"...ეს ის არის, როცა კარგ ადამიანს სტკივა"

კულტურა

"...ეს ის არის, როცა კარგ ადამიანს სტკივა"

14 იან. 2018, 15:05:16

თითქმის ხუთ საუკუნეზე მეტმა განვლო მას შემდეგ, რაც ამერიკის კონტინენტზე პირველმა ევროპელმა დაადგა ფეხი. ამ ხნის განმავლობაში მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტი ჩავიდა. ამ ორასიოდე წლის წინ კი, საფუძველი ჩაეყარა ძლევამოსილ სახელმწიფოს, რომელიც დღესაც მაგნიტივით იზიდავს უამრავ ადამიანს.

ამერიკაში თავიდანვე დასახლდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ხალხი, რომელმაც თან ჩაიტანა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა – სიმღერები, ცეკვები, პოეზია... ახალჩასულებიც და უკვე ძირძველნიც მიიწევდნენ კონტინენტის დასავლეთ ნაწილისკენ, ოცნებობდნენ ახალი მიწების დაპყრობასა და ათვისებაზე, თან მიჰქონდათ საკუთარი ფოლკლორი, რომლის ერთმანეთში აღრევამ შექმნა დასავლეთ ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის სპეციფიკური მუსიკა ,,ქანთრი” (ინგლისური სიტყვიდან country – სოფელი). ეს მიმდინარეობა აერთიანებს მრავალი ევროპული ქვეყნის მუსიკალურ ფოლკლორს: კელტურ და ანგლო-საქსურ მუსიკას, გერმანულ იდოლს, ფრანგულ სიმღერებს და სხვა (გურულები გვიან ჩავიდნენ ამერიკაში, თვარა საკუთარ კვალს აუცილებლად დაამჩნევდნენ ქანთრის).

XX საუკუნის ოციან წლებში ქანთრის ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა იყო ჰილიბილი. ეს სიტყვა აღნიშნავს აპალაჩის მთებში მცხოვრებ ადამიანს (ეს მთები გადაჭიმულია აშშ-ს 13 სამხრეთულ შტატში და თავის დროზე გამოირჩეოდა თეთრი მოსახლეობის სიღარიბით), რომელიც მუშაობის მაგივრად დღედაღამ მღერის.

ქანთრის შემსრულებლები, ძირითადად, აკუსტიკურ სიმებიან ინსტრუმენტებს იყენებდნენ: ვიოლინოს, ბანჯოს, გიტარას, მანდოლინას, კონტრაბასს, გიტარას, აგრეთვე ტუჩის ჰარმონიკას და აკორდეონს. საკრავთა ეს შემადგენლობა დღემდე შემორჩა ქანთრის ყველაზე უფრო ტრადიციულ მიმდინარეობა – ბლუეგრასს (ლურჯი ბალახი), რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბილ მონრო გახლდათ. ეს სახელი სწორედ ბილ მონრომ შეურჩია – მის მშობლიურ შტატს კენტუკის Bluegrass state-ს (ლურჯი ბალახის შტატი) ეძახიან. დროის ცვლილებასთან ერთად ამ საკრავებს დაემატა სტილ-გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები და სხვა.

30-იან წლებში ქანთრიზე გავლენა იქონია ბლუზმა, ჯაზმა და ლათინური ამერიკის მუსიკამ. მალე გაჩნდა ახალი მიმდინარეობა - მას  Country and Western უწოდეს და ამგვარი სახით ის გავრცელებული იყო პირველ რიგში, თექსასსა და ოკლაჰომაში. ამ სტილში შექმნილი სიმღერების მთავარი მოტივი ქაუბოის რომანტიზირებული ცხოვრება გახლდათ. მარტოხელა ცხენოსანი გამუდმებით მოგზაურობს ამერიკის თვალუწვდენელ სივრცეში, რათა ბოლოს და ბოლოს იპოვოს თავისი ადგილი მზის ქვეშ და რა თქმა უნდა, საყვარელი ქალი.

Country and Western ჩაისახა ტენესის მთებსა და ლუიზიანას სანაპირობეზე. ბევრი სიმღერის სიტყვები გამსჭავალულია ტკივილითა და ნაღველით – ეს თეთრკანიანთა ბლუზია (გახსოვთ ალბათ, უოლთერ ჰილის ფილმში ,,გზაჯვარედინი” მოხუცი ბლუზმენი იძახის: ,,ბლუზი ეს ის არის, როცა კარგ ადამიანს სტკივა”). ამ ჟანრში მოღვაწეობდნენ ჯინ ოთრი და მომღერალი კინოქაუბოი როი როჯერსი (ბევრს ალბათ, როჯერსის არც სიმღერა მოუსმენია და არც მისი ფილმები უნახავს, მაგრამ როი როჯერსის სახელობის ჯინსი ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობდა). როჯერსი მღეოდა The sons of the Pioneers-თან ერთად. ამ ჯგუფმა 1935-48 წლებში თავისი განუმეორებელი ხმოვანებით 80-მდე ვესთერნის ჟანრის ფილმი გაამდიდრა, განსაკუთრებით ჯონ ფორდის სურათები.

40-იან წლებში ჩაისახა ახალი სტილი  Honky Tonk. მაშინ გზისპირა კაფეებში უმთავრესად უცნობი მომღერლები გიტარისა და პიანინოს აკომპანიმენტით გამოდიოდნენ. განსაკუთრებით პოპულარობა ამ სტილმა მშრალი კანონის შემდეგ მოიპოვა, რადგან მსმენელს შეეძლო ერთდროულად დამტკბარიყო საყვარელი მუსიკით და ალკოჰოლური სასმელიც მიეღო.

 Honky Tonk-ს სახელი გაუთქვეს მომღერლებმა ერნესტ თაბიმ და ჰენკ უილიამსმა. მართალია, პირველი ვინც სიტყვები Honky Tonk სიმღერაში გამოიყენა ალ დექსთერი იყო, მაგრამ ამ სტილის და საერთოდ ქანთრის უგვირგვინო ,,მეფედ” მაინც ჰენკ უილიამსი რჩება. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე (იგი 29 წლის ასაკში გარადაიცვალა 1952 წელს) მან უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა და წარუშლელი დაღი დაასვა ქანთრი მუსიკას.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ მომღერალს არ გაუკეთებია იმდენი ქანთრისთვის, რაც რადიომ. მისი მეშვეობით ეს მუსიკა ჯერ მთელ ამერიკას, შემდეგ კი მსოფლიოს მოედო. ეს დაემთხვა დიდი დეპრესიის პერიოდს, როდესაც უამრავი ოჯახი გაკოტრდა და იძულებული გახდა საკუთარი მიწიდან აყრილიყო.

რადიოს უპირატესობა და შეღავათი იგივე კინოსთან შედარებით ის გახლდათ, რომ განურჩევლად ყველას –ღარიბსაც და მდიდარსაც – უფასოდ შეეძლო მოესმინა ქანთრი. დღესდღეობით ამერიკაში ამ მუსიკას ყველაზე მეტი რადიოსადგური გადასცემს. პირველი ასეთი რადიო, რომელიც  მხოლოდ  ქანთრის გადასცემდა 1925 წლიდანm Grand Ole Opry იყო (ნეშვილი, ტენესის შტატი). ეს ყველაფერი ხდებოდა შენობაში, სადაც მომღერლები პირდაპირ ეთერში ასრულებდნენ სიმღერებს. ნელ-ნელა ნეშვილისაკენ დაიძრა უთვალავი ადამიანი, ვისაც სურდა ქანთრის ვარსკვლავი გამხდარიყო, იქ აიდგა ფეხი მრავალმა სახელგანთქმულმა მომღერალმა. ნეშვილში დღემდე რეგულარულად ტარდება ქანთრის ფესტივალი, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი თაყვანსიმცემელი ესწრება. ამიტომაც ეწოდა ნეშვილს ,,ამერიკის მუსიკალური ქალაქი”.

50-იან წლებსი ქანთრიმ ბიძგი მისცა ახალ მიმდინარეობას – როკ-ნ-როლის გაჩენას, რომელიც ამერიკული ფოკლორული მუსიკისა და ბლუზის ნაზავია. მას სახელი გაუთქვეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორიც არიან ევერლი ბრაზერს, ჯერი ლი ლუისი, ჩაკ ბერი, ლითლ რიჩარდი, კარლ პერკინსი და თვით ,,მეფე” ელვის პრესლი.

როდესაც ამერიკის კონტინენტზე ე.წ. ბრიტანული შემოსევა დაიწყო ბრიტანული ჯგუფებისა თუ მოდის სახით, ამერიკული მუსიკა კარგა ხანს მათი ზეგავლენის ქვეს იმყოფებოდა. თუმცა 60-იანი წლების შუა ხნებიდან თავი იჩინა ახალმა მიმდინარეობებმა და პირველ რიგში ეს იყო ქანთრი-როკი, რომლის სათავეებთან იდგა ბრწყინვალე ჯგუფი Creedence Clearwater Revival თავისი ენერგიული და აგრესიული ლიდერით – ჯონ ფოგერთით. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს ,,ქრიდენსების” დრეკადი ლურჯი ფირფიტები მათი რამოდენიმე სიმღერით კომუნისტების ბატონობის პერიოდში რომ იყიდებოდა.  1976 წელს კი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქს და მათ შორის თბილისს ესტუმრა განთქმული ჯგუფი Nitty Gritty Dirt Band. კარგად მახსოვს თუ რა ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია ჯგუფმა მაშინ...

დღეს ქანთრი ისევ თავისი პოპულარობის მწვერვალზე იმყოფება. ჩნდებიან ახალი ვარსკვლავები, იბადება ახალი სიმღერები. ამერიკელები საკუთარ ნაციონალურ მუსიკას  ყველანაირი ხერხებით უწევენ პოპულარიზაციას და აქ საქმე არა მარტო ფინანსებშია, არამედ იმ დამოკიდებულებაშია, რომელიც გამოიხატება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ფესვებისას და ტრადიციებისადმი მოწიწებასა და პატივისცემაში.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...