მიხეილ, ისტორიაში გნებავთ შესვლა?!

მკითხველი

მიხეილ, ისტორიაში გნებავთ შესვლა?!

1970 იან 1 04:00:00
დიახ! ეს ასეა! მაგრამ როგორ? რა თქმა უნდა, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერის, დემოკრატიის შუქურის, ქალაქების: სიღნაღის, ამბროლაურის... დიდი ნათლიის სახელით!

გჯერათ, რომ ისტორიაში შეხვალთ, რადგანაც "არის ტყუილი, რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ!"

თანაც, თუ საქართველოში მხოლოდ სიმონ მასხარაშვილების მსგავსი ისტორიკოსებია, მაშინ, როგორც თქვენ გნებავთ, ისტორიაშიც ისეთი შეხვალთ!

ისტორიაში ვინ არ შესულა, თუნდაც, ჰეროდე გავიხსენოთ _ ბეთლემსა და მის შემოგარენში ყრმათა დამხოცავი! იგი სიცოცხლეშივე გაიხრწნა _ მატლები დაესია! როცა ნახა, რომ მის გამო არავინ ტიროდა, გადაწყვიტა, სხვათა გამო ეღვარათ ცრემლი. ამიტომ ბრძანა: ქალაქ იერიქონში ერთად შეეკრიბათ სამეფოს ყველა წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, ტომების წინამძღვრები და მისი სიკვდილის ჟამს ყველა დაეხოცათ!

კალიგულა ოცდახუთი წლის გახდა იმპერატორი. პატივმოყვარე, თავნება, ეგოისტი, ეჭვიანი, სისხლისმოყვარე _ ასეთად შერჩა იგი ისტორიას. კალიგულამ თავი იუპიტერად გამოაცხადა. ეს იყო იმპერატორი, რომელიც სენატის სხდომაზე ცხენით შეჯირითდა, რომელმაც ყველა ქანდაკებას თავი მოხსნა და ზედ თავისი გამოსახულება დაადგა. კალიგულა დაუოკებელი სურვილით იყო სავსე _ იერუსალიმში მისი ქანდაკება ეხილა.

ნერონიც გავიხსენოთ: აკვიატებული ჰქონდა აზრი, რომ იყო უდიდესი პოეტი, მსახიობი, მომღერალი, მხატვარი, მოქანდაკე! იგი სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მისი "უდიდესი ხელოვნებით" აღტაცებაში არ მოვიდოდა; მისივე ბრძანებით მოკლეს დედამისი, ცოლი, თვითმკვლელობამდე მიიყვანა ფილოსოფოსი სენეფა; მის ბრძანებას უკავშირდება რომში ხანძრის გაჩენა _ მსოფლიოს ცენტრი ცხრა დღე და ღამე ცეცხლში იყო გახვეული... საშინლად დასრულდა ნერონის სიცოცხლე _ სენატმა იგი სამშობლოს მტრად გამოაცხადა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა!

შეშინებული ნერონი გადაცმული გაიქცა და თავისი მონის სახლს შეეფარა. როცა მდევართა ხმა გაიგონა, თვითმკვლელობა გადაწყვიტა, ყელზე მახვილი მიიდო, მაგრამ შეჩერდა. მაშინ მონამ მახვილის ტარზე ხელი აუკრა და... "ოო, როგორი არტისტი ვიღუპები!" _ ეს იყო იმპერატორ-ჯალათის ბოლო სიტყვები.

ვგრძნობ, მეტისმეტად შევიჭერი უკეთურთა ისტორიაში და, თანაც მაშინ, როცა წერილს თქვენ გწერთ. თუმცა, ეს წერილიც ისე არ მოაღწევს თქვენამდე, როგორც ნოემბრის იმ საშინელ დღეებში გაზეთ "ასავალ-დასავალში" დაბეჭდილი ჩემი წერილ-შეკითხვა: "რატომ მცემეთ, პრეზიდენტო?!"

თბილისში არც იმ ნოემბერს ვყოფილვარ, მიხეილ, და არც ამ მაისს, 26-ში, როცა თავისუფლების დღე უნდა გვეზეიმა. მაშინაც და ახლაც ოზურგეთში, ჩემ ბინაში ვიჯექი და...

როგორ შეუბრალებლად მცემეთ, მიხეილ! არც გაზის შხამი დამაკელით, არც წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიაც მესროლეთ, ხელკეტებს დაუნდობლად მირტყამდით, ხელ-ფეხიც შემიბორკეთ და სადღაც მიმაგდეთ. საკანშიც ჩამსვით, პატიმრობაც მომისაჯეთ!

თქვენ, იმ ღამით, საქართველო სცემეთ, მიხეილ!

მერე რამდენჯერ გიხილეთ მხიარული! "აგვისტოს 5 დღეც" როგორ ზარ-ზეიმით აღნიშნეთ! ამ ფილმით აღმამფრენი მიხეილი დაანახვეთ მსოფლიოს, "მიშა მაგარია" ისევ ომახიანად დააგუგენეთ!

მაინც რა დაუჯდა "ეკონომიურად ასე ძლიერ საქართველოს" და მის "დაუმარცხებელ პრეზიდენტს" ეს ფილმი? მაინც რა დაუჯდა შორეთიდან თეთრი და წითელი ვარდების ყიდვა ქვეყანას?

თუმცა, ეს არაფერია _ გამგები ბიზნესმენები გყავდეს, მიხეილ და ფული რა სახსენებელია, არა?!

მე უნახავად მტკივა ეს ფილმი, პრეზიდენტო და ახლა გეტყვი, რატომ _ უნახავად!

აფხაზეთის ომის დროს, წმიდათა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძრის მრევლი სურსათ-სანოვაგეს, ტანსაცმელს ვაგროვებდით და სოხუმში ჩვენი მშიერი ბიჭებისთვის ჩაგვქონდა!

ერთხელაც, იცით რა ვნახე, მიხეილ? ორმო, რომელშიც ჩვენი მებრძოლები, ხელშეკრული ბიჭები ერთმანეთზე მიწვენით ესვენა... ეს ტკივილიანი საქართველო იწვა ვერაგთა ხელით გათხრილ სამარეში და... იცით, უფრო საშინელი რა იყო? მიცვალებულთ ზემოდან მკვდარი ძაღლიც ეგდო!

ის წუთები საუკუნეებად მექცა, გულსა და სულში, გონებასა და თვალებში ჩამისახლდა.

ეს ტკივილი "აგვისტოს 5 დღის" დემონსტრირების წინა დღეების მხიარულებით უფრო გამიმძაფრეთ და ისევ ვიგრძენი, რომ გამლახეთ, სულიც და სხეულიც ისევ გამილახეთ!

იცით, კიდევ რა მინდა გითხრათ? მახსოვს, როგორ შევძრწუნდი, როცა გაზეთებში წავიკითხე _ ჩვენს ქართულ დროშაზე, თვალახვეულები რომ გაატარეს ოსებმა დატყვევებული ქართველი მებრძოლები!

ჰო, მიხეილ, რუსმაც იცის, ოსმაც და მსოფლიომაც, რას გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ, საუკუნეები როგორ გამოიარა და რომ არასდროს უღალატია რწმენისთვის და მამულისთვის!

ამიტომ აუხვიეს თვალები ბიჭებს! _არის ეს კადრი, მიხეილ, თქვენი აღმაფრენისთვის შექმნილ ფილმში? აბა, რუსული იმპერიის ავი ზრახვები თვალდახუჭულად არის დანანახ-გასაგები!

თქვენ თვალისახვევის დიდოსტატი ხართ, მიხეილ!

თქვენ საქართველოს გმირი არ ხართ!

თქვენ ხართ მთავარსარდალი, რომელიც დამარცხდა, რომელიც შიშმა შეიპყრო, როცა რუსთა თვითმფრინავის ხმა გაიგონა _ თქვენ, მაშინ შეშინებული გარბოდით გორის ქუჩებში _ აი, რა არის სინამდვილე, აი, რა არის, რითაც ისტორიაში შეხვალთ!

რუს-აფხაზთა ბრძოლაში მთავარსარდალი შევარდნაძეც დამარცხდა, მიხეილ, მაგრამ გამარჯვების ფილმი არ გადაუღია!

თქვენ რა გემართებათ?

ისევ სოხუმის გახსენებით მინდა დავამთავრო ეს ტკივილიანი წერილი.

ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში მებრძოლებს ვესაუბრებოდით. ამ დროს ჯერ თვითმფრინავების ხმა გაისმა, მერე _ ბრძანების:

_ დაწექით!

მე არ დავწექი, მიხეილ! არა, ეს არ იყო "არ მეშინოდას" გრძნობა _ შიში არც მიგრძვნია, მიხეილ! ვიდექი და შევცქეროდი, როგორ ცვიოდა ზღვაში ბომბები, ცად როგორ მიიწევდნენ დაბომბილი ტალღები. ბომბებისგან ატალღებულ ზღვას შევცქეროდი!

ასე ჩემებურად "შევებრძოლე" მტერს, მიხეილ!

თქვენ "თქვენებურად" არ უნდა იბრძოლოთ? თქვენ ხომ ქვეყნის, ხალხის ბედი გაბარიათ, თქვენ ხომ პრეზიდენტი გქვიათ! თქვენ ისე უნდა იბრძოლოთ (დიპლომატურად), როგორც საქართველოს, ქართველ ხალხს ეკადრება და არა საჩვენებელი ფილმისთვის, მიხეილ! თქვენ ისტორიაში გნებავთ შესვლა!

თუ თქვენ გარემოცვას დაუჯერებთ... ისტორიაში მართლაც შეხვალთ და დარჩებით!

მაგრამ...

"აგვისტოს 5 დღე" ქართველი ხალხის გოდებაა!

თქვენ ამ გოდების ჩახშობა სადღეგრძელოებით (ნაბრძანები ქველმოქმედებით) მოისურვეთ, მიხეილ!

ისტორიაში გნებავთ შესვლა?

გახსოვდეთ: ყველა ისტორიკოსი სიმონისნაირი არაა! საქართველოს ჰყავდა და ახლაც ჰყავს ჭეშმარიტი პატრიოტები!

გუშინდელს და დღევანდელს ხვალინდელობა გვირგვინს დაადგამს და იტყვის ისტორია: ვინ იყო და არის ღირსების და უღირსობის გვირგვინის ღირსი.

მინაწერი: დაგვიანებით დაიწერა ეს წერილი... თუმცა, რატომ? ტკივილმა გუშინ და დღეს არ იცის!

ტკივილი ტკივილია!




 ახალი ამბები
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლა ჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...
  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი გნგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ზალკანიანს იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებს საზოგადოება გაგებით მოეკიდება, თუმცა მისივე თქმით ამ დიდი შეხვედრის ჩატარება საქართველოსთვი ძალიან მომგებიანი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი ... ...
  • ნათია თურნავა კორონავირუსზე - "ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება"ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“-ზე განაცხადა. თურნავას თქმით, ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც გაზაფხულთან ერთად გადაივლის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით. საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ. რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა: „ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...