ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა

კულტურა

ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა

5 აგვ. 2019, 15:59:46

„მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“ - ამ კინოსურათებს ჩვენი თაობის ადამიანების გულებში მუდმივი და სამარადისო ადგილი უკავია. ძნელი დასაჯერებელია რომ ამ ე.წ. „ნაღვლიანი კომედიების“ ავტორი ჩვენს გვერდით აღარ არის. რას იზამ. ცხოვრება ულმობელია და მას საკუთარი, სასტიკი და დაუნდობელი კანონები გააჩნია...

დღევანდელი საკვირაო მოგონებები ბატონ გიორგი დანელიას ეძღვნება. კინორეჟისორი ჩინებული მწერალიც ბრძანდებოდა და საკუთარი მოგონებების რამდენიმე წიგნიც დაწერა. ქვემოთ მოყვანილი ისტორიები ამ ნაშრომებიდანაა ამოღებული.

"ვგიკში ჩავაბარებინოთო, - ამბობდა¬ მამაჩემი, როდესაც სკოლა დავამთავრე. რატომ ვგიკშიო? - დედა ეკითხებოდა. მაშ, სადღა მიიღებენ ამ სულელსო, - პასუხობდა¬. მეტრომშენებელი მამაჩემი კინოს არასერიოზულ საქმიანობად აღიქვამდა¬ და ვკიგსაც უკიდურეს ვარიანტად მიიჩნევდა. მე რეჟისორობა ისევე არ მიზიდავდა,¬ როგორც სხვა დანარჩენი, - გარდა ჯაზისა. ჩემი მეგობარი არქიტექტურულზე აბარებდა და გადავწყვიტე, მისთვის კომპანიონობა გამეწია. ასე გავხდი არქიტექტორი. სწავლის დამთავრების შემდეგ ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში გამანაწილეს. თავიდან ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას, მერე...

ერთ დღეს თანამშრომელთან ერთად მივსეირნობ და ვხედავთ, ღობის ძირას მთვრალი მამაკაცი წევს: ბერეტით, მაკინტოშით, სათვალით, ჰალსტუხითა და მაჯაზე საათით. უნდა გაგვეღვიძებინა, თორემ გაქურდავდნენ "მთვრალ ინტელიგენტს". ასეც მოვიქეცით. ინტელიგენტმა იუარა, მთვრალი კი არა ვარ, ვისვენებო! მეტი დამაჯერებლობისთვის გაზეთი სახეზე აიფარა.

შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმართულიყო, იმ დღეს ის "მთვრალი ინტელიგენტი" რომ არ შეგვხვედროდა. იგი "კითხულობდა" "საბჭოთა კულტურას", რომელშიც მკვეთრი შრიფტით ეწერა: "მოსფილმი"აცხადებს მიღებას სარეჟისორო კურსების დასაკომპლექტებლად". გაზეთი ვიყიდე და შევიტყვე, რომ ამ კურსებზე მიიღებოდნენ მხატვრები, თეატრალები, მუსიკოსები... და არქიტექტორები.

"დედას საყვარელი წიგნი იყო ფრანგი მწერლის, კლოდ ტელიეს რომანი "ბიძაჩემი¬ ბენჟამენი". პირველად ეს რომანი მეხუთე კლასელმა წავიკითხე. მერეც ხშირად ვფურცლავდი. ერთ დღეს იღლიაში ამოვიდე და თბილისში ჩავფრინდი. დავურეკე ელდარ შენგელაიას, ქართველი სცენარისტი მჭირდება-მეთქი. ელდარმა სამი გვარი დამისახელა. სჯობს, სტუდიაში მოხვიდე და ყველას გაგაცნობო. საბედნიეროდ, პირველი რეზო გაბრიაძე მოვიდა. დანარჩენებს არც დავლოდებივარ. წიგნი მას გადავეცი.

იმ შემოდგომაზე თბილისში სასტუმრო "საქართველოს" 501-ე ნომერში ვცხოვრობდი. რეზო დილით მოდიოდა და ვიწყებდით მუშაობას. საღამოობით ჩაიზე ვსტუმრობდით ხოლმე დეიდა ვერიკოს (დედის და) და ძია მიშას და ვსაუბრობდით ძველ თბილისზე. ამ საუბრების ნაწილი ფილმისთვის ვისესხე, ნაწილი კი უცვლელად გამოვიყენე. ამ ისტორიების, თბილისური მზისა და კეთილგანწყობის გარეშე ფილმი ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც ახლაა".

"მე და რეზომ სოფიკო (ბენჟამენის და) დავწერეთ სოფიკო ჭიაურელისთვის, მეარღნე - იპოლიტე ხვიჩიასთვის, მაგრამ რა ვუყოთ მთავარ პერსონაჟს - ბენჟამენს? რომანში ის მაღალი, ღია თმით, ცისფერთვალება და ზორბაა. მსახიობებს შორის რომ ვერ ვიპოვეთ, პროვინციებში განვაგრძეთ ძებნა. ამ დროს ბოტკინი დამემართა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ერთხელაც დედამ დამირეკა: გაიქეცი ტელევიზორთან, შენი ბენჟამენი¬ მღერისო. გავედი ჰოლში - ტელევიზორში "ორერა" მღეროდა. ყველა სოლისტი დავათვალიერე, მერე დედას გადავურეკე, რომელს გულისხმობ-მეთქი. დასარტყამებზე უკრავსო. ისევ ჰოლში გავბრუნდი, დასარტყამებზე გამხდარი, კბილებდაკრეჭილი შავგვრემანი ბიჭი უკრავდა. ეს რანაირი ბენჟამენია? საავადმყოფოდან გამოვედი, ისევ ვეძებ ბენჟამენს. გამახსენდა დედას რეკომენდაცია და მეორე რეჟისორ დათო კობახიძეს ვკითხე: ხომ არ ვნახოთ ის "ორერას" წევრი-მეთქი.

არ გამოდგებაო, მითხრა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეხვედრა. როგორც კი ფეხი შემოდგა, მივხვდი, რომ ის არ იყო, ვინც მე მჭირდებოდა. ზრდილობის გულისთვის მაინც გავესაუბრე. როგორც კი გავიდა და კარი გაიხურა: მგონი, მორჩა, როგორც იქნა, ვიპოვეთო, თქვა ჩემმა მეუღლე ინამ.

მე და დათომ ძებნა განვაგრძეთ. ვერავინ ვერ ესადაგება როლს. ისევ შევხვდით კიკაბიძეს, რადგან ის დედასა და ინას მოსწონდათ. მივაწებეთ წვერ-ულვაში და ფოტოები გადავუღეთ. გრიმიორი თამარა მოვიდა: გილოცავთ გმირის პოვნას, მაგრამ წვერები არ უნდა, მარტო ულვაში საკმარისიაო. უცნაურია, დედას, ინასა და თამარას მოსწონდათ... მე ბუბა ჩაიზე დავპატიჟე დეიდაშვილებთან. იქ მისი დაქალები დაგვხვდნენ. ბუბა ადრე წავიდა. ვიკითხე: "ავიყვანო მთავარ როლზე კიკაბიძე?" ყველამ ერთად მიპასუხა: "ბუბა? რა თქმა უნდა".

ამბობენ, მოუსმინე ქალს და პირიქით მოიქეციო, მაგრამ არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე. მე რომ მაშინ ქალების აზრი არ გამეთვალისწინებინა, კრიტიკოსები "არ დაიდარდოს" XX საუკუნის ას საუკეთესო ფილმს შორის არ შეიყვანდნენ. არც ფესტივალებზე აიღებდა პრიზს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის".

„მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:

– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო...

ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო...

მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:

– ხომ არ გცხელათ-მეთქი?

– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.

სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.

„ზამთარია, ნაახალწ ლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.

რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა.

ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო.

მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში.

სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ, იმდენი ხალხი იყო, რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:

– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი.

ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.

„ერთხელ, მე და დაღესტნელი პოეტი, საყოველთაოდ ცნობილი რასულ გამზატოვი ლიტერატორთა სახლში წავედით სავახშმოდ. მაშინ მე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ვიყავი, გამზატოვს კი სახალხო პოეტის სტატუსი ჰქონდა და მთელი ქვეყანა იცნობდა, პატივს სცემდა. ლიტერატორთა სახლში საუცხოო რესტორანი იყო და იქ არავინ შეგიშვებდა, თუ მწერალთა კავშირის წევრი არ იყავი. დანიშნულების ადგილზე ჩემი „მოსკვიჩით“ მივედით. სანამ მანქანა დავაყენე და შუშის საწმენდები მოვხსენი, რათა არ მოეპარათ, გამზატოვი შენობაში შევიდა... ვახტიორმა ქალმა რომ დამინახა, წინ გადამიდგა და მხოლოდ მას მერე შემიშვა, როდესაც ვუთხარი, გამზატოვის მძღოლი ვარ-მეთქი და თან, საწმენდებიც დავანახვე...

გაიარა წლებმა. უკვე საკმაოდ ცნობილიც ვიყავი და სახეზეც მიცნობდნენ. ერთხელ, მოსკოვის კინოფესტივალზე პოპულარული იტალიელი მსახიობები – სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდნენ. ორივე ლიტერატორთა სახლში დავპატიჟე ვახშამზე და იმავე ვახტიორ ქალს რომ ვუთხარი, რომ სტუმრები ცნობილი კინოვარსკვლავები იყვნენ, ორთავე დაუბრკოლებლად გაატარა... მერე კი, გარდერობში, მეგარდერობე ფეოდორს ჩემს პალტოს რომ ვაძლევდი შესანახად, ზურგს უკან მომესმა:

– ამხანაგო, თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ხართ?

– არ ვარ, – მივუგე მამაკაცს, რომელიც ლიტერატორთა სახლის ადმინისტრატორი აღმოჩნდა.

– ფეოდორ! პალტო არ ჩაიბარო, – მრისხანედ მიმართა მეგარდერობეს ადმინისტრატორმა, თან თვალები დამიბრიალა.

ამ დროს ადმინისტრატორს ჩემი ნაცნობი ქალი მიუახლოვდა და უჩურჩულა:

– ეს ამხანაგი რასულ გამზატოვის მძღოლიაო...

ადმინისტრატორს მრისხანე სახე გაებადრა და ქალს უთხრა:

– ადრე ვერ მითხარი? – შემდეგ მეგარდერობეს მიუბრუნდა და რიხიანად უბრძანა, –  ფეოდორ, პალტო ჩაიბარე! – შემდეგ თავაზიანად შემიპატიჟა დარბაზში და დააყოლა:

– მობრძანდით, ამხანაგო მძღოლო...

ასეთი კურიოზებიც ხდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში – ცნობილი პოეტის მძღოლს მეტი „ბლატი“ ჰქონდა, ვიდრე ცნობილ კინორეჟისორს.“




 ახალი ამბები
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...
  • დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე- ნიკა მენოგნიშვილისაქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა. ნიკა მენოგნიშვილის შეფასებით, ფორს-მაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, პროფესიულ წრეებსა და კანონმდებლებს შორის განხილვის საგნად უნდა იქცეს. COVID 19-ის შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობებმა აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ფორსმაჟორის ტერმინის ლეგალური დეფინიციის არარსებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცნების განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. ფორს-მაჟორის ცნების ლეგალური დეფინიციის საჭიროება პასუხობს თანამედროვე სამართლებრივი პრობლემატიკის გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თავიდან აცილებაზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეები, რომლებიც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო სადავო საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ და ვალდებულების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები დასაბუთებული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ სარჩელის წარდგენამდე, საჭიროა შეცვლილი გარემოებების გამო, ვალდებულების გადავადებასა ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე მხარეთა შორის არსებობდეს წერილობითი მიმოწერა და შესრულების შეუძლებლობა ექცეოდეს 2020 წლის 21 მარტიდან - 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ფორს-მაჟორი და დაუძლეველი ძალა იდენტურ ცნებებადაა გაგებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ფორს-მაჟორის, როგორც დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება მხარეებისგან დამოუკიდებლად და წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, როდესაც გამოირიცხება მოვალის ბრალი. დაუძლეველი ძალის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იყო დაუძლეველი ძალის მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ფორს-მაჟორული მდგომარეობის დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს და მთლიანად დამოკიდებულია მტკიცების ტვირთსა და კონკრეტულ მდგომარეობის შინაარსზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შენიშნავს, რომ პანდემიის შედეგად, ფორს-მაჟორის ლეგალური დეფინიციის შემოტანის შემთხვევებს ადგილი აქვს ცალკეულ კანონქვემდებარე აქტებში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. კერძოდ, ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ამ წესების მიზნებისთვის, ფორს-მაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევე ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ პრომლემატიკას, რაც ფორს-მაჟორის ცნების არარსებობას უკავშირდება კერძო სამართალში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხზე შემდგომი დისკუსიისა და პროფესიულ წრესთან ერთად აქტიური კონსულტაციებისთვის, ვინაიდან მოხდეს არსებული გამოცდილებისა და შედეგების შემდგომი საკანონმდებლო ... ...
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. 26 მაისიდან კი გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?