„დაუჯერებელი შემთხვევა“

კულტურა

„დაუჯერებელი შემთხვევა“

30 ივნ. 2019, 09:51:48

ბატონი ბესო ბერულაშვილი მართლაც რომ უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევას გაიხსენებს.

„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.

ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.

ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე.  მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლება-მეთქი - ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა.“




 ახალი ამბები
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...