„მოტრაბახეთა კლუბი“

კულტურა

„მოტრაბახეთა კლუბი“

5 აგვ. 2019, 15:49:13

დღევანდელ მოგონებებში ტრადიციას არ დავარღვევთ, რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო ამბებს წარმოგიდგენთ.

1999 წლის 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში კარლო საკანდელიძის შემოქმედებით საღამოზე მისი წამყვანი, კოტე მახარაძე იგონებდა:

„ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა „მოტრაბახეთა კლუბი“,სადაც გაერთიანებული ვიყავით ერთმანეთზე უარესი მატყუარები. ერთხელ კამათისას ვიღაცას წამოსცდენია, რომ დიდი ლოქო დაიჭირა, სოსო ლაღიძეს კი უთქვამს, ერთხელ იმხელა ლოქო დავიჭირეთ, ცხენზე გადავკიდეთ და კუდი ერთ მხარეს ეთრეოდა მიწაზე, თავი მეორე მხარესო. მაგრამ თურმე კარლო მხოლოდ ჩაიცინებდა და ხმას არ იღებდა. როდესაც მისი რიგი დამდგარა, ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ბიჭები სიცილით დახოცილან. იგი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, მდინარის ნაპირას წყლის დასალევად ჩასული კამეჩი ლოქომ როგორ გადაყლაპაო“.

თავის დროზე ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იტალიაში იმყოფებოდა. მათთან ერთად იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო თაბუკაშვილი. ბატონი ჯანსუღი იტალიური შთაბეჭდილებებიდან ერთ ამბავს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა:

“კონცერტი ტარდება ვენეციის მოედანზე. სამი ათასამდე კაცი ფეხზე დგას, ორი ათასი – ზის. მე ვეღარ ვაქტიურობ, მივეჩვიე ანსამბლის ყოველდღიურ საოცარ ფურორს და თან მეჩქარება, მინდა, კონცერტი დროზე დამთავრდეს, მოედნის კუთხეში ლუდის მაგიდა მაქვს შეკვეთილი.

ჰამლეტ გონაშვილმა “ჩაკრულო” შეუბერა, დაამთავრა და ინგრევა ვენეციის მოედანი ხუთი ათასი მსმენელის ტაშის გრიალით და შეძახილებით. მე ვდგავარ ჩემთვის და ტაშს არ ვუკრავ, ლუდზე ვფიქრობ. გვერდით ვიღაც იტალიელი კაცი ხმამაღლა და უდიერად მომმართავს, მეჩხუბება. ერთი სიტყვა კი გავიგე – “ლა დეგენერატო”. თარჯიმანი მოვიყვანე. როცა გავარკვიეთ, ვინ ვინ იყო და რა მოხდა, ორივემ სიცილი დავიწყეთ. ამ იტალიელ კაცს მეც თანამემამულე ვეგონე და გაოცებული მეჩხუბებოდა,  – შე დეგენერატო, უკეთესი რა მოგისმენია, რომ ტაშს არ უკრავ და ამ ხუთი ათას ადამიანში ერთადერთი უვიცი იტალიელი შენ ხარო. ჩვენს სიცილ-ხარხარში კონცერტი დასრულდა და ის იტალიელი ჩვენ წამოგვყვა ლუდის დასალევად.” 

რეზო ლაღიძეს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა – სანამ ინსტრუმენტზე დაკვრას დაიწყებდა, ოთახის დარაბებს საგულდაგულოდ ხურავდა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ კომპოზიტორთა სახლში ცხოვრობდა.

– წერის დროს თუ ფანჯრები არ დავკეტე, დიდი შანსია, რომელიმე კოლეგამ „თავისი დაწერილი“ ჩემივე მელოდია მომასმენინოსო.

მსახიობი ჯემალ მონიავა იხსენებდა: კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო საღამოზე ქალბატონმა ვერიკომ ხელი მოიტეხა. მთელი დარბაზი ერთი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ელოდა ვერიკო ანჯაფარიძის საავადმყოფოდან მობრუნებას. ქალბატონი ვერიკო მობრუნდა და განაგრძო თამაში თაბაშირიანი ხელით. ვინ იცის, რა აუტანელი ტკივილებით დაასრულა სპექტაკლი ისე, რომ მაყურებელს მის სახეზე ტკივილის ჩრდილიც არ დაუნახავს. მსახიობი გმირულად „ითმენდა“.

ასეთივე შემთხვევას იგონებდა ოთარ მეღვინეთუხუცესიც: „მახსოვს, „ურიელ აკოსტას“ წარმოდგენაზე ხელი მოიტეხა. სასწრაფო გამოიძახეს, სახელდახელოდ შეუხვიეს ხელი და ისევ სცენაზე გავიდა. ბოლო მოქმედება ასე ჩაატარა. სცენაზე ნატრობდა სიკვდილს. ამიტომაც არ მოეშვა უკანასკნელ წუთებამდე საქმეს. სულ უკმაყოფილო იყო, ხმა ამოიღეთ, გაინძერით, რას გაჩუმებულხართო, - ხშირად გვეუბნებოდა. როგორც წიწილებს კრუხი, ისე დაგვტრიალებდა თავს“.

რეზო ჩხეიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ორადგილიან ოთახში ჩემთან ერთად ერთი შავკანიანი აფრიკელი ცხოვრობდა, რომელიც ასევე სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ერთ საღამოს ოთახში შევდივარ და ვხედავ ჩემი მეზობელი საწოლზე ზის და მწარედ ტირის. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა – მამა გარდამეცვალაო. შევწუხდი და ვანუგეშებ, სხვადასხვა სიტყვებს ვეუბნები – რას იზამ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, გამაგრდი-მეთქი... მან კი მოულოდნელად ტირილი შეწყვიტა და მითხრა:

– ყველანი სიკვდილის შვილები კი ვართ, მაგრამ როგორ გავმაგრდე, როცა ჩემი ქვეყნის ხალხი მამის მაგივრად ტახტზე ასვლას მთხოვს. მე კი მეფობა არ მინდა, კინორეჟისორობა მინდაო.

ჩემი მეზობელი, თურმე მეფის შვილი, პრინცი ყოფილა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში.“

კომუნისტების მმართველობის პერიოდში მილიციას ძალიან ცუდი იმიჯი ჰქონდა. ერთხელ ცნობილი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი და გენიალური კონსტანტინე გამსახურდია დეზერტირების ბაზარში იყვნენ ხორცის საყიდლად. კოწიამ ყასაბს ჰკითხა:

– გული გაქვს?

– არა, – მიუგო მეხორცემ.

– ჯიგარი? – ყასაბმა კვლავ უარყოფითად უპასუხა.

– ტვინი?

– არც ტვინი, ბატონო, – ხელები გაშალა ყასაბმა.

კოწიამ, რომელსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა მილიციელები, ყასაბს უთხრა:

– რა, მილიციელი ხომ არ დაკალით და მის ხორცს ყიდითო?

ორშაბათობით მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების ნაცვლად იმართებოდა ქართული ესტრადის ხელოვანთა კონცერტები, რომელთაც მრავალი მაყურებელი ესწრებოდა. მორიგი საღამო დებმა იშხნელებმა გამართეს. პარტერის პირველ რიგში ამავე თეატრის უკვე ფრიად ხანდაზმული სამი დიდი მსახიობი იჯდა.

- კაცო, სანდრო, თუ კაცი ხარ, ამიხსენი, ეს დები იშხნელები თავიდან ხომ ოთხნი იყვნენ?

- კი! – მერე, ახლა სამნი რატომ გამოდიან?

- ერთი მოკვდა!

- აბა, რომელი?

- აი, ის, შუაში რომ დგას!

მსახიობმა ბინოკლი მოიმარჯვა და დიდხანს ათვალიერებდა შუაში მდგარ მთლად გაჭაღარავებულ მომღერალს.

- საწყალი, რა ახალგაზრდა მომკვდარა…




 ახალი ამბები
  • „არა-ფობიას!“ განცხადება შობის ღამეს გამონაკლისის დაწესებაზესამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ. პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამე. ამ მხრივ საყურადღებოა ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „...იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. [ეს შეზღუდვა] მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა". სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი  გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას)[1], ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს. გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: ·  იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი  გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე; · გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, _ ნათქვამია ... ...
  • "დღეს გამორიცხულია" _ ათასობით აბონენტი სიცივეში რჩებადღეს დილით "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს. იმის გასარკვევად, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, "გურია ნიუსი" გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნული სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდება. "მიუხედავად მაქსიმალურის გაკეთებისა, დღეს ვერ შევძლებთ აღდგენას. ნაპოვნია დაზიანების ადგილი, მაგრამ იმდენად მიუვალი ტერიტორიაა, წინ ტრაქტორი მიდის, რომ გზა გაკაფოს და უკან ჩვენი ჯგუფი მიჰყვება. მთელი ღამე მოგვიწევს პროჟექტორის შუქზე მუშაობა, რომ ხვალისთვის მოსახლეობას გაზი ჰქონდეს", _ გვითხრა ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერათენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება ... ...
  • „გომისმთაზე ნამდვილი ზამთარი ახლა დაიწყო“ახლახან, „გურია ნიუსის“ მეგობარმა, გომისმთის ერთ-ერთმა პირველმა მკვიდრმა, მერაბ სანიკიძემ მზისგულზე გაფენილი, თოვლით დაფარული გომისმთის ფოტოები გამოგვიგზავნა. „გომისმთაზე ნამდვილი ზამთარი ახლა დაიწყო. მთელი ღამე თოვდა. დილით მზემ გამ ოანათა, თუმცა, ცისკიდურს საზამთრო იერი აქვს. გომისმთას  ბარად  „გიგზავნით,“   დატკბით_ ასეთია ჩვენი მეგობრის ... ...
  • რა შეზღუდვები ამოქმედდა საქართველოში დღეიდან _ სრული ჩამონათვალისაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა. დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში; ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები; სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. სათხილამურო კურორტეზე ასევე: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: ქვეყნის მასშტაბით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით: აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის: 1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; 2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას; 3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; 4. დელივერსა და გატანის სერვისებს; 5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; 6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; 7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; 8. აგრარული ბაზრობის მუშაობას 9. და სხვ. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...