სანდრო ჟორჟოლიანი და „დონორის დღე“

კულტურა

სანდრო ჟორჟოლიანი და „დონორის დღე“

16 სექ. 2019, 12:53:10

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას იმ დროს მოღვაწე თანამემამულე ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.

ცნობილ ქართველ მსახიობს, სანდრო ჟორჟოლიანს სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული მისი კოლეგისა და ახლო მეგობრისგან – მიშა სარაულისგან. დღე ისე არ გავიდოდა, სარაულს ჟორჟოლიანისთვის რაიმე „შუტკა“ არ მოეწყო. ბატონი სანდრო ამაზე ძალიან ბრაზობდა და ებუტებოდა ხოლმე. თუმცა, მეგობრები მალევე რიგდებოდნენ და ერთმანეთს სულსაც კი მისცემდნენ, თუკი დასჭირდებოდათ. ბატონ სანდროს ერთხელ ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. მას სისხლი დასჭირდა და პირველი სწორედ სარაული მივიდა საავადმყოფოში და მეგობრისთვის სისხლი გაიღო. ამ ამბიდან ექვსი თვის შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობები დონორის დღეს სისხლის გადასხმის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ და სისხლს აბარებდნენ. სარაული და ჟორჟოლიანი ერთად შევიდნენ ექიმთან, რომელიც მათ სავალდებულო კითხვებს უსვამდა. ექიმმა სარაულს ჰკითხა:

– რაიმე დაავადება ხომ არ გჭირთო?

სარაულს ჟორჟოლიანისთვის მორიგი ფანდი ჰქონდა გამზადებული. ექიმი გვერდით გაიყვანა და უთხრა:

– შვიდი თვის წინ სიფილისი მქონდა. ვიმკურნალე, მოვირჩინე. ახლა სისხლი სუფთა და უსაფრთხო მაქვს.

ემოციური ექიმი კი, აღშფოთდა და ხმამაღლა, ჟორჟოლიანის გასაგონად, შერისხა სარაული:

 – შვიდი თვის წინ თუ სიფილისი გქონდათ, თქვენ სისხლს ვერ ჩავიბარებთ და ახლავე დატოვეთ კაბინეტიო.

სარაული „დამწუხრდა“. სანდრო ჟორჟოლიანმა კი ყურები ცქვიტა და როდესაც „გადახარშა“, რომ მის ძარღვებში სარაულის სიფილისიანი სისხლი ჩქეფდა, შიშისგან გული წაუვიდა...

ჟორჟოლიანი ძლივს მოასულიერეს და  მანამდე არ დაუჯერა მეგობარს, რომ ეს ყველაფერი მორიგი ოინი იყო, სანამ სარაულს სისხლი არ შეუმოწმეს და ბატონ  სანდროს არ უთხრეს, რომ მიშა სარაულს არაფერი სჭირდა.

 სახელოვანი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ასეთ კურიოზს იხსენებს:

„შერეკილები“ მქონდა ჩატანილი ირანში, კინოფესტივალზე. სურათის ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ირანის შაჰის მეუღლე – დედოფალიც ესწრებოდა და მასაც ძალიან მოეწონა ეს სურათი. პატივისცემის ნიშნად კი, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ – სადაც ვცხოვრობდი, – ფეშენებელურ რესტორანში „ულიმიტო სუფრით“ სარგებლობის უფლება მომანიჭეს, ანუ შემეძლო, უფასოდ მეჭამა, რაც მსურდა. ამიტომ, იმ დღეებში, რაც კი იქ გავატარე, ყოველ საღამოს ზღაპრულ სუფრას ვაშლევინებდი რესტორანში და ძალიან ბევრი ადამიანი ვაქეიფე. მოკლედ, ყოველდღე გემრიელი ვახშამი და კარგი მოლხენა გარანტირებული გვქონდა.

თუმცა, დადგა წამოსვლის დროც და მეორე დღეს რომ უკვე მოსკოვში მოვფრინავდი, საღამოს, ვახშმის შემდეგ, ნომერში ავედი. დასაძინებლად ვემზადებოდი და ამ დროს რესტორნის თანამშრომელი მოვიდა. მან გრძელი ფურცელი დამიტოვა და წავიდა. ფურცელს რომ დავხედე, ლამის გული გამისკდა – ზედ ნაირ-ნაირი კერძების დასახელება და მათი ფასები ეწერა. რომ დავიანგარიშე, რამდენიმე ათასი დოლარი გამოვიდა. ვიფიქრე: ესეც შენი ულიმიტო სუფრა-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ვახშმის ანგარიში იყო, ჯიბეში კი მხოლოდ 25 დოლარი მედო. ის ღამე ფიქრებში, თეთრად გავატარე. დილით კი რესტორნის თანამშრომელი ვიხმე და პირდაპირ ვუთხარი: ფული არ მაქვს და თქვენ რომ გუშინ ვახშმის ანგარიში ამომიტანეთ, ვერ გადავიხდი-მეთქი.

რესტორნის თანამშრომელმა კი მითხრა:

– ეს ანგარიში კი არა, იმ კერძების სიაა, რომლებიც კიდევ შეგიძლიათ, მიირთვათო.

ამ სიტყვებმა ისე გამახარა, რომ ჭამა-სმა აღარც კი მახსოვდა და მოსკოვში მშვიდობიანად დავბრუნდი.“

გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანი მოსკოვის „დიდ თეატრთან“ ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა გასტროლებზე. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მისმა ცეკვამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამერიკელ მაყურებელს განსაკუთრებით მისი სასწაულებრივი პირუეტები მოეწონა. მთელი ამერიკული პრესა წერდა: ჭაბუკიანი საბჭოთა ბიმონიაო. ბობ ბიმონი იმ პერიოდში სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი  გახლდათ. გაზეთების პუბლიკაციებიდან გამომდინარე, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყებ, ცნობილ ამერიკელ შოუმენს – ტედ ტერნერს დაებადა იდეა, რომ თავის შოუში ჭაბუკიანი და ბიმონი მიეწვია, შოუ მათზე დაედგა. მიწვევა ორივე მხარემ მიიღო და სტუდიაში, ჩაწერაზე მივიდნენ (მაშინ ტერნერი პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ არ დგამდა შოუებს – იწერდა, ამონტაჟებდა და ისე უშვებდა). შუა ჩაწერის დროს ტერნერმა ბატონ ვახტანგსა და ბობ ბიმონს ერთმანეთთან შეჯიბრება შესთავაზა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. ორივე დათანხმდა და ჰოი, სასწაული! უკვე ასაკში მყოფმა ჭაბუკიანმა მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენს ორი სანტიმეტრით აჯობა... ბიმონი უხერხულობაში ჩავარდა. ვახტანგ ჭაბუკიანთან მივიდა და ნახევარად ხუმრობით უთხრა:

– თუკი ტერნერს ამ ეპიზოდს ამოაჭრევინებთ და არავისთან იტყვით, რომ სიგრძეზე ხტომაში მომიგეთ, უახლეს „კადილაკს“ გაჩუქებო.

– თანახმა ვარ, – დაეთანხმა ბატონი ვახტანგი ბიმონს და ტერნერს დაჟინებით მოსთხოვა, ის ეპიზოდის ეთერში არ გაეშვა, სადაც მან ბიმონი ხტომაში დაჯაბნა.

მართლაც მეორე დღეს, ბიმონმა ვახტანგ ჭაბუკიანს შეპირებული „კადილაკის“ უახლესი მოდელი დაუყენა სასტუმროსთან.

„კადილაკის“ მიღება საბჭოთა მთავრობამ არ დაუშალა გენიალურ მოცეკვავეს. თუმცა, მანქანა საბჭოეთში არ ჩამოატანინეს. საბჭოთა საელჩოს ბალანსზე აიყვანეს და ამ ძვირფასი მანქანით საბჭოთა ელჩი დადიოდა.

ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი შემდეგ სახალისო ისტორიას იხსენებს:

„მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავწერე მოთხრობა „რაჟდენი“. ის ჩემი ნათესავი, ვაჟკაცი კაცი იყო და მძღოლად მუშაობდა. სულ რაღაც სამიოდე ფურცელი გამოვიდა. მე მე-13 სკოლაში ვსწავლობდი და იმ გზაზე ყოველდღე დადიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. გადავწყვიტე, მისთვის მეჩვენებინა ჩემი მოთხრობა. ერთ დღეს გავაჩერე და ვუთხარი:

– ბატონო კონსტანტინე, მოთხრობა დავწერე და მინდა, წაგაკითხოთ-მეთქი.

მან ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობაო?

შევბედე:

– ბატონო კონსტანტინე, იმსისქე წიგნებს წერთ და რა იქნება, რომ ჩემი სამგვერდიანი მოთხრობა წაიკითხოთ-მეთქი?

– კარგი. იქ, კოლხურ კოშკში მომიტანე, მხოლოდ, დააბეჭდინეო, – მითხრა და გზა განაგრძო.

მე დავბეჭდე მოთხრობა და ბატონ კონსტანტინეს მივუტანე კოლხურ კოშკში. გავიდა მრავალი წელი. ბატონი კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მოთხრობა „რაჟდენი“, ბოლოში ასეთი მინაწერით: ეს მოთხრობა დიდი მწერლის არქივში აღმოვაჩინეთ და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროსო...

აი, ასე კურიოზულად შედგა ჩემი სამწერლობო დებიუტი.“




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნამყოფი მოქალაქეებიმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება სვანეთშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვები გულისხმობს შემდეგს: უშგულსა და ლენჯერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში ... ...
  • კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ვინ მიიღო მაღალი შეფასება ჩოხატაურში _ უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდაცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების უცხო ენის შედეგები. "გურია ნიუსი" გაგაცნობთ ამ წუთისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგებს _ მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სკოლებიდან მივიღეთ. 80-დან 77 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი მგალობლიშვილი. მისივე კლასელმა, ელისაბედ სიხარულიძემ 75 ქულა მიიღო. მომდევნო პოზიციაზე 74-74 ქულით პირველი საჯარო სკლის კურსდამთავრებულები სოფო მრელაშვილი და ქეთევან ჯიქია იმყოფებიან. 73 ქულა აქვს ასევე პირველსკოლელ მარიამ ტიშჩენკოს; ქრისტინე გუდავაძეს _ 70 (პირველი საჯარო სკოლა); სალომე ანდღულაძეს _ 69 (სამრევლო სკოლა); რუსუდან ლომთათიძე _ 66 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ნინი ცინცაბაძეს _ 63 ქულა (სამრევლო სკოლა); ქეთი ჩხიკვაძეს _ 62 ქულა (სამრევლო სკოლა); გიორგი მეფარიშვილს _ 62 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); ინა მეფარიშვილს _ 61 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ია დოლიძეს _ 61 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ანთიძეს _ 60 ქულა  (ხიდისთავის საჯარო სკოლა); ცოტნე გოცაძეს _ 60 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ჩხიკვაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ერეკლე მამალაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); თეა დოლიძეს _ 57 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ მდინარაძეს _ 55 ქულა (პირველი საჯარო სკოლა);  ლუკა კიკვაძეს _ 54  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ ბარამიძეს _ 53 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); დიმიტრი სიხარულიძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); სალომე მახარაძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ანა უნგიაძეს _50 ქულა (სამრევლო სკოლა).  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსმა" განათავსა მხოლოდ მათი სია, რომელიც სააგენტოს მოაწოდეს და მას მალე დაემატება სხვა სკოლებიდან მიღებული ... ...
  • სამტრედიელმა ნინო გეგეშიძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღოსამტრედიის #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ნინო გეგეშიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა მოიპოვა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა. ქართულში 70-დან 63 ქულა მოიპოვა, ისტორიაში 60-დან 48, ინგლისურში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-დან 80 ქულა. ნინო სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...