"ჩარლი ჩაპლინი თბილისში"

კულტურა

"ჩარლი ჩაპლინი თბილისში"

2019 მაი 6 15:35:28

2019 წლის 15 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ყოფილი კადეტთა კორპუსი, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 27) გაიხსნება წურაბ წერეთლის გამოფენა ,,ჩარლი ჩაპლინი თბილისში”.

თბილისი (ტფილისი 1936 წლამდე) ერთი იმ ქალაქთაგანია, რომლის მჩქეფარე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი, მდიდარი და ორიგინალური ცხოვრების სტილი, ტყუილად კი არ უწოდებდნენ თბილისს ,,სახლი მხიარულებისა”.

XIX საუკუნის შუა წლებში თბილისში გაიხსნა იტალიური ოპერა და ლამის მთელი თბილისი ოპერის არიებს მღეროდა. მოგვიანებით გამოჩნდა ცირკი - სამყარო, სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს - ბავშვებიც და უფროსებიც.

ცირკის ბობოქარმა პალიტრამ, განსაკუთრებით კი მასხარამ, Commedia Dell'arte პერსონაჟმა პიერომ, ბევრი მხატვარი მოხიბლა, მათ შორის დომიე, რენუარი, დეგა, პიერო ვატო, პიკასო, ფერნან ლეჟე, ვასილი შუხაევი, ჯორჟ რუო და სხვები. ცირკმა მონუსხა ცნობისმოყვარე და მგრძნობიარე ბიჭუნა ზურაბ წერეთელიც. ცირკის თემას, რომელიც ყოველთვის ახლობელი იყო წერეთლისათვის, მან წლების განმავლობაში ხელოვნების მრავალი ნიმუში მიუძღვნა. ტანმოვარჯიშეებმა, ილუზიონისტებმა, აკრობატებმა და მასხარებმა მომავალ მხატვარს შესთავაზეს დინამიურობითა და დრამატიზმით აღსავსე, მდიდარი, ნათელი, მხიარული სამყარო. როგორც ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: ,,ცირკი ერთადერთი წარმოდგენაა, როდესაც გიჩნდება გრძნობა, რომ შენ გძინავს და ხედავ ნამდვილად ბედნიერ სიზმარს...”

ცირკის მსახიობები ითვლებოდნენ სოციალურ აუტსაიდერებად, ისინი ღარიბები იყვნენ, მაგრამ დამოუკიდებელნი. ზურაბ წერეთლის ცირკთან დაკავშირებული ტილოები ეხმიანება მარკ შაგალის სიტყვებს: ,,ცირკი! მაგიური სიტყვა, მრავალსაუკუნოვანი გასართობი აღლუმი, სადაც ცრემლი, ღიმილი, ხელის თუ ფეხის მოძრაობა მაღალი ხელოვნების ხარისხს იძენს. და რას ღებულობს სამაგიეროდ ცირკის მსახიობი? პურის ქერქს. ღამეს განმარტოება და ნაღველი მოაქვს, რომელიც მომდევნო დღემდე გრძელდება და ისევ ძველი ცხოვრების განახლებას უქადის. ჩემთვის ცირკი ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლია”.

განსაკუთრებული ადგილი ზურაბ წერეთლის შემოქმედებაში ფრინველებს და ცხოველებს უჭირავს, რომელთაც მხატვარი ადამიანურ თვისებებს ანიჭებს და ათავსებს ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

მხატვრობასა და ლიტერატურაში .ცხოველების ,,გაადამიანურებას”  და ადამიანის ცხოველით ჩანაცვლებას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ეს ალეგორიული ხერხი გამოყენებული იყო პოპულარულ იმპროვიზირებულ ხალხურ სანახაობაში ,,ბერიკაობა”. ცხოველების პერსონაჟები ბატონ ზურაბის ნახატებში დაჯილდოებულნი არიან ადამიანური ხასიათებითა და ემოციებით, სიყვარულითა და ერთგულებით, სევდითა და სიხარულით...

XIX საუკუნის ბოლოს დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება - კინო, ანუ დიადი მუნჯი, როგორც მაშინ მას ეძახდნენ. ცოტა ხანში კი ეკრანებზე გამოჩნდა ჩარლი ჩაპლინის კეთილი და ამავე დროს სევდიანი მაწანწალა. პატარა ზურაბი ბებიასთან ერთად ჩაპლინის არც ერთ ფილმს არ აცდენდა და მღელვარებით თვალყურს ადევნებდა, განიცდიდა და იცინოდა მის თავგადასავლებზე. მოგვიანებით, ჩარლი ჩაპლინის გმირმა შთააგონა მხატვარი შეექმნა უზარმაზარი სერია ნაწარმოებისა, რომელშიც გადახლართულია რეალური სცენები ფილმებიდან და მხატვრის ფანტაზია, სადაც ჩაპლინის გმირი მოთავსებულია ხელოვანის მიერ მოგონილ სიტუაციებში.

 წერეთელმა ჩარლის მაწანწალა მოათავსა ძველ თბილისში და ის მაშინვე თავისიანად იქცა, თითქოსდა ჩარლი იქ დაიბადა და გაიზარდა. აი, ჩარლის გმირი ქუჩის ფეხსაცმლის მწმენდავთან ერთად, სხვა ტილოზე ის და კინტო განუყრელი ძმაკაცებივით არიან გამოსახულნი. კინტოს და ჩარლი ჩაპლინის გმირს შორის ბევრია საერთო: მხიარულება, ენერგიულობა, სიცუღლუტე, ფამილიარობა... თავად ჩარლიც ბატონ ზურაბის ტილოებზე ქართველს ჩამოგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ.... სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ზურაბ წერეთლის ხელოვნებაში დიდი როლი ითამაშა ეთნოგრაფიულმა ექსპედიციებმა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით: ,,ღრმა კვალი დატოვა ჩემში აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ. მაგონდება, მთვარიან ღამეში, ცეცხლის პირას გატარებული ღამეები და საუბრები გიორგი ჩიტაიასთან. მან სხვა თვალით შემახედა ჩემი სამშობლოს ისტორიას, ბუნებას, ხალხს და ჩემს საქმიანობასაც. მსოფლიო კულტურის საგანძურში _ შთამაგონებდა ბატონი გიორგი _ ადგილს დაიკავებს მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც ეროვნული ფორმით გამოხატავს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს” - იგონებდა ბატონი ზურაბი.

დიდი კომიკოსის შვილი ჯერალდინა 2011 წელს სტუმრობდა მხატვარს მოსკოვში და ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,ზურაბმა მიჩვენა პორტრეტი, სადაც მე მამასთან ერთად ვარ გამოსახული... მე იქ ცოტა ქართველს ვგევარ და ხელში კატა მიჭირავს”. მხატვარმა ჯერალდინას მამის სკულპტურა აჩუქა. ,,შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი ჩაპლინი თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია? - შეეკითხნენ ბატონ ზურაბს. - წინათ მე მართლა მიყვარდა მისი ხატვა, ახლა კი, რაც მისი შვილი გავიცანი, ორივეს ერთად დავხატავ ხოლმე!”

კომპოზიციები ჩაპლინის გამოსახულებით არ არის პორტრეტები პირდაპირი გაგებით, ისინი უფრო მაღალ პოეტურ ფორმას ნაზიარები ნაწარმოებებია. დიდი მსახიობი წერდა: ,,ორმოც წელზე მეტია მე ვაცინებდი ადამიანებს მთელს დედამიწაზე. მაგრამ მე უფრო ბევრს ვტიროდი, ვიდრე ისინი იცინოდნენ”.

ხელოვნების დანიშნულება ეს არ არის მარტო ხილულის ჩვენება, არამედ იმის გამოაშკარავებაა რაც არ ჩანს, ჩამალულია. როცა ჩვენ კამერით სამყაროს ვაკვირდებით, ვხედავთ ის რაც ჩანს. მაგრამ თუ ფოკუსიდან გავალთ, ხილული სულ სხვა ეფექტს მოგვცემს და ეს სხვა ხსნის მხატვრის ხედვას და მსოფლმხედველობას.  მიუხედავად ,,პატარა მაწანწალას” გამოსახულებიანი ზოგიერთი ნაწარმოების მელანქოლიური ტონალობისა, მხატვრის ტილოებში იგრძნობა ხელოვანის მთავარი მოწოდება - სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში ეს სიყვარულია.

ორ ოსტატს, ჩაპლინსა და წერეთელს შორის ბევრია საერთო - შეიძლება ითქვას, რომ ორივე არის “Self Made Man”. მათი საერთო ნიშანია ადრე გამომჟღავნებული ნიჭი და ორიგინალურობა. ხელოვნების მწვერვალები რომ დაეპყროთ, ორივეს დიდი შრომის და ენერგიის დახარჯვა მოუწიათ. ხელოვანების - არტისტისა და მხატვრის - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინისა და ზურაბ წერეთლის მენტალურმა სიახლოვემ დასაბამი მისცა მრავალ საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებს, რომლებიც იქმნებოდა ორმოცი წლის მანძილზე და ეს შემოქმედებით დიალოგი კვლავ გრძელდება...




 ახალი ამბები
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს