"წუმწუმა" დაგენთოთ _ არც გველი შეგაწუხებდათ და არც "რუსთავი2"

gurianews.com

ა კიდო

"წუმწუმა" დაგენთოთ _ არც გველი შეგაწუხებდათ და არც "რუსთავი2"

2017 აგვ 10 22:07:29

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბლექ სი არენაზე" გველები შენიშნეს, სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის იუმორით გამორჩეული ოზურგეთელი ხახუტა თოთიბაძე:

"ოზურგეთში, ექიმი ვენეროლოგი გვყავდა ბეჟან მგელაძე, იუმორით სავსე კაცი. ერთხელ ბახუტიე მისულა საკუთარი დიაგნოზით _ ბეჟან ბიძია, ყვერები მეფხანებაო.

ბიჯო! სახლი კაკოიამ (მამამ) აგიშენა, მანქანა გიყიდა, ანგელოზივით ქალი მოგაყვანია და ქორწილიც გადაგიხადა, საჭმელ-სასმელს ციფულო (დედა) გიგზავნის გაკეთებულს....დაჯექი და იფხანე, დროის მეტი რა გაქ?! _ უთქვამს ექიმს.

 P.S. მიწა ბიძინამ გიყიდათ, ამხელა საკონცერტო დარბაზის მშენებლობიზა ერთი ლარი არავის დაგიხარჯავთ, ფოდნოსზე დადობილი მოგართვათ საჩუქრად. ამხელა აჟიოტაჟის ატეხვას ერთი ვედრო "წუმწუმა" დაგენთოთ _ არც გველი შეგაწუხებდა, არც ძლოკვი და არც რუსთავი 2", _ წერს თოთიბაძე.



 ახალი ამბები
  • შემოქმედში სოფლის დღესასწაული გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული ,,შემოქმედობა -2017'' და რეგიონური ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' გაიმართა. მთავარი კონცენრტის დაწყებამდე გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, გურული ტრადიციული კერძების მომზადება-დაგემოვნება.  ღონისძიებაში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვებიან.  “შემოქმედობას“ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს ჯგუფ “მგზავრების“ კონცერტი გაიმართა.  “შემოქმედობა-2017“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო “ფუძეობა“ კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ... ...
  • რის შესახებ ისაუბრებს პრემიერი გაეროშიოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა-ეს იქნება ერთ-ერთი მთვარი საკითხი, რაზე სასაუბროდაც პრემიერმინისტრი გაეროს მაღალ ტრიბუნას სიტყვით გამოსვლისას გამოიყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განახადა.  დავით ზალკანიანის თქმით, იმის გათვალსწინებით, რომ 72-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემაა ადამიანის განვითარება მდგრადი განვითარების პირობებში, გიორგი კვირკაშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ჭრილში თუ რას აკეთებს ხელისუფლება მოქალაქეების კეთილღეობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ქართული დელეგაცია დევნილების შესახებ იმ რეზოლუციის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელსაც გენერალურ ასამაბლეაზე ყოველწლიურად აგრძლებენ. '' ეს რეზოლუცია მოუწოდებს იმ ძალას, რომელიც ახორცილეებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე, უზრუნველყოს ამ ადამიანების მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში და ასევე უზუნველყოს უფლება  საკუთრებაზე, რომელიც მათ აქვთ წართმეული. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელიც ამ რეზოლუციას უჭერს მხარს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ მუდმივად ვართ გაეროს დღის წესრიგში"- განაცხადა ... ...
  • ვლადიმერ იმნაძე საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ნაკრებს უნგრეთში ნაკრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციართა, ვეტერანების ოჯახის წევრთა, ომის ვეტერან შშმ პირთა და თავად უწყების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის საქმეში, ვლადიმერ იმნაძემ უწყების მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს. მკლავჭდელთა ნაკრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანი ზვიად ხაჩიძეც გამოდიოდა, რომლის დებიუტიც მეოთხე ადგილის მოპოვებით აღინიშნა, ხოლო მის მიერ მოტანილი ქულები საერთო სანაკრებო ქულათა რაოდენობაში აისხა. მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა მსოფლიო პირველობას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა 30 მედალი მოიგეს: 9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო, მათ შორის 18-წლამდელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პარამკლავჭიდელთა აქტივში 24 მედალია: 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.    ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლაამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობდა და მას ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, რა დროსაც გზაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.  სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • რატომ დგას ლანჩხუთის ცენტრში კანალიზაციის სუნი, ანუ ვინ გადაჭრის პრობლემასქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ,  რამდენიმე დღეა გამვლელებს კანალიზაციის მძაფრი სუნი დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც პირველ სკოლაში მრავლად სწავლობენ. კანალიზაციის სუნი კი სკოლის წინ გამავალი სანიაღვრე არხიდან ამოდის, სადაც დაბინძურებული წყალია დაგუბებული.   ცნობისთვის, გარდა საჯარო სკოლისა,  ამ არხის გასწვრივ რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი, სწრაფი კვების ობიექტი და კერძო  საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. _ ჩემმა მტერმა ვერ იგრძონო ეს საშინელი სუნი, ყარს აქაურობა. ისე ეს ახალი პრობლემა ნამდვილად არაა,  ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირადაა ასეთი მდგომარეობა.   სხვა თუ არაფერი,  სირცხვილი მაინცაა ქალაქის ცენტრში ასეთი ანტისანიტარიის ბუდე გვქონდეს.  საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია და მგონი, ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.  რა ვიცით, რა ჯანდაბაა, კი ავქოთდით შარდის სუნით ნახევარი ქალაქი, _  ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ა(ა)იპ „ლანჩხუთი-სერვისის“ ხელმძღვანელს თენგიზ ჭიჭილეიშვილს დაუკავშირდა, რომლისთვისაც აღნიშული პრობლემა კარგად ნაცნობია თუმცა, როგორ შეიძლება მისი საბოლოოდ გადაჭრა _ უცნობი. _ ჩვენი სამსახურის მიერ სისტემატურად ხდება ამ სანიაღვრე არხის გაწმენდა, ორ დღის წინაც თავიდან ბოლომდე გავასუფთავეთ, თუმცა, როგორც თავად ამბობთ, შედეგი არაა. რამდენადაც ვიცი, აქ გამავალ სანიაღვრე არხში კერძო საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება მოხმარებული და დაბინძურებული წყალი, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით მოვაჭრეები პირდაპირ აქ ასხამენ ნარეცხ წყალს. როგორც ჩანს, არხს არ აქვს სათანადო დახრა, რომ წყალი გაატაროს და ამიტომ გუბდება, შემდეგ კი დგება არასასიამოვნო სუნი.  ჩვენი სამსახურის  მიერ მუდმივ რეჟიმში ხდება არხის გასუფთავება, მაგრამ  ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა  ჩვენ არ შეგვიძლია,  _ გვითხრა ჭიჭილეიშვილმა. ჟორდანიას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც, თუმცა, ამ დრომდე ფიქრობენ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. _ ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას, არაერთხელ ვიყავით კიდეც მისული ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად. თავად ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ არხში მათი სახლებიდან ჩაედინება დაბინძურებული წყალი. მოკლედ, ჯერ კიდევ ძიებაში ვართ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, _ გვითხრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

ორიგინალური სასტუმრო

ახლახან იაპონიაში გაიხსნა "ბუს კაფე"...

ჰამბურგერის მუზეუმი

ფლორიდის ქალაქ დეიტონ-ბიჩის მცხოვრები 57...

“მომვლელი” ჯესი

დევონშირელი ლუიზა მურჰაუსის საყვარელი კოკერ-სპანიელი...

მფრინავი ფოსტალიონი

საფრანგეთში მფრინავი ფოსტალიონები გამოჩნდება -...

„რობოტის ბარი“

გერმანიაში ახლახან გახსნილი "რობოტის ბარი"...

დაპყრობილი კეიპტაუნი

კარგა ხანია, სამხრეთ აფრიკაში მშიერმა...
კარმიდამო ჩემი

მკურნალი ბუნება

ბროწეული არის "ზარმაცი" ნაწლავების მასტიმულირებელი...

"პენსიონერი მებაღე" კავშირი თვითწოდებასა და თვითრეალიზაციას შორის

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ სურგულაძეების...

ტუნგის ხე და ერთწლიანი ნერგების გადარგვის ვადები

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის...

რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შემოდგომის დასაწყისში

აგვისტოს ბოლოს, ბოსტნებში ზოგი ნათესი...

სანაკელის მოწყობა და ნაკელის შენახვის საუკეთესო წესები

ნაკელი მცენარისთვის საჭირო ყველა საკვებ...

როგორ მოხდება ღორების რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ღორის...

აზიური ფაროსანა სიმინდის ყანებს შეესია

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში გურიის...

წყალმცენარეები აკვარიუმისთვის

ჩვენს ირგვლივ ბევრს მოსწონს და...

სოკოს რაგუ წიწილის ხორცით

მომზადების წესი: ორი მოზრდილი თავი...

ბადრიჯანი ნიგვზიანი სატენით

ავიღოთ საშუალო ზომის  7-8 ცალი...


მიდიხართ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?