„სპილო“ და ავტოინსპექტორი

gurianews.com

ა კიდო

„სპილო“ და ავტოინსპექტორი

2017 აგვ 26 10:57:17

დღეს, თანამემამულე სამართალდამცავებზე მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ამ პროფესიის ხალხი არაორდინარულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა და რა გასაკვირია, რომ მოსაგონარიც ბევრი გააჩნია.

ამ წერილში ტრადიციას დავარღვევ და თავდაპირველად სიტყვას არა „დამსახურებულ მილიციონერს“, არამედ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს გადავცემ. ამ ადამიანს მთელი საქართველო კარგად იცნობს და მას განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ბატონი რომა რცხილაძე ჩვენი მკითხველისთვის ერთ „საინტერესო“ ისტორიას გაიხსენებს.

„1983 წელია. „ივერია“ საკმაოდ გახმაურებულ ფილმს იღებს _ „არგონავტებს“. ეპიზოდის გადაღება მეტეხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ფილმში იაზონის როლს ჩვენი საყვარელი ზურა ყიფშიძე ასრულებს. მე (ნაკლებს როგორ ვიკადრებდი) ჰერაკლეს როლს ვასრულებ. სცენარით, „პლავკის ტერიტორიაზე” – წინ და უკან – უზარმაზარი ფოთლები მაქვს მიკრულ-მიწებებული. წელს ზემოთ და წელს ქვემოთ შიშველი ვარ.  იმ პერიოდში დიდუბეში კერძო ექიმთან ნემსებს ვიკეთებდი ერთსა და იმავე დროს (გადაუცილებლად) – შუადღის პირველ საათზე. მკითხველს ვთხოვ, ჩემზე წარმოდგენა ნუ წაუხდება იმის გამო, რომ ჰერაკლე ვიყავი და ნემსებს ვიბრახუნებდი და, ნურც იმის გამო, რასაც ქვემოთ გიამბობთ.

მოკლედ, მოგეხსენებათ, სცენა-ეპიზოდი ერთი დუბლით არასდროს გადაუღიათ და გამონაკლისი არც მაშინ მომხდარა. თვალსა და ხელს შუა წამომეპარა ნემსის გაკეთების დრო. მორიგი დუბლი რომ დავამთავრეთ, საათს დავხედე და ელდა მეცა _ ნემსის გაკეთებას, ანუ პირველ საათს, ათი წუთი უკლია. მეცა პირკატა. გამოცვლას ვინღა ეძებს, თუ ძმა ხარ...

ჩემი მანქანის უკან ვიღაცას ჩაუჩხერია თავისი მანქანა – ეძებე ახლა პატრონი...

მეტი გზა არ იყო – ჩავხტი ჩემი ფოთლებიანად ზურა ყიფშიძის მანქანაში, დავქოქე და დავგაზე დიდუბისკენ კისრისტეხით.

მკურნალ ექიმს გაფრთხილებული ვყავდი –  ცოტაც რომ გადაცდეს ნემსის გაკეთების დრო, აღარ იმოქმედებსო. ვეკვეთე ნაბერეჟნს. ზურას მანქანაც ერთგული გამოდგა – აბგონს აბგონზე აკეთებს. გზა მოვიმოკლე და პანთეონისკენ ავიაღმართე საშინელი სიჩქარით. ახლა მარცხნივ მოვუხვევ და... ორი წუთი კიდევ მაქვს.

– ტრრ! – ჩაუსტვინა ინსპექტორმა.

– თფუ! – გადავაფურთხე მე. მაგრამ კანონმორჩილი ვარ და გავჩერდი ბორდიურთან.

ახლა გადავალ და ამ შტერს ავუხსნი, რომ „სპილო“ გააჩერა, რომ „სპილოს” ნემსზე აგვიანდება.

მივწვდი სახელურს და – მეორედ მეცა პირკატა – ახლაღა დავინახე, რომ ფოთლები „მაცვია“. გადასვლა კატასტროფაა, არგადასვლა – ვარესი.

დავემორჩილე ბედს და გავიყუჩე.

ინსპექტორი აუჩქარებლად მოლაჯუნდა. ჯერ, რატომღაც, მანქანის ქვეშ შეიხედა, მერე აუჩქარებლადვე გადაუსვა ხელი „ბაგაჟნიკს“ და, როგორც იქნა, მოვიდა ჩემამდე.

– ლიადავოი სალვა გუცმაზოვი! – ამიღო ჩესტი (ოსია – სტაპრაცენტ!).

ნემსის შარი უკან დარჩა. ახლა ახალი შარი დაიჩითა.

– რომა რცხილაძე! – გავეცანი ფანჯრიდან.

– სტოდვაცატ კილამეტლ სიჩქალით ლო მოფლინამდი, განა ვერ დაგინაქე?

– ვინავატ... გამიშვი, რა, მეჩქარება!

– ეე, გაგისვი კაია, აღალ უსლიან? – ლა მაგალია! გამისვი! იფ, იფ! ექლავე გადმოდი მასინიდანა!

– ვერ გადმოვალ!

– იფ, იფ, იფ... ვითამ ლატო, ციტუნიავ? (ჩიტუნიაო).

– იმიტომ, რომ შიშველი ვარ.

ინსპექტორმა თვალები ჯერ ჩემს წამელოტებულ თავს დაასვა, მაგრამ, აუსრიალდა და ჩემს შიშველ ბაყვებზე გადავიდა.

– ვეე! – აღმოხდა...

მაშინ თბილისში „ელგებეტე“ არ იყო და, ისე გაუკვირდა, კინაღამ საბოლოოდ გამოტვინდა.

– გადმოდი ექლავე მაგ სატლანსპოლტო სასუალებიდანა!

– სხვა რა გზა იყო და „გადმოვჰერაკლდი“. წინ – ფოთოლი, უკან – ფოთოლი, ზემოთ-ქვემოთ – შიშველი.

ელდანაცემმა 15-რაზმერიანი პირი ბოლომდე გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

– ეს ლა ალი?! – მიმითითა ფოთოლზე.

– ფოთოლია, ვერ ხედავ

– ძმა არ ხარ (რომელი ძმა ის იყო)? გამიშვი, რა, ნემსი უნდა გავიკეთო.

ეს ბოლო წვეთი იყო, რომელმაც საწყალი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქმე ანომალიურ მოვლენასთან ჰქონდა. დაფეთებული მოწყდა ადგილიდან, ავტოინსპექტორის „ჟიგულიში“ შევარდა, რაცია დააძრო და მთელი ხმით ჩაჰკივის:

– იოლი! („იორიო“) იოლი! მტკვალი ვალ, მტკვალი!

– გისმენ, „იორი“!

– უფლოსო! – ყვირის ეს ჩემი ნემსის ცოდვით სავსე, – უფლოსო, ექლა ანომალიჩესკი ვინმე დავაკავე (მაიცა, ალ წაქვიდე, – მომაძახა).

– შენ მთვრალი ხომ არ ხარ? – ისმის ჩახრენწილი საპასუხო ხმა რაციაში.

მთლალი კი ალა, სპოლტის სასაქლესთან ლო ფოთლიანი ბიწი დგას, იმისი ძმა დავაკავე... ჰო, ცოცქალი! (მაიცა, ალ წაქვიდე! – მომაკივლა ისევ).

– წადი, ერთი შენიც! – ჩაიხრიალა მოპასუხე ხმამ... – ისევ დალიე, არა? დაწერე რაპორტი და მარშ!

მე კი ნემსი გამიცდა...

მოხსნიდნენ ვითომ იმ უბედურს?!“

ბატონი რომანის შემდეგ „პოლიციური ქრონიკების“ მომდევნო „შემთხვევას“ პროფესიონალი, პოდპოლკოვნიკი ვარლამ გეგეჭკორი მოყვება.

„ჩვენს ქვეგანყოფილებაში ერთი უმცროსი ლეიტენანტი მუშაობდა, ვინმე ვარლამ ტლაშაძე. დიდი ინტელექტითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ, „რკინის მარწუხები“ ჰქონდა – თუკი ვინმეს ჩაავლებდა, ბოლომდე არ მოეშვებოდა და, რომ იტყვიან, ქვასაც კი წვენს გამოადენდა. ამიტომ ტლაშაძეს, ძირითადად, ამ მიზნისთვის იყენებდნენ და, ყველა იმ პატიმარს, ვინც არ ტყდებოდა, მასთან გზავნიდნენ. მას ერთი „საფირმო ნომერი“ ჰქონდა: დაკავებულს უზარმაზარ, ცეცხლგამძლე სეიფში ამწყვდევდა, შემდეგ გასაღებით კეტავდა და გასაღებითვე გარედან უკაკუნებდა რკინას. ეს კი იმდენად ძლიერად მოქმედებდა სეიფში გამომწყვდეულზე, რომ მაქსიმუმ 10 წუთის შემდეგ ყველა იძლეოდა ჩვენებას.

მე და ტლაშაძე ერთ კაბინეტში ვისხედით, თუმცა, მის დაკითხვას არასოდეს ვესწრებოდი, ყოველთვის გარეთ გავდიოდი.

ერთ დილას მე და ტლაშაძე კაბინეტში ვსხედვართ და იმაზე ვბჭობთ, როგორი იქნება ჩვენი მილიციის ახალი უფროსი, რომელიც იმ დღეს პირველად უნდა მოსულიყო სამსახურში.

უცებ ტლაშაძეს ვიღაცამ დაურეკა და, საუბარი რომ დაასრულა, მითხრა:

– სამძებროს უფროსმა ერთი კაცის დაკითხვა დამავალა ჩემებურად. შენ მაინც არ ჩერდები აქ, ბარემ წადი და ის კაცი აქამდე მოაცილე, მაგრამ, ნუ შემოხვალ, უკან გაბრუნდი.

მე ავდექი და სამძებროს უფროსის კაბინეტში წავედი. ის კაცი იქ დამხვდა, მაგრამ სამძებროს უფროსმა თხუთმეტი წუთი გამაჩერა და მხოლოდ ამის შემდეგ გამატანა დასაკითხი ობიექტი ტლაშაძესთან. კაბინეტთან რომ მივედი, გამახსენდა, სიგარეტი რომ დამრჩა, პირველი შევედი ოთახში და დავინახე, ტლაშაძე სეიფთან იდგა და გასაღებით უკაკუნებდა რკინაზე, სეიფიდან კი ენით აუწერელი გინება და ყვირილი გამოდიოდა. ვარლამმა რომ დამინახა, მითხრა:

– კერკეტი კაკალი ჩანს შენი მოყვანილი კაცი. აგერ უკვე ოცი წუთია, ვაკაჩავებ, მაგრამ, არ ტყდება.

– ვის აკაჩავებ? ის, ვინც უნდა დაკითხო, გარეთ გელოდება.

ერთი სიტყვით, გაფითრებულმა ტლაშაძემ სეიფი გააღო და იქიდან ჩვენი მილიციის ახალი უფროსი გამოიყვანა.

ახალ უფროსს, თურმე, ტლაშაძის ოთახში შეუხედავს, მან კი ხელი სტაცა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი სეიფში შეაგდო და გულწრფელ აღიარებას სთხოვდა.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ახალმა უფროსმა ტლაშაძე სამსახურში დატოვა“.



 ახალი ამბები
  • რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელებადღეს, ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე", – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება. მოლაპარაკებები ბრიუსელში დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან. ინფორმაცია გამოცემა Politico ავრცელებს. ტუსკთან მოლაპარაკებები ბრიუსელში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში ხვალ არის დაგეგმილი. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი : 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს. 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. 3. ძლიერი კავშირები. რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება. 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება. ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა. რომელთა შესრულებასაც პარტნიორები 2020 წლამდე ... ...
  • "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ _ შსს მინისტრიშს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მასშტაბები შეაფასა. გიორგი გახარიას განცხადებით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“. ფაქტისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხზე მინისტრი არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა. „სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზის ის ეტაპი, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისთვის, სჯობს თავი შევიკავოთ წინასწარი შეფასებებისგან. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა მინისტრმა.  შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ოთხი სამართალდამცველი ... ...
  • ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. ქაშვეთში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება. „მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“. მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. ... ...
  • საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად დავით ფერაძე დაინიშნასს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დავით ფერაძე დღემდე  საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე, მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...