Nasa ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში ფილმს გადაიღებს
Nasa ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში ფილმს გადაიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია Nasa-ს ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრიდენსტინმა ტვიტერში გაავრცელა.
"Nasa მოხარულია ტომ კრუზთან მუშაობით კოსმოსში ფილმის გადაღებისთვის. ჩვენ გვჭირდება პოპულარულმა მედიამ შთააგონოს ახალი თაობის მეცნიერებსა და ინჟინერებს, რომ Nasa-ს ამბიციური გეგმები რეალობად იქცეს", - წერს ჯიმ ბრიდენსტინი სოციალურ ქსელში.