კორონავირუსი და გურული იუმორი

დღის ფოტო

კორონავირუსი და გურული იუმორი

28 თებ. 2020, 12:36:45

ოზურგეთელი ლაშა ღლონტი  კორონავირუსის პირველ შემთხვევას საქართველოში იუმორით შეხვდა.

„გავითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები და არ ავყვეთ პანიკას. იუმორი გადაგვარჩენს“ , _  გვითხრა ლაშა ღლონტმა.




 ახალი ამბები
  • როდის აღუდგება გურიის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდება"დღეს 28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს, დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები", _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული.  "გურია ნიუსს" დილიდან უამრავი ადამიანი უკავშირდება. ყველა მათგანს აინტერესებს, როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. კითხვაზე პასუხის მისაღებად შპს "სოკარ ჯორჯია გაზი-აჭარა" რეგიონული ოფისის დირექტორს ვახტანგ ბერიშვილს დავუკავშირდით. "პასუხი, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მოწოდება, ჯერჯერობით, არ გვაქვს. დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი. ჯერ იმათგან ველოდებით სამუშაოების დასრულებას, რომ ჩვენ მერე დავგეგმოთ, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი", _ გვითხრა ბერიშვილმა და უფრო კონკრეტული პასუხის მისაღებად ტრანსპორტირების კომპანიაში გადაგვამისამართა. როგორც ტრანსპორტირების კომპანიაში გვითხრეს, ჯერ დაზიანებული ადგილის ძიების პროცესში არიან და კითხვაზე პასუხი, მას შემდეგ ექნებათ, რაც დაზიანების ხარისხს შეაფასებენ. "დღეს დილით, დაახლოებით, 7 საათზე დავარდა წნევა მაგისტრალზე, ქობულეთის განშტოებაზე, საიდანაც გაზი მიეწოდება გურია-აჭარას. ეს განშტოება სულ 67 კილომეტრია. მაშინვე მოვახდინეთ მობილური ჯგუფების მობილიზება და გავუშვით ადგილებზე, გადაკეტეს სახაზო ურდულები და ახლა მიმდინარეობს დაზიანების ადგილის ძიება. როგორც კი მოიძებნება, ამოითხრება და შევხედავთ დაზიანების ხარისხს, მას შემდეგ გვექნება დაზუსტებული პასუხი, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ ... ...
  • რატომ არ მიეწოდება დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი აირიდღეს დილიდან დასავლეთ საქართველოს რეგიონებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მიზეზად მაგისტრალზე არსებული ავარია სახელდება. სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზს "გურია ნიუსი" ამ დრომდე ვერ ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გაზი არ მიეწოდება _ მიზეზად ავარია სახელდებადღეს, დილიდან გაზი არ მიეწდება მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.  „გურია ნიუსის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხელი ხაზი არ გვპასუხობს.  ავტომოპასუხე მუდმივად დაკავების რეჟიმშია ან  დაცდას გვთხოვს. ოზურგეთელი, რიგითი ოპერატორები ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან:„გვითხრეს, რომ მოხდა ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება და  საღამომდე არ იქნება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“ - გვეუბებიან ისინი. აბონენტებს ჯერ არც  ესემეს შეტყობინება   მოსვლიათ, რაა გათიშვის მიზეზი   და როდის  აღდგება ბუნებრივი აირის ... ...
  • “ხაზზეა მასწავლებელი?!““თორნიკე, შემოდი სახლში, ხაზზეა მასწავლებელი!“ _მსგავსი ფრაზები პირველად ამ წლის დასაწყისში გავიგონეთ, როცა მსოფლიო პანდემიის გამო, განათლების სისტემა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - სასწავლო ოთახებიდან, სწავლის პროცესმა სახლებში და ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. თორნიკეს ბებიამ ინტერნეტის ჩართვა წვალებით მოახერხა და შვილიშვილს უხმო; თორნიკემაც თამაში შეწყვიტა და ონლაინ გაკვეთილზე “შევიდა“. დისტანციური სწავლების დაჩქარებულად დანერგვა; პედაგოგების მხრიდან, ხშირად საჭირო უნარების არცოდნა; ინტერნეტით დაუფარავი სოფლები და დასახლებები; ინტერნეტ რესურსის და ტექნიკური მოწყობილობების სიძვირე... _ აი, ამ გამოწვევების წინაშე დადგა მოსწავლე და მისი მშობელი ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას. ჩვენს რესპონდენტებთან ერთად, ვიწყებთ მსჯელობას, თუ როგორ გაუმკლავდა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს სახელმწიფო და დღეს ვისაუბრებთ გურიაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც აუცილებელია დისტანციური სწავლებისას.  “ხუთი შვილის დედა ვარ; აქედან სამი, ნაგომრის საჯარო სკოლაში სწავლობს, ერთი _ რაგბისტია; ერთიც _ კოლეჯის მოსწავლე ქალაქ ოზურგეთში. დისტანციური სწავლება ბავშვებს სახლში უჭირთ. ძირითადი პრობლემა ინტერნეტის არქონაა.  ამიტომ, პედაგოგებთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვთ“, _ გვიყვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები მერი ცინცაძე. მერი ცინცაძე-დოლიძე: “ინტერნეტი არ გვაქვს. პედაგოგებისგან ვიღებთ დავალებებს და შემდეგ, როდესაც ბავშვები დავალებებს შეასრულებენ, გადავუღებთ ფოტოს და ვუგზავნით მასწავლებელს, რომ შეამოწმოს.... ნოუთბუქები სკოლაში მიიღეს საჩუქრად და აქვთ, მაგრამ ინტერნეტის ფული არ გვაქვს.... 20-25 ლარი მაინც არის საჭირო, რომ თვიდან თვემდე ულიმიტო ინტერნეტი გვქონდეს.“ მერი ცინცაძე ამბობს, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში ჩაურიცხა სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტის თანხა, თუმცა ეს დახმარება აღარ გაგრძელებულა. “გამოდის, რომ უფრო მეტად მე ვასწავლი ბავშვებს, ასევე, ტელეფონით ეხმიანებიან პედაგოგები; დაწვრილებით მიდის გამოკითხვა... ძირითადად, ჩემი უფროსი შვილი ეხმარება თავის და-ძმებს. “ საუბარში უფროსი შვილი, კოლეჯის “ჰორიზონტი“ მოსწავლე მანანა დოლიძე გვერთვება: “წელს დავამთავრე ნაგომრის საჯარო სკოლა. მეც მომიწია დისტანციურ რეჟიმში სწავლა, თავიდან გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ 19-ლარიანი პაკეტები შეგვიძინა მთავრობამ. მართალია, ხანდახან ინტერნეტი “ჭედავდა“, მაგრამ  პედგოგებთან კონტაქტი გვქონდა. ახლა ოზურგეთის კოლეჯში “ჰორიზონტი“ ვსწავლობ, იქაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით და ჩვენს ოჯახში ახლა ოთხ ადამიანს გვჭირდება ინტერნეტი... ვიცი, რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვეცდები ჩავერთო ონლაინ სწავლებაში.... ვიპოვით, რაღაც გამოსავალს...“ _ ამბობს მანანა, რომელიც ჯერ თავის და-ძმას ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში და შემდეგ თვითონ სწავლობს. ამ მრავალშვილიან ოჯახში უფროსებს მუდმივი სამუშაო არ აქვთ. ამის მიუხედავად, მზად არიან, ყველაფერი მიიკლონ და პატარები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ. “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც დისტანციური სწავლების შესახებ კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ  ამონარიდს კვლევიდან: “ჩვენთან სოფლებში ინტერნეტი შემოყვანილი არ არის. რელიეფია მთა-გორიანი. განსაკუთრებით სიმწვანე რომ არის და ხეები გაიფოთლა, საერთოდ დაიკარგა ინტერნეტი. ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, თუმცა, ისიც კონკრეტულ ადგილებში იჭერს....“ (პედაგოგი); “ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, ისე სოფელში ინტერნეტი არ არის. მე კი ვრთავდი, მაგრამ ბავშვებს უჭირდათ; მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვერ ჩაურთავდნენ ინტერნეტს, რადგან ჩვენთან მაინც სეზონური სამუშაოებია და შემოსავალიც შესაბამისად სეზონურია. ეს შემოსავლები არ ჰქონდათ და რა უნდა მეთქვა?! იყო შემთხვევები, რომ რამდენჯერმე მე ჩავურიცხე მოსწავლეს ინტერნეტის ფული“ (პედაგოგი); “ინტერნეტი “იჭედებოდა“, გადაიტვირთა. ყველა ინტერნეტში იყო. ინტერნეტის ხარისხიც შემცირდა და ამ პანდემიის დროს შეძენაც გართულდა...“ (პედაგოგი); “მქონია შემთხვევა, რომ ინტერნეტის ხარვეზის გამო, ვერ ჩამიტარებია გაკვეთილი; ზოგჯერ _ ვერ შემოდიოდა ბავშვი, ზოგჯერ ხმა არ ისმოდა, ტექნიკური ხარვეზები იყო...“ (პედაგოგი);  „ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა, წყდებოდა ხმა, ზოგჯერ იყო, რომ მარტო პირის მოძრაობას ვხედავდი მოსწავლის და ამით ვხვდებოდი, რას ამბობდა...“ (დირექტორი); „გზები რომ ჩაიკეტა, გადაადგილება არ შეიძლებოდა, ყველას ხომ არ აქვს ბარათიდან თანხის ჩარიცხვის საშუალება?! ასეთი პრობლემების წინაშე თავისთავად დავდექით. ჩვენი სოფლიდან რაიონში [ქ.ოზურგეთში] უნდა წავიდეს ადამიანი, რომ ჩარიცხოს თანხა ტელეფონზე. ტრანსპორტიც არ მოძრაობდა, რა უნდა გვექნა?!“ (პედაგოგი). ხატია ჭანიშვილი “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტის მენეჯერი გვესაუბრება, თუ რა მიგნებები გამოიკვეთა კვლევის შედეგად: “მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საქართველოში მკაცრი ზომები შემოიღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა სკოლების ფუნქციონირება და, შესაბამისად, განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორ, რა მეთოდებით შეძლებდა ის სასწავლო პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო ქვეყნის მასშტაბით დისტანციური სწავლების დანერგვა. სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა Microsoft-ის 15 პროდუქტი, ასევე საკომუნკაციო პლატფორმა „ფიდსი“, ასევე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით _ პროექტი „ტელესკოლა“.  აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არ გამოცხადდა აკადემიური წელი, რაც მიანიშნებას იმაზე, რომ დისტანციური სწავლება აღიარებულია, როგორც სწავლების ეფექტური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.  შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი რგოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოსაზრებების გამოვლენა და შესწავლა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭა ზემოაღნიშნულ თემატიკას და სიტუაციიდან გამომდინარე, დროის მოკლე შუალედში დაიგეგმა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო  პანდემიის პირობებში განათლების სისტემაში დანერგილი და გახორციელებული სიახლეების ეფექტურობის შეფასება საჯარო სკოლების წარმომადგენლების  პერსპექტივიდან. დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესი სასკოლო საზოგადოებისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა, დამძიმდა პედაგოგთა და დირექტორთა ფსიქო - ემოციური მდგომარეობა. ისინი აღმოჩნდნენ იმგვარი ბარიერების წინაშე, რომელთა გადალახვაც საწყის ეტაპზე მათთვის წარმოუდგენელი იყო და ბევრ კითხვას აჩენდა. გამოიკვეთა, რომ სკოლის დირექტორებს დეტალური ინსტრუქციები  სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, რაც მათ მისცემდა საშუალებას, შეერჩიათ იმგვარი სტრატეგია, რომ უზრუნველეყოთ ყოველი მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროცესში. ეს კი, დირექტორთა გარკვეული ნაწილისთვის, საკმაოდ რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა. ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვის შესაძლებლობა, რესურსების შექმნა და მოძიება, კლასის მართვის სტრატეგიების გაცნობა და დახვეწა, მენეჯმენტის რგოლის გაძლიერება, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და სხვადასხვა აქტივობით პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა, _ ეს ის საკითხებია, რომელთა  პრობლემურობა ქმნიდა ბარიერებს, და მნიშვნელოვნად აზიანებდა ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მოსწავლეების თანაბარ პირობებში ჩაყენების შესაძლებლობას. გამოიკვეთა, რომ რეგიონსა და დედაქალაქს შორის ძირითადი განსხვავება უკავშირდებოდა ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა რეგიონში უფრო დაბალი იყო. კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ გურიის რეგიონში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტიზაციის პროცესი დაწყებული არ არის; შესაბამისად, მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტთან, გარდა გურიის რეგიონისა, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და დირექტორების თქმით, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მოსწავლეების და პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა თბილისი, ისინი დაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც აგრეთვე არ ჰქონდათ წვდომა ფიქსირებულ ინტერნეტთან. ამ ბარიერის გადალახვა რესპონდენტებმა საკუთარ სატელეფონო ანგარიშებზე მობილური ინტერნეტის გააქტიურებით სცადეს, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მათი თქმით, მობილური ინტერეტის შეძენა საკმაოდ ძვირია, თანაც, ის პლატფორმები, რომლებსაც დისტანციური სწავლების გახორციელების პროცესში გამოიყენებოდა, საჭიროებდა მეგაბაიტების დიდ რაოდენობას. პედაგოგები აღიშნავდნენ, რომ ისინი ახერხებდნენ მობილური ინტერნეტის გააქტიურებას საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ, რაც შეეხება მოსწავლეებს და, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მშობლებს, მათ ძალიან გაუჭირდათ და ბევრმა ოჯახმა ვერ მოახერხა უზრუნველეყო მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა შესაბამისი სახსრების არქონის გამო. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ მიმართულებით იყვნენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახები. რესპონდენტების განმარტებით, გურიის რეგიონის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ძირითადი შემოსავლის წყარო სეზონური სამუშაოებია; კარანტინის პირობებში კი, მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და შესაბამისად, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ძალიან გაუჭირდათ თანხის გამოყოფა მობილური ინტერნეტისთვის“, _ ამბობს ხატია ჭანიშვილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მოსწავლეებისთვის ინტერნეტ პაკეტის შეძენის საკითხი არ განიხილება: “ამ წლის გაზაფხულზე, ორი თვის მანძილზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, აღმოსავლეთ ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, მოხდა  აბიტურიენტებისთვის, მეთორმეტეკლასელებისთვის უფასო ინტერნეტ პაკეტების შეძენა. ამ პროექტში ჩართული იყო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი 32 მოზარდი. ასევე, ათობით ბავშვს ინტერნეტპაკეტები შეუძინა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ. ახლაც, ოზურგეთის ყველა საჯარო და კერძო სკოლა, სულ 8 160 ბავშვი, ონლაინ რეჟიმში სწავლობს,“_ ამბობს იმედაშვილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ამბობს, რომ მსგავსი პროექტით ისარგებლეს ჩოხატაურშიც: “პროექტის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ ინტერნეტის მეშვეობით ჯეროვანი წვდომა ჰქონოდათ ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო მასალებთან; ისინი ჩაერთვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო საგნების მომცველ 2-თვიან ონლაინ კურსში, რომელსაც უძღვებოდნენ გამოცდილი პედაგოგები. ასევე, ისინი ჩაერთვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დარგობრივ/საგნობრივ უფასო ონლაინ კურსებში. ამ პროექტით წახალისდა  ჩოხატაურში მცხოვრები 28 მოსწავლე.14 მოსწავლეს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა შეუძინა ინტერნეტპაკეტი. ჯამში,  ჩოხატაურის  საჯარო სკოლების 42 მოსწავლეს გაეწია დახმარება. “ თუ რა კრიტერიუმით შეირჩა მოსწავლეთა ეს კონტიგენტი, პასუხი ზოგადია _ მოსწავლეები, რომელთა მშობლებს ინტერნეტ პაკეტების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტიძე კი ამბობს, რომ მსგავსი პროექტი ლანჩხუთში არ გახორციელებულა: “ის მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ სოციალურად დაუცველები, არ აპირებდნენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას და აქედან გამომდინარე, ორთვიანი უფასო პაკეტებით ამ პროექტის ფარგლებში, არავის უსარგებლია. 25 მოსწავლეს უფასო ინტერნეტპაკეტი შეუძინა დეპუტატმა ნინო წილოსანმა... იყო შემთხვევები, როდესაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დახმარების აქცია ჩაატარეს და დაეხმარნენ იმათ, ვისაც ინტერნეტის თანხა არ ქონდა. ასევე, იაქტიურა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და მობილიზება გააკეთა, რომ ინტერნეტ პაკეტები შეეძინა ბავშვებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთო მის წამოწყებულ აქციაში. ასევე, მასწავლებლების ნაწილმა მოსწავლეებს კომპიუტერები ათხოვეს, რომ ონლაინ სწავლის დროს მომხდარიყო მათი ჩართვა სწავლებაში,“ _ გვითხრა ნინო ჩიტაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი: “თვითონ ონლაინ სწავლებას, რაც ხარვეზები აქვს ქვეყნის მასშტაბით, იგივე არის ოზურგეთში. ეს ხარვეზები არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ამ რეჟიმში ვართ თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ პირველად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ინტერნეტი არ არის, ამიტომ, სკოლები იყენებენ სხვადახვა პლატფორმებს, როგორიცაა თიმსი, ზუმი, დახურული ჯუგფები, ამ პლატფორებს დისტანციური სწავლების დროის 65-70% უჭირავთ, დანარჩენ დროს კი ტელეფონით ხდება დაკავშირება და დავალებების მიცემა ისე, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე მოსწავლე. ონლაინ სწავლება არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს არის ოპტიმალური ამ შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში.“ კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთვსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გურიაში მხოლოდ 8 763 ფიზიკურ პირს და 372 იურიდულ პირს აქვს შეყვანილი ინტერნეტი. ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია “ეარნეტს“, “მაგთიკომს“ და “სილქნეტს“ ყავს. საქსტატის მონაცემებით კი, საქართველოში, საშუალოდ, მოსახლეობის 21%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, 38%-ს კი _ კომპიუტერთან. ამ ეტაპზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიაში მიმდინარეობს საპილოტე ქსელის მშენებლობა.  "ოუფენ ნეტის" დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, რეგიონის 30 000-მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით (ინფორმაცია 19 ოქტომბერს http://opennet.ge/-ზე გავრცელდა). სანამ გურიაში მცხოვრები  ოცდაათი ათასი ოჯახი ინტერნეტს მიიღებს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, 97 საჯარო და 4 კერძო სკოლაში ჩარიცხული 14 405 მოსწავლეთა უმრავლესობა, ცდილობს მასწავლებელს ტელეფონის ინტერნეტით დაუკავშირდეს. მშობლები ცდილობენ, რომ სატელეფონო ინტერნეტ პაკეტისთვის საჭირო ფული იშოვონ, რომ მასწავლებლები ვირტუალურ სივრცეში თუ ვერა, სატელეფონო ხაზით მაინც დაუკავშირდნენ მათ ... ...
  • ილია მეორის მიმართვასაპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად. ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...