შალვა ძნელაძე _ უმაღლესი დონის მხატვარ-გრაფიკოსი

კულტურა

შალვა ძნელაძე _ უმაღლესი დონის მხატვარ-გრაფიკოსი

2019 ოქტ 21 14:58:08

,,გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა”, _ ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი და არ შეიძლება მის სიტყვებს არ დაეთანხმო. თუ ოდნავი ნიჭი გაგაჩნია, გურიის პეიზაჟებისა და გურულების შემყურე არ შეიძლება ხელში ფუნჯი არ აიღო და ბუნების ეს სილამაზე, იქაურ მცხოვრებთა სიჩაუქე, სიმკვირცხლე, ფეთქებადი ხასიათი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პლასტიკა ტილოზე არ გადაიტანო.

გურია არასოდეს განიცდიდა ნიჭიერ ადამიანთა ნაკლებობას, მათ შორის, ვინც ეს მხარე ლიტერატურასა თუ მხატვრობაში აღწერა, ერთ-ერთი მათგანია უსამართლოდ მივიწყებული შალვა ძნელაძე, რომლის სახელი მისი გარდაცვალებიდან 1934 წელს, ლამის სამოც წელზე მეტ ხანს იშვიათად თუ ახსენდებოდა ვინმეს. მან სულ 42 წელი იცოცხლა, მაგრამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძე, მხატვრის შემოქმედების მკვლევარი და მასზე შექმნილი მშვენიერი წიგნის ავტორი (დეა გუნიასთან ერთად) წერდა: ,,შალვა ძნელაძე თითქოს გრძნობდა თავის ბედით განსაზღვრულ სიცოცხლის ხანმოკლეობას. ამიტომ ცდილობდა მოესწრო, ჩქარობდა მრავალი რამ დაეხატა. ის ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, მოსწავლის რვეულში, უბის წიგნაკში, ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. სწორედ ამ სახატავი ფორმატის მიხედვით აგებდა კომპოზიციებს. ამიტომაა ისინი, ხან ვიწრო ზოლად წარმოდგენილი, ხან გვერდებჩამოჭრილი, ზოგჯერ კუთხეებმოგლეჯილიც კი.  პერსონალურ გამოფენაზე არც უფიქრია, თავისთვის ხატავდა. ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და ხატვითვე მთავრდებოდა, ამიტომ შეგროვდა ამდენი ნახატი”. ცნობისათვის: მხოლოდ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის 730-ზე მეტი ექსპონატი. უამრავი ნამუშევარი კი მიმოფანტულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

შალვა ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში (საჯავახო), ვექილ ანტონ ძნელაძის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ვასილ კროტკოვი. შემდეგ ის სწავლას აგრძელებდა თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში. 1913-1917 წლებში ის სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც კარგი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა. საინტერესოა, რომ შალვას გარდა მხატვრობას ხელი მიჰყო მისმა დამ დარეჯანმა, რომელიც ცნობილ თეატრალურ მხატვრად ჩამოყალიბდა.

ძნელაძე უმთავრესად გრაფიკაში მუშაობდა, თუმცა ფერწერული ნამუშევრებიც შემორჩენილია. მისი ბევრი ნახატი შესრულებულია ქაღალდზე ფანქრით, აკვარელით, ტუშით და სანგინით, სადაც ,,მხატვარმა, ძირითადად შავის და თეთრის მონაცვლეობით, შესძლო სიცოცხლის მრავალფეროვნების ამეტყველება”. ძნელაძის შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი უკავია მშობლიური გურიის პეიზაჟებს, გურულების ყოფა-ცხოვრების ამსახველ მომენტებს, მათ სახასიათო პორტრეტებს, ასევე გურიის 1841 წლის ჯანყს, 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობას, ფირალების თემას, ილუსტრაციებს და ა.შ.

როგორც ალექსანდრე ციმაკურიძემ შექმნა ქართლის მშვენიერი პეიზაჟები, დავით კაკაბაძემ იმერეთისა, ასეთივე როლი შეასრულა ძნელაძემ გურიის ბუნების, მისი ისტორიისა და ყოფის უკვდავყოფაში. ჩემი აზრით, გურიისთვის ის იგივე იყო, როგორც ლიტერატურაში ეგნატე ნინოშვილი.  მხატვარმა გოგი თოთიბაძემ აღნიშნა, რომ ,,უნდა იცნობდე გურიას და გურულებს, რათა ჭეშმარიტად გაიგო შალვა ძნელაძის შემოქმედება”. თუმცა, ეს ხელს არ უშლის არაგურულებსაც მისი ნახატების შემხედვარე დატკბნენ გურიის პეიზაჟებით და უკეთ გაიგონ  გურულების ზნე-ხასიათი. როდესაც მის ნახატებს ნუყურებ, მე როგორც რეჟისორს, თვალწინ თითქოს ფილმის კადრირება წარმომიდგება. მისი ლამის ყოველი ნახატი ეს გამზადებული მიზანსცენაა- დადგი კამერა, მოიყვანე მსახიობები და გადაიღე სცენა. და რაც მთავარია, მისი ყოველი ნახატი დამუხტულია სიცოცხლით და ენერგიით, თითქოს ნახატის გმირები ჰა და ჰა! ამოძრავდებიან: ფირალი თოფს გაისვრის, მომღერალი ჩააკრიმანჭულებს, მხედარი ბედაურს გააჭენებს, თამადა სადღეგრძელოს იტყვის....

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინა ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე; შემდეგ ოქტომბრის რევოლუციის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. ორივე ექსპოზიციაზე ძნელაძის ნამუშევრებმა მაღალი შეფასება და დიპლომები დაიმსახურა. გარდაცვალების ერთი წლის თავზე კი, 1935 წელს, მოეწყო შალვა ძნელაძის პირველი პერსონალური გამოფენა (მეორე მხოლოდ 1970 წელს, კიდევ ერთი შარშან და სულ ცოტა ხნის წინ, გალერეა ,,დარაბაში”), სადაც ნათლად გამოჩნდა მხატვრის წარმოუდგენელი პროდუქტიულობა, ინდივიდუალობა და მხატვრული ფორმის ძიებათა მრავალფეროვნება. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა დავით კაკაბაძე, რომელმაც 1935 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის კრიტიკოსთა სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ადრე წასული მხატვრის შემოქმედების შესახებ. ,,დისპუტზედ გამოითქვა აზრი, რომ გამოცემულ იქნეს მონოგრაფია... რათა საბჭოთა ფართო საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა გაიცნოს ამ მეტად ორიგინალურ და ნაყოფიერ მხატვრის შემოქმედება” - წერდა ჟურნალი ,,საბჭოთა ხელოვნება” (1935).

დღესდღეობით მხატვრის სახელი და მისი არაჩვეულებრივი შემოქმედება ჩრდილიდან გამოდის, რაც შემოქმედის ნათესავების (გიული კიკნაძე, ილია ძნელაძე, თამარ კაპანაძე, დარეჯან ძნელაძე), ხელოვნებათმცოდნეების და უბრალოდ მისი ხელოვნების თაყვანისმცელ-ენთუზიასტების დამსახურებაა.

წერილს დავასრულებ მხატვრისა და პუბლიცისტის ბენო გორდეზიანის სიტყვებით: ,,შალვა ძნელაძემ შესძლო თავისი რთული სოციალური კატაკლიზმებით დატვირთული დროისთვის შესაფერისი მხატვრული ფორმის პოვნა, დინამიკურის, მკვეთრის და ემოციურად დამუხტულის. ქართველი მხატვრების მომავალი თაობები მრავალს ისწავლიან ამ უაღრესად საინტერესო, უმაღლესი დონის მხატვარ-გრაფიკოსისაგან”.

სტატია დაიწერა ირინე აბესაძის და დეა გუნიას წიგნის ,,შალვა ძნელაძე” მასალების მიხედვით.




 ახალი ამბები
  • დღეს, ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, სასამართლოზე, ქართველ ბრალდებულს სასჯელის ნაცვლად ...საჩუქარი მიართვესქართველი ემიგრანტი ქალბატონი, ანა ბალამწარაშვილი, რომელიც 26 წელია , ბელგიაში ცხოვრობს, დღეს,    ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, ქართველი ბრალდებულის, 45 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესს დაესწრო. ბრალდება ქურდობა იყო.   ქალბატონი ანა  თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს, თუ როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რა გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ... მოსამართლე  -  ბატონო მირზა ,რატომ ჩამოხვედით ბელგიაში , ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ  მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?! მირზა- ბატონო მოსამართლევ,(თქვენო უმაღლესობავ ვუსწორებ მე)არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, მრცხვენია რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენს წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა, მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა, ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა  მიჯაჭვული, მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება. მოსამართლე- მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი,  დაზღვევა ხომ გაქვთ? ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას…  მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ რომ რაღაცნაირად, მგონი  ეცოდება საქართველო. მოსამართლე- გასაგებია, მაგრამ ,ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს. ადვოკატი-თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ ააქვს და თანახმა ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ,მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომლის შვილსაც არ აქვს წამლის ფული და შეიძლება,  ამის გამო დაიღუპოს, ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე,  ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა-ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ, გთხოვთ,  გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი(კიდევ ბევრი ისაუბრა)გმადლობთ. მე დავასრულე. მირზას შევხედე,უფრო მეტად შევერცხლოდა თმა,მგონი,  გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ ჰგავდა. მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება: “მირზა...საქართველოს მოქალაქე.....ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით...ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში.  მაღაზიას ეთხოვოს, მირზას შვილს  გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით.  ასევე ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში,კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს(სახელს და გვარს არ ვწერ),მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი. მირზა არ შეასახლეს ციხეში! გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი როდის,ჩემო ქვეყანავ როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო ,ადვოკატი (მარკ სამპერმანსი)და ძალა კანონისა! დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს,მთავარანგელოზობას გილოცავთ! ქალბატონ ანას „გურია ნიუსი“ ესაუბრა. _ნამდვილია ამბავია, აბა, როგორ გამოვიგონებდი? ესაა, სახელი შევცვალე.  მირზა ჰქვია. აქ მუშაობს. ცოლ-შვილი სააქართველოში ჰყავს.  ეს ადვოკატი სამეფო ხარისხისაა. უბრალოდ აქ არაფერი ხდება...დამნაშავე იყო მაგრამ, ყველაფერი გაითვალისწინეს.   აქ სამართალიც ადამიანური არსებობს _ გვითხრა ანა ბალამწარაშვილმა. ... ...
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...
  • ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს _ თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების, თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. "მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა ... ...
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?