სუფრასთან „დამარცხებული“ მეგრელი თამადა

ა კიდო

სუფრასთან „დამარცხებული“ მეგრელი თამადა

21 ოქტ. 2018, 08:00:51

ჯგუფი „ოთხი გია“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო წლების განმავლობაში მომღერლები დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებიან და ძირითად ძალ-ღონეს საკუთარ პროფესიას - ექიმობას უთმობენ. ქვემოთ მოყვანილი ისტორია იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ოთხი გიას“ წევრები აქტიურ მუსიკალურ-საექიმო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჯგუფისწევრი, ბატონი გია ნაცვლიშვილი ამ „ისტორიას“ შემდეგნაირად იხსენებს.

„გადაება ერთმანეთს „ოთხი გიას“ გასტროლები, გასვლები ქალაქგარეთ, შეხვედრები და ერთი სიტყვით, გადავიღალეთ ბიჭები. ერთ დღესაც, კონცერტი ჩავატარეთ, გადაღლილები ვზივართ ოთხივე გია და, გადაგვეკიდა ანზორ შონია, სუფრა გაშლილია და აქედან არსად გაგიშვებთ, მე უნდა გამომყვეთო. ვთხოვეთ, ვერ წამოვალთ, დაღლილები ვართ, დასვენება გვინდა, სხვა დროს იყოსო.

გადაირია: რა სხვა დროს, ჩემი ძმისშვილის ქორწილია, იქ რომ არ წამოხვიდეთ, ძალიან მეწყინება. თან, თქვენი დაღლის გამო ქორწილს ხომ არ გადავდებო. მოკლედ, სხვა გზა აღარ იყო და წავყევით. მაგრამ, ვთხოვეთ, დალევას ნუ დაგვაძალებთო. დაგვეთანხმა, კარგი ბიჭებოო. დავსხედით სუფრასთან, მაგარი პურმარილია, უნდა დავიწყოთ ჭამა, უცბად თამადა წამოდგა და თქვა: ალავერდს გია ღარიშვილთან ვარო. თან კახური ღვინო იყო, ჩაასხა ბოთლში თამადამ სასმელი და გიას გადმოაწოდა. რაღას იზამდა, წამოდგა ფეხზე და გადმოგვილაპარაკა ბიჭებს, ხომ დაღლილი ვარ, ხომ არ მინდოდა დალევა, მაგრამ, ნახეთ, ამას რას ვუზამო.

გაგვიკვირდა, ახლა ამან ასეთ გამოცდილ და თან მეგრელ თამადას რა უნდა უქნასო. თამადამ, რომ დაარტყა კარგა გვარიანი „რეჩი“ და უნდა მოიყუდოს ბოთლი, გიამ შეაჩერა და უთხრა: ბატონო თამადავ, მაპატიეთ, მაგრამ ბოთლიდან ღვინო ასე არ ისმევა, მას განსხვავებული წესით მივირთმევთ ქართველებიო. თამადა შეცბა, ეგ არ ვიცი, აბა, მაჩვენე როგორო. გიამაც დააღო პირი და შორიდან ჩაისხა ბოთლით ღვინო. ეტყობა, ასეთ რამეში ეს მეგრელი თამადა გამოუცდელი იყო, თუმცა იხტიბარი არ უნდოდა გაეტეხა, ასწია ბოთლი და შორიდან დაუშვა ღვინო. ვერც დაუმიზნა პირს, გაიწუწა, საშინელ დღეში ჩავარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მეორე სადღეგრძელო უნდა თქვას, წამოდგა, აიღო ჭიქა ხელში და გიაც წამოხტა: ბატონო თამადავ, იქნებ მეორე სადღეგრძელოც ბოთლით დაგველია და მერე გადავიდეთ ჭიქებზეო. თამადა შეცბა, უარი ვეღარ თქვა, მოიყუდა ბოთლი და... გადავარდა.

ისე უჩუმრად გაიტანეს ის თამადა სუფრიდან, იმის მერე მთელი ქეიფის განმავლობაში თვალი აღარ მოგვიკრავს. მერე ხუმრობდა გია, კაცო, მე ის კი არ ვუთხარი, ღვინო ყურით, ცხვირით და პირით ერთნაირად დალიე, რომ დაუშვა და შეისრუტა ყველა ორგანოთი, აბა, რა ეგონა, მაგ მამაცხონებულსო“.




 ახალი ამბები
  • "დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა"- ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდამაშველებს დაბა ჯვარის მიმდებარე ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყათ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • შეზღუდვები გამკაცრდებასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.  მთავრობის მიზანია, ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ვირუსის გავრცელების შეზღუდვას და ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დამატებითი რესურსების, მათ შორის რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მობილიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.   ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.  ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 114 889  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 95 581 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1085 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2071 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3723 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6145 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ... ...
  • საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსახურებებზე დასწრებისგანკორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის პირველი ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებებიაგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცენტრის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. „ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა [უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ]“ – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა იქნება 63. ცენტრის განცხადებით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ ... ...
  • კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს სამართებლით თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენაბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა. არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – გვითხრა ასმათ ვარშალომიძემ. ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“. ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. სასტუმროში პოლიცია მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს. ექთნის თქმით, სასტუმროს დაცვა ჰყავს, თუმცა შემთხვევა სწრაფად მოხდა და მისი დახმარება ვერ შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...