თეატრების სატკივარი-რა სჭირდებათ გურიაში თეატრებს ახალი სიცოცხლის შესაძენად

კულტურა

თეატრების სატკივარი-რა სჭირდებათ გურიაში თეატრებს ახალი სიცოცხლის შესაძენად

18 იან. 2020, 14:32:42

ძნელი სათქმელია, თუ როდის და სად ჩაისახა პირველად თეატრის იდეა, თუმცა,  ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს.

განვითარებისა და საერთაშორისო თეატრალურ არენაზე სახელის გათქმის მიუხედავად ქართული თეატრი არაერთი პრობლემის წინაშე დგას.

რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საზოგადოებას თეატრის დღე ოზურგეთში მდებარე  ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან მიულოცა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ  აუცილებელია, რეგიონულმა თეატრებმა შეიძინონ ახალი სიცოცხლე.

"მინდა ყველას მივულოცო ქართული თეატრის დღე, რადგან ქართული თეატრი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწილია. აქ ვდგავარ ას სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე თეატრის წინ. ოზურგეთის თეატრი, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა, მალე გაიხსნება. 2020 წელს, ის ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქსა და საქართველოს. მინდა ეს მივულოცო არა მხოლოდ ოზურგეთს, არამედ სრულიად საქართველოს, რამდენადაც რეგიონისათვის თეატრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ბოლო წლებში ბევრ ქალაქში თეატრებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახლა საჭიროა, რომ მხოლოდ შენობა კი არ იყოს გარემონტებული, არამედ ახალი სიცოცხლე შეიძინოს რეგიონულმა თეატრებმა. სწორედ ეს არის რეგიონში კულტურის გაცოცხლების, ქართული ენის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ახალგაზრდებისათვის ქართულ კულტურასთან ზიარების საწინდარი. ამგვარად, ახალგაზრდებს მიეცემათ არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, რომ ადგილზე განაგრძონ ცხოვრება“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის დრამატულ თეატრში სტუმრობისას.

მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა რამდენიმე პროექტი, რომელიც მოსწავლეების თეატრთან დაახლოებას ისახავს მიზნად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს საქართველოს პრეზიდენტს თეატრებისთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად,  თუმცა, „გურია ნიუსმა“ სცადა გაერკვია თუ რა პრობლემების წინაშე დგას გურიის რეგიონში არსებული სახელმწიფო თუ სახალხო თეატრები და რაში ხედავენ თეატრის წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს.

ოზურგეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში და დღემდე მიმდინარეობს.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრს, რამდენიმე წელია, რაც ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობს. ის გასულ წელს გურია-სამეგრელოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

მაყურებლის პრობლემა, ფინანსური თანადგომა, კომპიუტერები, ინტერნეტი_ ჩიგოგიძის თქმით, ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რასაც თეატრები უნდა გაუმკლავდნენ, რომ ცოცხალი ხელოვნება არ დაიკარგოს.

კარგია, რომ რეკონსტრუქცია ტარდება,აგრამ ამ რეკონსტრუქცირებულ შენობებში გაძლიერებული, ახალი სიცოცხლით სავსე თეატრები უნდა იყვნენ. არის უამრავი პრობლემა,ათ შორის, მაყურებლის პრობლემა, ფინანსური თანადგომა. ასევე თეატრებმა უნდა ვიზრუნოთ და ვზრუნავთ მეტ-ნაკლებად, როგორ და რა ფორმით მივიდეთ მაყურებლამდე, რა ახალი ხერხები, გზები გამოვნახოთ. ეს არის ჩვენი საუკუნის მოსაგვარებელი ძალიან დიდი  პრობლემა. კომპიუტერები, ინტერნეტი _ ამასთან გამკლავებაა საჭირო, რომ ეს ცოცხალი ხელოვნება არ დავკარგოთ. ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, მოსაძებნია ახალი ფორმები, ხერხებიეს არის ჩემი აზრი და ესე კონკრეტულად, რომელიმე ერთი საკითხით ვერ შემოვიფარგლებით. საკითხი, რასაც ახალი სიცოცხლე ჰქვია, ფართო სასაუბროა. სახალხო თეატრების პრობლემა კიდევ სხვაა, პროფესიული თეატრების კი სხვა. გზებია საძებნი“, _ ამბობს ჩიგოგიძე.

ოზურგეთის დრამატული თეატრის დირექტორი იხსენებს, რომ იყო პერიოდი, როცა აკრძალული იყო სკოლებში თეატრების  შესვლა თეატრების ან აბონემენტების შეტანა და თუ ბავშვი თბილისში არ ჩავიდოდა, ვერ იგებდა რა არის თეატრი.

მოსწავლეებთან დასაახლოვებლად კი დიდი ხნის წინ მივიწყებული პროექტი „სკოლა და თეატრი“ აღდგა.

პროგრამის „სკოლა თეატრში“ მიზანია, მოსწავლეთა სახელოვნებო განათლების ამაღლება, მაღალხარისხიანი თეატრალური ხელოვნების გაცნობით ახალგაზრდების დაახლოება თეატრალურ ცხოვრებასთან, მომავალი გემოვნებიანი მაყურებლის აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები.

ჩიგოგიძეს  მაყურებლის აღზრდის, მასთან მისვლის, საუბრის სწორ ფორმად მოსწავლეებთან ურთიერთობა მიაჩნია.

„საქართველოში, ჩვენ ვართ პირველი პროფესიული თეატრი, რომელმაც პროექტისკოლა და თეატრი“ კარგა ხნის მივიწყების შემდეგ აღვადგინეთ. არ მინდა ჩამეთვალოს ქედმაღლობაში, მაგრამ დღეს უკვე განზოგადებაა რეგიონის მასშტაბით, რომ ეს არის სწორი ფორმა მაყურებლის აღზრდის, მასთან მისვლის, მასთან საუბრის, სასკოლო პროგრამებთან ურთიერთობის. ვფიქრობ, რომ ასე ვზრდით მაყურებელს, რომელსაც შემდეგ თეატრში მოსვლის სურვილი გაუჩნდება.

ოზურგეთში, სკოლის ასაკის სპექტაკლების მაყურებლები უკვე იმდენად გათვითცნობიერებული არიან, რომ შეუძლიათ ისაუბრონ არა მარტო მსოფლიო ზღაპრებზე, არამედ ჩვენს კლასიკოსებზე, ფიროსმანზე, ეგზიუპერზე. რატომღაც, წინა პერიოდში აკრძალული იყო სკოლებში შესვლა თეატრების ან აბონემენტების შეტანა და თუ თბილისში არ ჩავიდოდა ბავშვი, ვერ იგებდა, რა არის თეატრი, ამან შეაფერხა მაყურებლის აღზრდა.

სახალხო თეატრებს რაც შეეხება, მათ სხვა პრობლემები აქვთ“, _ ამბობს ჩიგოგიძე და აღნიშნავს, რომ თეატრის პრობლემების, ტკივილის ირგვლივ იმდენია სასაუბრო, რომ ტელეფონით სიღრმისეულად საუბარი შეუძლებელია.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ფირცხალაშვილი, ამბობს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო დრამატულ თეატრს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში, საკუთარი შენობა არ ააქვს  და არც მუდმივი სამსახიობო დასი ჰყავს.

„სახალხო თეატრი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ კარგი  იქნება თეატრის ცოტა მაღალ დონეზე აყვანა, იქედან გამომდინარე, თუ რა რეპერტუარი აქვს თეატრს, რა შესაძლებლობები აქვს. „ჩემი აზრით, თეატრის განვითარებისთვის კარგი იქნება თუ იურიდიულ ჩარჩოში  თეატრი სახალხო თეატრიდან  მუნიციპალურ თეატრად გადაკეთდება. ლანჩხუთის თეატრს უკვე მეორედ აქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, გასტროლები პარიზში, ახლა უკრაინის ქალაქ ლუტკის თეატრთან ერთად პროექტშია ჩართული და კარგი იქნებ, რომ თეატრი ცალკე ორგანიზმი იყოს და არ იყოს კულტურის გაერთიანებაში შემავალი რაღაც განყოფილება. სახალხო თეატრი განყოფილებად არ უნდა მოიაზრებოდეს და კარგი იქნება თუ ცალკე რელსებზე დადგება. ეს იქნება თეატრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ამ წუთას თეატრს მაყურებლის პრობლემა არ უდგას. აქტიური მაყურებელი  გვყავს. თვითონ თეატრის შიდა პრობლემა არის ის, რომ არ არის იმის ფინანსები, რომ მუდმივმოქმედი დასი ჰყავდეს და ყოველ სპექტაკლზე უწევს მსახიობების მოწვევა.

ადრე თბილისის თეატრალური უნივერსიტეტში ან ბათუმის უნივერსიტეტში ჯგუფები იგზავნებოდა სხვადასხვა რეგიონებიდან, კარგი იქნება თუ ახლაც 10-12 სტუდენტი შეირჩევა, გაიგზავნება თეატრალურ უნივერსიტეტში და 4 წლის შემდეგ მათ აქ დახვდებათ სტაბილური, გარანტირებული ხელფასი. გამომდინარე აქედან, დასი თუ არ ჰყავს თეატრი, რა არ უნდა კარგი რეჟისორი, გამნათებელი, მხატვარი მოვიწვიოთ, მსახიობების გარეშე თეატრი ვერ შედგება და ამ მხრივ ლანჩხუთის თეატრზე ხელის წამოკვრა. არის რამდენიმე მსახიობი მაგრამ ეს თეატრს იმისთვის, რომ სრული რეპერტუარი ჰქონდეს არ ჰყოფნის,“_ამბობს ფირხალაშვილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო დრამატული თეატრში, რომელსაც საკუთარი შენობა არ აქვს თოჯინების თეატრიც ფუნქციონირებს, რომელსაც, ასევე ცალკე სივრცე ესაჭიროება.

„ლანჩხუთში სახალხო თეატრი ითავსებს თოჯინების თეატრის ფუნქციასაც. იმდენად ჰყავს მაყურებელი ამ თოჯინურ სპექტაკლებს, რომ კარგი იქნება თუ დამოუკიდებელი სივრცე გაუჩნდება. ფაქტიურად თეატრს შენობა არ აქვს. ამ შემთხვევაში თეატრის შენობაში არის კულტურის  დაწესებულებათა გაერთიანება და თეატრი არის შენობის გარეშე. არც სახალხო თეატრს და არც თოჯინების თეატრს შენობა არ აქვს და თეატრს თავის სივრცე სჭირდება და კარგი იქნება თუ ეს გათვალიწინებული იქნება,“ _ამბობს ფირცხალაშვილი.

ჩოხატაურის სახალხო თეატრის ირგვლივ არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ „გურია ნიუსს“ მსახიობი ქეთევან კუკულავა ესაუბრა.

კუკულავას თქმით, ჩოხატაურის სახალხო თეატრს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შენობა დაეწვა და ახალ შენობაშია ამ დროისთვის განთავსებული, მაყურებელი ჰყავს, მაგრამ დასს ახალი სიცოცხლე, ახალგაზრდების, ბავშვების ჩართულობა სჭირდება, რადგან თეატრი ჩოხატაურში ცხოვრებას ვერც ერთ მოწვეულ მსახიობს აიძულებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სოფლებს, რომ მოსახლეობისგან არ მოხდეს მათი დაცარიელება.

„ზოგადად თეატრებში მაყურებლის პრობლემაა, მაგრამ ჩვენს თეატრში მაყურებლის პრობლემა არ არის. ქართველები არტისტული ხალხი ვართ. ეს არის სამოყვარულო თეატრი. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთ-ერთი მსახიობი თონეში მუშაობს. ზაფხული იყო და ბუნებრივია, თონეში ნამუშევარი დაღლილი მოვიდა საღამოს სპექტაკლზე და როლი ისე შეასრულა, დარბაზი აღფრთოვანებული დარჩა. ასე ნატურალურად როგორ ითამაშაო. თეატრი ზრდის მაყურებელს. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა საშობაო ზღაპარი გაკეთებული, რაშიც ბავშვებიც გვყავდა ჩართული.

ჩვენ სახალხო თეატრი ვართ და ვერ მოვიწვევთ მსახიობებს. კი შეიძლება მოიწვიო, მაგრამ ვერ ვაიძულებთ აქ გადმოსახლებას. ამიტომ გვინდა კიდევ გავაკეთოთ ახალგაზრდული სპექტაკლი, სავარაუდოდ, ივნისში, რომ  ბავშვებს უფრო მეტად შევაყვაროთ თეატრი და გაუჩნდეთ სურვილი, ჩააბარონ თეატრალურში.  როგორც ოჯახს აქვს თვისება, რომ ბავშვები, ახალგაზრდები უნდა იყვნენ, ასეთივე თვისება აქვს თეატრს. ჩვენ უკვე ხანდაზმულები ვართ.  გვინდა ზრუნვა და დახმარებაც. ვნატრულობ, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ“, _ამბობს კუკულავა.

მსახიობი „გურია ნიუსთან“ იხსენებს, რომ ადრე სოფლებში კულტურის სახლები არსებობდა, სადაც ხდებოდა თეატრით, სცენით დაინტერესებული ნიჭიერი ადამიანების დასაქმება და დამსახურებული არტისტების გამოზრდა.

„ჩვენთან იყო, დაახლოებით, 30 სოფელი, სადაც იყო კლუბი და კულტურის სახლი. იქ  იღებდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ცეკვავდა, ან მღეროდა ან თეატრში იყო. იდგმებოდა 30-იანი,  40-კაციანი სპექტაკლები. ამ სპექტაკლებს აკაკი ხორავა და სხვა კოლორიტები ტაშს უკრავდნენ. მოდიოდა უნიჭიერესი ადამიანები და დამსახურებული არტისტის წოდებას ანიჭებდნენ. სოფელი უნდა აღდგეს. სოფლებში ცოტა ხალხია დარჩენილი და ისინიც წასვლაზე ფიქრობენ.

საზღვარგარეთ  არის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლები, იაპონელები და ჩინელები კრიმანჭულს მღერიან.  ხალხური სიმღერის შემსრულებელი ადამიანები კი საქართველოში ცოტანი არიან დარჩენილები“, _ ამბობს ქეთევან კუკულავა. 




 ახალი ამბები
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...
  • მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანებაკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. 2020 წლის 05 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ - ნათქვამია მასალაში. პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებ გვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე აღვნიშნავთ, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას. მეორეს მხრივ, კი კომუნიკაციების კომისია თავს ესხმის მედიასაშუალებას და ცდილობს დამაკნინებლად წარმოაჩინოს იგი. აქვე მითითებულია, რომ ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ონალინ გამოცემა on.ge, ხოლო მოშველიებულია „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის მოსაზრების ნაწილი. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა - „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს - ,,ბათუმელებმა""გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად. აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია. თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ. ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ ... ...
  • საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებსსაქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 2X Challenge ინიციატივის შეერთებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი მიზნები, რაც ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია და საქართველოს ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალთა როლის და წინსვლის გაძლიერების მიმართულებით. ეს გამოიხატება ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები. ”ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა  და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში.   მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც  ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოსაფხვრისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოყვა. მასში აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ, არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს. ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც  განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებისკენ წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საფინანსო ინსიტუტების, როგორიცაა DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund-ის გაერთიანებული ძალისხმევა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ საფინანსო ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. მიმდინარე მდგომარეობით, FMO-ს მიერ განხორციელებული 13 ინვესტიცია უკვე აკმაყოფილებლს 2X Challenge-ის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც  270 მლნ აშშ დოლარი მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...