"მინდა, ისევ სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გურია ვიხილო!"


კულტურა

"მინდა, ისევ სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გურია ვიხილო!"

27 ივნ. 2012, 07:34:09

_ გურია ჩემი დედულეთია. ძალიან მიყვარს ეს ულამაზესი კუთხე. ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ოზურგეთში, დეიდებთან _ ტუშა და ლიდა დოლიძეებთან. ისინი პედაგოგები იყვნენ. ტუშა დეიდა წლების განმავლობაში იყო განათლების განყოფილების გამგე, შემდეგ _ სკოლის დირექტორი. ამბობენ, გურულები ფიცხები არიანო. მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები და ვიტყოდი, რომ გურული არის ჭკვიანი, აქვს სილაღე, რაც ძალიან მომწონს, აქვს იუმორი. ჩემ გარშემო დედაჩემი, ჩემი დეიდები, ნათესავები, ყველანი თავდაჭერილი ქალბატონები იყვნენ. დედაჩემი არასოდეს კონფლიქტში არ შედიოდა არავისთან. როგორც უკვე მოგახსენეთ, თითქმის ყოველ ზაფხულს ვიყავი ოზურგეთში, შემდეგ მივდიოდით ბახმაროში. საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე ვბრუნდებოდით. არაჩვეულებრივი კურორტი გაქვთ გურულებს.

_ მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

_ არა, მსახიობობაზე არ მიოცნებია, უბრალოდ, ცელქი და ძალიან სხარტი ბავშვი ვიყავი. დამამტკიცეს ფილმებში "მაგდანას ლურჯა" და "სხვისი შვილები." მოგეხსენებათ, ამ ფილმებმა დიდი წარმატება მოიპოვეს. სკოლა რომ დავამთავრე, არ მიფიქრია, მსახიობობა ამერჩია პროფესიად. ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანებმა, რეჟისორებმა _ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ მირჩიეს, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა. მეც გავითვალისწინე მათი რჩევა და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

_ როგორ გაიხსენებთ სტუდენტობას?

_ ძალიან გამიმართლა _ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. ვისაც ახსოვს, თუ როგორი პიროვნება და პედაგოგი გახლდათ ბატონი მიშა _ უნიკალური ადამიანი თავისი ცოდნით, თავისი ნიჭით, თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, დამეთანხმება, რომ ეს მართლაც დიდი ბედნიერება იყო. მას ფანატიკურად უყვარდა თეატრი. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ცემდა სახვით ხელოვნებას, მუსიკას, ლიტერატურას, მეცნიერებაშიც კი ერეოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ შემდეგ მისი მრავალმხრივი ცოდნა თეატრში მოეტანა. ბატონ მიშას უდიდესი წვლილი მიუძღვის მისი სტუდენტების აზროვნების ჩამოყალიბებაში. არც ერთი სტუდენტი არ გააცდენდა მის ლექციას, თუ უკიდურესი მდგომარეობა არ იყო. ყველას მიგვიხაროდა საინტერესო და უნიკალური ლექციების მოსასმენად. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების გვერდით აღმოვჩნდი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ შესანიშნავი ახალგაზრდები: მარინე ჯანაშია, გივი ჩუგუაშვილი, დათო კვირცხალია, მარინე გამცემლიძე, მაგდა მებურიშვილი და სხვები. ჩვენ სამსახიობო-სარეჟისორო გაერთიანებული ჯგუფი ვიყავით და ჩვენთან ერთად სწავლობდნენ ასევე შემდგომ ცნობილი რეჟისორები: ქეთი დოლიძე და ნუგზარ ბაგრატიონი.

_ თქვენ მიერ შესრულებული როლი ყველა ერთნაირად გიყვართ?

_ მე არ ვეთანხმები იმ მსახიობებს, რომლებიც ამბობენ, ყველა როლი შვილებივით მიყვარსო. იყო სპექტაკლები, რომლებიც ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა. ძალიან კარგად მახსენდება სპექტაკლები: ლალი როსებას "პრემიერა" და "პროვინციული ამბავი", ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე" (რეჟისორი მედეა კუჭუხიძე). განსაკუთრებით მიყვარს მარგო, "ჯაყოს ხიზნებიდან" (რეჟისორი თემურ ჩხეიძე)

_ თქვენი მეუღლე, თემურ ჩხეიძე 10 წელი იყო მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ ხნის განმავლობაში თქვენ მხოლოდ ორ სპექტაკლში ითამაშეთ.

_ თემური ხშირად მეუბნებოდა: თუ დავინახავ, რომ ორი მსახიობიდან ამა თუ იმ როლს ერთნაირი სიძლიერით შეასრულებთ, აუცილებლად იმ მეორე მსახიობს დავამტკიცებ როლზეო. საერთოდ, როცა თეატრში ხელმძღვანელია მეუღლე, უნდა ეცადო, რომ იქ "ხაზეიკა" არ გახდე. მე მგონი, ეს მოვახერხე.

_ თქვენ თითქმის 40 წელია, რაც ცოლ-ქმარი ხართ. ალბათ, პრობლემებიც იყო ამ ხნის განმავლობაში.

_ მთავარი იყო, რომ ერთად ვყოფილიყავით. პრობლემები კი ზოგჯერ ალამაზებს კიდეც ცხოვრებას. რა თქმა უნდა, სხვადასხვა შეხედულებებმა კონფლიქტამდე არ უნდა მიგიყვანოს. ჩვენ როცა რაიმე გვეწყინებოდა, მეორე დღეს უკვე აღარ გვახსოვდა. თემური ხშირად წასულია _ მას სხვადასხვა თეატრებში იწვევენ. ხელოვანს სჭირდება თავისუფლება, თუ მას შებოჭავ, ეს აუცილებლად ცუდად დაგიბრუნდება.

_ როგორც ვიცით, მალე საგასტროლოდ ეგვიპტეში გაემგზავრებით.

_ დიახ. წარმოვადგენთ სპექტაკლს "შეყვარებულთა ბარათები." მე და გია ბურჯანაძე ვმონაწილეობთ. სპექტაკლი ორი ადამიანის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს. ასევე, ამჟამად ვმუშაობ ბრმა ქალის როლზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ბრმა არის, ძალიან აქტიურ და ლაღ ცხოვრებას ეწევა; ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, რომელიც გადაწყვეტს, სიურპრიზი გაუკეთოს ცოლს. წარმატებული ოპერაციის შედეგად მას თვალის ჩინი დაუბრუნდება. სამწუხაროდ, ამის შემდეგ იწყება მისი ტრაგედია. თურმე, ის სამყარო, რომელშიც იგი ცხოვრობდა, სინამდვილეში სულ სხვანაირი ყოფილა. ეს მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალი დეპრესიაში ვარდება. ფსიქოლოგიურად ძალიან დატვირთული როლია...

_ თქვენი შვილი მშობლების გზას არ გაჰყვა...

_ ჩემი შვილი, რომელსაც ჩემი დედამთილის, მედეა ჩახავას პატივსაცემად მედეა დავარქვით, ინგლისური ენის სპეციალისტია. მყავს შვილიშვილები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას ალამაზებენ.

_ გურულებს რას ეტყვით?

_ რამდენიმე წლის წინ ვიყავი გურიაში. სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი კუთხე ისეთი ლაღი უკვე აღარ მეჩვენა, როგორიც მე მახსოვდა და ძალიან დამწყდა გული. მე მინდა, ისევ აყვავებული, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გურია ვიხილო. გურიიდან ყოველთვის სიცოცხლის სიყვარულით ჩამოვდიოდი, გურულს შეუძლია, წამიერად მოიფიქროს რაღაც გენიალური. თუ დღეს მე მაქვს სიყვარულის უნარი, ამას ძალიან ვუმადლი გურიას. ასევე, მინდა, მოვეფერო ჩემს მეგობარს, ოზურგეთის თეატრის ერთ-ერთ წამყვან მსახიობს, ზაირა კალანდაძეს (თოთიბაძე) _ იგი ჩემი ჯგუფელია. ამ გვარს ისე ვიყავით შეჩვეული, რომ ვეჩხუბებოდით, ქმრის გვარზე რატომ გადახვედიო. იგი ძალიან საინტერესო მსახიობი და კეთილშობილი ადამიანია. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა. კიდევ დიდხანს იკაშკაშოს მისმა ნიჭმა ქართულ სცენაზე.




 ახალი ამბები
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...
  • "კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ"- კალაძე„გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. „გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. კალაძემ აღნიშნა, რომ წინ დიდი გამოწვევებია და მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „საქართველოს ყოველთვის უწევდა რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გზის გაკვალვა და გადარჩენა, მაგრამ დღეს, კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ“,_ განაცხადა კალაძემ. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....