თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმე

ა კიდო

თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმე

2017 აგვ 19 15:54:09

დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირები ჩვენი თანამემამულე სამართალდამცველები იქნებიან. ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წლის წინ „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „ხმაურიან“ საქმეს გაიხსენებენ. იმ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიმყოფებოდით, ამჟამინდელ „პოლიციას“ კი „მილიციად“ მოვიხსენიებდით.

თავდაპირველად სიტყვას მაიორ გივი თეთრაძეს გადავცემ.

„ეს კურიოზი მოსკოვში შემემთხვა, სადაც ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი მივლინებაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმეს ვიძიებდით, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მისი ცოლ-შვილი მოსკოვში ცხოვრობდა და სწორედ მათ მივადექით ჩხრეკის ჩასატარებლად, რადგან, ოპერაციული ინფორმაცია გვქონდა, რომ „ვალუტჩიკის“ გადამალული დოლარები და არალეგალური გზით მოპოვებული ძვირფასეულობა მოსკოვში, მის ბინაში ინახებოდა.

ივლისია. ცხელა. ჩვენ მოსკოველ კოლეგებთან ერთად გამალებული ჩხრეკით ვართ დაკავებული და თან ოფლში ვიწურებით. ყველაზე ცუდ დღეში კი კაპიტანი ვალოდია ვალიევი იყო, რომელიც ისე გაიწურა ოფლში, რომ ეს ვეებერთელა კაცი (თითქმის ორი მეტრი სიმაღლის და 140-კილოგრამიანი) სავარძელში ჩაჯდა და ვეღარ იძროდა. წინ სამლიტრიანი გრაფინი და პატარა ჭიქა ედგა და იმ ჭიქით წამდაუწუმ სვამდა წყალს გასაგრილებლად. ორი გრაფინი რომ გამოცალა, პატარა გოგონამ, გარდაცვლილი „ვალუტჩიკის” 9 წლის ქალიშვილმა, მესამე გრაფინიც მოუტანა და გავიდა. იმ მომენტში მე იმ ოთახს ვჩხრეკდი და თან ჩემს კოლეგას ვესაუბრებოდი.

– რა ჯანდაბაა ეს პატარა ჭიქა! – თქვა ვალოდიამ, ადგა, სერვანტთან მივიდა, რაღაც აიღო და ისევ თავისი ადგილისკენ გაემართა.

რა აიღო ვალოდიამ სერვანტის თავიდან, არ დამინახავს, მაგრამ, მივხვდი, რომ დიდი სასმისი იყო, რადგან კარგა ხანს ასხამდა შიგ წყალს. გაავსო თუ არა, მაშინვე მოიყუდა და სულმოუთქმელად დალია. ბოლოს, როგორც იქნა, ამოსუნთქა და დააყოლა:

– დაილოცოს წყალი, ამაზე გემრიელი არაფერია!

ამ დროს ოთახში „ვალუტჩიკის“ პატარა გოგონა შემოვიდა და ვალოდიას მიაშტერდა, შემდეგ უცებ შეტრიალდა, გაიქცა და ისტერიულად აყვირდა:

– დედი, დედი, იმ მსუქანმა ბიძიამ მამა დალიაო...

ერთი სიტყვით, სერვანტის თავზე რკინის დიდი თასი იდგა, რომელშიც გარდაცვლილის ფერფლი ეყარა და ვალოდიამაც ის ფერფლიანი წყალი შესვა, თუმცა, დღემდე ვერ გამიგია, რატომ ეგემრიელა ასე ძალიან...“

ბატონი გივი კიდევ ერთ „კრიმინალურ“ ამბავს მოგვიყვება.

„კომუნისტების პერიოდში ტელეფონით ხუმრობა გავრცელებული ამბავი იყო. დღე არ გავიდოდა, რომ მილიცია, სახანძრო რაზმი ან სასწრაფო არ გამოეძახათ ტყუილად. ასეთი საქმიანობით ძირითადად ბავშვები იყვნენ დაკავებულები. ჩემი სამსახური კი ასეთი ტიპის ხულიგნებს ავლენდა.

ერთი პერიოდი გახშირდა მოსკოვის ¹4 სახანძრო რაზმში ცრუ გამოძახებები და ეს ყოველივე იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ საფუძვლიანი გამოძიება დავიწყე. შევადგინე ცრუ გამოძახებათა სია, შემდეგ სიხშირის გრაფიკი და საოცარი აღმოჩენა გავაკეთე. გამოძახებები მხოლოდ იმ დროს ხდებოდა, როდესაც მთავარი სახანძროს მორიგე მაიორი ანტონ რეფსი იყო. ის ყოველ მეორე დღეს მორიგეობდა სხვადასხვა ბრიგადებთან ერთად. ამიტომ ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ცრუ გამოძახებები მასთან იყო დაკავშირებული. იქვე მუშაობდა მისი მეუღლე, ლიდაც. ის ბუღალტერი იყო – ახალგაზრდა, ლამაზი ქალი და როგორც შევიტყვე, რეფსი ძალიან ეჭვიანობდა, ცოლს გარეთ არ უშვებდა. თუ სამსახურში იყო და მთელ დღეს ბუღალტერიაში ატარებდა, სადაც ლიდასთან ერთად, კიდევ ერთი კაცი – ბუღალტერი გონტარი მუშაობდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს ინტუიციას ვენდე. ბოლომდე მივყევი და სიმართლე გავარკვიე. ცრუ ზარებს ბუღალტერი გონტარი უშვებდა ქუჩის ტელეფონიდან. სანამ რეფსი ცრუ გამოძახებაზე მიიჩქაროდა, გონტარი და რეფსის მეუღლე ლიდა ერთ ამბავში იყვნენ.

საყვარლები ფაქტზე დავიჭირეთ. დანაშაული დავუმტკიცეთ და დიდი ჯარიმა გადავახდევინეთ. სამსახურიდან კი ორივე დაითხოვეს. თუმცა, მათ ეს დიდად არ უდარდიათ და ყოფილი საყვარლები დაქორწინდნენ.

სამაგიეროდ, რეფსის ცხოვრება წავიდა უკუღმა. ის ნერვიულად დაავადდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სახანძროს შენობა გადაბუგა და თავისი ფეხით წავიდა საგიჟეთში...“

თავის დროზე რუსეთში კიდევ ერთი ქართველი სამართალდამცველი, პოლკოვნიკი გიორგი ბრეგვაძეც მოღვაწეობდა.

„მაიორი ივანოვი, რომელიც ჩემი უფროსი გახლდათ, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის რისხვა იყო, მისი სახელით ბავშვებსაც კი აშინებდნენ ძილის წინ. ის პროსტიტუცია-ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსი იყო. მას ხშირად უყვარდა ჭკუის დარიგება. ნარკომანებსა და მეძავებს ზნეობის გაკვეთილებს უტარებდა, რასაც ასეთი ფრაზით ამთავრებდა: „უბადრუკნო, მრუშობისა და მორფის ტყვეებო, როგორ არ გრცხვენიათ?! მეც მყავს თქვენხელა ქალიშვილი, მაგრამ, განა თქვენნაირია, ზნეობის ეტალონია..“

მაიორის 19 წლის ქალიშვილი, პირობითად მას ზინა დავარქვათ, იმავე რაიონის ერთ-ერთ ტექნიკუმში სწავლობდა და მაიორი ჭკუაზე აღარ იყო, ისე უყვარდა.

იმ პერიოდში ჩვენს ოლქში ქალების შიშველი ფოტოებით გაფორმებული კარტებით ვაჭრობა შემოიღეს. კარტებზე ქალები სხვადასხვა პოზაში იყვნენ გადაღებულები და ამ საქონელს დიდი გასავალი ჰქონდა. მაიორმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ ბიზნესისთვის და დაგვავალა, დამამზადებლისთვის მიგვეგნო. ჩვენ გულმოდგინედ შევუდექით საქმეს: მივყევით, მივყევით და ამ პროდუქციის მწარმოებელს რაიონის ერთ-ერთ ფოტოატელიეში მივაგენით. მან თავის ჩვენებაში დაწერა, რომ კარტზე ადგილობრივი გოგონას შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, თავებს კი სხვადასხვა ფოტოებიდან იღებდა და ამონტაჟებდა, ანუ, ერთი „ნატურშჩიცა“ მუშაობდა. ჩვენ შიშველი ნატურის მისამართი გავიგეთ და მასთან გავემართეთ, რომ გოგონა დაგვეკითხა.

მივედით, დავრეკეთ და კარი მომხიბვლელმა, ტანწერწეტა გოგონამ გაგვიღო. ის-ის იყო სახლში შესვლას ვაპირებდით, რომ ჯერ მამაკაცის ნაცნობი ხმა მოგვესმა, მერე კი თავად მაიორიც გამოჩნდა და რომ დაგვინახა, გვკითხა:

– რაშია საქმე, მოხდა რამე?

მივხვდით, რომ შიშველი ნატურა მაიორის ქალიშვილი ზინა იყო, რომელიც მამამისს ზნეობის ეტალონად მიაჩნდა და ვუთხარით:

– ამხანაგო მაიორო, პორნოპროდუქციის ბუდე აღმოვაჩინეთ და მოსახსენებლად მოვედით...

როდესაც ყველაფერი გაირკვა, მაიორი გადადგა, ზინა კი მოსკოვში გაემგზავრა და ერთ-ერთ ღამის კლუბში მოეწყო მოცეკვავედ“.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...
  • StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებულიStopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...