"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს", - მაშველის კურიოზები

ა კიდო

"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს", - მაშველის კურიოზები

14 იან. 2019, 14:57:06

ჟურნალი გზა 30 წლის მაშველის პაატა ჩხიტუნიძის სახალისო ისტორიებს აქვეყნებს. იგი 12 წელზე მეტია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს. 18 წლის იყო, ამ სისტემაში მუშაობა რომ დაიწყო, მას მერე ბევრჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრჯერ რისკზეც წასულა, თუმცა, როგორც რესპონდენტი ყვება სახალისო და მოულოდნელ სიტუაციებშიც ხშირად აღმოჩენილა.

- სამორიგეოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ბინაში ახალგაზრდა ქალი იყო ჩაკეტილი და დახმარებას ითხოვდნენ. მივედით შემთხვევის ადგილზე, კართან დგას ამ ქალის მეუღლე და შველას ითხოვს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თურმე მან დარეკა 112-ში. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, მაშველმა ზედა სართულიდან შეაღწია ბინაში და ვხედავ, კარს არ აღებს. ვურეკავ და გაკვირვებული ვეკითხები, რა ხდება? რატომ არ აღებ კარს? კართან ვდგავართ მე და მისი მეუღლე. ჩემი კოლეგა მეუბნება, მიდი, ცოტა გვერდზე გაიწიე, შენთან რაღაც სალაპარაკო მაქვსო. - რა ხდება? ისევ ვეკითხები. აქ, ამ გოგოსთან ერთად ბინაში კაციაო. თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავს მოყვანილი და ამიტომ არ უღებდა კარს და ვერც მაშველი აღებდა ამის გამო კარს.

- მაშველის ფორმა ხომ არ ჩააცვით ქალის საყვარელს?

_ დიახ, ნამდვილად ჩავაცვით ჩვენი ფორმა და გადავუშვით თოკით აივნიდან და იქიდან გადავაპარეთ. მიწაზე როგორც კი დადგა ფეხი კაცმა, იქიდან ელვის სისწრაფით გაქრა. იქ აღარ გამოჩენილა. ამის მერე მაშველმა გააღო კარი და დასრულდა ოპერაცია. ბოლოს ემოციური შეხვედრაც ვნახეთ, ქმარი ჩაეხუტა თავის ცოლს და უთხრა, - ვაიმე, როგორ ვინერვიულეო. ერთად დავტოვეთ ისინი და წამოვედით ისე, რომ ქმარს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ქალმა დარეკა 112-ში. შეშფოთებული იძახდა, რომ თითზე ბეჭედი გაეჭედა და ვერ იხსნიდა. გავედით და ვუშველეთ, მოვაძვრეთ საყვარელი ბეჭედი და გახარებული დავტოვეთ სახლში.




 ახალი ამბები
  • როდიდან დათბება საქართველოში _ უახლესი ცნობები გარემოს ეროვნული სააგენტოდანგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ  ცნობებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, სინოპტიკოსები 27 თებერვალს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს და მზიან ამინდის პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა. ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 იქნება. სოხუმშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღისით მზიანი ამინდი იქნება, ღამით კი მოთოვს. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ქარი. ბაკურიანში +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვა. გორში დღისით +8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. რუსთავში მზიანი, უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი ... ...
  • Reuters: ქართველები ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენთბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ობიექტივში მოხვდა. გთავაზობთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თარგმანს: „ასობით ადამიანი  გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის თბილისის ქუჩებში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას განთავისუფლების მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც მისი დაკავება ემუქრებოდა პოლიტიკური კრიზისის გააქტიურებას, რამაც გამოიწვია პრემიერ- მინისტრის გადადგომა გასულ კვირას. ქართული დროშების ფრიალით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში გაიარეს და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოხატონ მელიას დაკავების წინააღმდეგ და მოითხოვონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში სადავო კენჭისყრის შემდეგ. სამშაბათს პოლიციამ დააკავა ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მელია, შეტაკება მოხდა მის მხარდამჭერებთან და დაარბიეს ოფისი. მელიას ბრალად ედება 2019 წლის ივნისში ქუჩის საპროტესტო აქციებზე ძალადობა. მელია ბრალდებას უარყოფს და  პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამ საქმემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა აიძულა და მელიას დაკავებამ შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკური განხეთქილება 3,7 მილიონიან ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა გამოხატეს შეშფოთება მელიას დაკავების გამო და განაცხადეს, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის პერსპექტივას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი მომავალ კვირას ეწვევა საქართველოს. ის ასევე  მოლდოვასა და უკრაინაში ჩავა. მიშელი შეხვდება ოფიციალურ პირებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტმა აირჩია ორშაბათს გახარიას ნაცვლად, და ასევე ოპოზიციის წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" მოიგო საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხმები გაყალბდა და საარჩევნო პროცესი  დარღვევებით დასრულდა. იმ დროს მელიამ თქვა, რომ მისმა პარტიამ არ ცნო  შედეგი და ხელახალი არჩევნების ჩატარება ... ...
  • ნიკა მელიას წერილი საპატიმროდანნიკა მელიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება "ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარის წერილი საპატიმროდან. "გურია ნიუსი" მელიას წერილს უცვლელად გთავაზობთ. „ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მივმართავ მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება! თავისუფლებით არ ვაჭრობენ! თავისუფლება უნდა მოიპოვო! დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება. მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყველა კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით. ისევ მხოლოდ ერთიანობით, მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოში თავისუფალი ხალხი. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ! დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თავისუფლება 40 ათასი ლარი არ ღირს. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს სანდროსთვის პასუხი, თუ რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე აქედან, სწორედ ხვალინდელი დღისა და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი. ვარ მართალი, ვარ მხნე. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთსია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად! გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს ნიკა ... ...
  • საკრებულოს თავმჯდომარე: „სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს...“ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ საკრებულოს  დღევანდელი  სხდომა ქალი წევრების მიერ, ლიდერ ქალთა პროგრამის წარმატებით დასრულების, ინფორმაციით გახსნა. _სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, _ დაიწყო მან. _უსიამოვნო არ იყოს, სასიამოვნოს რა სჯობს, _ სასწრაფოდ შეაგება საკრებულოს წევრმა, ვასო ჩიგოგიძემ. დავით დარჩიამ  კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს  მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და  სერთიფიკატები ... ...
  • არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება, მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები - გზავნილი ციხიდანნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს, მათ შორის "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგ ნიკა გვარამიამ თქვა, ენმ-ს ლიდერი თავს მხნედ და კარგად გრძნობს, იცის ის რეაქციები რაც მის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებაში მოჰყვა, ხოლო პროკურატურის მორიგ შეთავაზებას გირაოზე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ნიკა მელია "დასცინის": "ვინერვიულე, განვიცდიდი, რომ შევდიოდი. ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა, როგორს ვნახავდი. ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ, დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგულ ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში. განაცხადა, რომ გირაო მისთვის სასაცილო და შეურაცხმყოფელია. პირდაპირ ასე თქვა - ბიძინა ივანიშვილზე მეტი მტერი იქნება ის ადამიანი, ვინც ე.წ. კეთილი ზრახვებით ფსევდო გულშმატკვარი გამოინახება და გადაიხდის ამ გირაოს მის ნაცვლად. მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიცაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ესე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისულფების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე." ამბობს ნიკა გვარამია. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...