„შურისმაძიებელი“ ოტია იოსელიანი

კულტურა

„შურისმაძიებელი“ ოტია იოსელიანი

16 მარ. 2019, 13:50:33

დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირები ქართველი ხელოვანები იქნებიან. ნება მომეცით ე.წ. „საბჭოურ პერიოდში“ დაგაბრუნოთ და იმ დროს გავრცელებული რამდენიმე ცნობილი „ისტორია“ გაგახსენოთ.

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა.

ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში.

ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მოღიმარი  სახით ელოდა. ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზდაკის ფრაზას იმეორებდა, „ქრთამს ვიღებო...“ გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო. ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მათხოვარს მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: - აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო. შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ.

კოტე მახარაძის ცხოვრებაში იყო ერთი ამბავი, რომელიც გახმაურებული არ არის.

ბატონი კოტე რაღაც საქმეზე ჩავიდა ჭიათურაში. მთელი ქალაქი დიდი სიყვარულით შეხვდა.

საღამოს, რა თქმა უნდა, მშვენიერი პურმარილი გაიშალა. მასპინძლებმა სთხოვეს, რა იქნება, ხვალ რომ საფეხბურთო რეპორტაჟს წაიყვან, დღევანდელი შარაფი ახსენო, ძალიან გაგვახარებო.

მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა კოტე მახარაძე და საქართველოსა და უნგრეთის თამაშს გაუძღვა.

უნგრელების გუნდში ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, გვარად შეფერი. ვითომ გვარის გამოთქმა უჭირდა და შიგა და შიგ იძახის: ბურთი აქვს შარაფს, მიიღო შარაფმა, რა კარგი რამეა ეს შარაფი და მოკლედ, არ დაიშურა არაფერი.

მიცემული სიტყვა კაცურად შეასრულა და გაახარა ჭიათურლები. ჭიათურაში კი ისევ გაიშალა სუფრა და ერთხელ კიდევ შეისვა კოტე მახარაძის სადღეგრძელო.

ეს ამბავი გურიაში მოხდა. როგორც ჩვეული იუმორით ნოდარ დუმბაძე ყვებოდა, მის სოფელში  ერთი ტანმორჩილი კაცი ცხოვრობდა, სახელად გურამი. 40 წელს გადასცილდა და ცოლი ვერა და ვერ მოიყვანა. მთელი სოფელი უჩიჩინებდა, მაგრამ საშველი არ დაადგა. განსაკუთრებით ენაკვიმატობით აფრასიონი აქტიურობდა და რამდენჯერაც არ უნდა შეხვედროდა, იმდენჯერ რაღაც საქილიკოს ეტყოდა. ერთხელ, გურამი მთელი თვით დაიკარგა. აფრასიონი ხუმრობდა: ცოლი ვერ მოიყვანა და გათხოვდა ალბათო. ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა გურამი ვიღაც ორმეტრიან ქალთან ერთად. რა თქმა უნდა, გაიგო აფრასიონმა და გახარებულმა სახლში მიაკითხა. გურამმა იფიქრა, სანამ რამეს მეტყვის, დავასწრებო და მიახალა:

– აჰა, აფრასიონ, მოვიყვანე ცოლი.

აფრასიონმა ახედა გურამზე სამჯერ მაღალ ქალს და ჰკითხა:

– კი. მარა, ეს ქალი მთლიანად მეიყვანე, გურამია?

ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა:

– ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი. იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული. სთხოვს, მე მაპატიეო მისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეივანში ასე, ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება:

– დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე, გაისადაც თუ არ მოისხამ, ვერაფერი გიშველისო.

ერთხელ, ერთ ბოჰემურ სუფრაზე კალმის კორიფეები – კონსტანტინე გამსახურდია და გოგლა ლეონიძე მოხვდნენ. წითელ ღვინოსა და ნაირ-ნაირ კერძებს, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერებიც ახლდა თან, რომლებსაც დიდებულად ასრულებდნენ მოქეიფე მომღერლები. გამსახურდია კი მეგრული სიმღერების დროს თავადაც ღიღინებდა... შუა ქეიფისას შემთვრალმა გოგლა ლეონიძემ გამსახურდიას უთხრა:

– კოწია, მეგრელები ასეთი ლაღი, მხიარული ხალხი  ხართ, სიმღერები კი ნაღვლიანი გაქვთ. ჩვენ, კახალებს ყველა ოხერმა გადაგვიარა, მაგრამ ჩვენი სიმღერები ბევრად მხიარულია თქვენზე. რატომ, რას გლოვობთო?

კონსტანტინე გამსახურდიამ თვალი თვალში გაუყარა დიდ პოეტს და მიუგო:

–  იმას ვგლოვობთ და იმიტომ გვაქვს ნაღვლიანი სიმღერები, გოგლა, ძმაო, რომ თქვენ ყველა ოხერმა გადაგიარათო...

ცნობილი მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ახალგაზრდობაში ერთხელ ერთ მეგობარს ვესტუმრე ქუთაისში. შუა ქეიფში ვართ და ერთ-ერთმა შემოსწრებულმა თქვა:

– ბიჭო, ჯიმშერიას „ლადა“ ჩამოუყვანია რუსეთიდან.

„ლადა“ იმ წლებში ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო, ჯიმშერია კი ამ სუფრის წევრების ახლო მეგობარი, რომელიც, თურმე ძალიან ხშირად იცვლიდა ცოლებსა და მანქანებს. „ლადას“ პატრონი რომ სუფრაზე არ გვეწვია, მეორე დღეს მას სახლში დავადექით კოლექტიურად, რომ „ლადა“ გვენახა და გაგვეტარებინა. ჯიმშერია სახლიდან გამოვიხმეთ და ჩემი მეგობარი ეუბნება:

– ჯიმშერია, ბუჯო, გამეიყვანე შენი „ლადა“, რომ შევაჯდეთ და გავაჭენოთო...

ჯიმშერია, ჯერ გაოგნდა, შემდეგ გაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა... ბოლოს კი რკინის სარი მოწყვიტა, დედის გინებით გამოგვეკიდა და კიდევ კარგი, რომ ვერავის მოგვარტყა, თორემ მოგვკლავდა...

საქმე კი ის იყო, რომ ლადა მის ახალ ცოლს ერქვა და არა ახალ მანქანას.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...