„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“

ა კიდო

„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“

2017 მაი 13 13:01:12

ჩვენი დღევანდელი წერილის გმირები სასიქადულო ქართველი მწერლები იქნებიან, რომელთა ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.

თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძესა და ნოდარ დუმბაძეს გავიხსენებთ.

თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ უნიჭო და თავხედი მწერლები ქართულ სიტყვაკაზმულ პროზასა და პოეზიას არასდროს გამოლევია. ასეთმა ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“. საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“..., – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“... „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა. გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.

სიტყვას ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს მივცემთ, რომელიც ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„უნივერსიტეტთან შემხვდა გალაკტიონი, გამაჩერა და მითხრა:

– ჯანსუღ, ნიკოლაი ეჟოვი თუ გაგიგონია?

– კი, როგორ არა, გამიგონია.

– ანდრეი ვიშინსკი?

– ვიშინსკიც გამიგონია...

– ლავრენტი ბერიაც?

– დიახ, ლავრენტი ბერიაც...

– ჰო და თუ დაკვირვებიხარ, რავა სტალინის კიტელებივით ჰგვანან ერთმანეთს?

ამ მსგავსებას მე არასოდეს დავკვირვებივარ, თუმცა გალაკტიონისა კი ძალიან გამიკვირდა და ცოტა ჩამაფიქრა ნათქვამმა, სულაც იმიტომ, რომ მაშინ 1956 წელი იყო – მარტი თუ აპრილი...“

ბატონი ჯანსუღი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„ვერის ხიდის მშენებლობაა, როგორც წესი, მშენებლობის წინ „საუცებისო“ საარყეები იყო ხოლმე... არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები – მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონიძე, უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს უთხრა: აბა, ძამიკო, ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150-გრამიანი ჭიქა გაუვსო. გალაკტიონმა ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე გადმოაქცია, მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა... მე გაოცებულმა ვუთხარი, ძია გალაკტიონ, ეგრე რათ აკეთებ-მეთქი, მან კი გახარებულმა მიპასუხა, – „ძამიკო, ახლა რომ გავალ ზემელზე, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო“, – მითხრა და წავიდა“.

ბატონ გალაკტიონს დავემშვიდობოთ და ესტაფეტა ნოდარ დუმბაძესთან გადავიდეთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ქართლოს კასრაძე იქნება.

– ქართლოსია, – მითხრა ნოდარ დუმბაძემ, – ვიცი, გიჭირს, შვილები გყავს სარჩენი, ჰონორარს მოგცემ, თუ გინდა, მარა აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავ.

მეც გავჯიუტდი, გინდა თუ არა, დაბეჭდე-მეთქი (არადა, მართლა არ იყო ცუდი ლექსი).

– წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარ და დაგიბეჭდავ, – მომიშორა ნოდარმა.

წავედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან.

– ოოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოს! – მომესალმა პროფესორი. მეც არ ვიუარე... ცნობა მომცა, რომ ნორმალური ვარ – ქვას გახეთქავდა, ისეთი.

რედაქციაში გამოვიქეცი. ნოდარი პარტკომის კრებას ატარებდა. მაგიდაზე დავუდე ცნობა. დიდხანს კითხულობდა, ბოლოს ამომხედა და მითხრა: „წადი ახლა და ის ცნობა მომიტანე, რომ ვინც ეს ცნობა მოგცა, ისიც ნორმალურია“.

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი, ძალიან მფარველობდა და ჰპატრონობდა ნიჭიერ სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. მას არც ნოდარ დუმბაძის ნიჭი გამორჩენია მხედველობიდან და, ერთ დღესაც, უთხრა, ხომ არ ჯობია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადახვიდეო.

– თქვენ, პატივცემულო რექტორო, იმიტომ მოგეწონათ ჩემი ლექსები, ეკონომისტის დაწერილი რომ არის, თორემ, ფილოლოგის დაწერილი რომ იყოს, ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდითო, – ხუმრობით უპასუხა მომავალმა მწერალმა.

ერთი გულუბრყვილო ანეკდოტი იყო: მეგობარმა მეგობარს რაღაც სასაცილო ამბავი უამბო, იმას კი არც გაჰღიმებია. რატომ არ იცინი, არ მოგეწონაო? – ჰკითხა პირველმა. ეგ ისტორია შარშან მოვისმინე და მაშინ ვიცინე ძალიანო, – უპასუხა მეორემ.

დაახლოებით ასე დაემართა ნოდარ დუმბაძეს, როცა „ცისკარში“ დაბეჭდილი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როგორც წესი, პირველად დედას მიუტანა წასაკითხად, რადგან, დედა იყო მისი ყველაზე მკაცრი და ყველაზე ობიექტური ოპონენტი. ქალბატონმა ანიკომ ისე წაიკითხა რომანი ბოლომდე, ერთხელაც არ გასცინებია.

– რატომ არ გეცინება, დედა, არ ვარგა, ხომ? – ჰკითხა გულშემოყრილმა მწერალმა.

– როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ, რომ წერდი, თან ყველაფერს ხმამაღლა მიყვებოდი და, მაშინ იმდენი ვიცინე, ახლა აღარ მეცინებაო, – გულწრფელად უპასუხა დედამ.




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...