ტრაქტორით წაღებული „ტყე“: „თქვენ იცინეთ და მე „ჟვეროსაც“ გამოვიყენებ“


ა კიდო

ტრაქტორით წაღებული „ტყე“: „თქვენ იცინეთ და მე „ჟვეროსაც“ გამოვიყენებ“

11 მაი. 2020, 15:11:28

_კორონამ  მიწა მანდამაინც ვერავის მიაყარა ჩვენში,  განსაკუთრებით  გურიაში, მარა მიწისკენ  ბევრს უქნა პირი სამუშაოდ.  გადეირია ხალხი, ხის ფოთოლსაც არ ტიებენ  უყაში და შინ მიაქარჩალებენ ,   აგერ, ა,  „ტყე“  ტრაქტორით მიაქვთ სახლში,   სა ნახავთ ამფერ ქარავანს,   _ ასეთი საუბრის  მოსმენა და სურათის ნახვა  არ გაგიჭირდებათ ამ დღეებში, გურია-აჭარის საზღვარზე  მდებარე, „ძმობილი“ სოფლების,  ჭანიეთის და ქაქუთის მცხოვრებლებს შორის, რომლბიც გვერდი-გვერდ მდებარე სავარგულებში  გაათმაგებული ძალისხმევით შრომობენ და ერთმანეთისთვის არც მეგობრულ იუმორსა და  ქილიკს  იშურებენ.

_იცინეთ, იცინეთ, მე ამ ჟვეროსაც გამევიყენებ, გავკაფავ,  ჩალპება,  სასუქი იქნება,   ფოჩხი -კიტრებს და სარები- ლობიოს.  ჩვენი ყანიდან მიგვაქვს და თქვენ შეგეკითხო, ფოთლიანა წავიღოთ თუ შიშველი? მალე  არჩევნები იქნება და იმას   დააკვირდით კარგად, ის აჯობებს,   _პასუხს არ აყოვნებენ „გაღმიელები“   „დამკვირვებელ“ მეზობლებს და  შეუჩერებლად  აგრძელებენ გზას.




 ახალი ამბები
  • "გურია დაკარგავს მწვანე რეგიონის სტატუსს" _ წერილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნესარასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ირმა გორდელაძემ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით მიმართა. “ცნობილია, რომ 2020 წლის 28 დეკემბერს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე „ნატანები 3“ ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტის გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დოკუმენტის საჯარო განხილვა. საჯარო შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს: 2020 წლის 7 დეკემბერს ჩვენ მოგმართეთ ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვდით ამ შეხვედრის გადადებას. ეს პროექტი თავიდანვე იყო პრობლემური და არასასურველი ადგილობრივი მოსახლეობისა და გურიის საზოგადოებისთვის. ფაქტობრივად, არც სკრინინგის და არც სკოპინგის საჯარო განხილვები არ შემდგარა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა განხილვები. ამის დამადასტურებელი ფაქტები გაშუქებული იქნა ადგილობრივი ტელევიზიისა და პრესის მიერ. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხოლო ონლაინ განხილვა ვერ ქმნის სათანადო პირობებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის. მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იყო ინფორმირებული განხილვის შესახებ. ინფორმირებისთვის გამოყენებული მეთოდები: საკრებულოს შენობაში და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ორ ლოკაციაზე საინფორმაციო ფურცლის განთავსება ვერ ჩაითვლება საკმარის ზომებად, მით უმეტეს კი პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეთა მობილობა და გადაადგილება შეზღუდულია და აღნიშნულ ლოკაციებზე ადამიანების მინიმალური რაოდენობა მოძრაობს. არ მომხდარა სოფლების: ვაკიჯვრის, ფამფალეთის, ბაღდადის, ცხემლისხიდის, დვაბზუს მოსახლეობის ინფორმირება ონლაინ განხილვის შესახებ. განხილვის დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფელ ვაკიჯვარს. ამიტომ ვითხოვდით გადადებულიყო გზშ-ის განხილვა“,  _ აღნიშნავს ირმა გორდელაძემ. წერილში ყურადღება გამახვილებულია 7 საკითხზე, რომელზედაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროდან რეაგირებას ითხოვენ. “1.წყლის ჩამონადენი (ხარჯი) არის გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემების საფუძველზე დაყრდნობით შედგენილი. მართალია, გზშ-ის ანგარიშში, ასევე, აღნიშნული აქვთ, რომ 2015 წლის დაკვირვებებიც გამოიყენეს, მაგრამ მხოლოდ ერთი წლის დაკვაირვება საკმარისი არ არის და ჰესის მშენებლობისთვის საკმარის საფუძვლად არ უნდა ჩაითვალოს _ მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის შედგენას წლების განმავლობაში კვლევა სჭირდება. გურიის მდინარეებში, მათ შორის მდინარე ნატანებში წყლების კლების ტენდენცია მოსახლეობისთვის ცნობილია, აღნიშნული გზშ-ში კი გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასება გაკეთებულია ძველი მეთოდიკით. 2. არ არის დათვლილი კუმულაციური ზემოქმედება სხვა ჰესებთან ერთად. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მდინარის სათავეში 9 მგვტ-ზე გათვლილი ჰესის აგება ბადებს ეჭვს, რომ იგეგმება მთელი ხეობის დატვირთვა ჰესების კასკადით, რადგან ამგვარი სიმძლავრის ჰესის აგება მდინარის ქვედა ტანში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა წყლის სიუხვის გამო. საქართველოს აქვს განაცხადი გაკეთებული იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად გადავიდეთ აუზურ მართვაზე, წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში კი არ არის გათვალისწინებული აუზური მართვის პრინციპები, რაც გულისხმობს მთლიანად მდინარის ხეობის, მდინარის აუზის შესწავლას სხვადასხვა მიმართულებით (გეოლოგია, ჰიდროლოგია, სეისმოლოგია, ბიომრავალფეროვნება) და არა მხოლოდ ხეობის იმ მონაკვეთის კვლევას, სადაც ჰესის აგებაა 3. გზშ-ში მითითებულია, რომ ჰესი სრული დატვირთვით იმუშავებს მხოლოდ რამდენიმე თვე. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ წლის დანარჩენ დროს მოხდება სრული წყალაღება და ხეობა დარჩება უწყლოდ? ამის არა ერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის, გურიაში „ნაბეღლავი ჰესის“ სახით, სადაც ხდება სრული წყალაღება. პროექტში არ არის წარმოდგენილი სათანადო კვლევები, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არ შეიცვლება წყლის ხარისხი, არ დაიკარგება მიწისქვეშა წყლები (რისი არა ერთი მაგალითიც არსებობს). არ არის გათვალისწინებული ანალოგი მდინარეების მაგალითები, სადაც ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების შემდეგ არაერთი წყარო, შენაკადი, მჟავე წყალი დაიკარგა 4. გზშ-ში არ არის განხილული და დასაბუთებული პროექტის ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლიანობის საკითხი; არ არის გაკეთებული დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ ჭრილში, რათა დადგინდეს, გარემოზე მიყენებული ზიანი მეტია, თუ ეკონომიური სარგებელი. ევროკავშირის 5 ძირითად რეკომენდაციას შორის საგანგებოდ მითითებულია, რომ „პროექტის ზომა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი,რომლისგანაც გაუარესდება წყლის ობიექტის ხარისხი და დაირღვევა ევროკაბშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა'“. 5. როდესაც წყლის ჩამონადენის დაახლოებით 90% გაივლის დერივაციულ მილში და ხეობას წყლის  საკმარისი რაოდენობა არ ექნება ისედაც გლობალური დათბობის დროს, რა ეკოლოგიურ ცვლილებებს და ზიანს მოუტანს ეს ადგილობრივ გარემოს? 6. გურიის  რეგიონი გამოირჩევა მაღალი ტენიანობითა და უხვი ნალექით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გეო-დინამიკური პროცესების გააქტიურებას. გარდა ამისა, ნიადაგი უმეტესად წარმოდგენილია თიხნარის სახით, ხოლო მდინარეები ღვარცოფული ხასიათისაა. ამგვარი გეოლოგია არ იძლევა ჰიდროენერგეტიკის ფართოდ განვითარების საშუალებას. გზშ-ში დასახელებულია 15 დამეწყრილი უბანი, ასევე ქვათაცვენის აქტიური მონაკვეთი. დერივაციული მილი გეოლოგიური თვალსაზრისით ურთულეს ადგილზე გაივლის გზშ დასკვნაში არ არის სათანადოდ შესწავლილი და გათვალისწინებული აღნიშნული ფაქტორი. 7. „ნატანები 3“ ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება, არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუუმჯობესდება. პირიქით _ გურია  დაკარგავს მწვანე რეგიონის სტატუსს და ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის სოფელ ვაკიჯვარში ეკოტურიზმის განვითარებას“, _ აღნიშნულია წერილში. “გურია ნიუსი“ “ნატანები 3“-სზე აგრძელებს მუშაობას და უახლოეს სიახლეებს მალე შემოგთავაზებთ. ჰესები თუ მზის ბატარეები _ აზრთა სხვადასხვაობა ჰესების მშენებლობის ... ...
  • ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც თურნავა აცხადებს, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება. „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. უფრო მეტიც, პანდემიის დამარცხდება ცალკე აღებულ ქვეყანაში შეუძლებელია, ეს მსოფლიოს კონსოლიდაციის შედეგია. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. პირველი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ვიჭერთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - აცხადებს ... ...
  • არგენტინაში გიგანტური დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინესსამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში მეცნიერებმა მიწიდან ამოთხარეს 98 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელიც მათი აზრით, ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდა. გიგანტური ზავროპოდის განმარხებული ძვლების თითო ნაწილი ადამიანის ზომისაა და როგორც ჩანს, ეს არსება 10-20 პროცენტით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე Patagotitan mayorum-ი, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი დინოზავრია. გათხრებს ლა-მატანსას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები აწარმოებენ. ზავროპოდები უზარმაზარი, გრძელკისერა, გრძელკუდიანი, ბალახისმჭამელი დინოზავრები იყვნენ და წარმოადგენენ ხმელეთის უდიდეს ქმნილებებს, რომლებსაც კი ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე. მათ შორის იყო ასევე არგენტინაში აღმოჩენილი Patagotitan mayorum-ი, რომელიც 70 ტონას იწონიდა და სიგრძეში 40 მეტრი იყო. არგენტინის ლა-პლატის მუზეუმის მკვლევარი ალეხანდრო ოტერო აღმოჩენილი ძვლების საფუძველზე დინოზავრის გამოსახულების შექმნაზე მუშაობს. ახლად აღმოჩენილი დინოზავრის შესახებ კვლევა მან სამეცნიერო ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოაქვეყნა. ამ დროისათვის, ქანებში ჩამარხული დინოზავრის სხეულის სხვა ნაწილების ძებნა გრძელდება. არქეოლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბარძაყის ან მხრების ძვლები, რომლებიც ამ დიდი ხნის წინ გადაშენებული ქმნილების სხეულის მასის შეფასებისთვის არის საჭირო. გიგანტური ნამარხი 2012 წელს, მდინარე ნეუკენის ხეობაში აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები 2015 წელს დაიწყო. „გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო. „გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო. უზარმაზარი ჩონჩხი 98 წლის წინანდელ, ზედა ცარცული პერიოდის ხანის ქანების შრეში აღმოაჩინეს. „ვფიქრობთ, რომ ჩონჩხი სრული ან თითქმის სრულია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება გათხრებისას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ დროისათვის ცნობილ უდიდეს დინოზავრზე უფრო დიდი, ამ ზომის ასე ხელუხლებელი ნამარხის აღმოჩენა უდავოდ სიახლეა“, — ამბობს საპალას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის დირექტორი ალბერტო გარიდო. კვლევა ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.   წყარო: ... ...
  • ოზურგეთში ნაძვის ხე დაშალეს: „ხან წვიმა იყო, ხარ თოვა, ციყვი ვარ?...“დღეს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს. _რატომ დავაგვიანეთ აღება? ჰოო, მაგისთვის ზოგმა „ეიანცა“ ყველაფერი. ხან წვიმა  იყო, ხან თოვა, ხან ქარაშოტი. ხედავ, რამხელაა?  ციყვი კი არ ვარ, კენწეროზე რომ მოვექცეთ. თორემ 19-ში ვაპირებდით დაშლას. მაგდენს კი ვხვდებით, _ მხიარულ ტალღაზე გვიპასუხეს ოზურგეთის მომსახურების ცენტრის  ... ...
  • მდინარაძე: „პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას"„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას  იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი. ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა,  ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო  თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი  და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით  იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების  და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში', - ამის შესახებ  ფრქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან გნაცხადა. მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ  რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული. „თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი  და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ,  გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა" იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა. „მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა", - განაცხადა ფრაქციის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....