„თეატრი მთელი ჩემი ცხოვრებაა“ _ანი ანდღულაძე

კულტურა

„თეატრი მთელი ჩემი ცხოვრებაა“ _ანი ანდღულაძე

13 თებ. 2021, 15:40:43

„ძალიან პატარა ასაკიდან ვოცნებობდი ვყოფილიყავი აკრობატი. ესეც სცენასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მომწონდა ცირკის აკრობატები და ამაზე ვოცნებობდი ჩემთვის ბავშვურად. რეალიურად მსახიობობა მინდოდა სულ“_ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას 24 წლის მსახიობი ანი ანდღულაძე. ანი ფოთის თეატრალური დასის წევრია 2018 წლიდან.

_ როგორი იყო პატარა ანი?

_ ბავშვობიდან ჩაკეტილი და ძალიან მორცხვი ვიყავი, აი, ისეთი მორცხვი მეზობელს გამარჯობას ვერ ვეუბნებოდი. 10 წლის ვიყავი, მახსოვს, ბებიაჩემის მეზობელს ვერ მივესალმე და მან მისაყვედურა ამის გამო. ვერ ვურთიერთობდი ბავშვებთან. დედაჩემმა მოიფიქრა გამოსავალი ამ სიტუაციიდან და თეატრალურ წრეზე შემიყვანა ბატონ შალვა ლიპარტელიანთან.

_ მოგვიყევით  შალვა ლიპარტელიანზე...

_ ბატონი შალვა იყო უნიჭიერესი ადამიანი. მისი დამსახურებით დავძლიე  კოლმპექსები და მეტად გავიხსენი ადამიანების მიმართ. მას ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა  ბავშვებთან, ყველას თავის გასაღებს უძებნიდა.  იყო არა მარტო პედაგოგი, არამედ  უფროსი მეგობარი და მრჩეველი. ის გვასწავლიდა თეატრის სიყვარულს და მისი  დამსახურებაა ის, რომ მე მსახიობად შევდექი. პირველი სპექტაკლი, სწორედ, ბატონი შალვას დამსახურებით  14 წლისამ ვითამაშე.

_ სად გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს?

_ რაც ყველაზე მეტად მიყვარს და სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ეს არის ჩემი პროფესია. შეიძლება სხვა პროფესიის ვყოფილიყავი, მაგრამ ეს სიამოვნების განცდა არ იქნებოდა. კომფორტულად ვგრძნობ თავს სცენაზე. ემოციური ვარ და ერთ ადგილას გაჩერება არ მომწონს. ჩემი დადებითი და უარყოფითი ემოციები ვინმეს უნდა გავუზიარო. ჩემი თავის წარმოჩენას და წარმოდგენას ყველაზე კარგად ვახერხებ თეატრში. ჩემთვის რეპეტიციების პერიოდი არის ძიების პროცესი. რეპეტიცია, ერთის მხრივ, არის ძალიან საინტერესო და მეორეს მხრივ, ძალიან რთული და შრომატევადი. როლზე მუშაობა პერსონაჟის ხასიათის ძიება... მუშაობის პროცესში, როგორც მსახიობი და როგორც პიროვნება წინ მივიწევ, ვიზრდები.


_ დღეს როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა?

_ იმის გამო, რომ ფოთის თეატრის შენობა ჯერ კიდევ ავარიულ მდგომარეობაშია, კულტურის სახლის შენობაში ვმუშაობთ დროებით. შენობა არის ძალიან პატარა და სამუშაოდ არაკომფორტულია.  შესაბამისად, ძალიან რთულია ასეთ გარემოში მუშაობა. რა თქმა უნდა, ყველა პროფესია მსხვერპლს მოითხოვს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი თეატრი და ჩვენი პროფესია და ვემსახურებით მას ექსტრემალურ პირობებშიც. პანდემიის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა, ძალიან დავისტრესეთ, შენს საყვარელ საქმეს რომ აკეთებ და გამოგეცლება. თეატრი ჩემი მთელი ცხოვრებაა...

_ მოგვიყევით თქვენს პირველ სატელევიზიო სპექტაკლზე _ „ოთახი“...

_ რეჟისორი ავთო დიასამიძე ივნისში ჩამოვიდა ჩვენთან თბილისიდან.  ამირჩია თავისი სპექტაკლის „ოთახისთვის“. კულტურის სამინისტროს ნებართვას ველოდებოით და სპექტაკლის რეპეტიციები აგვისტოში დავიქყეთ. რეჟისორის ემა  დონაჰიუ რომანის ინსცენირება მოახდინა. წიგნი არის ორნაწილიანი: სიტუაციაა ოთახში ცხოვრების პერიოდში და მეორე ნაწილი როგორ ცხოვრობენ, როცა ტოვებენ „ოთახს“. აღწერენ თავისუფალ გარემოში ცხოვრება როგორ უჭირთ. ადაპტაცია, შეგუება, ურთიერთობა, როგორ უჭირს დედას და შვილს. ჩვენ მხოლოდ ოთახის შიგნით მდგომარეობა ვითამაშეთ სპექტაკლში _ გაქცევამდე. რეჟისორმა უფრო ფსიქოლოგიური დრამისკენ წაიყვანა სპექტაკლი და მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ბავშვობის ტრამვები, შიშები, კომპლექსები ადამიანს მთელი ცხოვრება თან დასდევს. ცხოვრებაში ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ბავშვობის ტრავმა ცხოვრებას გვიწამლავს.

_ როგორ მოირგეთ როლი?

 _ რეპეტიციების დაწყებამდე მისი წიგნი წავიკითხე, ძალიან მაინტერესებდა. რამდენჯერმე გადავიკითხე, შევეცადე დეტალურად ამომეწერა ჩემი პერსონაჟის თვისებები, დამოკიდებულებები ბავშვის მიმართ, ნებისმიერ სიტუაციაში ამ გოგოს ქცევები და ქმედებები გამეთავისებინა. ასე დეტალურად შევისწავლე ჩემი გმირი. დამაინტერესა, რატომ დაწერა მწერალმა ეს წიგნი, რომანი იკითხება ძალიან კარგად. ბავშვის ენით არის დაწერილი. მთავარი გმირი ბავშვი „ჯეკი“ წერს,  ბავშვის ენით გვიხატავს ამ რეალობას. თითქოს მარტივი აღსაქმელია, მაგრამ ძალიან დიდი ტრაგედიაა.

_ კმაყოფილი ხართ საკუთარი შედეგით?

_ ჩემი თავით არასოდეს ვარ კმაყოფილი. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ საკუთარ  თავს. მე ვარ დამწყები მსახიობი და გამოცდილებაც დიდი არ მაქვს.  ვფიქრობ, რომ ნორმალურად შევასრულე.

_ რამდენად რჩება თქვენში გმირის ხასიათი?

_ ხანდახან თავისთავად გმირის ფრაზებით ვსაუბრობ. ეს ფრაზა მომწონს ძალიან: „ელოდე, ანა, ელოდე, უსაზღვროა შენი მოთმინება“. ეს ფრაზა „ბეჩავიდან“ არის და ხშირად ვიყენებ ხოლმე, ჩემდა უნებურად. მანერებს არა, უფრო ფრაზების გამოყენება მომწონს ან გამომდის თავისთავად.

_ რაზე მუშაობს ფოთის თეატრი დღეს?

_ ფოთის თეატრი წერს ზღაპრებს ბავშვებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ სპექტაკლზე „ახლა კი, ფარდა“, რომელიც ეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილეს. ეს არის ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი. მთავარ როლს ასრულებს თავად მიხეილ თუმანიშვილის თოჯინა და ცოცხალ პლანში თამაშობს სამხატრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი. ახლა დროებით შეჩერებული გვაქვს რეპეტიციები და ერთი თვის შემდეგ, ალბათ, განახლდება. სპექტაკლს შემდეგ გადავიღებთ, რომელიც დაიდება ფოთის თეატრის ოფიციალურ გვერდზე, სადაც იდება ჩვენი ყველა ნამუშევარი და მაყურებელს შეუძლია ნახოს ჩვენი სპექტაკლები.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...