ბადრი დოლბაია: "ჩემი დეპრესიის მიზეზი იყო ფიქრი იმაზე რა უნდა გამეკეთებინა ფოთში"

კულტურა

ბადრი დოლბაია: "ჩემი დეპრესიის მიზეზი იყო ფიქრი იმაზე რა უნდა გამეკეთებინა ფოთში"

27 იან. 2021, 19:41:36

რომ არა მომღერალი, ვიქნებოდი...

“რომ არა მომღერალი, ვიქნებოდი მსახიობი. ჩემთვის სიმღერა ძალიან ახლოს არის თეატრთან. თითოეული სიმღერის ვიდეო რგოლი, ფაქტობრივად, არის ფილმი. როლი, რომელსაც ვასრულებ, არის ის, რასაც ვითამაშებდი ფილმში.

ბოლო პერიოდში, პანდემიის დროს, იმდენად ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, ბევრი ინტერესი აღმოვაჩინე და ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, ვინ ვიქნებოდი... ალბათ, მსახიობი“, _ ამბობს მომღერალი ბათუ (ბადრი) დოლბაია.

ბათუმ არა ერთი კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მისი თქმით, ეს არასოდეს ყოფილა მისი ოცნება _ სულ სხვა მიზნები ჰქონდა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, იმ პერიოდში ქვეყანაში არ იყო დიდი არჩევანი, აღარ ტარდებოდა კონცერტები, არ იყო სიმღერის და განვითარების საშუალება. აქედან გამომდინარე, ის ყველა კონკურსს უდგებოდა, როგორც კონცერტს, მაყურებელთან წარდგენის ერთ-ერთ საშუალებას.

ფოთში მაგ პერიოდში საკმაოდ პოპულარული ვიყავი და ადგილობრივ კონცერტებზე დიდი მოთხოვნა იყო ჩემზე. მინდოდა ამ ხალხის იმედები გამემართლებინა, გამომეყენებინა ტელევიზიების პლატფორმები, რომ სხვაგანაც გაეგოთ ჩემს შესახებ. მაგრამ შევცდი _  კონკურსი და შედარება უფრო სწორი იქნება სპორტში, ვიდრე ხელოვნებაში. არც ერთ კონკურსში არ მომეცა შანსი ჩემი მუსიკალური პოზიციის და შესაძლებლობების ნახევარი მაინც რომ მეჩვენებინა.

ამის შემდეგ ბათუ დოლბაიამ დაიწყო საავტორო სიმღერების შექმნა და პირდაპირი კონტაქტის დამყარება საკუთარ მსმენელთან.

ბათუ დოლბაია დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და შემდეგ ჩააბარა კონსერვატორიაში. ის ამჟამად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გუნდის მსახიობია და ასევე ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგია. მან საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო სიმღერა _ მესამე კლასიდან, სკოლის პარალელურად, სწავლობდა ხელოვნების სასწავლებელში; მღეროდა ფოთის ანსამბლ “თეთრ თოლიაში”.

როგორ ცხოვრობდა მომღერალი პანდემიამდე

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გუნდის მსახიობი ვარ. ეს არის ჩემი სამსახური და შემოსავლის ძირითადი წყარო. საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო სამსახურია _ გვიწევს მნიშვნელოვანი საოპერო სპექტაკლების შესრულება. აქედან გამომდინარე, ნაკლები დრო მრჩებოდა იმისთვის, რომ ჩემი გემოვნებით გამეკეთებინა მუსიკა და შემექმნა რაღაც ახალია, მაგრამ მაინც ვახერხებ ამას. მყავს ბენდი „ Goodfellas“. მათთან ერთადაც ვმუშაობ ხოლმე კორპორატიულ საღამოებზე და ვასრულებთ მსოფლიოში ცნობილ ჰიტებს.

ჩემი იდეა იყო, ასეთ ღონისძიებებზე შეგვეპარებინა ჩემი საავტორო სიმღერები, რომელიც ძალიან მოსწონდათ მსმენელებს. ბენდის პრომოვიდეოს ჰქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება და გადავწყვიტეთ ჩემს სიმღერაზე გადაგვეღო ვიდეო რგოლი, თუმცა, ამას უკვე კორონავირუსმა შეუშალა ხელი.

ასევე, შანსი გვქონდა „Black Sea Arena“ გვემღერა. რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა ბენდისთვის _ საქართველოში შეასრულოს თავისი ნამუშევარი 7 000 მაყურებლის წინაშე. და აი ამ დროს აღმოვჩნდი ფოთში.

პირველი, რაც გავიაზრე, იყო ის, რომ მარტიდან სექტემბრამდე ფოთში უნდა ვყოფილიყავი. ეს ის პერიოდია როცა ყველას გვეგონა, რომ სექტემბერში დამთავრდებოდა ეს პანდემია. მეორე უარყოფითი _ ასეთი სერიოზული გეგმა ჩაგვეშალა, ვიდეო რგოლის გადაღებაც გადაიდო. ყველაზე დიდი საშინელება და ჩემი დეპრესიის მიზეზი _ რა უნდა გააკეთო ფოთში, ქალაქში სადაც 10 წლის წინ ვიყავი ბოლოს და დავრწმუნდი, რომ შემოქმედებითი კუთხით აქ რაიმეს შექმნა გამორიცხულია“.

ფოთში ჩასვლის შემდეგ ბათუმ დაიწყო ქალაქში ადაპტაციას და ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების მოძიება.

„ეს არ იყო ის ფოთი, რომელიც მე მახსოვდა. არასწორი ინფორმაცია მომდიოდა, თითქოს კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო ქალაქში. მაგრამ აქედან იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ამბები პანდემიის პერიოდში.

ჩემთვის სიურპრიზი იყო, თუ როგორი გახდა ფოთი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ნელ-ნელა გავიცანი ნიჭიერი და ხელოვანი ადამიანები. მათთან ერთად შეიძლებოდა რაღაცის მოფიქრება და გაკეთება, მიძინებული ქალაქის გამოღვიძება. გავიცანი ბენდი, რომელიც ფოთის ხელოვნების სასწავლებელში შეიქმნა, აგრეთვე, ინდივიდუალური შემსრულებლები. გაოცებული დავრჩი მათი შესრულების ხარისხით, მუსიკალური დონით და გემოვნებით, რამაც ძალიან გამაკვირვა.

ჩავატარეთ სამი კონცერტი ადგილობრივი ახლგაზრდების ორგანიზებით. კონცერტში მონაწილეობდა ჩემი ბენდიც _ „Goodfellas“. ყველაზე დიდი სიხარული იყო მაყურებლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, რაც ზოგადად არ ახასიათებს ფოთს„, _ამბობს მომღერალი.

კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ბათუმ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში პედაგოგად. მან გააგრძელა ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ უფრო სხვა კუთხით, უფრო მეთოდური, კონკრეტული და დროში გაწერილი მიდგომებით. ბათუს ხელმძღვანელობით ორი სხვადასხვა რგოლისგან: ვოკალისტებისგან და ბენდისგან შეიქმნა ახალი გუნდი, რომელსაც ჰქვია„BAND_AID”. გუნდი პრეზენტაცია საახალწლო კლიპით მოხდა.

გეგმები...

„ახალ ვიდეოზე ვმუშაობთ _ ბენდიც, გუნდიც და სოლისტებიც. გვინდა მაყურებელს უკეთ გავაცნოთ ჩვენი თავი და ეს იქნება თამამი განაცხადი ჩვენს შესახებ. მინდა ბავშვების შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და უკეთ გაიგოს მთელმა ქვეყანა,მ რამხელა პოტენციალი არსებობს ფოთში“.

რითი დაამახსოვრა თავი პანდემიის პერიოდმა?

„ცუდით დავიწყებ, რადგან მინდა კარგ ნოტაზე დავასრულო.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ დღეს მამაჩემი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია _ კორონას ყველაზე რთული ფორმა აქვს, თუ შეიძლება ის ფორმებად დავყოთ. ალბათობა იმისა, რომ გადარჩეს, ძალიან დაბალია. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კორონამ მომიტანა პირადად მე.

რაც შეეხება კარგს _ შემოქმედებითად ასეთი აქტიური და თავისუფალი არასოდეს ვყოფილვარ. პანდემიის პერიოდში სწორედ იმას ვქმნი და ვაკეთებ რაც მინდა, რასაც ვგრძნობ, როგორც ხელოვანი, მუსიკის შემქმნელი და შემსრულებელი. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ის ბავშვები, რომლებთანაც მე ვმუშაობ. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მათგან _ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ამ სითბოთი ცხოვრება. აქამდე არც მიფიქრია პედაგოგის როლზე და ამ მიმართულებით სიყვარულის მოპოვებაზე. ეს ყველაფერი თავისით მოხდა და ახლა ვხვდები, რომ ძალიან ძვირფასი განძია სიყვარული, რაც ბავშვებისგან მოდის“.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...