„გურიის ბუნება ჩემი შთაგონების წყაროა“ _ მზია კვინტრაძის პერსონალური გამოფენა

კულტურა

„გურიის ბუნება ჩემი შთაგონების წყაროა“ _ მზია კვინტრაძის პერსონალური გამოფენა

2018 ოქტ 11 07:34:50

„გურია“ _ ასე  ჰქვია ჩოხატაურელი მხატვრის, მზია კვინტრაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ჩოხატაურის სახვითი ხელოვნების გალერეაში 8 ოქტომბერს გაიხსნა.  მხატვარი საკუთარი შემოქმედების შთაგონების წყაროდ მშობლიური კუთხის, გურიის ბუნებას მოიაზრებს და მას ზღაპრულს, ფერწერულად გენიალურს უწოდებს.

_ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და  ჩემთვის ვერთობოდი. ჩემი ძმა ხატავდა ძალიან კარგად და მივუჯდებოდი ხოლმე და მეც დავიწყებდი ხატვას. როცა წამოვიზარდე, ძალიან მინდოდა ჩამებარებინა სამხატვროზე, მაგრამ ოჯახი  წინააღმდეგი იყო.  როგორღაც მაინც მოვახერხე ჩემი გამეტანა. ჯერ ტექნიკუმიდან დავიწყე, იმიტომ, რომ აკადემიაში ვინც აბარებდა, ყველა ემზადებოდა, მომზადებების საშუალებები არ იყო და გადავწყვიტე, ჩამებარებინა თოიძის ტექნიკუმში. შემდგომ გავაგრძელე სწავლა მაშინდელი პუშკინის სახელობის ინსტიტუტში, ზოგადი ტექნიკებისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.  სპეციალობით _ ხატვა და ხაზვა. ცოტა არქიტექტურაშიც გარკვეული ვარ. სამხატვრო აკადემიის ლექტორები გვასწავლიდნენ, ძალიან კმაყოფილი ვარ პედაგოგების და, ზოგადად, იმ განათლების, რომელიც მივიღე იმ ინსტიტუტში. აგრეთვე უნდა აღვნიშნო ტექნიკუმიც, ჩვენ გვქონდა სახელოსნო  და გვყავდა პედაგოგი, რომელიც ამჟამად მხატვართა კავშირის ხელმძღვანელია.

_ ნამუშევრებს, ძირითადად, რა თემაზე  ქმნით?

_ ძირითადად, ვხატავ პორტრეტებსა და პეიზაჟებს. ბოლომდე კმაყოფილი არავარ, თუმცა, პროფესიონალი მხატვრები, ზოგიერთ ჩემს ნამუშევარს შედევრად მიიჩნევენ. გამოფენაზეც ითქვა მსგავსი ფრაზები, ძალიან ბევრ ნამუშევარზე, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. თუმცა, რისი გაკეთებაც მინდა, ვფიქრობ, ჯერ არ მაქვს გაკეთებული, მუშაობის პროცესი მაქვს ძალიან მცირეხნიანი,  პეიზაჟების ხატვაში შორს წასვლა არ მჭირდება, ვაღებ ფანჯარას და ჩემს თვალწინაა ულამაზესი ბუნება. ქალაქის მხატვრები დადიან ჩანახატებზე, მთიან ზონებში იმისთვის, რომ დაინახონ სასწაული პეიზაჟები და ა.შ. მე ეს არ მჭირდება, რადგან მე აქვე მაქვს ეს ბედნიერება. გურიაში არის ასეთი ადგილები, საოცარი, ზღაპრული, ფერწერულად გენიალური და შეუდარებელი. ჯერ ამ ადგილების დათვალიერებას ვიწყებ და ვარჩევ, რომელი ჯობია გავაკეთო და ჩემებურ ხედვას ვდებ, რა თქმა უნდა. გურიის ბუნება ჩემი შთაგონების წყაროა,

ხატვის პროცესზე საუბრისას მხატვარი, პირველ რიგში, დროის სიმცირეს უსვამს ხაზს, რადგან ქალბატონი მზია, ამავდროულად,  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი გახლავთ და მომავალი მხატვრების აღზრდითაა დაკავებული, რაც ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს.

_ხატვისთვის დროის გამონახვას ვერ ვახერხებ, როგორც საჭიროა. სახლში როცა მივდივარ, თითქმის ბნელა და სინათლის შუქზე რასაც ვახერხებ, ვხატავ.  დილით კიდევ 1 საათით ვცდილობ, ვიმუშაო. ჯამში _ 1 საათი ღამით, 1 საათი დილით. სამხატვრო სკოლაში კი აბსოლუტურად ვეკუთვნი ბავშვებს. ვეცადე, ჩემი პროფესიონალიზმი მეჩვენებინა ბავშვებისთვის, მუშაობა და ბავშვების სწავლის პროცესი შემეთავსებინა, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ბავშვებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. თუნდაც აკადემიური ნახატის სწავლაში უამრავი დრო „გვეკარგება“. მაგრამ არცერთ წამს დაკარგულად არ მივიჩნევ, როდესაც მოსწავლეებზეა საუბარი.

ახალ თაობაში ძალიან ნიჭიერი ბავშვები მოიძებნება. მინდა სინანულით აღვნიშნო, რომ მხატვრობა არ მიიჩნევა პრესტიჟულ პროფესიად, რადგან  ადამიანები,  ხშირ შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ არ არის შემოსავლიანი სფერო და ეს ღუპავთ მათ. მატერიალური სიკეთე  ყველა სფერომ შეიძლება მოიტანოს თუ პროფესიონალი ხარ. თუმცა, მხატვრობა პრესტიჟულად არ მიაჩნიათ მშობლებს და ბავშვებს ეს ღუპავთ. მინდა რომ არ დაუჯერონ მშობლებს, მეც თავის დროზე არ დავუჯერე მშობლებს და  ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით. შეიძლება, ყველას ჩემსავით არ გაუმართლოს, მაგრამ სხვას სხვანაირად გაუმართლებს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაფრის საფუძველი გახლავთ სიყვარული, მე მქონდა და მაქვს უსაზღვრო სიყვარული ჩემი პროფესიისა. მთავარია, შენი საქმე გიყვარდეს და ყველაფერი გამოგივა უსათუოდ.


_ რომელიმე მხატვარმა თუ მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?

_ ძალიან ბევრმა. ახლა სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველთვის ვათვალიერებ მხატვრების შემოქმედებას, საქართველოს ნამდვილად ჰყავს ძალიან ნიჭიერი მხატვრები, ნებისმიერ თაობაში. ახალგაზრდა თაობაც ისეთი მოდის, სასწაულ შტრიხებს აკეთებენ. თუნდაც გია გუგუშვილი, რომელიც რექტორია, ახლახანს ვნახე მისი ნამუშევრები და გასაოცარი მიმართულება აქვს, აბსტრაქციონისტია, ამ აბსტრაქციაში დევს აზრიც, ფერწერაც, კომპოზიციაც, ყველაფერი ძალიან შეთანხმებული და კარგი აქვს. გურიის რეგიონი რომ ავიღოთ _ ძმები დარჩიები, ავთო თავართქილაძე განსხვავებული ხელწერების ადამიანები არიან. თუნდაც ჩემი მასწავლებელი გურამ ცერცვაძე, რომელსაც არაჩვეულებრივი წარმატება ჰქონდა. გოჩა ზირაქიშვილი _ ძალიან კარგი მხატვარი. კიდევ ძალიან ბევრი, არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და უკრაინაშიც.


რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას, მზია კვინტრაძის თქმით, ეს გახლდათ მის შემოქმედებაში რიგით მე-5 პერსონალური გამოფენა. აღნიშნული ფაქტი,  სწორედ რომ ხატვის მიმართ მის უსაზღვრო სიყვარულზე მეტყველებს, რადგან დატვირთული პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მხატვარი აქტიურად ზრუნავს საკუთარ შემოქმედებაზე.

_ პერსონალური გამოფენა მქონდა 4-ჯერ ჩემს ცხოვრებაში. 5 გამოდის, მაგრამ ვამბობ, რომ 4 გამოფენა მქონდა, რადგან პირველი გამოფენის ფოტომასა არ მაქვს შემონახული. დიდი გამოხმაურება და პომპეზურობა არ ახლდა,  ვიწრო წრეში ჩატარდა ეს გამოფენა. შემდგომი გამოფენა ჩავატარე კულტურის სახლის ფოიეში, რომელიც ამჯერად აღარ არსებობს. მე-3 _ ოზურგეთში 2007 წელს. შემდგომი პერსონალური გამოფენა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში _ 2011 წელს, პედაგოგებსაც ჰქონდათ ნამუშევრები წარმოდგენილი. ბოლოს ჩატარდა 2018 წლის 8 ოქტომბერს. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან მინდოდა ზაფხულში ჩამეტარებინა ქალაქ თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შევძელი და გადავდე, დაახლოებით, 6 თვით.  ვფიქრობ, რომ 4 თვეში მექნება გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძესთან. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, სამომავლოდაც ყველაფერი კარგად იქნება. 


_ როგორ ფიქრობთ ადამიანები სწორად აღიქვამენ თქვენ მიერ ნამუშევრებში გადმოცემულ აზრს?

_ ხშირად ვერ ხდება ზუსტად  იმის აღქმა, რისი გადმოცემაც მსურს, შეიძლება ზოგჯერ უფრო უკეთესადაც აღიქვან, შეიძლება უარესადაც, ეს სხვადასხვაგვარი და ინდივიდუალურია. გემოვნებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეტაპს მის ცხოვრებაში, რამდენად უფრო  ახლოსაა სახვით ხელოვნებასთან, რამდენად მოსწონს კონკრეტული ჟანრი. თუ ადამიანს ხელოვნებასთან რაიმე სახის კავშირი აქვს და გარკვეულ იდეას ხედავენ, ეს მახარებს. ხანდახან ხდება, რომ ნამუშევარი, რომელსაც არ მივიჩნევ მნიშვნელოვნად, დავდე სოციალურ ქსელში, ხელოვნების ექსპერტები ისეთ შეფასებას აკეთებენ, რომ ცაში ფრენა მინდება სიხარულისგან. ისეც ხდება, რომ მე შეიძლება არც კი ჩამიდია კონკრეტული აზრი, რასაც ხედავენ, ან არც მიფიქრია ისეთ რაღაცეებს ხედავენ. ხანდახან, რაც მინდა, ის ნააზრევი თუ იდეა, არ გამოდის, იკარგება...


 მე მუშაობის პრინციპი ასეთი მაქვს _ ძალიან სპონტანურად ვაკეთებ და უცბად თუარ დავხატე, მერე გადამივლის, ეს ჩემი ხასიათიც გადაივლის და შემდეგ არ გამომდის ისეთი კარგი. მყავდა ლექტორი, რომელიც სულ იმეორებდა ჯგუფში _ თქვენ არცერთს არ გაქვთ „ცოცხლად წერის“ უნარი კვინტრაძის გარდაო და მე სიხარულისგან ვიკივლებდი ხოლმე. მე, რომელსაც მეგონა, რომ სხვები ყოველთვის ჩემზე უკეთესები იყვნენ. ლექტორები ჩემს შინაგან განწყობას ხედავდნენ და მომყვებოდნენ. მაშინ, როცა, პირიქით, მასწავლებელს უნდა მიჰყვე იქეთ და ისინი აქეთ მომყვებოდნენ. ნამდვილად არავარ ჯიუტი, ძალიან დამყოლი ადამიანი ვარ, მაგრამ ხატვის შემთხვევაში არავის ვუჯერებ. ჩემს განწყობას ასე უფრო გამოვხატავ, ვიდრე ნამუშევარს ველოლიავო, ვაწიკწიკო და სარკისებური გავხადო. თუ განწყობა მაქვს, ამასაც ვაკეთებ. ჩემი აზრით, ჭეშმარიტია ის, რაც შენი გულიდან მოდის და როცა შენ მართალი ხარ შენს ნახატთან. პირისპირ დგახარ ნახატთან და მხოლოდ აზრები, ფუნჯი და საღებავები გაგაჩნია. ამ დროს სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ნახატებში ჩემი გულწრფელობის ნაწილი დევს  და ალბათ, ამას ხედავს საზოგადოება.


_ კრიტიკას თუ ხვდებით და როგორ იღებთ მას?

_ ყველანაირ კრიტიკას ვიღებ და რადგან აღქმა ინდივიდუალურია. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რატომ არ გაქვს დახატული ეს კონკრეტულად, მას აქვს ეს შეხედულება, რომ მე უნდა ვხატო ის, რაც მას უნდა. ხანდახან ადამიანებს, რომლებიც, თითქოსდა, მიკვეთენ, რომ _ „აი, ასე უნდა დახატო შენ“ _ ვუჯერებ და ისიც კარგი ნამუშევარი გამოდის. ასე რომ, მთლად ტყუილად არ ლაპარაკობენ ისინი.

_ ნამუშევრების გაყიდვაზე თუ გიფიქრიათ?

_ ნამუშევრებს, ზოგადად, არ ვყიდი, მოწადინებული არ ვარ. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე. მე, რა თქმა უნდა, მიჭირს ნამუშევრებთან განშორება, ჩემთვის ფასდაუდებელია თითოეული ნახატი, თუმცა, ასეც ხდება ხოლმე.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას მზია კვინტრაძემ აღნიშნა, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ქალბატონი, გამოფენის გარდა სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ წარიმართება. ის სთხოვს მშობლებს, რომ ყურადღება მიაქციონ შვილების სურვილებს, რადგან რაიონში ძალიან ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული მომავალი მხატვარი მოიძებნება, რომელთაც განვითარება და ხელის შეწყობა სჭირდებათ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...