„სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა”

ა კიდო

„სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა”

15 ოქტ. 2018, 08:45:46

დღეს მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ნება მომეცით კვლავ საქართველოს ისტორიას დავუბრუნდე, 100-150 წლით უკან დაგაბრუნოთ და იმ დროს ქვეყანაში მოარული „ამბები“ წარმოგიდგინოთ. ქვემოთ მოყვანილი „ისტორიები“ საგულდაგულოდ შევაგროვე და ეს „ნაშრომი“ დღეს მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს.

„1906 წელს პეტერბურგში ცნობილმა მრეწველმა და მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა ბანკეტი გაუმართა პირველი სახელმწიფო სათათბიროს – რუსეთის პირველი პარლამენტის ქართველ დეპუტატებს. მოწვეულთა შორის იყვნენ სახელმწიფო საბჭოს წევრი ილია ჭავჭავაძე და ცნობილი სოციალ-დემოკრატი ისიდორე რამიშვილი.

ბანკეტის დამსწრე ჟურნალისტი მ. ბოლქვაძე გადმოგვცემდა: „ბოლოს დავით სარაჯიშვილი შამპანური ღვინით გაგვიმასპინძლდა. ავარდა „პრობკა“ და აივსო ჭიქები შუშხუნა შამპანურით.

ისიდორე რამიშვილმა არაჩვეულებრივად შეათამაშა სახე, ულვაშებში ჩაიცინა და მოსვა შამპანური ღვინო... დაცალა ჭიქა და სიცილით თქვა:

– ძალიან გემრიელი ყოფილა შამპანური. პირველად ვსვამ. მშვენიერი ღვინოა. ამიტომ ვერ შორდება და იცავს თავის ცხოვრებას ბიუროკრატია და ბურჟუაზია. რა თქმა უნდა, ასეთი ღვინის დაკარგვა ეძნელებათ.

ისიდორეს გულწრფელმა ირონიულმა სიტყვებმა საერთო სიამოვნება გამოიწვია, შამპანური კიდევ დალიეს. ილია გამხიარულდა და გულახდილად შენიშნა:

– სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა“.

„თავადი ივანე მალხაზიშვილი გუბერნატორად რომ დანიშნეს, დიამბეგები გამოეცხადნენ.

– ვაშე სიატელსტვო, უთხრა თურმე ერთმა დიამბეგმა, – ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ თქვენ დაგნიშნეს გუბერნატორად. მთავრობა აქამდე ყურადღებას არ გვაქცევდა და იმედია, ახლა თქვენ მაინც შეგვიბრალებთ.

– ბიჭო და, ღმერთს მადლობა შესწირეთ, რომ მთავრობა ყურადღებას არ გაქცევდათ, თორემ ყურადღება რომ მოექციათ, დიდი ხანია, კამჩატკაში იქნებოდითო, – უპასუხა მალხაზიშვილმა“.

„დ. გ-ს „ჩესტი“ გაუკეთა სალდათმა. გ-მა უთხრა თავის თანამოგზაურს გურულს:

– ჰხედავ, როგორ პატივს მაძლევენო!

გურულმა უპასუხა დაცინვით:

– შემცდარი ხარ: სალდათმა ხელი რომ მიიფარა შუბლზე, შემოგიჭვრიტინა და იფიქრა: „ღმერთო, მომკალ! ამ გლახასაც ჩინი ჰღირსებიაო!“

„ვორონცოვმა პლატონ იოსელიანი ათონის მთაზე რომ გაგზავნა, პლატონმა, სხვათა შორის, საბერძნეთის მეფე, ოტტონიც ნახა.

როდესაც ჩვენი ფილოსოფოსი წარდგა მეფის წინაშე, მეფემ შემდეგი თავაზიანი სიტყვა უთხრა:

– მე დიდად მიხარიან, რომ გხედავ შენ, მშვენიერის საქართველოს ერის წარმომადგენელს.

მშვენიერებაზედ შორს მყოფმა ჩვენმა სწავლულმა ამ პასუხით მოირიდა ეს საქებარი:

– თქვენო დიდებულებავ, გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ სხვებიც ასეთნი არიან საქართველოში, როგორც მე. მოგეხსენებათ, ოჯახს თითო მახინჯი არ მოაკლდებაო“.

„თბილისის ქუჩაზე ორი კაცი მასლაათობდა. ამ დროს წინ გამოუტარეს მიცვალებული ქართველი თავადიშვილი. პატარა ხანს შემდეგ სომხის მიცვალებულიც გაატარეს. ერთმა მეორეს უთხრა:

– უთუოდ ამ კნიაზს ამ სომხის ვალი ჰმართებია, უკან რომ გამოსდგომიაო...“

„რამდენიმე ყმაწვილ კაცს ქართული სადილი გაეკეთებინათ და ქეიფობდნენ. ანტონ ლორთქიფანიძეც იქ იყო.

„მოთალი, თევზი, მწვანილი აუჭრელებდნენ წინ სუფრას...“

მოვიდა ბეჭი, ზედ მოჰყვა ჩიხირთმა, ჩიხირთმას მოჰყვა ფლავი.

ანტონი ფლავის ეშხმა უფრო წაიღო. და ისე სხაპასხუპით დაუწყო ჭამა, რომ კარგა მოგრძო ბეწვი გადააყოლა. წაავლო ბეწვს ხელი ამოსწია, ამოსწია და, რომ ძალიან გაგრძელდა, თვითონაც გრძლადა სთქვა:

– ვაიიიჰ! ქართულად არის გაკეთებულიო...“

„თავადი გიორგი ერისთავი სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა. ერთხელ ბულვარზე სიარულის დროს შემოხვდა ერთი მოქალაქე და ჰკითხა:

– კნიაზო, ისეთი რა საქმე გაქვსთ, რომ ამდენი ხანი აქ არ იმყოფებოდითო?

– მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, ან ფული მაქვს და იმის დახარჯვასა ვცდილობ, ან აღარა მაქვს და დავეძებ შინ წასასვლელადაო, – მიუგო ერისთავმა“.

„მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.

ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის ფრაზას „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“...

საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

„გრაფი პასკევიჩი რომ თავრიზზე მიდიოდა, მოწინავე ჯარით წინ გაისტუმრა თავადი გიორგი ერისთავი, „დიდ კნიაზად“ წოდებული. შტაბის უფროსად გიორგი კნიაზს ჰყოლია მოურავიოვი. ეს წინა ჯარი თავრზის რომ მიახლოვებულა, გიორგი კნიაზს აღარ მოუცდია პასკევიჩისთვის და მოუწადინებია თავრიზის აღება მარტო თავისის ჯარითა. ვიდრე იერიშს მიიტანდნენ, გიორგი კნიაზმა სათათბიროდ მოიწვია ყველა თავისი ხელქვეითი ოფიცრები. ყველამ ერთხმად მოიწონა წადილი გიორგი კნიაზისა, მხოლოდ მურავიოვი წინ აღუდგა და თქვა:

– ნუ ინებებთ, ბატონო, მაგას. მოვუცადოთ პასკევიჩს, ჩვენ ცოტა ჯარი გვყავს, ყიზილბაშები სიმაგრეებში არიან და უსათუოდ დაგვამარცხებენო. რაც აქამდის გავიმარჯვეთ, სულ ამაოდ ჩაგვივლის და დიდ პასუხისგებაში მივეცემითო.

– ჩვენ კი ან ავიღებთ, ან სულ გავწყდებით და ვაი, თქვენი ბრალი, რომ მარტო თქვენ გადარჩებით და პასუხიც თქვენ მოგეკითხებათო, უთხრა, – თურმე, გიორგი კნიაზმა“.

„ჯერ არც საადგილმამულო და არც სხვა ბანკებს დაეგოთ მახე სახლებისთვის, რომ ფარსადან ციციშვილმა შემდეგი წინასწარმეტყველური წარწერა გაუკეთა თავის სახლს:

„დღეს ჩემი ხარ, ხვალე სხვისა,

შემდეგ, მგონი, არავისა“.

„დავით დადიანის მდივან-ბეგმა როსთო ჩიქვანმა, რომელსაც მეგრელები „როსთა-კოჭლს“ ეძახდნენ ცოლი შეირთო – ძალიან ლამაზი ქალი. ქორწილზე დაესწრო მთელი სამეგრელოს მაღალი საზოგადოება, მთავრიდან დაწყებული. ლხინი დამთავრდა. ყველა მოსასვენებლად წამოვიდა.

მეორე დღეს სიძე-ბატონი დილაადრიანად ადგა, რომ არავის ეჩვენოს ცოლის ოთახიდან გამოსული. მაგრამ „სვიმონ-გლახა“ – ქვაშიხოროს სასახლის ხუმარა – მასზე ადრე ამდგარიყო თურმე და წინ შეეფეთა.

– როგორ, ამისთანა ლამაზი ცოლი შეირთე და კიდევ კოჭლობო?! – ჰკითხა ხუმარამ.

– ვითომ და რათაო? ცოლი შევირთე, თურმანიძე ხომ არ შემირთავს, რომ მოვერჩინეო, უპასუხა ჩიქვანმა“.            

„მიხეილ ამილახვარმა ყირიმის ომის დაწყების დროს მშობლებს უთხრა:

– დედავ, ინგლისელები მოდიან, იმათი ენა უნდა ვისწავლოო.

– რატომ აქამდე არ ისწავლე, შვილო, თუ ასე გინდოდა?

– აბა, რა ვიცოდი, რომ ისინი მოვიდოდნენ.

– რუსები რომ აქ იყვნენ, ხომ იცოდი, რუსული რატომ არ ისწავლე თუ ასე მარჯვე იყავიო, – მიუგო გულნაკლულმა მშობელმა“.

„ერთი რუსი მოხელე, რომელიც ვორონცოვის დროს კავკასიაში მსახურობდა, ათი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში. დიდი ზამთარი იყო, მთელი ორი კვირა გზა კავკასიის მთებზე თოვლს შეეკრა და რუსეთის ფოსტა ვერ გადმოდიოდა.

– მე, – თქვა თურმე მოხელემ, – ვარანცოვის დროს ვმსახურობდი აქ და კარგად ვიცოდი აქაურობაო. ახლა ჩამოვედი ხელმეორედ და, ჩემდა სასიხარულოდ, ვერც კი მიცვნია ქვეყანა, კავკასია შორს წასულა, ძლიერ შორსაო...

– მართალია, ისე შორს, რომ ორი კვირაა, ფოსტა მოსდევს და ვერ მოსწევიაო, – უთხრა თურმე პასუხად გენერალმა ედლინსკიმ“.

„დავით ჭავჭავაძე ქალაქიდან შუამთაში რომ წაასვენეს, მუღანლოს დაუხვდა თავადი კიკო თადიას ძე ჩოლოყაშვილი თავის თათრებითა და სხვა ამალით და ჩინებული სიტყვა უთხრა განსვენებულს. დასაფლავების დროსაც გვარიანად შეაქო და სიტყვა ასე დაამთავრა: „თვითონ ერიც სხვაგვარად გიყურებდა თქვენ. ჩვენ ქვეყანაში თავადობას მეფეები აძლევდნენ საზოგადოდ, თქვენ კი თვით ერმა მოგანიჭათ ეს წოდებაო. მთელს კახეთში „კნიაზიანთ“ ოჯახს მარტო თქვენს ოჯახს უძახდნენო...“

დასაფლავება რომ გათავდა და სადილზე დასხდნენ, კიკომ თავად გიორგი ჭავჭავაძეს მხარზედ ხელი დაჰკრა და უთხრა:

– აბა, გიორგი! ხომ ნახე, როგორ გავაპატიოსნე მე დღეს ჭავჭავაძიანთ გვარიო.

– კნიაზო კიკო, მართლა რომ დიდი ვალი დაგვდე მთელ ჭავჭავაძიანთ დღევანდელის თქვენის სიტყვით. ღმერთმა ჰქნას, მალე გადაგიხადოთ მაგიერიო, – უპასუხა თავადმა“.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...