„ოკრიბის ღმერთი“_ სოფიო კუბლაშვილის სადებიუტო წიგნი

კულტურა

„ოკრიბის ღმერთი“_ სოფიო კუბლაშვილის სადებიუტო წიგნი

24 სექ. 2019, 15:36:12

„ოკრიბის ღმერთი“_ ასე ჰქვია სოფიო კუბლაშვილის სადებიუტო წიგნს, რომელიც იმერული დიალექტით დაწერილ 50-მდე ნოველას აერთიანებს.

წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და ნოველები, რომლებიც წიგნშია შესული, როგორც ლიტერატურულ პრესაში, ასევე სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა და მკითხველში პოპულარობით სარგებლობდა, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

სიკვდილის პირველი აღქმა, სიცოცხლის წყურვილი, რას ნიშნავს ადამიანისთვის მიწა და თავისუფლება, პირველი სიყვარული, ფორიაქი, სტუმარ-მასპინძლობა, იმერელი კაცის ხასიათი და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ_ ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი განცდებისა, რასაც ავტორის თქმით, მკითხველი წიგნის კითხვისას შეიცნობს.

როგორც გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია  ამბობს, „ოკრიბის ღმერთი“ არის მხატვრული პროზა დოკუმენტური ფორმით და მკითხველს ქვემო იმერეთს აცნობს.

„ნოველები გავაერთიანეთ ერთ წიგნად, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ერთი ხერხემალი აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ნოველები და მინიატურებია, განწყობა, გარემო, პერსონაჟები, რომლებიც ნოველიდან ნოველაში გადადიან კოლორიტული კუთხის, მხარის,  საიდანაც არის ავტორი და ძალიან კარგად იცნობს, ეს არის ქვემო იმერეთი,  ხელშესახებად იგრძნობა.

თვითონ ეს თემა და გარემო უცხო არ არის ქართული ლიტერატურისთვის, თუნდაც რეზო ჭეიშვილისა და რეზო გაბრიაძის სახელების ხსენებაც საკმარისი იქნება და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებას განსხვავებული შტრიხი შეჰმატა სოფიო კუბლაშვილმა“,_ ამბობს კვარაცხელია.

როდის დაიწყო წიგნში შესული ნოველების წერა, რატომ დაერქვა წიგნს „ოკრიბის ღმერთი“ და რა არის ავტორის ძირითადი სათქმელი მკითხველისთვის _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ სოფიო კუბლაშვილს ესაუბრა.

კუბლაშვილის თქმით, 2016 წლიდან დაიწყო ციკლის ნოველებად ჩამოყალიბება.  თავიდან, დოკუმენტური აღწერების ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი პერსონაჟების დიალოგებში გამოჩნდა ენა, კუთხური დიალექტი, რომელიც  არის სხარტად და სახალისოდ წასაკითხი.

წიგნში ორი სოფელია აღწერილი. ერთი, ქვემო იმერეთში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელია  ხრესილი, მეორე კი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სკანდე.

როგორც ავტორი ამბობს, სოფლებს ერთმანეთის მსგავსი და თან განსხვავებული დიალექტური ზონა აქვს, რომელსაც  ერთმანეთის მსგავსი ხიბლი გააჩნია, სხარტი, მოქნილი ენაა და ქმნის იუმორს.

„მკითხველი იმოგზაურებს იმერეთის მხარეში, წააწყდება ისეთ აღწერებს, როგორიცაა სახლის შიდა მოწყობილობა, ეზოების მოწყობილობა, ადამიანის საქმიანობის სფეროები, მიწათმოქმედება იქნება ეს თუ საქონლის მოვლა. ეს არის ჩვენი გარემო და ბავშვობაც. თუნდაც, ქალაქის მაცხოვრებლები ვიყოთ კავშირი გვაქვს სოფელთან. ჩემი, როგორც ავტორის, ღმერთი არის ოკრიბაში და ოკრიბის ღმერთი არის ჩემი წინამძღოლი ცხოვრების დანარჩენ გზაზე. 

ოკრიბა არის ტყიბულის რაიონის სოფლების გამაერთიანებელი არაოფიციალური სახელი. თუმცა, ოკრიბამ, თბილისში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ვინც ეს არ იცის, აუცილებლად გაახსენდება სადგური „ოკრიბა“. ამიტომ ბოლო ნოველის სიუჟეტი მიმდინარეობს სადგურ ოკრიბაში. 50-მდე ნოველა არის, თუმცა, ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, რადგან პერსონაჟები თითქმის მეორდება და თანდათან ემატება სხვა პერსონაჟები“,_ამბობს კუბლაშვილი.

სოფიო კუბლაშვილის თქმით, „ოკრიბის ღმერთის“ მთავარი იდე და  მიზანი ადამიანის ყოფიერების გადმოცემა და ადამიანის სიღრმისეულად გაცნობაა.

„წიგნის მთავარი იდეა იყო ის, რომ მკითხველს და საზოგადოებას, უფრო სიღრმისეულად გაეცნო ადამიანი, რომლის წარმოჩენისთვის გეოგრაფიულ არეალს  არ აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება ყოფილიყო გურიაშიც, სამეგრელოშიც, კახეთშიც.  უბრალოდ,  ჩემთვის უფრო ახლობელი იმერეთია და ადამიანის ყოფიერების არსი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ურთიერთობები, სიყვარული და ოჯახი, რაც შემდეგ ქმნის დიდ სამშობლოს, განცდას, რომ დიდი მსოფლიოს ნაწილია ადამიანი, მე, როგორც იმერელმა ეს გავაკეთე იმერეთში და ვუპასუხე იმ იდეას, რომ ადამიანი ერგება თავის გარემოს, სწავლობს, იყვარებს, ცხოვრობს თავისივე ენაში და ასე ქმნის თავის მომავალს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ვერ გაექცევა თავის ფესვებს. იდეა და მთავარი სათქმელი არის კიდეც ის, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა,  გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, წიგნში დიდი დოზით არის ღმერთის ძიება, პოვნა, კარგვა, იმედი, იმედგაცრუება, სევდა, სიხარული და ის, რომ ღმერთთან სიახლოვე არის განმსაზღვრელი ადამიანისა. ღმერთი როგორც რწმენა, ძალა და არა როგორც განყენება საკუთარი თავის პოვნა საკუთარ თავში ჩაძიებით“_ ამბობს კუბლაშვილი.

რაც შეეხება წიგნს _ „ოკრიბის ღმერთი“, ის უკვე წიგნებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში იყიდება და მკითხველს წიგნის გაცნობა ელექტრონულადაც შეეძლება.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...