მარტოხელებმა რა დაგიშავეთ?!

მკითხველი

მარტოხელებმა რა დაგიშავეთ?!

1970 იან 1 04:00:00

რომელიმე თქვენგანი გააკვირვა ამ შეკითხვამ? მაშინ მის არსს აგიხსნით:

ამასწინათ, სოფელ დვაბზუდან ორი გოგონა მესტუმრა. მიზეზი?

მათაც შეკითხვა დამისვეს:

_ ბებია და ბაბუა ამბობენ, რომ კომუნისტების დროს, საგზურებით, ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ დასვენება; უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იყო და მოწინავე სტუდენტებს სახელმწიფოსგან სტიპენდიებიც ჰქონდათ დანიშნული; საავადმყოფოებში მკურნალობაც უფასო იყო და საჭმელიც...

მართლად ამბობენ?

ახლაც მახსოვს მაკუნას გაოცებული მზერა, როცა მე, ბებია-ბაბუას ნათქვამი დავადასტურე...

როგორ ფიქრობთ, მე ამით რეჟიმს მივსტირი?!

ხშირად მითქვამს, რომ კომუნისტებს ბევრი კარგი ჰქონდათ.

თუნდაც, პასუხისმგებლობის გრძნობაც _ დანაპირების შესრულებაც (რატომ არ დავიტოვეთ, რაც კარგი ჰქონდათ?!).

დღეს? გულწრფელად გეტყვით, რომ დაბალ რგოლებში, დაპირებების კასკადი ისევ შეუსრულებლად რჩება და იმავ დონეზეა, რაც "ნაცმოძრაობის" ჟამს იყო (მაგალითებსაც დაგისახელებდით, მაგრამ ამ წერილის თემას არ მინდა, ავცდე).

ჩემი და ჩემნაირების დღევანდელობის საწუხარი კი, აი, ეს გახლავთ!

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პენსია 110 ლარამდე აგვიყვანა (თუმცა, მიხეილი რუს ჟურნალისტებთან თავს იწონებდა, რომ პენსია ორას დოლარზე მეტი იყო).

გაგაოცებთ და... არც მარტოხელები დავიწყებიათ _ 22 ლარი დახმარებაც მოგვცა. ასე რომ, იმ მთავრობამ, თქვენთან შედარებით, მშვენივრად შეაფასა ჩემი 50-წლიანი ჟურნალისტობა და თვეში 132 ლარს მაძლევდა (სახლის ტელეფონშიც 5-ის ნაცვლად, 2,50 ლარს ვიხდიდი).

ხომ მაღალი შემოსავალი და შეღავათი მქონდა?!

მაქვს ბინა, კომუნისტების დროს შეძენილი ავეჯი, ჩემს სახელზე არ არსებობს (არც ყოფილა) აგარაკი, მიწა, მანქანა, არასდროს მქონია ოქრო-ვერცხლი და...

წარმოიდგინეთ, არასდროს მიგრძნია თავი ასე დამცირებულად, როგორც თქვენი მმართველობისას!

მოკლე ხანში, მართლაც ბევრი კარგი გააკეთეთ!

თუმცა, გამოკვეთილად ერთს გავიხსენებ _ ჩემთვის, განსაკუთრებული მაინც, მოსწავლეებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემაა!

დიახ, ბევრი დადებითის შესახებ შეიძლება ვთქვა, მაგრამ ისევ თემის არსს დავუბრუნდები.

არ ვიცი, პიროვნულად რომელს მოგმართოთ და რომელს მოუვიდა აზრად მარტოხელების აბუჩად აგდება (სხვა სიტყვა არც მიესადაგება)!

მოდით ხელისუფლებაში და პენსიონერებს 25 ლარი მოგვიმატეთ, თუმცა, არა _ მე და ჩემნაირებს! მე ისევ 132 ლარს ვიღებ, მეტიც, შეღავათიც გამიუქმდა.

არაფერი მითქვამს. მაგრამ... ისევ დაგვიმატეთ 25 ლარი და პენსია 150 ლარი გახადეთ!

მაგრამ სად გაქრა მარტოხელობის 22 ლარი, რატომ გაგვიუქმეთ დახმარება?!

ვიცი, რომ მარტოხელა ვარ და არა მარტოსული!

ვიცი, რომ უფალი ჩემთანაა და მეუბნება:

_ შენ მარტო არ ხარ, მე შენთან ვარ!

უფალი ჩემთანაა და ლუკმა-პურისთვის არ ვტირი!

მაგრამ, რატომ არ იცით, თქვენ, რომ ჩემნაირი მარტოხელა ადამიანისთვის (74 წლის ვარ), რომელსაც აწუხებს მაღალი წნევა, დიაბეტი, რას ნიშნავდა ის 22 ლარიც?!

უცნაურია, ვისკენ არ მოუწოდებთ ერთმანეთს, რომ დაეხმარონ _ ავადმყოფებს, ვეტერანებს, ლტოლვილებს... მაგრამ ვინმეს მარტოხელები გახსენებიათ?

ვის და რას ახმართ ჩვენგან წაღებულ ლარებს, ან ვართ იმდენი, რომ ღირდა ამ თანხის სახელმწიფოსთვის ჩუქება?!

აი, რატომ მატკინეთ გული! აი, რატომ გისვამთ საჯაროდ შეკითხვას:

მარტოხელებმა რა დაგიშავეთ?!

ეთერ ქადეიშვილი, ჟურნალისტი




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...