გიორგი გაგლოშვილი: “ასეთი უჩვეულო ფორმით პოეზია და ლიტერატურა დღემდე არ არსებობდა”

კულტურა

გიორგი გაგლოშვილი: “ასეთი უჩვეულო ფორმით პოეზია და ლიტერატურა დღემდე არ არსებობდა”

2 თებ. 2021, 00:22:20

გიორგი (გაგლო) გაგლოშვილი _ 29 წლის ახალგაზრდა თბილისიდან, მხატვარ-ანიმატორი, ილუსტრატორი, პერსონაჟის დიზაინერი.

გიორგიმ 13 წლის ასაკში დაიწყო ხატვა და ინტერნეტის დახმარებით, დამოუკიდებლად ისწავლა ანიმაციების გაკეთება, შემდეგ დაიწყო კომიქსების სცენარების წერა და ხატვა. მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულია 16-მდე ანიმაცია, ის, ასევე, მუშაობს შეკვეთებზე და 100-მდე ანიმაცია აქვს გაკეთებული.

„საქართველოში სრულყოფილად ვერსად ვერ ისწავლი ანიმაციას. არის განხრა სამხატვრო აკადემიაში _ მედიახლოვნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სწავლების დონე მაღალია“, _ აღნიშნავს გაგლო.

მიზანდასახული, ზარმაცი, გულჩვილი _ ასე ახასიათებს გაგლო საკუთარ თავს. მისი თქმით ანიმაციაზე მუშაობა მისი ცხოვრებაა.

ამ ეტაპზე მუშაობს „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონის“ პროექტზე

„მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც დაიწყო უბრალოდ პოსტერის დახატვის იდეით. ანუ იქნებოდა ჩვეულებრივი პოსტერი, რომელზეც გამოსახულნი იქნებოდნენ შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი.

ხატვის პროცესში დამებადა იდეა, რომ პროექტი სერიად გამეკეთებინა და ნაწილ-ნაწილ დამედო, მათ ილუსტრაციასთან ერთად დამეწერა მათივე ნაწარმოებები“, _ ამბობს გაგლო.

ამ დროისთვის დარჩენილია ბოლო ნაწილი „გალაკტიონი“ , რომელიც, როგორც ანიმატორი ამბობს, მალე დაიდება ინტერნეტსივრცეში და შემდეგ კი ყველას ერთ პოსტერში შესთავაზებს მაყურებელს.

_ როდის გაჩნდა პირველი ანიმაციის შექმნის იდეა და რომელია ეს ანიმაცია?

_ ამ მიმართულებით პირველი ანიმაცია იყო „სტუმარ-მასპინძელი“, რომლის გაკეთების იდეაც მომივიდა „სტუმარ-მასპინძლის“ კომიქსზე მუშაობის დროს.

_ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ანიმაციის შექმნისას?

_ ჯამში, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში კარგი პროდუქტი გამოვიდეს. მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია სახის მიმიკები და ლექსის კითხვა.

_ რა არის თქვენი ანიმაციის მიზანი? რა უნდა მიიტანოს მან მაყურებლამდე?

_ ამ კონკრეტული სერიის მიზანია რომ ახლებური სახით შესთავაზოს მაყურებელს ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს _ ვგულისხმობ ლიტერატურას და პოეზიას.

_ როგორია თქვენი ანიმაციის შექმნის თანმიმდევრობა?

_ დღემდე რა ანიმაციაც გავაკეთე, გავაკეთე უკვე არსებულ ჩანაწერზე. მაგალითად youtube-ზე მოვისმინე ვაჟას ერთ- ერთი ლექსი, უბრალოდ აუდიო, რომელზეც ფოტო იდო. კითხვის ეს მანერა იმდენად მომეწონა, რომ დამებადა ამავე აუდიოზე ანიმაციის გაკეთების იდეა.

 _ ანიმაცია “სტუმარ-მასპინძელი” სამი ნაწილისგან შედგება. რა დრო დაგჭირდათ მის შესაქმნელად და რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?

_ პირველი ნაწილი სპონტანურად გავაკეთე და ჩემდა გასაკვირად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა _ ხალხი კომენტარებში ითხოვდა მეორე ნაწილს. დაახლოებით 3 თვეში გავაკეთე მეორე ნაწილი, რომლის შექმნისას ბოლო დღეებში ძალიან ვიჩქარე და მთლად ისეთი კარგი არ გამოვიდა, როგორსაც დღეს ვისურვებდი. მეორე ნაწილი არის 6 წუთზე მეტი და მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ პირველ ანიმაციაზე ორჯერ ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა. დღემდე არ ვიცი, რატომ.

_ სასწავლო პროცესის დროს პედაგოგები ხშირად იყენებენ თქვენს ანიმაციებს. ეს ხომ არ იყო ანიმაციების სერიის წამოწყების მიზეზი?

_ დიახ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა უკვე, რაც ძალიან მახარებს, თუმცა, ანიმაციების სერიის დაწყების ძირითადი მიზეზი ეს არ გამხდარა. ამ სერიის გაგრძელების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ასეთი უცხო და უჩვეულო ფორმით პოეზია და ლიტერატურა დღემდე არ არსებობდა. ვინაიდან და რადგანაც ეს ნიშა პირველმა ვიპოვე, აუცილებლად გავაგრძელებ და არ მივატოვე შუა გზაში.

_ რომელია თქვენი საყვარელი ანიმაცია?

_ არის რამდენიმე _ backwater ghospel, paranorman, song of the sea, Frankenweenie და სხვა.

_ რამდენად შეაფერხა თქვენი საქმიანობა პანდემიამ?

_ პირიქით _ იმატა საქმემ და სახლიდან ვაკეთებ ანიმაციის შეკვეთებს. თვითონ კორონავირუსზეც 2 ანიმაცია გავაკეთე 2020 წელს. ერთ-ერთი მიდევს კიდეც გვერდზე.

_ რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

_ სამომავლოდ მაქვს რამდენიმე ახალი პროექტი და იდეა. რომლის განხორციელებაც ადრეულ გაზაფხულზე მინდა, სადღაც მარტი-აპრილში. გვერდზე ვაპირებ ანიმაციური რუბრიკის დამატებას _ ტელე-პოეზია. თუ რას ნიშნავს ტელე პოეზია და რატომ „ტელე“, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ასევე, დაწყებული მაქვს მუშაობა ვაჟა-ფშაველას მომდევნო ანიმაციაზე, რომელიც სტილისტურად იქნება წინა ანიმაციებისგან სრულიად განსხვავებული და ფერადი. გარდა ამისა ვაპირებ ერთ ძველ ქართულ სიმღერაზე ანიმაციური კლიპის გაკეთებას. მინიშნებას ვიტყვი,რომ მომღერალი არის ქალი, რეალური პიროვნება.            





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...