო­ბას, მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ სახ­ლში, რად­გან კობა ფეხ­ზე ვერ დგე­ბო­და და თქვეს, გა­მო­ძი­ე­ბით ადე­იშ­ვილ­თან მივ­დი­ვარ­თო. ძა­ლი­ან ეწყი­ნა ეს კო­ბას, რად­გან ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­და, ისი­ნი მე­გობ­რობ­დნენ და ვე­რაფ­რით და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ ეს მისი გა­კე­თე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და რომ ზურა გას­ცემ­და ასეთ ბრძა­ნე­ბას. ამ­ბობ­და, ადე­იშ­ვი­ლი ამას არ გა­ა­კე­თებ­და, ეს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი­აო. ზუ­რას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­აო. კობა ზო­გა­დად პა­ტივს სცემ­და ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ის ბო­რო­ტი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ეს მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ეს ამ­ბა­ვი არ მი­ი­ღო მის­მა ტვინ­მა. სულ ეგო­ნა მი­შას დაკ­ვე­თა. - კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და ამ საქ­მე­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის კავ­შირს? - მარ­თლა ისე ძა­ლი­ან ეწყი­ნა, არ ესი­ა­მოვ­ნა. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა ადე­იშ­ვი­ლის­გან მსგავ­სი რა­ღაც. თვი­თონ აღარ მი­აჩ­ნდა ეს საქ­მე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. მის­თვის ეს იყო გან­ვლი­ლი ეტა­პი, მას უნ­დო­და ამ ბრძო­ლის შე­დე­გი ენა­ხა. თვი­თონ ფაქ­ტი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არ იყო მის­თვის იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამის გამო ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ერ­ყა და ყვე­ლა­ფე­რიც, მაგ­რამ იმას უფრო გა­ნიც­დი­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგა, ამის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და და ეს რომ არ მოხ­და, ამას გა­ნიც­დი­და. კარ­გი, მცე­მეს... ჩა­ი­ა­რა ამ ამ­ბავ­მა, მთა­ვა­რია ახლა რას ვა­კე­თებ­თო. მერე რა რომ მკლავ­დნენ, ქვეყ­ნის გუ­ლის­თვის თუ მომ­კლავ­დნენ, ეს პა­ტი­ვი­აო, ასე ამ­ბობ­და. - ეს გან­ცხა­დე­ბა მას რომ წა­ე­კი­თხა, რას იტყო­და? - სა­მარ­თალ­მა და­აგ­ვი­ა­ნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა ემო­ცი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე­გო­ნა არ ვი­ტი­რებ­დი, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტი­რე. - რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­დე­ნი წელი რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ? - დრო უნდა ყვე­ლა­ფერს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, კო­ბას­თვის მთა­ვა­რი სა­მარ­თა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იყო და უნ­დო­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ნაბ­რად ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მარ­თა­ლი. მარ­თლა ეს იყო მის­თვის მთა­ვა­რი და ასე­ვე ის, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ­ბობ­და, თუ სა­მარ­თალ­მა ვერ იზე­ი­მა ქვე­ყა­ნა­ში, არა­ფე­რი გა­მო­ვაო. ბოლო დროს უფრო მეტი რამე გა­ვი­გე კო­ბას შე­სა­ხებ. როცა შე­უძ­ლოდ იყო მა­შინ მოყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ ეს ვერ ჩა­ვი­წე­რე, არც მი­ფიქ­რია რომ ასე მალე გა­მოგ­ვეც­ლე­ბო­და, თო­რემ მარ­თლა ბევ­რი რამე მი­ამ­ბო სიკ­ვდი­ლამ­დე. მა­ნამ­დე სახ­ლში არ სა­უბ­რობ­და ასეთ თე­მებ­ზე, ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ამ­ბე­ბი. ზედ­მე­ტად რომ არ ავე­ფო­რი­ქე­ბი­ნეთ, ამას ცდი­ლობ­და. - როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, ხომ არ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა ადე­იშ­ვილს და­კავ­ში­რე­ბო­და და გა­ერ­კვია? - არა, არ უც­დია. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, კო­ბას­ნა­ი­რი ადა­მი­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად იბა­დე­ბი­ან, არ ჯდე­ბო­და სტან­დარ­ტებ­ში. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვი­სი არ­ხე­ბით ეძებ­ნა და და­ედ­გი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, ხომ გა­ი­გებ­და, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ჩა­ძი­ე­ბუ­ლა. ერთხელ მახ­სოვს ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი, ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და მი­შას შე­უ­რიგ­დი მეთ­ქი და ამა­ზე გა­გიჟ­და, ეს რო­გორ თქვიო. არ მე­გო­ნა ასე რომ გე­წყი­ნე­ბო­და, გე­ხუმ­რე- მეთ­ქი. სა­უ­კე­თე­სოდ იც­ნობ­და. სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ას­წრო რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ე­წე­რა მას. კო­მა­ხი­ძე მო­დი­ო­და ჩვენ­თან სახ­ლში ""პოს­ტი­ვი­დან" და რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა თომა ჩა­გე­ლიშ­ვილ­მაც, ძა­ლი­ან დიდი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ არც ერთ არხზე ეს მა­სა­ლე­ბი არ გა­სუ­ლა. ყვე­ლა წვრილ­მან­ზე სა­უბ­რობ­და და წე­სით ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობს და იმე­დია გა­მოჩ­ნდე­ბა დღის სი­ნათ­ლე­ზე. კი­დევ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ჩა­ნა­წე­რი აქვს ერთ ამე­რი­კელ პო­ლი­ტო­ლოგ ქალს. მან 4 დღე იარა ჩვენ­თან და ჩა­წე­რა, ის დი­სერ­ტა­ცი­ის თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და. იმე­დია ოდეს­მე გა­მოჩ­ნდე­ბა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. თვი­თონ კომ­პი­უ­ტერ­თან ტექ­სტის აკ­რე­ფაც უჭირ­და ბოლო დროს, კი­სე­რიც ძა­ლი­ან ჰქონ­და გა­შე­შე­ბუ­ლი და ვე­ღარ ბეჭ­დავ­და, თო­რემ თვი­თო­ნაც უნ­დო­და ძა­ლი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აე­კინ­ძა. ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში მათრლაც ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა... ნეტა ჩა­მე­წე­რა. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი აქ იყო თბი­ლი­სი­დან არ გა­დი­ო­და, არ მომ­ყვე­ბო­და და მა­შინ ჩა­წე­რა ამე­რი­კელ­მა პრო­ფე­სორ­მაც. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....